March 13, 2013

პუტინი როგორც ევროპული ლიტერატურის პერსონაჟი:


Немецкий журналист обвиняет Путина в связях с мафией
28.08.2003
გერმანიაში გამოვიდა წიგნი «განგსტერები აღმოსავლეთიდან".

გაზეთი Berliner Zeitung აღნიშნავს ამ ამბავს და ამბობს რომ მისი ავტორი, ფრანკფურტელი ჟურნალისტი იურგენ როტი პირველად წარმოადგენს დაწვრილებით კომპანია სპაგ-ის უკან არსებულ გარემოებებს და ამასთან დაკავშირებით ასევე დაწვრილებით ჩერდება პუტინის კავშირებზე რუსულ მაფიასთან. 

გერმანიის ფედერატულ რესპუბლიკაში  “აღმოსავლეთის განგსტერებს” ყურადღება მიაქციეს წელს 13 მაისს, როდესაც სისხლის სამართლის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა შტურმით აიღეს რიელტორის კომპანია St. Petersburg Immobilien und Beteiligungs AG (SPAG)-ის ოფისი ქალაქში მერფელდენ-ვალდორფ (მიწა ჰესენი). ეჭვი ჰქონდათ რომ ეს კომპანია ათეთრებდა ფულს.

იმავე დღეს პოლიციური აქციის შესახებ შეატყობინეს ფედერალურ კანცლერ გერჰარდ შრიოდერს, შესაბამისი შეტყობინება მივიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ჟურალისტის აზრით პოლიციის არაჩვეულებრივი საინფორმაციო პოლიტიკა განაპირობა იმან რომ ამ ოპერაციას შეიძლებოდა მოჰყოლოდა დიპლომატიური გართულებები ვინაიდან ძიება ეხებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის გარემოცვას.

იურგენ როტის თქმით ეს საეჭვო კავშირები მოდის სანკტ-პეტერბურგიდან, სადაც 1990-ანი წლების დასაწყისში მისი თქმით პუტინს “არ შეიძლებოდა არ ჰქონოდა მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფო-კრიმინალურ სტრუქტურებში”.

მაშინ დღევანდელი მერი იყო მერი ანატოლი სობჩაკის მოადგილე და ხელმძღვანელობდა საგარეოეკონომიკური კავშირების საქალაქო კომიტეტს. 

გერმანული და უცხოური სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით როტი ამტკიცებს რომ იმ წლებში პუტინს ჰქონდა სულ მცირე გაშუალებული კონტაქტები მაფიასთან და ეს კონტაქტები მას დღემდე შემორჩა.

წიგნში დასახელებულია პუტინის მეგობრები რომლებიც დაკავშირებულები არიან მაფიასთან. 

მაგალითად ვლადიმირ სმირნოვი, რომელიც მომავალ პრეზიდენტთან მუშაობდა 1991 წლიდან. მოგვიანებით პუტინმა სმირნოვი წაიყვანა კრემლში სადაც ის დაკავებული იყო 
სახელმწიფო უძრავი ქონების მართვით ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ. 

დღეს სმირნოვი ხელმძღვანელობს რაღაც სავაჭრო ფირმას რომელიც საზღვარგარეთ ვაჭრობს გამდიდრებული ურანით.


როტის თქმით სმირნოვი მჭიდროდაა დაკავშირებული “ტამბოვის” მაფიური დაჯგუფების მეთაურ ვლადიმირ კუმარინთან.

რუსეთის უშიშროების ორგანოთა შეფასებით ეს დაჯგუფება 1995 წლიდან არის სანკტ-პეტერბურგის ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ორგანიზაცია და თითქოს აკონტროლებს მრავალმილიონიანი ქალაქის ჩრდილოვან მთავრობას,ეკონომიკას და ადმინისტრაციას. 

“ტამბოვის” დაჯგუფება აქტიურად მოქმედებს საზღვარგარეთაც, კერძოდ გერმანიაში, სადაც გამომძიებელთა თქმით მან დაამყარა კონტროლი ჰესენის კომპანია SPAG-ზე

რომელსაც იყენებდა ფულის გასათეთრებლად. 

როტს თავის წიგნში მოჰყავს ფსბ-ს მოხსენება რომელშიც ნათქვამია რომ  “ტამბოვის” დაჯგუფება ისევ დაკავშირებულია პუტინთან, მაგრამ ფსბ-ს თანამშრომელთა აზრით შუამავალი ეხლა არის არა სმირნოვი არამედ ერთი სანკტ-პეტერბურგელი ადვოკატი რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული პუტინთან და რომელსაც აქვს “განსაკუთრებული სტატუსი”...

საინტერესოა ვის დანიშნავს ეს მაფია რუსეთის შემდეგ პრეზიდენტად...------------------------------------------------------------

В Германии поступила в продажу книга "Гангстеры с Востока". Газета Berliner Zeitung, отмечая это событие, пишет, что автор, франкфуртский журналист Юрген Рот, "впервые представляет детальный обзор обстоятельств, стоящих за историей с компанией SPAG, и в этой связи также подробно останавливается на связях Путина в кругах русской мафии".
Внимание к "восточным гангстерам" в ФРГ было привлечено 13 мая этого года, когда сотрудники Федерального управления уголовной полиции взяли штурмом офис риэлторской компании St. Petersburg Immobilien und Beteiligungs AG (SPAG) в городе Мерфельден-Вальдорф (земля Гессен), подозреваемой в отмывании денег. Одновременно проводился обыск на частных квартирах менеджеров SPAG. В тот же день о полицейской акции был проинформирован федеральный канцлер Герхард Шредер, соответствующее уведомление из Германии поступило также в российское Министерство внутренних дел. Необычная информационная политика полиции, считает немецкий журналист, имела вескую причину: удар по SPAG мог вызвать дипломатические осложнения, так как расследование дела затрагивало окружение российского президента Владимира Путина.
Местом, откуда пошли эти сомнительные связи, Рот называет Санкт-Петербург, где в начале 90-х годов Путин, как он считает, "не мог не играть значительной роли в государственно-криминальных властных структурах". Тогда сегодняшний президент был заместителем мэра Анатолия Собчака и возглавлял городской комитет внешнеэкономических связей. Исходя из данных немецких и иностранных спецслужб, Рот утверждает, что в те годы в Петербурге у Путина возникли по меньшей мере опосредованные контакты с мафией, которые сохранились до сегодняшнего дня. В книге упоминаются друзья Путина, имевшие связи с мафией, - например, Владимир Смирнов, работавший с будущим президентом с 1991 года. Позже Путин забрал Смирнова в Кремль, где тот занимался управлением государственной недвижимостью в стране и за рубежом. Сегодня Смирнов -глава некой торговой фирмы, торгующей за границей обогащенным ураном.
У Смирнова, утверждает Рот, сложились тесные отношения с Владимиром Кумариным, главой "тамбовской" организованной преступной группировки. По оценке российских органов безопасности, эта группировка является самой влиятельной криминальной организацией Санкт-Петербурга с конца 1995 года и якобы контролирует теневое правительство, экономику и администрацию многомиллионного города. "Тамбовская" группировка активно действует также за границей, в частности, в Германии,...

No comments:

Post a Comment