March 19, 2011

კახის ეკლესიის უახლოესი ისტორია


მამა იოანე
მინდა გაგაცნოთადამიანირომელმაც  მიუხედავად თავისი მოღვაწეობის მოკლე პერიოდისამან აქ,საინგილოშითავისი სიტყვა ნამდვილად თქვა და მინდა ყველამ იცოდეს მისი ღვაწლის შესახებარ არის აუცილებელიადამიანი ღრმად მოხუცდესგარდაიცვალოს და მერე დავინახოთ მისი ღვაწლი და დავაფასოთ (შეძლება საერთოდაცვერც დავინახოთ). ის ახალგზრდა და განათლებული ადამიანია და დღეს ვეჟინის მონასტერში განაგრძობსმოღვაწეობასყოველთვის მინდოდა მის შესახებ ბევრ ადამიანს სცოდნოდა საქართველოშიმაგრამ მხოლოდ ახლა,ბატონი გიორგი მარჯანიშვილის წყალობითმომეცა ამის გაკეთების საშუალება.
როდესაც მამა იოანე (აბასაშვილიკახის ეკლესიაშიგაამწესეს (2002 წელიკახის მოქმედი ეკლესია ძალზე მძიმემდგომარეობაში იმყოფებოდა (განსაკუთრებით სამეურნეო კუთხით). მარტო იმას აღნიშვნაც კი საკმარისიარომმღვდლებსპატარა საცხოვრებელი ოთახიც კი არ გააჩნდათ (2002 წლამდე ყველა წინამძღვარი ან ქირით ცხოვრობდა ანჩამოდიოდაატარებდა წირვა-ლოცვას და უკან საქართველოში ბრუნდებოდა).

მას აღმშენებლობის საოცარი უნარი გააჩნიამოკლე დროში მან შესძლოსიტუაციის კარდინალურად შეცვლაეკლესიის ტერიტორიაზე არსებულიძველი შენობა შეაკეთა და იქ კელიები მოაწყოშემდეგ ეკლესიის მეზობლადმდებარე სახლი შეიძინაშეაკეთა და კეთილმოაწყოააშენა ქართული პურისსაცხობი (ყველა გაჭირვებულს პურს უფასოდ ურიგებდა). სანთლისჩამოსასხმელი პატარა საამქროსანთლები  ყველა მლოცველს უფასოდ ეძლეოდაცდილობდა ეკლესიის ტერიტორიის გაფართოებასმუნიციპალიტეტისაგანშეიძინა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და  აპირებდა საკვირაო სკოლისადა სხვა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობას. (მისი გადაყვანისშემდეგ ეკლესიამ დაკარგა ეს ტერიტორია და არა მარტო ტერიტორია…).  

