September 14, 2011

როგორ ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-15, დამატება : მორალის საგანი :

ა სკოლა
  იცოდეთ: ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი არაკაცი. ადამიანობა პიროვნებად ყოფნაა : ესაა ჩვენი ღირსების საკადრის წმინდა ატმოსფეროში არსებობა და სხვის დაუხმარებლად აზროვნება,განსჯა, ესაა აგრეთვე ირგვლივ სიკეთის კეთება,ჩვენი მსგავსებისთვის უანგარობის,სამართლიანობის,ქველმოქმედების და გულუხვობის,ერთი სიტყვით ყველა სათნოების მაგალითის მიცემა.  გეოგრაფია,გეომეტრია,ფიზიკა,გრამატიკა მხოლოდ გაგიადვილებთ რომელიმე პროფესიის დაუფლებას,მორალი
კი გადაგაქცევთ ადამიანებად ამ სიტყვის ყველაზე კეთილშობილი მნიშვნელობით.
      დღეს, ძვირფასო ბავშვებო  ვიწყებთ ულამაზეს და უმნიშვნელოვანეს საგანს,მორალის საგანს.  არც ერთი საგანი არ იმსახურებს ისეთ ყურადღებას როგორც მორალი. გზა და გზა თქვენ დარწმუნდებით ამაში.
  მორალი თქვენ გასწავლით თქვენს მოვალეობებს, იმას თუ როგორ უნდა გადაიქცეთ სიკეთის მოქმედ ადამიანებად რაც ცოდნაზე უფრო მნიშვნელოვანია.
   მაშ არ არსებობს მორალზე უფრო მნიშვნელოვანი მეცნიერება.
   სხვა საგნებს თავისთავად, თქვენი მორალური განვითარებისაგან დამოუკიდებლად, აქვთ მხოლოდ დროებითი და წარმავალი მნიშვნელობა.
  გეოგრაფია,გეომეტრია,ფიზიკა,გრამატიკა მხოლოდ გაგიადვილებთ რომელიმე პროფესიის დაუფლებას,მორალი კი გადაგაქცევთ ადამიანებად ამ სიტყვის ყველაზე კეთილშობილი მნიშვნელობით.
   მორალი არ იფარგლება თქვენი გონების განვითარებით, მისი მიზანია თქვენი გულის ჩამოყალიბება, თქვენი გულის გაწმენდა და განთავისუფლება ყოველგვარი ჭუჭყისგან რათა ის შეიმკოს თქვენი გამაბედნიერებელი და გამაუმჯობესებელი სათნოებებით. 
   მორალი არის წმინდა ზნე-ჩვეულებების მეცნიერება. სხვა სიტყვებით ესაა მოვალეობათა მეცნიერება. ის გვასწავლის ჩვენი უნარების  სწორად, ჩვენი და ჩვენი მსგავსების სასიკეთოდ გამოყენებას. 
  მორალის შესწავლა განამტკიცებს თქვენ ხასიათს. ის გადაგაქცევთ მტკიცე შეხედულებების ადამიანებად. ის გაანათებს თქვენს ცნობიერებას, გაგხდით სათნო ადამიანებად და გაგიჩენთ სარგებლობის მოტანის სურვილს.
   სწორედ ასე განახორციელებთ ყველაზე საიმედოდ იმას რაც გერგოთ წილად. განა ეს არაა თქვენი ოცნება?
   იცოდეთ: ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი არაკაცი. ადამიანობა პიროვნებად ყოფნაა : ესაა ჩვენი ღირსების საკადრის წმინდა ატმოსფეროში არსებობა და სხვის დაუხმარებლად აზროვნება,განსჯა, ესაა აგრეთვე ირგვლივ სიკეთის კეთება,ჩვენი მსგავსებისთვის უანგარობის,სამართლიანობის,ქველმოქმედების და გულუხვობის,ერთი სიტყვით ყველა სათნოების მაგალითის მიცემა.  მორალი თქვენ დაგეხმარებათ ამ კეთილშობილი იდეალის განხორციელებაში.
  მორალი თქვენ გასწავლით ამ ცხოვრების საუკეთესოდ გამოყენებას და მიმართავს თქვენს იმედებს უკეთესი სამყაროსკენ.
  მორალი ჩვენი პროგრამის ყველაზე აბსტრაქტული მაგრამ ამავე დროს ყველაზე ტკბილი და სიკეთის მომტანი ნაწილია. მას ადამიანი აჰყავს იმ სიმაღლეზე საიდანაც ის მხოლოდ სინანულით ჩამოდის ვინაიდან იქ არაა ყოველდღიური ცხოვრების სიმდაბლეები და წვრილმანობები.

ახალგაზრდობის მიუხედავად თქვენ განიცდით იმ ხიბლს რომელსაც განიცდის სული როდესაც ის სერიოზულადაა დაკავებული ამ აზრებით. მე ბედნიერი ვიქნები თუ კი შევძლებ თქვენთვის ამ შთაბეჭდილებების გაზიარებას...

 

No comments:

Post a Comment