January 3, 2012

რა განიცადა ევროპამ...რობესპიერის მხეცობანი:


ტუროს ჯარების მხეცობანი-
ვანდეელთა ჟლეტა.



Fichier:Mort de Bara - Jean-Joseph Weerts.jpg

14 წლის ბიჭუნა ტამბურ ბარა,1793 წლის 7 დეკემბერს მოკლეს დეზერტირმა რესპუბლიკელებმა რომლებსაც უნდოდათ ცხენების მოპარვა. რობესპიერმა ის გამოაცხადა მხეცი კონტრ-რევოლუციონერების უმანკო მსხვერპლის სიმბოლოდ და გამოიყენა გაჩაღებული ტერორის გასამართლებლად. //ეს  ვეერტსის 1883 წლის სურათია//.

           საფრანგეთის რევოლუციამ,რომელიც თავიდან სიმპატიით მიიღო ფრანგთა უმრავლესობამ, დასავლეთში და ვანდეაში მალე დაკარგა
პოპულარობა. ამას ჰქონდა მრავალი მიზეზი: ბურჟუაზიამ მიითვისა ეროვნული ქონება რამაც დააზარალა გლეხობა. რევოლუციური წესრიგის მომხრე ლოკალური ხელისუფალნი ზიზღით უყურებენ გლეხობას და მას
უმიზეზოდ ამცირებენ და შეურაცხყოფენ. 1790 წლიდან ახორციელებენ სამღვდელოების საერო კონსტიტუციას. ჩაგრავენ მღვდლებს რომლებიც არ დებენ რომის მიერ სქიზმატურად მიჩნეულ ფიცს. 1791 წლიდან ეს უკმაყოფილება იზრდება და ძლიერდება რაც იწვევს პარიზში საგანგაშო უსტარების გაგზავნას. ამ უსტარებში ლაპარაკია შეთქმულებაზე რევოლუციის წინააღმდეგ. "პატრიოტთა" მიერ ჩადენილი უსამართლობები კი მართლაც აჩენენ მისწრაფებას შეთქმულებისკენ.



               ყველაფერი ეს მოახსენეს რობესპიერს და მონტანიარ დეპუტატებს,მაშინ მინისტრ დანტონს რომელიც ეცდება დასავლეთში ყველანაირი ორგანიზებული წინააღმდეგობის მოსპობას და მოსპობს მარკიზ დე ლა რუერის ბრეტონულ ასოციაციას. 


                 რობესპიერი და მისი კოლეგები უკმაყოფილებას მიაწერენ სამღვდელოებისა და არისტოკრატიის გავლენას და არ უშვებენ იმას რომ ხალხს რჩევათა გარეშეც შეუძლია აზროვნება.  მათ კიდევ უფრო შესძულდებათ გლეხობა და არისტოკრატია რასაც ხშირად სკანდალურად რასისტული გამოთქმებითაც გამოხატავენ.


                წვრილი ბურჟუაზიიდან გამოსული და ნასწავლი რობესპიერი ხალხს თეორიულად თუ იცნობს. მას თითქმის არა აქვს კონტაქტი ხელშესახებ სინამდვილესთან. ეს პარიზელი ადვოკატი ოდესღაც იყო სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი და მას როგორც ჩანს არც უნდოდა და არც შეეძლოს ქათმის დაკვლაც, მაგრამ სწორედ მან გააგზავნა გილიოტინაზე ამდენი ადამიანი. 


           სწორედ ეს განსხვავება სიტყვასა და საქმეს შორის არის საშინელების ნაწილი. 


              დასავლეთში მასობრივ დანაშაულთა უშუალო ინსპირატორი არის სწორედ რობესპიერი, თუმცა ის არასოდეს აწერს ხელს მათ ნებართვის მიმცემ დოკუმენტებს.


          1793 წლის პირველ თვეებში ამ შეკავებული რისხვის აფეთქება გამოიწვია 21 იანვარს ლიუდოვიკო მეთექვსმეტის სიკვდილმა რომელმაც თავზარდაცემულ საფრანგეთს დაანახა რევოლუციური ტეხილი და 24 თებერვლის დეკრეტმა რომელიც ითვალისწინებს 300 000 18-40 წლის მამაკაცების გაწვევას ჯარში.


