April 9, 2011

ესეც ევროპაა-6 : მათაც ასმია მუსიკობანი სპარსული ენის სიტკბომან...

იბნ არაბი








იბნ არაბი
ქრისტიან ჟამბე: ისლამის გენია: 
მთარგმნელის შენიშვნა : კრისტიან ჟამბე არის 1949 წლის 23 აპრილს ალჟერში დაბადებული ფრანგი ფილოსოფოსი. ახალგაზრდობაში ის გატაცებული იყო მაოიზმით, 1969 წელს იყო პროლეტარული მემარცხენეობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შემდეგ იგი შეხვდა ირანის და შიიტური ისლამის სახელგანთქმულ ფრანგ მკვლევარს და სპეციალისტს ანრი კორბას და მასთან ერთად მუშაობდა სპარსულ ფილოსოფიაზე და პოეზიაზე. პარიზის კომერციის უმაღლეს სკოლაში ასწავლის ისლამს და უნივერსიტეტ სორბონა II-ში ისლამურ ფილოსოფიას.


  ისლამს აქვს ხშირად უცნობი დიდი პოეტური,სულიერი და მეტაფიზიკური  ტრადიცია. იცნობენ XII საუკუნის დიდი სპარსელი პოეტი ომარ ხაიამის ლექსებს. ნაკლებად იცნობენ ისეთ ფილოსოფოსებს როგორებიც არიან ავიცენა, ავეროესი თუ იბნ არაბი.
  განა ვიცით რომ დასავლეთმა არისტოტელე აღმოაჩინა ისლამის წყალობით?  ა.წ. IX საუკუნის ბაღდადში მაჰმადიანი მოაზროვნეები სვავდნენ  რწმენის გონებასთან დამოკიდებულების საკითხს და ყურანს ადარებდნენ არისტოტელეს აზრს. მაშინ შემუშავდა დიდი სინთეზები, მაგალითად ავიცენას მისტიკური სინთეზი თუ ავეროესის რაციონალისტური სინთეზი. პარიზში კითხულობენ ავეროესს და მისთვის პასუხის გასაცემად იწყებენ არისტოტელეს შესწავლას.
   ორ ომს შორის, 1930-ან წლებში, მაჰმადიანური აზრის დიდი ხელახლა აღმომჩენები იყვნენ ანრი კორბა და ანრი მასინო. მათ აღიქვეს ამ აზრის სიმდიდრე. ისლამის მისტიკური მიმდინარეობის დიდი მოაზროვნე იბნ არაბის შემოქმედებითი წარმოსახვის მეტაფიზიკით შთაგონებულმა ანრი კორბამ აჩვენა რომ მაჰმადიანური ხედვის თავისებურება ეფუძნება  « წარმოსახვითად» წოდებული სამყაროს არსებობის იდეას. წარმოსახვითი სამყარო არის ღმერთის სამყაროს და ადამიანთა სამყაროს შორის არსებული სამყარო. იდეების,ფორმებისა და სიმბოლოებისაგან შემდგარი ეს სამყარო აძლევს ცოდნას ადამიანურ სამყაროს. როგორ?  ბუნებაში ხილული თვითმაორგანიზებელი სტრუქტურების ფორმით ნანახი შემოქმედებითობით, ადამიანთა სამყაროში შემოქმედებითი და ფილოსოფიური ცხოვრების შემოქმედებითობით. სამყაროს, სიცოცხლეს, ისტორიას რომ არ ჰქონდეს აზრი და სიმბოლოები განა ექნებოდა აზრი ან სიმბოლოები ადამიანის სიცოცხლეს ხელოვნებითა თუ აზრით? რა. არაფერი იქნებოდა იქ. სიცოცხლეს როგორც ასეთს, თავისთავად რომ არ ჰქონდეს  აზრი აზრი არ ექნებოდა ადამიანის მიერ სიცოცხლისათვის აზრის მიცემას. და სიცოცხლის ადამიანური აზრი ვერ იქნებოდა ესოდენ ცოცხალი და ესოდენ დატვირთული სიცოცხლით.
