December 8, 2011

დეცივილიზაცია,ეთნოციდის პოლიტიკა და პრაქტიკა:

ცნობილი ფრანგი
ეთნოლოგი რობერ ჟოლას
//1928-1996//წიგნი
 "თეთრი მშვიდობა,
შესავალი ეთნოციდში"
   რობერ ჟოლა, ეთნოციდი, განსაზღვრების ცდა //Robert Jaulin,L'ethnocide;essai de définition//:


     "...ცნება ეთნოციდი აღნიშნავს ცივილიზაციის მოსპობის, დეცივილიზაციის, განცივილიზების აქტს. ის აგებულია ცნება გენოციდის მოდელზე...


   ცნება ეთნოციდი შთამაგონა ჟან მალორიმ 1968 წლის მაისში თუ ივნისში მაშინ როდესაც მე ვიყენებდი ცნებას კულტურული გენოციდი. მას ვხმარობდი ინდიელთა ცივილიზაციების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით....


   1947 და 1948 წლებში გაეროს კომისიამ ნომერი 6 შეისწავლა გენოციდის ცნება და სცადა ადამიანის უფლებათა ქარტიის შემუშავება. 

  მაშინ კომისიამ საბოლოო ანგარიშით უარყო კულტურული გენოციდის იდეა იმის მომიზეზებით რომ ეს ცნება ზიანს მიაყენებდა გენოციდის ცნებას მკაცრი გაგებით. სამყარო გამოდიოდა ომიდან, ადამიანებს აწუხებდა მოგონებები კრემატორიუმების ქურების შესახებ და კულტურათა მოსპობის საკითხის განუხილავი დარჩა....


  არადა ადამიანის უფლებათა დამცველებს დაავიწყდათ რომ ინდივიდი არსებობს მხოლოდ გარკვეულ გარემოში,მოწესრიგებულ საზოგადოებაში და ამის დავიწყება არის ცივილიზაციის, ე.ი.ცივილიზაციათა სიმრავლის და მრავალფეროვნების უარყოფა. ამას ურიგდებოდნენ დასავლეთის დიდი სახელმწიფოები და საბჭოთა კავშირი.


     1950-ან წლებში ისევ ვცადეთ კულტურული გენოციდის ცნების შეტანა ადამიანის უფლებათა ქარტიაში როგორც ხალხთა თვითგამორკვევის უფლებასთან დაკავშირებული ტექსტი. დიდმა სახელმწიფოებმა ისევ არ მიიღეს ეს ცნება....


     ცივილიზაციათა მოსპობა, რომელსაც ალბათ არასრულყოფილად ასახავს ცნება ეთნოციდი რა თქმა უნდა გულისხმობს ცივილიზაციათა მოსპობის პროცედურის დადგენას. იქმნება ცივილიზაციის მოსპობის მექანიზმი და ორგანიზმი.
     არადა პარადოქსია, მაგრამ ცივილიზაციების მომსპობ ორგანიზმს ჩვენ ჩვეულებრივად მივიჩნევთ ცივილიზაციად.


    ცხადია რომ ცივილიზაციის მოსპობა ვერ ჩაითვლება ცივილიზაციის დამყარებად.... 


     ასე მოხდა ლათინურ ამერიკაში სადაც ლას კაზასმა წააგო ბრძოლა ინდიელების მომსპობ კონკვისტადორებთან.


    ესპანეთის სამეფო,კონკვისტადორები,ვერ ეგუებოდნენ ინკათა სახელმწიფოს არსებობას და ისინი გააფთრებით შლიდნენ და  სპობდნენ ინდიელთა საზოგადოებებს. ისინი ფანტავდნენ,თრგუნავდნენ,ხოცავდნენ....


//ესაა ფრანგმენტი რობერ ჟოლას წიგნისა "დეცივილიზება,ეთნოციდის პოლიტიკა და პრაქტიკა(la décivilisation,politique et pratique de l'ethnocide,Editions Complexe,Bruxelles,1974).
                  
    ქართველთა დღევანდელი თაობები მოესწრნენ  ქართული ცივილიზაციის მოკვლის მცდელობებს სულ მცირე საქართველოს რეგიონებში რომლებიც დასცალეს მშვიდობიანი ქართული მოსახლეობისგან. ქართული ცივილიზაციის მოსპობის მცდელობა უწყვეტი პროცესია სულ მცირე 1801 წლიდან. ეს ნაშრომი გვიჩვენებს რომ ევროპაში არიან ინტელექტუალები რომლებიც ცივილიზაციების მოსპობას თვლიან დანაშაულად ადამიანობის და კაცობრიობის წინაშე და რომლებმაც შეიძლება გაიგონ რომ ქართველები არ არიან ინკებზე ბევრად უფრო უარესები.


    ეს იძლევა იმედს, იქნებ ვინმემ ყურადღება მიაქციოს ამ პოტენციურ თანამოაზრეებსაც.                 

No comments:

Post a Comment