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვარომ მას აქტიურიურთიერთობები ჰქონდა მთელი რაიონის  ქართულ სოფლებთან (სწორედმისი დმსახურებაამეშაბაშისქოთოქლოს ეკლესიების შეკეთება და იქხატების შეტანა (ქოთოქლოსა და ალიბეგლოს ეკლესიებში კანკელების დაყენადა პერიოდულად წირვების გადახდა). კარგი ურთერთობა  ჰქონდააზერბაიჯანულ მოსახლეობასთანაც.
აგრეთვე მისი დამსახურებაა ალიბეგლოს ეკლესიის ამოქმედებისსტიმულირება და ეკლესიის შეკეთების დაწყებაუფრო მეტიცმისიმცდელობითჯერ კიდევ 2006-ში (თარიღი შეიძლება მეშლებოდესალიბეგლოში მღვდელიც კი დაინიშნა (მამაკახაბერი).
მამა  იოანე აქტიურად ცდილობდაქურმუხის დიდი საყდრის აღდგენა (რომელსაც აზერბაიჯანის კულტურისსამინისტრო ანხორციელებდაეკლესიის უშუალო ზედამხედველობით წარმართულიყო. (რამდენად გამოუვიდამარტოდ-მარტოსეს სხვა საკითხიამაგრამ ფაქტია ეკლესია მთლიანად ალაბანური ,,პირველსახით” რომ ვერ,,აღადგინეს” ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებაა!)
პერიოდულად  დადიოდა გიშის ეკლესიაში და შეიძლება ითქვას ერთგავარ მონიტორინგს ანხორციელებდა იქ არსებულსიტუაციაზე და ამავე დროს ძალზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა იქაურ აზერბაიჯანელებთანქტიური ურთიერთობაჰქონდა ბაქოს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან და იქაური მრევლი ხშირად ჩამოყავდა კახში (ესმნიშვნელოვანი ფაქტორი იყორადგან კახის ქართული ეკლესია ამით ცდილობდამართალია მცირედმაგრამ  მაინცმონაჭილე ყოფილიყო მთელი ქვეყნის რელეგიურ და საზოგადოებრივი პროცესებისა).  ყველაფერი ეკლესიისამოქმედების დღიდანვე რომ დაჭყებულიყოდღეს ბევრი პრობლემა არც შეიქმნებოდამათ შორის დიდი საყდრისაცსწორედ მის კახში მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვაკულტურის სამინისტროს მხრიდან დიდი საყდრის ტურისტულობიექტად გადაკეთების მცდელობები და პროვოკაციები.რომ არა მისი პირადი მხარდაჭერა მოსახლეობას შორისექსცესები გარდაუვალი იქნებოდა (მისი მხარდაჭერით შევძელით  ქართულ და აზერბაიჯანულ მოსახლეობაშიარსებული დაძაბულობის განეიტრალება).

რომ არა მამა იოანეკულტურის სამინისტროს უკვე დიდი ხანია განხორციელებული ექნებოდა თავისი ბოლშევიკური პროექტი და დღეს დიდი საყდარიც მუზეუმად იქნებოდა გადაკეთებული (კახის ცენტრში მდებარე ,,პატარა ალავერდისწმგიორგის ეკლესიის მასგავსად).
აი ასეთი ადამიანირომელსაც ყველა ეკლესია თუ კუთხე ინატრებდა, 2006 წლის დასაწყისშიმოულოდნელად,მრევლისთვის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს საქართველოშიეს ძალზე დიდი დარტყმა იყო ქრისტიანული მისიისათვის საინგილოშიმიზეზებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებმხოლოდ ერთს ვიტყვი-გადაყვანამდე სულ რაღაც 6-8 თვით ადრეგაწეული სამუშაოებისათვისპატრიარქმა ის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენისწოდება მიანიჭა და შემდეგ რა მოხდა ვერ გეტყვითთუმცა ძალზე ბევრისმთქმელია ის ფაქტირომ მამა იოანეს გადაყვანის შემდეგქართველი ქრისტიანების მხრიდანდიდი საყდრის თაობაზეარც ერთი განცხადება აღარ გაგზავნილა ცენტრალურ ხელისუფლებაში და ყველაფერი რაღაც გაყინულ რეჟიმში გადავიდა და დღესაც ისევ გაურკვევლობაა


კლესიებისა და კახის პეიზაჟების ფოტოების უმრავლესობა მისი  გადაღებულია  (კახის ალიბეგლოსალათემურის,ლექითისქოთოქლოსყარამეშისპატარა ალავერდისდიდი საყდრის  ფოტოებიკახის პეიზაჟები).
იგი მეხმარებოდა ჩვენებური ძველი წინდების სახეების შეგროვებაშიკულტურის ცენტრში ხალხური სიმღერებისა დასაგალობლების წრეების ბავშვებთან მუშაობაშიცდილობდა ბავშვებიც ჩაერთო წირვა-ლოცვებში და ბერი სხვა რამ.

მალხაზ ნუროშვილი
კახი 20.02.2011

No comments:

Post a Comment