April 7, 2011

პატიმატ ტახნაევა, ქრისტიანობა დაღესტანში ( ავარეთში)-4

                ქართული ეკლესია და დაღესტანი :
     ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მაღალმთიანი ზონისათვის ქრისტიანული კულტურის უახლოესი ცენტრი იყო ქართლი და კახეთი. იქიდან მიდიან მისიონერები, იქიდან მიდის ქრისტიანობის პროპაგანდა უკვე IV საუკუნიდან. საქართველოსთვის
ასურელი მამები, დავით გარეჯელი
( XVIII საუკუნის მინიატურა)

ქრისტიანულ-მისიონერული მოღვაწეობის ეს მიმართულება ბუნებრივი იყო ვინაიდან სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთი უკვე იყო ბიზანტიის და სომხეთის გავლენის სფეროში. მისიონერული მოღვაწეობის ასპარეზად რჩებოდა მხოლოდ ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი რომლებიც წარმოადგენდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მაღალმთიან რაიონებს. აქეთკენ წარიმართა სახელმწიფოს მხარდაჭერით ქართული ეკლესიის ექსპანსია.
      X საუკუნის შუა ხანებში, მეორე ნახევრის დასაწყისში სარირის საზოგადოების მმართველი ზედაფენა და მისი გარემოცვა ისევე როგორც ხუნზახის ზეგანის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია. ურადას სამაროვნის დაკრძალვის წესმა შეინარჩუნა წარმართობის ელემენტები რაც იმაზე მეტყველებს რომ  მოსახლეობის გაქრიასტიანებას დიდად არ შეუცვლია ძველხუნზახური საზოგადოების ყოფა. შეიძლება ლაპარაკი ორრწმენობის

          ჩამოყალიბებაზე,ორრწმენობისა რომელშიც გაირჩევა ერთმანეთისთვის უცხო სარწმუნოებათა კომპრომისი. წარმართობას აღარ ჰქონდა მომავალი, ქრისტიანობას ჯერ არ ჰქონდა აწმყო.
          რაც შეეხება ქრისტიანობის სარირში შეღწევას მისი ქვედა ქრონოლოგიური თარიღი ზუსტად დადგენილი არაა....
          ჩვენი აზრით სარირში ქრისტიანობის შეღწევა უნდა დაწყებულიყო VI საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში « ასურელ მამათა» მოღვაწეობასთან. ზოგი მათგანი, აბიბოს ნეკრესელი, დავით გარეჯელი, სტეფანე ხირსელი ამ პერიოდში სწორედ ჰერეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობდნენ.
საქართველო ვახტანგ მეფის დროს
            ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში,ვახტანგ გორგასალის ეპოქაში, შეიმჩნევა წუქეთის საერისთავოს  უშუალო გავლენა ხუნზახზე ( ჯუანშერი, ცნობები ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაზე; ლეონტი მროველი). იმავე წყაროს ცნობით წუქეთის მთავრად დანიშნეს აბუხუასრო, რომელიც ასევე იყო «...თუშთა,ხუნზთა და ამ მთების ყველა წარმართთა ერისთავი». ამდენად აბუხუასროს როგორც მთავარს წუქეთის გარდა ემორჩილებოდა კავკასიონის დიდი ქედის გადაღმა მდებარე ავარელებით დასახლებული ტერიტორიები. ...V-VIII საუკუნეებში წუქეთის საერთავოს გავლენის ქვეშ მყოფ «ხუნზთა» ტერიტორიაზე მისიონერული მოღვაწეობა უნდა გაეშალათ ჰერეთის საეპისკოპოსოებს,მათ შორის  « ასურელ მამებსაც.»


ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე:
სურელი მამები, დავით გარეჯელი
 ( XVIII საუკუნის მინიატურა)

ბიბოს ნეკრესელი,
ანტონ მარტყოფელი,
დავით გარეჯელი,
ზენონ იყალთოელი,
თადეოზ სტეფანწმიდელი,
ისე წილკნელი,
იოსებ ალავერდელი,
ისიდორე სამთავნელი,
მიქაელ ულუმბოელი,
პიროს ბრეთელი,
სტეფანე ხირსელი,
შიო მღვიმელი.



