December 31, 2011

ჩობანიანის ინსტიტუტი საფრანგეთში:


Archag TCHOBANIAN --- Cliquer pour agrandir
არშაკ ჩობანიანის წიგნი
"სომხეთი თურქთა უღლის 

ქვეშ.  სომეხი ერი არაა 
დამნაშავე //ფრანგულად//.
    ჩობანიანის ინსტიტუტი არის სამხრეთ კავკასიის,თურქეთის და საშუალო აღმოსავლეთის სტრატეგიული კვლევების დამოუკიდებელი ცენტრი. ექსპერტების მისი გუნდის, გააზრებების და ანალიზის სანდოობა მას აქცევს ინსტიტუტთა და ექსპერტთა სანდო პარტნიორად საერთაშორისო ასპარეზზე.

      ჩობანიანის ინსტიტუტი ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის,თურქეთისა და საშუალო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკისადმი მიძღნილი ნაშრომების,პერიოდიკისა და წიგნების გამოქვეყნებას.

     ჩობანიანის ინსტიტუტი მონაწილეობს გამოცემაში ნაშრომებისა სომხური კულტურის//ლიტერატურის.ხელოვნების.მეცნიერების// შესახებ.


     ჩობანიანის ინსტიტუტი ხელს უწყობს საქმიანობას რომლის მიზანიცაა სომხური რეგიონების გაცნობა საზოგადოებისთვის.
     
     ჩობანიანის ინსტიტუტი აწყობს კონფერენციებსა და სემინარებს სომხეთისა და მისი რეგიონების შესახებ.

    ჩობანიანის ინსტიტუტი აწყოფს პროფესიული და მოქალაქეობრივი ფორმაცია-
აღზრდის ციკლებს.

//ჩობანიანის ინსტიტუტმა უკვე რამოდენიმეჯერ გამოსცა წიგნი ჯავახეთის შესახებ სადაც მოთხრობილია თუ როგორ წაართვა სომხეთს ძირძველი სომხური მიწები,მათ შორის მესხეთ-ჯავახეთი, ქართველმა შოვინისტმა სტალინმა და როგორ აჩუქა ისინი საქართველოს. მთარგმნელის შენიშვნა//.




      ჩობანიანის ინსტიტუტის მიმართვა სომხეთის მოყვარული არმენოფილებისადმი:


           " სომხური მიზნის ძვირფასო მეგობარო,მაქვა ისტორიის ერთ-ერთ ეპიზოდზე თქვენი ყურადღების მიპყრობის პატივი.
            მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთა შორის გაჩნდა სომხური პრობლემა. ამის მიზეზი იყო თურქების მიერ სომეხთა გაჟლეტა.


             ამ პერიოდში ერთმა კაცმა,მწერალმა და პოეტმა არშაკ ჩობანიანმა შესძლო ადამიანთა სვინდისის გამოფხიზლება. 


Archag TCHOBANIAN --- Cliquer pour agrandir
არშაკ ჩობანიანი
//1892-კონსტანტინეპოლი
-1954-პარიზი//.
         ჩვენ ვიცით თუ რა რადიკალურად გადაწყვიტეს სომხური საკითხი თურქეთის ხელმძღვანელებმა პირველი მსოფლიო ომის დროს. ეს დანაშაული დღემდე დაუსჯელია.


                 2004 წელი იყო აგრეთვე არშაკ ჩობანიანის გარდაცვალების 50-ე წლისთავი. ცერემონიები ჩატარდა საფრანგეთში,ლიბანში,სომხეთში.


               ყოველივე ამის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ არმენოფილური//სომხეთის მოყვარულთა// მოძრაობის გააქტიურება...


               ეს განსაკუთრებით აქტუალურია დეღეს, როდესაც რთული ვითარებაა კავკასიაში, სადაც გრძელდება "დიდი თამაში". საფრანგეთმა 2001 წლის იანვარში აღიარა მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი.


             2004 წელი იყო მოვლებით მდიდარი წელი. თქვენ იცით რომ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. ბრძოლა არ დამთავრებულა.


           საჭიროა საფრანგეთის და ევროპის ხელმძღვანელთა და საზოგადოებრივი აზრის ყურადღების მიპყრობა სომხეთის პრობლემებზე. 


                     ჩვენ მოვუწოდებთ ყველას ვისაც უყვარს სომხეთი //არმენოფილს// მიიღონ აქტიური მონაწილეობა მოძრაობაში. თქვენ შეგიძლიათ მრავალნაირი დახმარების გაწევა. თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება რედაქტირებაში,ფინანსური დახმარების გაწევა,აქციებისთვის ფართის დათმობა და სხვ.//ეს ფრანგულადაც გამოქვეყნდა ინტერნეტშიც//.


