„კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფის" აქცია კახში (ყოველწლიურუ კონკურსი ინგლისურ ენაში)
§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§
,,კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი”:
ქეთევან კალანდაძე
მარინე თიგიშვილი
ხათუნა შავგულიძე
ხათუნა ჭელიძე
მაია იაშვილი
თამრიკო ლორთქიფანიძე
ქეთი ჯაფარიძე
§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§
კონკურსი კახში (2010 წლის ივნისი)
"კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი" ყოველგვარი პიარისა და ხმაურის გარეშე ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და ცდილობს შესაძლებლობის ფარგლებში მხარში ამოუდგეს ინგილო ბავშვებს.
შარშან კახის ქართული ცენტრის გადაწვის შემდეგ დამიკავშირდა ორგანიზაციის ლიდერი ქალბატონი ქეთევან კალანდაძე, თანადგომა გამოხატა და საინგილოში საქველმოქმედო აქციიების ჩატარების სურვილი გამოთქვა რაც მალევე განახორციელა ამ ჯგუფმა---ქართული სკოლების უფროსკლასელებისათვის გამოცხადდა ინგლისური ენის საუკეთესო მცოდნის გამოსავლენი ყოველწლიური კონკურსი {ყველას მოეხსენება თუ რა დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ინგლისური ენის ცოდნას, მითუმეტეს საინგილოში, რადგან კომპიუტერის, ინგლისურის და აზერბაიჯანული (თურქული) ენის კარგად ფლობის შემთხვევაში, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულ ქართველ ახალგაზრდებს, აქ ადგილზე სამსახურის შოვნის ძალზე დიდი შანსი ექნებათ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია მიგრაციის კატასტროფული ტემპების შესანელებლად. სწორედ ამიტომ მივიღეთ ასეთი, ერთი შეხედვით არატრადიციული გადაწყვეტილება (ალბათ ყველას გაუჩნდება კითხვა–რატომ ინგლისური და არა ქართული ენა), აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ტრადიციად ქცეული არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ამ კონკურსის ჩასატარებლადაც კი ძალზე დიდი დაბრკოლებების გადალახვა გვიწევს და არ არის ძნელი წარმოსადგენი თუ რა სირთულესთან იქნება დაკავშირებული მაგალითად ისტორიაში კონკუსის გამართვა}
ყოველგვარი ეჭვების განეიტრალების მიზნით, გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, საგამოცდო ოთახშივე, გაკეთდა ტესტების ქსეროასლები (უფასოდ) და ყველა კონკურსანტს ჰქონდა საშუალება თავიანთი დასრულებული ნამუშევრების ქსეროასლების გადაღების საშუალება (ასევე უფასოდ).
ერთი სიტყვით ყოველგვარი მიკერძოება, ნაცნობობა, თავიდანვე გამორიცხულ იქნა და ყველასთვის თანაბარი პირობები შეიქმნა (ვინც ცოტათი მაინც თუ იცნობს კახის რაიონში არსებულ ვითარებას, ის მიხვდება თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საინგილოში სამართლიანობის პრინციპის დაცვას). აღსანიშნავია, რომ ასეთი ღია ტიპის სამართლიანი ღონისძიება პირველად ჩატარდა კახის რაიონში (სხვათა შორის არა მარტო მის ქართულ ნაწილში). კონკურსი მთლიანად საქველმოქმედო ორგანიზაციამ დააფინანსა და ამ პროექტთან საქართველოს სამთავრობო ან სხვა რაიმე ორგანიზაციებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ (ნებისმიერ მსურველს ადვილად შეუძლია ამის გადამოწმება)
ქალბატონი ქეთევან კალანდაძე აჯილდოებს გამარჯვებულს |
„კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი" პატარა ორგანიზაციაა და მისი დამფუძნებლები თანხებს მხოლოდ საკუთარი ძალებით, საქველმოქმედო საღამოებით, კონცერტებით, გამოფენებით, ანუ დიდი შრომით აგროვებენ.
წელსაც უკვე მეორედ გაიმართება ეს კონკურსი და იმედია ბევრი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ამ შეჯიბრში.
ეს ჯგუფი ინგილო ბავშვების დიდი გულშემატკივარია და სწორედ ამის გამო, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, წლევანდელ კონკურსის გამარჯვებული ერთი კვირით დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანონ დასასვენებლად.
ჩვენი ბავშვების სახელით მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო „კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფს": ქალბატონ ქეთევან კალანდაძეს, ქალბატონ მარინე თიგიშვილს, ქალბატონ ხათუნა შავგულიძეს, ქალბატონ ხათუნა ჭელიძეს, ქალბატონ მაია იაშვილს, ქალბატონ თამრიკო ლორთქიფანიძეს, ქალბატონ ქეთი ჯაფარიძეს.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატომ ლორის, კახის ეკლესიის წინამძღვარს მამ ბასილს (რომელმაც ეკლესიის კუთვნილი დარბაზი დაგვითმო კონკურსის ჩასატარებლად) და ბატონ ჯონდო ნუროშვილს (კომპიუტერული მხარდაჭერისათვის).
მალხაზ ნუროშვილი
განცხადება წლევანდელი კონკურსის შესახებ |
No comments:
Post a Comment