September 13, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს- 12, გულუხვობა, შეწყალება:


იოჰან გოტფრიდ ჰერდერი
როდესაც შეურაცმყოფენ მე ვცდილობ სულის ისე ამაღლებას რომ შეურაცხყოფამ ვერ მოაღწიოს ჩემამდე”(დეკარტე). 
  მართლმსაჯულება გვიკრძალავს ბოროტებისთვის ბოროტების მუგებას.
  გულმოწყალება გვიბრძანებს ბოროტებისთვის სიკეთის მიგებას.
 „მტრებს ვაჩვენოთ შეწყალება: ამ ნიჭის მქონე დიდი გულები შეურაცხყოფაზე მაღლა დადგომით პატიებაში უფრო მეტ დიდებას პოულობენ ვიდრე სიამოვნებას შურისძიებაში” (ლებრა).


“როდესაც შეურაცმყოფენ მე ვცდილობ სულის ისე ამაღლებას რომ შეურაცხყოფამ ვერ მოაღწიოს ჩემამდე”(დეკარტე).

  ამდვილად კეთილი და გულუხვი ადამიანი არაა შურისმაძიებელი, პირიქით,ის იმდენად გულუხვია რომ ცდილობს შეურაცხყოფაზე სიკეთით პასუხის გაცემას.

 საკითხავი: შეურაცხყოფილი დერვიში :

ერთი სულთანის ფავორიტმა ქვა ესროლა მოწყალების მთხოვნელ დერვიშს. დერვიშს არ დაუჩივლია მაგრამ აიღო ქვა და წაიღო.
 “ოდესმე მე გადავუხდი სამაგიეროს ამ თავხედ და სასტიკ კაცს”, გაიფიქრა მან.
  რამოდენიმე დღის შემდეგ მას ქუჩიდან შემოესმა წივილ-
-კივილი. მან იკითხა თუ რაშია საქმე და გაიგო რომ ფავორიტმა განარისხა სულთანი რომელსაც ის ეხლა ქუჩა-ქუჩა ჯორით დაჰყავდა და ამ უბედურს ბრბო აყენებდა შეურაცხყოფას.
  დერვიშმა დაავლო ხელი ქვას მაგრამ მალე შეიკავა თავი,ქვა შორს მოისროლა და თქვა:
  “ეხლა ვგრძნობ შურისძიება არაა საჭირო ვინაიდან როდესაც ჩვენი მტერი ძლიერია ეს დაუფიქრებელი და გაუფრთხილებელია და როცა ის უბედურია ეს სასტიკი და არაადამიანურია” (იოჰან გოტფრიდ გერდერი).

No comments:

Post a Comment