January 9, 2012

ნელი ეშბა,საქართველოსთვის იქნებ მხოლოდ ჯერ-ჯერობით დაკარგული ლამაზი და ნიჭიერი ადამიანი:

Эшба Нелли Ражденовна (родилась в 1930 г.) – выдающийся абхазский режиссер
მოქვი 
Нелли Ражденовна Эшба (родилась в 1930 г.) – выдающийся абхазский режиссер, известный постановщик многих спектаклей как в Абхазии, так и за ее пределами, таких как «Призраки» Д. Гулиа, «Голый король» И. Шварца, «Дон Карлос» Ф. Шиллера, «Женская честь» И. Папаскир, «Али-Бей» Д. Чачхалия и др. 
Была главным режиссером Абхазского государственного драматического театра им. С. Чанба. В разные годы работала главным режиссером Тбилисского русского театра им. Грибоедова, Астраханского русского театра, ныне директор и художественный руководитель театра-студии «Время» в г. Москве. 

ნელი ეშბას ტრაღედიის შესახებ

მოსკოვის ამ რუსულ გაზეთში ერთმა აფხაზმა ერთი-ორი კარგი სიტყვა თქვა ქართველებზე და ეს გაზეთი («ობშჩაია გაზეტა») რა თქმა უნდა ამიტომ  დახურეს!!! პოსტბოლშევიკური «ეროვნული თვითგამორკვევის» და ზოგი ადამიანის უფლებათა დაცვის შედეგი:

უკომენტაროდ: 
«მტვრიანი» ქაღალდებიდან : 
«... ოდესღაც ცნობილი თეატრალური კრიტიკოსი ი.გ. მიაგკოვა წერდა მის შესახებ: «ნელი ეშბამ ჩვენს ყოფაში შემოიტანა ამაღლებული რომანტიული თეატრი, რომლის დაჯერებაც შეიძლება»... 

შეიძლება ეს მას გამოუვიდა იმიტომ რომ მისი საკუთარი ცხოვრებაც იწყებოდა როგორც რომანტიული ისტორია...მთები,ოჩამჩირე... ალერსიანი ზღვა...



ერთხელ თავადმა დადიანმა იპოდრომზე დოღი გამართა...და უცებ გამოჩნდა თეთრ ცხენზე ამხედრებული,დიდებული თეთრი კაბით მოსილი ქერათმიანი და ცისფერთვალება ქალი. ყველა ირგვლივ ხმამაღლა აჩურჩულდა : «ვინაა? ვინაა? თავადის ქალი აჩბა ! თავადის ქალი აჩბა !... ამ დროს ქალმა წრე დაატყა იპოდრომს და შეჩერდა თავადი დადიანის წინაშე და აქ მისი ცხენი დიდებულად დაეშვა ცალ მუხლზე და თავადმა დადიანმა თავადის ქალ აჩბას თავზე მშვენიერი დადემა დაადგა»... მეათასედ უსმენდა თავისი ბებია ქსენიას მონაყოლს მზით დამწვარი პატარა ნელი. მას არ უნდოდა სიტყვის გამოტოვება. ნელი იყო შთამომავალი უძველესი თავადური გვარისა აჩბა,პირველი დამოუკიდებელი აფხაზი მეფე ლოოს გვარიდან (მთარგმნელის შენიშვნა: ეშბა-აჩბა ანჩაბაძეა). 

შაქმე იმაშია რომ ბებია ქსენიაც ოდესღაც იყო პატარა გოგო. იგი ესწრებოდა სწორედ იმ დოღს,სადაც საკუთარი თვალით ნახა ზღაპრული მხედარი ქალი; მაგრამ მას თავშიც არ მოუვიდოდა აზრად რომ გავიდოდა დრო და მისი ქალიშვილი და ქერათმიანი აჩბას ვაჟი შეხვდებოდნენ ერთმანეთს და მათ გაუჩნდებოდათ სწორედ ეს ნელი. წითურთმიანი და მწვანეთვალება საოცარი ქალი. ქსენია აღიარებდა მხოლოდ ტრაღედიის მაღალ სტილს. « მე ყოველთვის ვეუბნებოდი მას: « ბებია, შენ ელეონორა დუზე, სარა ბერნარი ხარ!»...

ნელის ენატრება თავისი აფხაზეთი...

ომის დამთავრებისთანავე,1994 წელს ჩავიდა სოხუმში,ეძებდა დაკარგულ ძმას. იგი დადიოდა საყვარელ ქალაქში და ტიროდა...მძიმე იყო ღვთაებრივი მშვენების მაგივრად ნანგრევების ნახვა. ყოველი ახალი ამბავი სულ უფრო და უფრო მტკივნეულ ჭრილობას აყენებდა....

«როდესაც დაიწყო ომი, როდესაც ისპობოდა ჩემი ხალხი მე არ შემეძლო ჩემი გვარის გასწვრივ წყნარად დამეწერა « საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე» და მე უარი ვთქვი ამ წოდებაზე რომელიც მივიღე სოხუმის თეატრში და თბილისის გრიბოედოვის დახელობის თეატრში მუშაობის გამო. მაშინ ეს დაიბეჭდა გაზეთებში.