            არავის უნდა მეფის მკვლელი და მღვდლების მჩაგვრელი ხელისუფლების სამსახურში ჩადგომა. 10-24 მარტში გაწვევის კვალდაკვალ ჯანყდებიან ბრეტანი,მენი,ნორმანდიის პასე,ანჟუ და ქვემო პუატუ.


               ლუარას ჩრდილოეთით სამხედრო ხელმძღვანელები სისხლით შეაკავებენ მოძრაობას საიდანაც გაჩნდება შუანერიები, სამხრეთით კი რესპუბლიკელები უთმობენ ტერიტორიას აჯანყებულებს და ამის შესახებ აცნობებენ პარიზს....


             კონვენტმა 19 მარტს შექმნა შემოკლების ტრიბუნალი რომელსაც ევალებოდა აჯანყებულთა გასამართლება მათი სისტემატურად სიკვდილით დასჯით მაშინაც კი როდესაც მათ დადეს იარაღი. ეს ნიშნავს იმას რომ აჯანყებულებს აღარ რჩებათ გამოსავალი ბოლომდე ბრძოლის გარდა.  
            ესეთი სისტაკე აჩვენებს ეროვნული ტერიტორიის ორი მესამედის აჯანყების პირისპირ მდგომი ხელისუფლების შფოთსაც. აჯანყებათა უმრავლესობა მალე ჩაახშეს.


                  გამონაკლისია ვანდეა,რომლის ტერიტორია ბევრად მეტია ამ დეპარტამენტის ტერიტორიაზე. ვანდეაში აჯანყებულები ზედიზედ იმარჯვებენ რაც აგიჟებს რობესპიერს. 


             როგორ უნდა დაუპირისპირდეს კარგი ხალხი კარგ რევოლუციას?


           რობესპიერი ამბობს რომ მისი იდეალური ხალხი განსხვავდება ვანდეის რეალური ხალხისგან რომელმაც გაბედა მასთან დაპირისპირება.


                 რობესპიერი 1793 წლის 8 მაისს ამბობს:


         " არავითარი ეჭვი აღარ უნდა დარჩეს ჩემი სისტემის შესახებ და მე  ვაცხადებ რომ უნდა მოისპონ ვანდეის აჯნაყებულნი და ყველა და ყველაფერი ვინც და რაც აჯანყებულა ადამიანობისა და ხალხის წინააღმდეგ".


        მძულვარების ფრქვევა გრძელდება და ისმის რომ გაუგებარი საზიზღარი  ვანდეა არის კიბო რომელიც უნდა მოისპოს ყველა საშუალებით. რომ ვანდეელები არიან მწერები და ღორები,დაუნდობელი პირუტყვები. ვანდეელებს ბრალდებათ ყველანაირი დანაშაულის ჩადენა ...


            მონტანიარები ახდენენ ვანდეელთა დიაბოლიზაციას, აცხადებენ მათ არაადამიანებად რათა შესაძლებელი იყო შემდეგ მათი დაუნდობლად და უყოყმანოდ გაჟლეტა....


                ბარერი პირველ აგვისტოს მოიწოდებს ვანდეის მოსპობისკენ. მოუწოდებენ ქიმიური ომისკენ,მოწამლული ყუმბარების და ბოლის გამოყენებისკენ, ჭების და წყაროების მოწამვლისკენ. 


               ორში კონვენტი იღებს დეკრეტს აჯანყებული ტერიტორიის სრული მოსპობის და  მშვიდობიანი მოსახლეობის დეპორტაციის შესახებ. 


               აგვისტოს ბოლოდან მაიენსის ჯარი იწყებს ამ პოლიტიკის გატარებას. 
   ლტოლვილი გლეხები მფარველობას სთხოვენ როიალისტ გენერლებს.  


            18 ოქტომბერს შოლესთან დამარცხებული ვანდეელები გადადიან ლუარაზე შუანების და ინგლისელების დახმარების მოპოვების იმედით. 


           ეს გათავდა კატასტროფით და რესპუბლიკელებს მისცა საბაბი რობესპიერისთვის სასურველი მოსპობის პოლიტიკის გატარებისთვის. ვანდეის არმიიას ჩამორჩენილი ქალები და ბავშვები გაჟლიტეს ლუარასკენ მიმავალ გზაზე. კათოლიკური და სამეფო ჯარის ნაშთები 23 დეკემბერს გასრისეს სავენაიში. 