ხაზს უსვამს რა სარირში ქრისტიანული იდეების შეხვედრას ვ.ფ. მინორსკი მიმართავს იბნ-რუსტის გადმოცემას სარირის შესახებ : « როდესაც რომელიმე მათგანი გარდაიცვლება ისინი მას სდებენ საკაცეზე და გააქვთ ის ღია ადგილზე სადაც სამი დღით სტოვებენ საკაცეზე. შემდეგ ქალაქის მცხოვრებნი სხდებიან ცხენებზე და იცვავენ ჯაჭვ-ჯავშანს... ისინი შუბებით მიემართებიან მიცვალებულისკენ მაგრამ არ გმირავენ მას...მე ვკითხე მათ თუ რატომ აკეთებენ ისინი ასე და მათ მიპასუხეს : ჩვენთან იყო კაცი, ის მოკვდა და დამარხეს  და სამი დღის შემდეგ მან იყვირა საფლავიდან...». და ეს ჩვეულება მათში უკვე სამასი წელია რაც არსებობს». მინორსკის მოჰყავს  ამ თქმულების  გარდიზის მიერ გადმოცემული სხვა ვარიანტიც : « სულმა მიმატოვა და თქვენ დამმარხეთ; სანამ საფლავში ვიყავი ჩემი სული საბრუნდა ჩემთან». მინორსკი ამაში ხედავს ქრისტეზე გადმოემის ანარეკლს ( ვ.ფ. მინორსკი, X-XI საუკუნეების შირვანისა და დარუბანდის ისტორია, მოსკოვი,1963).
           მინორსკის მოსაზრება გვაფიქრებინებს რომ ქრისტიანობამ ხუნზახის ზეგანზე შეღწევა დაიწყო დაახლოებით VI საუკუნეში რაც ქრონოლოგიურად შეესაბამება როგორც «ასურელ მამათა» ისე საეპისკოპოსოების მოღვაწეობას ჰერეთში. ასე რომ სარირში ქრისტიანობას შეიძლებოდა შეეღწია სამეფოს არსებობის ადრეულ ხანაში,VI საუკუნესა და VII საუკუნის დასაწყისში....
             ხუნზახი  V-VIII საუკუნეებში განიცდის ჰერეთის, დიოფიზიტური, მართლმადიდებელი ქართლის ერთ-ერთი პროვინციის უშუალო გავლენას.
                  VIII საუკუნეში სარირში ქრისტიანობის არსებობაზე  ირიბად შეიძლება მიუთითებდეს 738-739 წლების მოვლენები როდესაც ხაზარების დამარცხების შემდეგ არაბი სარდალი მერვანი შეიჭრა სარირის სიღრმეში და დაიპყრო ის. ხანგრძლივი და გააფთრებული შეჯახებების შემდეგ მერვანი სდებს შეთანხმებებს სარირის, ტუმანის,ზირიხგერანის,ხამზინის,ტაბასარანის,ლაკზის, ფილანის მმართველებთან და აკისრებს მათ ყოველწლიური ხარკის გადახდას. ალ-
-კუფის ცნობით სარირის მცხოვრებნი იძულებული იყვნენ მიეღოთ გამარჯვებულის მიერ წაყენებული პირობები-ჯიზიას გადახდა ათასი მონის,ათი ათასი დინარის, 500 მუდი პროვიზიის სახით. აღსანიშნავია რომ მერვანი არ ცვლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმათ ვინც მას წინააღმდეგობა გაუწიეს,არ ამაჰმადიანებს მათ იარაღის ძალით. ის მხოლოდ სდებს შეთანხმებებს თავისი რელიგიური წარმოდგენების შემნარჩუნებელი ხალხებისათვის წაყენებულ პირობებზე.
             დაპყრობილ მიწებზე პოლიტიკის გატარებისას არაბებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დაპყრობილი მოსახლეობის რელიგიას, იყვნენ ისინი « წიგნის ხალხები» ( იუდევლები, ქრისტიანები, ზოროასტრელები) თუ «კაფირები» ( ურჯულოები). ისლამი შემწყნარებელი იყო « წიგნის ხალხის» მიმართ თუ კი ისინი აღიარებდნენ თავს მაჰმადიანური სახელმწიფოს ქვეშევრდომებად და იხდიდნენ ხარკს, ჯიზიას,რომელიც იყო სხვაგვარად მორწმუნეთა  შეწყნარებისა  და მათთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთგვარი ანაზღაურება.წარმართ ხაზარებს მერვანმა მაჰმადიანური დამოკიდებულების შესაბამისად შესთავაზა მაჰმადიანობის მიღება.
დათუნას ეკლესია დაღესტანში
( X საუკუნე,გრაფიკული რეკონსტრუქცია და გეგმა)