                  ცოტა რამ არშაკ ჩობანიანზე. 


     კონსტანტინეპოლის სომხურ გარეუბან ბეშიკტაშში დაბადებული არშაკ ჩობანიანის დედა გარდაიცვალა მისი გაჩენიდან ერთი თვის შემდეგ. მამამისი იყო მოკრძალებული ოქრომჭედელი.


            არშაკი თავიდან სწავლობს ბეშიკტაშის სომხურ კოლეჯში,სადაც სომხური ენაც ისწავლა....


                    პარიზში ჩასული  ჩობანიანი შეხვდა ზოგ იმ მწერალს რომელთა თხზულებებიც თარგმნა//ემილ ზოლა,ჟან ლორე,ანრი ბაუერი//....
     
წიგნი" არშაგ ჩობანიანი
და არმენოფილური//სომხეთის
მოყვარულთა// მოძრაობა
 საფრანგეთში" // ფრანგულად//.
 
       კონსტანტინეპოლში დაბრუნების შემდეგ ის აახლებს მუშაობას როგორც მასწავლებელი და აარსებს დიდად პოპულარულ ჟურნალს "ძაღიკ"// ყვავილი//. 
ჟურნალში ის ბეჭდავს თავის ლექსებს,სომხური და ფრანგული ლიტერატურის ნაწარმოებებს. კონსტანტინეპოლში შეხცდა ის პიერ ქილარს//Pierre Quillard//, რომელიც 1895 წლის სექტემბრის ბოლოს შეესწრო კონსტანტინეპოლის ქუჩებში სომეხთა ჟლეტას 


               ტრაღედიის შემდეგ ინგლისში დამკვიდრდა და სომხურ საკითხს იცავდა თუ ფრანგულ-ინგლისურ ჟურნალს გამოსცემდა მინას ჩერაზი,სხვები,ჟან ბრუსალი,ტიგრან ვერგა და სხვები აქვეყნებდნენ წერილებს სომეხთა თავს დატრიალებული უბედურების საჩვენებლად.


                  ჩობანიანმა შესანიშნავად იცოდა ფრანგული და იცნობდა მწერალთა სამყაროს და ამიტომ  არჩია სომხური სატკივარის გამოთქმა პარიზში. ამას დაემატა ის რომ პრესა თითქოს შეთქმული იყო, დუმდა, ზოგი ჟურნალი კი მღელვარებათა გამომწვევებად აცხადებდა სომხებს  და ჩობანიანმა მიზნად დაისახა ამ დუმილის დარღვევა. 


                  ჩობანიანი ავტოავარიაში დაიღუპა პარიზში 1954 წელს.


''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


                ედმონდ ხაიაჯიანის წიგნი "არშაგ ჩობანიანი და არმენოფილური მოძრაობა საფრანგეთში//Edmond Khayadjian,Archag Tchobanian et le Mouvement Arménophile en France//, პირველი გამოცემა მარსელში,1986. მეორე გამოცემა,ალფორტვილი,2001 წლის აპრილი//.


               მოკლე შინაარსი:


                მე-19 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის სომხურ პროვინციებში  მოხდა ტრაღედია. სულთანმა აბდულ ჰამიდმა იფიქრა სომხური საკითხის გადაჭრა სომეხთა მოსპობით. პირველი მსოფლიო ომის დროს ახალგაზრდა თურქებმა დაგეგმეს და მოაწყვეს სომეხთა გენოციდი. წიგნი აღწერს ფრანგი მწერლების და ინტელექტუალების რეაქციას ამაზე. ის აღწერს მასშტაბურ არმენოფილურ მოძრაობას რომელშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა კონსტანტინეპოლიდან პარიზში გადასულმა არშაკ ჩობანიანმა. ჩობანიანმა მალე გააცნო საზოგადოებას თავის თანამემამულეთა მარტვილობა. ის იყო სომხური მწერლობის ნამდვილი ელჩი, მან ფრანგულ საზოგადოებას გააცნო სომხური კულტურა.


               მას მხარში ედგნენ ანატოლ ფრანსი,ჟორჟ კლემანსო,ჟან ჟორესი და ბევრი სხვა ფრანგი ინტელექტუალი.  ჩობანიანის წყალობით მრავალი მწერალი,მხატვარი და პოლიტიკოსი გახდა აქტიური არმენოფილი.


                    

No comments:

Post a Comment