              მოზეიმე ვესტერმანი სწერს ეროვნული ხსნის კომიტეტს: "ვანდეა აღარ არსებობს,წარმომადგენელო მოქალაქეებო,თქვენს მიერ ჩემთვის მოცემული ბრძანების თანახმად ის მოკვდა თქვენი თავისუფალი ხმლით. მე გავსრისე ბავშვები ცხენების ფლოქვებით,
გავჟლიტე ქალები, ეს ყაჩაღი ქალები ვეღარ გააჩენენ ყაჩაღებს... მე ყველაფერი და ყველა მოსპე".


                  ტყვეები კი წაიყვანეს ანჟერში თუ ნანტში და გადასცეს მარდ და მარჯვე ტრიბუნალებს. ზოგი მოკლეს და ზოგი დაიხოცა შიმშილისგან ან ტიფისგან გადაჭედილ ციხეებში. 
         ნანტში კარიემ მდინარე ლუარაში დაახრჩო 5000-მდე პატიმარი,რასაც დაერქვა ეროვნული ჭყუმპალაობა. მამაკაცები და ქალები დაატიტვლეს,
ერთმანეთზე გადააბეს და გადაუძახეს მდინარეში,კარიემ ამას დაარქვა რესპუბლიკური ქორწილი და ვერტიკალური დეპორტაცია. ანჟერში ფრანკასტელმა აიღო გვამები,უპირატესად ქალებისა რათა დაემუშავებინა მათი კანი შარვლების შესაკერად და ქონი განათებისთვის.  სენ ჟუსტს უნდა სცოდნოდა ეს საშინელებები და უნდა მოეწონა ისინი. ყველაფერი ეს იცოდა რობესპიერმაც. მას ეს შეატყობინა ზოგმა აღშფოთებულმა ოფიცერმა რომლებსაც სჯეროდათ რომ ამ ფაქტებს რობესპიერს უმალავდნენ....


                 დეკემბრის ბოლოს ეროვნული ხსნის კომიტეტმა  გენერალი ლიუდოვიკო-მარი ტუროსაგან //Louis-Marie Turreau// მიიღო კიბო ვანდეის ერთხელ და სამუდამოდ მოსპობის გეგმა. როგორ? აჯანყებულ ტერიტორიაზე 12 კოლონის მისევით. კოლონებს ევალებოდათ გზაზე ყველაფრის და ყველას მოსპობა ცოცხალთა დაუტოვებლად. დახოცავენ შინაურ პირუტყვსაც კი. რაც შეეხება ადამიანებს:"იარაღით ხელში ნაპოვნი ყველა ყაჩაღი და საეჭვო პირი რომლებიც შეიძლებოდა აჯანყებულიყვნენ მათი სამშობლოს წინააღმდეგ წამოცმულები იქნებიან ხიშტზე.. იგივე მოუვათ ამ მდგომარეობაში ნაპოვნ ქალებს და ბავშვებს". ტყუილი დაზუსტება იმიტომ რომ ძალიან ცოტა ქალს თუ კიდევ უფრო ცოტა ბავშვს უნდა მიეღო მონაწილეობა ბრძოლებში.


           ეროვნული ხსნის კომიტეტის დასტურის მიღებამდე//დასტური მოვა მხოლოდ 1794 წლის 8 თებერვალს// ტურო თავის მკვლელებს ვანდეას მიუსევს 17 იანვარს.  ამ მკვლელებს წინასწარ ათრობენ რომ მათ არ გააცნობიერონ მათ  მიერ ჩადენილი საშინელებები და ისინიც ზაფხულამდე ჩადიან არნახულ და გაუგონარ რამეებს:ჩვეულებრივ ამბებად იქცა  გაუპატიურება,წამება, ცოცხალთა გაგლეჯა პირუტყვით,ჯვარზე გაკვრა,,ბავშვების დაჭრა ნაჭრებად,ფეხმძიმე ქალების გამოფატვრა,ახალშობილთა წამოგება ხიშტებზე, ოჯახთა დიასახლისების და მათი პატარების შეყრა დანთებულ ღუმელებში და ქურებში, მათი შეწვის ცქერა და ამისთვის რესპუბლიკის პურის მცხობელის დარქმევა.მათ ბუხრებში შემწვარი მოხუცები მათი დასახიჩრებული გვამებით ფარავენ ვანდეის მთელ ტერიტორიას. 
ლუკს-სურ-ბულონში დაწვეს ეკლესია მასში შეხიზნულ ლტოლვილებთან ერთად. დამწვართა შორის იყო 7 წლის ასაკზე უფრო პატარა 110 ბავშვი. ყველაზე პატარა მსხვერპლია 14 დღის ახალშობილი. ყველაზე ასაკოვანი მსხვერპლია მის ახლობლებთან ერთად მოკლული 90 წლის ქალი. 