ჩემს მიწაზე ჩადენილ დანაშაულებში მე ბრალს არ ვდებ მთელ ქართველ ხალხს,რომელიც ნამდვილად ძალიან მიყვარს. ჩემთვის მთავარი არაა რომ ამას აკეთებდნენ ქართველები. ამას აკეთებდნენ დამნაშავეები...

ერთ ქალს მოუკლეს ოთხი შვილი. ქმრის თვალწინ გააუპატიურეს ცოლი, მამის თვალწინ გააუპატიურეს ქალიშვილი... წინააღმდეგობის გამწევ გოგონას გადაასხეს ბენზინი და დაწვეს!... იგი კელაპტარივით დაიწვა...

მაგრამ ყველაზე უარესია რომ დაიწყო შურისძიება შურისძიებისთვის,
სისხლი სისხლის წილ...

აფხაზებმა მოკლეს, და მე მკვლელებს ვერ გავამართლებ, ექიმი ზელიმხან დანელია,რომელიც აფხაზებს უკვე ბავშვობაში კურნავდა.

ექიმი ზელიმხან დანელია მოკლეს მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი იყო.
და დანელია ერთადერთი არაა ასეთი...

ჩემი ძმაც, გონიერი კაცი, ისიც მოკლეს, სახლი გადაწვეს.

მკვლელები ისევ აფხაზები იყვნენ.

ჩემი ძმა მოკლეს იმიტომ რომ მას მონაწილეობა არ მიუღია ამ ომში, არც ერთ მხარეს არ დამდგარა. ჩვენი დედა მეგრელია, მამა-აფხაზი. ჩემმა ძმამ თქვა : «ვის უნდა ვესროლო,ჩემი რომელი ნახევარი უნდა დავხვრიტო?».

იგი შველოდა ყველას ვისაც შველა სჭირდებოდა...»

(ესაა ფრაგმენტი ტატიანა დოსნკაიას ერთი წერილისა რომელიც გამოქვეყნდა მოსკოვში გამომავალი რუსული გაზეთი « ობშჩაია გაზეტა»-ს 2002 წლის 21 მარტის ნომერში).

არ ვიცი შემთხვევითია თუ არა მაგრამ ამის შემდეგ ეს გაზეთი დახურეს...

*************************
ცნობისთვის : ქალბატონმა ნელი ეშბამ 1962 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ( დიდი ქართველი რეჟისორის, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, პროფესორი მიხეილ თუმანიშვილის კლასი). იმავე 1962 წელს ნელი ეშბა გახდა სოხუმის თეატრის რეჟისორი,შემდეგ კი ამ თეატრის ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი. 1963 წელს ნელი ეშბა გაემგზავრა ლენინგრადში ტოვსტონოგოვთან სტაჟირების გასავლელად. სტაჟირების შემდეგ ნელი ეშბა სამუშაოდ მიიწვიეს თბილისის გრბოედოვის სახელობის თეატრში. 1968 წელს საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრომ იგი მიავლინა სოხუმის თეატრის დირექტორად და მთავარ რეჟისორად. 
1971 წელს ქალბატონმა ნელი ეშბამ მიიღო საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება ხოლო 1973 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა სოხუმი. მოსკოვში ჩავლილი შესანიშნავი გასტროლების შემდეგ თეატრში დაწვეს მისი ყველა სპექტაკლის დეკორაციები. მაშინდელმა ადგილობირვმა კულტურის მინისტრმა განაცხადა რომ გააკეთებდა ახალ თეატრს და არ გააკეთა.

ნელი ეშბას დეკორაციები დაწვეს ალბათ იმიტომ რომ მას ქართველები არ სძულდა.

დაახლოებით იმ დროს დაუდგენელმა პირებმა მოქვში ააფეთქეს შარვაშიძეების საძვალე, გიორგი შარვაშიძის საფლავი, საფუძველს უყრიდნენ

«ქართულ-აფხაზურ ომს»...

ომის გამჩაღებლებმა იციან რომ სიტყვას შეუძლია ადამიანების გაბოროტება და ცეცხლზე ნავთის დასხმა. « ქართულ-აფხაზური ომის» წინ,დროს და შემდეგ იყრებოდა უამრავი ხმა და ჭორი და არაა გამორიცხული რომ ქალბატონი ნელის მონათხრობს ეტყობოდეს ამ მავნებლობის კვალი.

მაგრამ მიუხედავად ამისა ფაქტი ფაქტია მიუხედავად ყველაფრისა ქალბატონ ნელი ეშბას საქართველო და ქართველი ხალხი ყოველ შემთხვევაში ამ სტატიის დაბეჭდვის დროისთვის ვერ შეაძულეს და ეს თავისთავად არის ისტორიული საქართველოს გამარჯვება და ისტორიული გამარჯვებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.
კიდევ ბევრი ასეთი ნაბიჯია გადასადგმელი. გადაგვედგას.011/09/blog-post.html

No comments:

Post a Comment