                    არაბთა შემოსევების შემდეგ სარირი დიდხანს ებრძვის დაღესტანში გაჩენილ ისლამის ავანპოსტს, ალ-ბაბს ( დარუბანდს). დარუბანდის ამირები თავს ესხმიან სარირს, ძარცვავენ და აოხრებენ მას, მიყავთ ხალხი მონობაში.
                   IX საუკუნის შუა ხანებში ქრისტიანული სარირის შემადგენლობაში შედის კაიტაგი (VIII) საუკუნეში არაბული პროვინცია არმინიას ერთ-ერთი ადმინისტრატიულ-ტერიტორიული ერთეული. მრავლისმთქმელია კაიტაგის მმართველი ადზარ-ნარსეს რელიგიური ძიებების გზა. იბნ-რუსტეს ცნობით ის ერთდროულად მისდევდა სამ რელიგიას: პარასკევობით ის ლოცულობდა მაჰმადიანებთან ერთად, შაბათობით ლოცულობდა ებრაელებთან ერთად. კვირაობით კი სალოცავად დადიოდა ეკლესიაში. ამას ის იმით ხსნიდა რომ სურს  სამივე რელიგიის ჭეშმარიტებათა წვდომა, იმის გაგება თუ რომელი მათგანია უკეთესი. სარირის მმართველები შეჩერდნენ ქრისტიანობაზე. X საუკუნის დასაწყისში ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ძლიერდება ხაზართა გავლენა, რის შედეგადაც კაიტაგი შედის ხაზარეთის შემადგენლობაში.
                X საუკუნის შუა ხანებიდან სარირი ხდება « მესამე ძალა» ალ-ბაბის და შირვანის ბრძოლაში. ამირა მანსურს შირვანთან ხანგრძლივი ბრძოლის გარდა უხდებოდა ჩრდილოეთიდან ალანების,სარირელების და რუსების შემოსევების მოგერიება.  ალ ბაბის ხალხმა ნადავლი წაართვა აგრესორ რუსებს. შემდეგ წელს რუსები და ალანები ბრუნდებიან შურისძიების მიზნით. მანსური ცდილობს სარირის მიმხრობას და ქორწინდება მისი მმართველის ქალიშვილზე. როგორც ჩანს მან შესძლო სარირირს ნეიტრალიზაცია. 1068 წლისთვის დარუბანდი საბოლოოდ კარგავს «ურჯულოთა» წინააღმდეგ ისლამის ფორპოსტის ხასიათს იმიტომ რომ ძალაუფლებისთვის მებრძოლი მხარეები პერიოდულად დახმარებას სთხოვენ «ურჯულოებს» ( სარირს, ხაიდაკს).
          X-XI საუკუნეებში ქრისტიანული სარირი იწყებს გამოყოფას აღმოსავლეთი კავკასიის პოლიტიკურ ისტორიაში. ის აქტიურად ერევა დარუბანდის, შირვანის, გაზიკუმუხის, მეზობელი სასოფლო თემების შინაურ ცხოვრებაში, დებს შეთანხმებებს სხვა კავკასიურ სამფლობელოებთან და უნათესავდება კავკასიის მრავალ მმართველს.  X საუკუნეში იცვლება ძალთა თანაფარდობა სარირსა ( ცენტრი ხუნზახში) და
აღმოსავლური კავკასიის მაჰმადიანურ საამიროებს, დარუბანდს და შირვანს შორის. თუ ადრე მას თავს ესხმოდნენ მაჰმადიანური დარუბანდი და შირვანი  X საუკუნეში ქრისტიანული სარირი მეთაურობს ბრძოლას მაჰმადიანური ექსპანსიის წინააღმდეგ, თავის ირგვლივ აერთიანებს მრავალ მიწას და აწყობს ლაშქრობებს დასახელებულ საამიროებში.
               IX-X საუკუნეში სარირი არის თავისი დროის ძლიერი სახელმწიფოს, ბიზანტიის ირგვლივ შეკრული ქრისტიანულ სახელმწიფოთა კავშირის წევრი.


(ამით ვამთავრებთ პატიმატ ტახნაევას შესანიშნავი ნაშრომი-დისერტაციის ნაწილის გადმოცემას).

No comments:

Post a Comment