November 12, 2011

თანამედროვეობის პრობლემებიდან,დიდი ქალაქების მარტოობა:


ქალაქური მარტოობა
   კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი დამახიასეთებელი ნიშანია ურბანიზაცია ანუ ქალაქების გაჩენა და ადამიანების კონცენტრაცია დიდ და ზედიდ ქალაქებში. ბოლო საუკუნეებში ეს პროცესი დაჩქარდა. ზოგ განვითარებულ ქვეყანაში ქალაქების მოსახლეობა შეადგენს ქვეყნის საერთო მოსახლეობის 80%-ს.  ზოგან ქალაქებმა მიაღწიეს გარკვეულ ზღურბლს და დაიწყო ადამიანების გადასახლება ქალაქებიდან გარეუბნებში მაგრამ განვითარებად ქვეყნებში ქალაქების ზრდის ტემპი 4,5-ჯერ მეტია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.
   ეს  ადამიანურ დონეზეც აჩენს პრობლემებს, აი ზოგი მაგალითი:
 «თავისუფლების ფასი: დიდი ქალაქის ანონიმურობა ერთდროულად მეტი თავისუფლებაცაა და მეტი მარტოობაც :
დიდი ქალაქების ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნიშანია ანონიმურობა.
  მეზობელს ვხვდებით კიბის უჯრედში ისე რომ არც კი ვიცით ვინაა ეს მეზობელი.
  ქუჩაში ყველა უცხოა, ადამიანები სულ უფრო და უფრო ნაკლებად იცნობენ ერთმანეთს და საზოგადოების,თემის როლი მცირდება იმასთან შედარებით რაც იყო პატარა ქალაქებში თუ სოფლებში.

  ეს ვითარება მეტ თავისუფლებას აძლევს სექსუალურ,
დიდი ქალაქი
ეთნიკურ,რელიგიურ და სხვა უმცირესობებს. მათ შეუძლიათ შეკრება და ცხოვრება როგორც მოეხასიათებათ ჯგუფის ზეწოლის,მის მხრიდან შეზღუდვების დაწესების გარეშე.

 მაგრამ ეს ვითარება ხელს უწყობს,აძლიერებს გულგრილობასაც. გარკვეული სოციალური მდგომარეობის ადამიანები ვეღარ ამჩნევენ ყველაზე გაჭირვებულებს: მოხელე ვეღარ ამჩნევს მისი კაბინეტის დამლაგებელს სამუშაომდე თუ მის შემდეგ.

  მოყვასისადმი გულგრილობა მიდის ხოლმე მომაკვდავი მეზობლის მიმართ გულგრილობამდეც.
2003 წლის ცხელმა ზაფხულმა ევროპაში მოკლა 70000-მდე ადამიანი, უმეტესად ახლობლებს მოწყვეტილი მოხუცები.  იგივე  ემართებათ ზამთარში  უსახლკაროებს და იმდენად რომ გაყინული უსახლკაროების არსებობის პარიზელებისთვის შესახსენებლად ასოციაციებმა ქალაქში გაშალეს კარვები.

 დიდი ქალაქის ანონიმურობა აძლიერებს მარტოობასაც,მით უმეტეს რომ სტრესი თუ მეტისმეტი ჭეჭყვა და ჭყლეტა ადამიანებს უბიძგებს კარჩაკეტილობისკენ. ამ იზოლაცია-განმარტოებაში თავისი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყურებში გასაკეთებელ რადიოებს ან პატარა მაგნიტოფონებს,ვიდეოთამაშებს და მობილურ ტელეფონებს.

  განადამიანურობის,განადამიანობის,დეჰუმანიზაციის ამ ლოღიკას აქვს თავისი საზღვრებიც.პირველმა მთლიანად ავტომატიზებულმა მეტრომ ლილში დაიქირავა ადამიანები რათა ადამიანების გარეშე დარჩენილ მზავრებს თავი საფრთხეში არ ეგრძნოთ.

 ეს უეჭველად არის გაკვეთილი ხვალინდელი ქალაქისთვის რომელმაც უნდა მოახერხოს ადამიანური კავშირების აღდგენა.
 ინტერნეტით ადამიანთა ურთიერთობების ახალი ფორმების ფართო გავრცელება მოწმობს იმაზე რომ ადამიანებს აკლიათ ადამიანები რასაც ყველა თავისებურად განიცდის. შესძლებს კი ინტერნეტი ამ სიცარიელის ამოვსებას(Yann Arthus-Bertrand, 7 მილიარდი ადამიანის თანაარსებობა, ფონდი GoodPlanet ,პარიზი, 2011).   

No comments:

Post a Comment