                 ლოკალური ადმინისტრატორი გაბედავს და შესჩივლებს ტუროს რომ მისი ჯარისკაცები იქცევიან კანიბალებისავით. 


                    ეს მართლაც მასეა. ჯოჯოხეთურ კოლონებად წოდებული ტუროს ჯარების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულთა სია გაუთავებელია. ისინი კი თავის ანგარიშებში იკვეხნიან მიღწევებით. ესაა ტოტალიტარული რეჟიმების, ნაციზმის და კომუნიზმის მიერ ჩადენილი ყველაზე უარესი საშინელებების "ესკიზი".


               სასაკლაოებში ქრება 117000-300 000 კაცი. 


              რობესპიერი მოიმიზეზებს ავადმყოფობას და იკეტება. ტუროს ხალხს ბოლოს და ბოლოს პასუხს გასცემს კარნო. ...


                     მაგრამ პასუხისმგებელია სწორედ მოუსყიდველი, ხალხის მეგობარი მაქსიმილიან რობესპიერი რომელმაც 1793 წლის 10 ოქტომბერს იყვირა:


             ",მთავრობის მოვალეობაა ხალხის მტრების დახოცვა" დანარჩენი ამ ნათქვამის შედეგია....


რობესპიერის მშობლიური ქალაქი არასის,სანტ ეტიენის, პარიზის ოდესღაც კომუნისტების ხელში ნამყოფი გარეუბნების ქუჩები,ლიცეუმები და კოლეჯები პატივს მიაგებენ ბოლშევიკი რევოლუციონერებისთვის სამაგალითო,მათ სულისჩამდგმელ რობესპიერს,


                 მაგრამ საფრანგეთის დედაქალაქი პარიზის მუნიციპალურმა საბჭომ უარი თქვა პარიზის ერთ-ერთი ქუჩისთვის რობესპიერის სახელის დარქმევაზე.


              საფრანგეთის რევოლუციის დროს ჩადენილი საშინელებებიდან გამოირჩევა ვანდეის განადგურება რომლისთვისაც სახელი თანამედროვე ფრანგ მეცნიერებს ვერ მოუნახიათ. რა იყო ეს? გენოციდი? ეთნოციდი? პოპულიციდი ანუ მოსახლეობის,ხალხის მოსპობა?  ყველა შემთხვევაში ეს იყო სიგიჟე რომელიც დღემდე უსახელოდ და სამართლებრივი შეფასების გარეშე რჩება. 


                 საფრანგეთის დღევანდელი ელიტა გლოვობს ამის გამო. 


                ამის და ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ შესანიშნავ სამეცნიერო-
პოპულარულ ჟურნალში "Historia",ისტორია, რობესპიერისადმი მიძღვნილ საგანგებო ნომერში, 777//2011 წლის სექტემბერი.//,  საფრანგეთის წიგნის მაღაზიები და ბიბლიოთეკები ილეწება ამ პრობლემებისადმი მიძღვნილი გამოკვლევებით.ეს სულაც არაა ტაბუდადებული აკრძალული თემა,პირიქით,აქტიური განხილვის საგანია.


                  საქართველოსთვის, რომლის დედაქალაქშიც პანთეონში,ექვთიმე თაყაიშვილის გვერდით ზარ-ზემით და დიდი პატივისცემით დაასაფლავეს საბჭოთა დამნაშავე და დემოკრატიის დროშით საქართველოს ამაოხრებელი ჯაბა იოსელიანი ეს შეიძლება გაკვეთილი იყოს. დამნაშავეს დამნაშავე უნდა დაერქვას მის მიერ გაფრიალებული დროშებისა და ნატყორცნი ლოზუნგების მიუხედავად. 
ერს რომელიც ადამიანურ ღირსებას ვერ არჩევს სიმდაბლისაგან მომავალი არა აქვს...რომი ერთხელ ბატებმა გადაარჩინეს,მაგრამ ეს პატიოსანი ფრინველი ახლო ყოველთვის არაა...

No comments:

Post a Comment