     ანრი კორბას მოწაფე და გამგრძეელებელი ქრისტიან ჟამბე ერთ-ერთი მათგანია ვინც ფიქრობენ რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცის სწავლა ისლამისგან. რატომ? იმიტომ რომ დასავლეთი ეძებს წონასწორობას რომელიც მას აკლია. დეკარტემ შესძლო გადამწყვეტი სიღრმით ჩვენება იმისა რომ ვფიქრობთ იმიტომ რომ ვცდილობთ ჩვენ თვითონ ფიქრს, მაგრამ მან საკმარისად არ აჩვენა რომ ვფიქრობთ აგრეთვე იმიტომ რომ საკუთარ თავს ვაძლევთ აზროვნების და შთაგონების საშუალებას.
     როგორ? არსებობასთან აუცილებელი კავშირების დამყარებით, იტყვის ჰოლანდიელი ფილოსოფოსი სპინოზა, მაშ, სიცოცხლისათვის ლაპარაკის საშუალების მიცემით. ეს ხდება მაშინ როდესაც განვიცდით იმას რასაც კანტი უწოდებს ამაღლებულს, დიადს. ამაღლებულის განცდა არის ძლიერი გრძნობა რომელიც შეიძლება შევადაროთ  ექსტაზს. როდესაც ვხედავთ, მაგალითად, ძლიერ სპაექტაკლს (ქარიშხალს) ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ცხოვრების საზღვრების გადალახვის გრძნობა. ჩვენ მაშინ ვგრძნობთ ბუნებიდან მომავალ შემოქმედებით ენერგიას.
    ის რომ ბუნებას ან სიცოცხლეს შეუძლიათ ჩვენთვის ასეთი ენერგიის გადმოცემა დიდი საიდუმლოა. . განა ეს ნიშნავს რომ ბუნებაში მოქმედებს წადილი რომელიც ჩვენს წადილთანაა დაკავშირებული? ასე ფიქრობდნენ იბნ არაბის მსგავსი არაბი მოაზროვნეები,მაგრამ ასე ფიქრობს რომანტიზმიც, ფსიქოანალიზიც. ამიტომ უნდა ქრისტიან ჟამბეს აღმოსავლელთა გადაკითხვა, იმიტომ რომ მათი წყალობით აღმოაჩინოს რეალობის ფარული სახე.
    მთლიანობა, ყველაფერი ცოცხალია. ამას ვიგებთ შინაგანი ანგელოზის, ესე იგი უნივერსალურ,საყოველთაო სიცოცხლესთან მისი კავშირის გაცოცხლებით.სწორედ ამას ნიშნავს შემოქმედებითი წარმოსახვა. ესაა უნივერსალური, საყოველთაო სიცოცხლისკენ გახსნილი მეს ამოძრავება. ამას პასუხობს ღვთაებრივი სიცოცხლის შემოქმედებითობა. ღმერთიც ამოძრავდება შინაგანად. ის უწყვეტ ურთიერთობაშია. აქედანაა მისი ურთიერთობა ანგელოსებთან და ციდან დედამიწისკენ მიმავალ შუქმფენ იერარქიებთან.
   შემოქმედებითი წარმოსახვის თემის უკან ჩვენ ვხედავთ შინაგანი უნივერსალური,საყოველთაო ურთიერთობის დიდ თემას ( თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ვერჟელი, ფილოსოფოსთა ბულვარი რენესანსიდან დღემდე, გამომცემლობები მილან, 2005).


              დანართი:
     სულთა შეხვედრა:
  ადრე არ ვიცნობდი ჩემს თანამგზავრს თუ ჩვენ ერთი და იგივე გვწამდა.
  ეხლა ჩემს გულს აქვს ყველა ხატის უნარი. ის ველ-მინდორია შველებისთვის,
   მონასტერია ბერებისთვის, ტაძარია კერპებისთვის, ქააბაა მლოცველებისთვის,თორას ფილებია, ყურანის წმინდა წიგნი.
  ყველგან სადაც მიდიან ეტლები ეხლა სიყვარულია ჩემი რელიგია,
სიყვარულია ჩემი რელიგია და რწმენა. (სუფიათა მოძღვარი იბნ ალ არაბი, 1165-1240).

No comments:

Post a Comment