September 22, 2011

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო-2:

ბელგია:
"ლტოლვილობა მუდამ რამდენადმე ნაღვლიანია"(ჟ.ჟანას,1852 წლის 24 მარტი).

  ვიქტორ ჰიუგო 1851 წლის 12 დეკემბერს ვიქტორ ჰიუგო ტიპოგრაფი ჟაკ-ფირმა ლანვას პასპორტით ღამის მატარებლით ჩავიდა ბრიუსელში. ის დაბინავდა სასტუმროში,მაგრამ 1852 წლის 5 იანვრიდან ის ქირაობს ბინას გრანდ პლასის 16 ნომერში.


   ის არ კმაყოფილდება ოცნებით. მან საჩქაროდ ჩასვლა სთხოვა თავის საყვარელ ჟულიეტ დრუეს და სთხოვა თავის მომავალ თხზულებათა შავი ხელნაწერებით სავსე ჩემოდნის ჩატანა.

     1852 წლის 28 იანვარს გაანთავისუფლეს ვიქტორ ჰიუგოს შვილი შარლი, პოლიტპატიმარი. ბრიუსელში ჩასული,ის 3 თებერვლიდან ამშვიდებს დედას: "მამა გასუქდა,ლუდმა მას დაუმრგვალა ლოყები".

    გაანთავისუფლეს ოჯახის მეგობარი ოგიუსტ ვაკერიც. ტომი იწყებს გაერთიანებას. მიუხედავად ამისა,მიუხედავად სხვა ლტოლვილთა გულთბილი მიღებისა, პოეტი ნაღვლიანია, ის გრძნობს რომ ქარი მიმართულებას იცვლის. ბელგია,რომელმაც წლების მანძილზე მიიღო მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო ლტოლვილი მრავალი ფრანგი მწერალი თუ სწავლული  უმთავრესად ტრანზიტული,დროებითი ადგილია რათა შესაძლებელი იყოს თავშესაფრის უფრო შორს,ხშირად ინგლისში მონახვა.

    დარდის მეორე მიზეზი:  საფრანგეთის ახალი კანონები დიდ ჯარიმებს უწესებენ მთავრობის საწინააღმდეგო ნაწერთა ავტორებს. 1852 წლის 17 მაისის წერილით ვიქტორ ჰიუგო თავის მეუღლეს ურჩევს: " საჭიროა ჩვენი მოძრავი ქონების დაცვის საშუალების ნახვა. უკიდურეს შემთხვევაში მისი გაყიდვა ჯობია,ის ხელში არ უნდა ჩაუვარდეს ბონაპარტეს". რჩევა შესრულდა.

   ჰუგოს აქვს დარდის მიზეზი: ბრიუსელში ხანმოკლე ყოფნისას მან დაწერა შხამიანი პამფლეტი "პატარა ნაპოლეონი"(პატარა დიდ ნაპოლეონ პირველთან შედარებით):

   " ესაა ვულგარული, ბალღური,თეატრალური და ამაო,უსარგებლო პერსონაჟი...მას უყვარს თავის მოწონება,უკიდურესობები,პამპულაობა... დიდი სიტყვები,დიდი წოდებები, რაც ჟღერს და ბრჭყვიალებს, ძალაუფლების ყველა წვრილმანი"("პატარა ნაპოლეონი",თავი 6,"პორტრეტი". ამის შემდეგ ჰიუგო იძულებულია წავიდეს ბელგიიდან.

        ვიქტორ ჰიუგოს ადამიანური სისუსტე  და ჟიულიეტ დრუე (1806-1883):

 " ყველაფერზე წინაა, ჩემს ქალიშვილზე წინაა, ღმერთზე წინაა შენი სიყვარული"(1844 წლის 18 იანვარი).

    ჟიულიეტ დრუე მსახიობია. ის ვიქტორ ჰიუგოს შეხვდა 1833 წელს "ლუკრესია ბორჯიას" რეპეტიციების დროს. მას ჰყავდა მრავალი საყვარელი რომელთა შორისაც იყო მოქანდაკე პრადიე რომლის მოდელიც ის იყო. ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ამ პრადიემ ჟულიეტ დრუე თავის ბავშვთან ერთად გაისტუმრა. მაშინ ვიქტორ ჰიუგო სახელგანთქმული,უბედური და თავისუფალია. გონზე მოსული და "სულის ფერების" მძებნელი ჟულიეტისთვის ესაა დიდი სიყვარული,აღდგომა.

  ჟულიეტმა მიატოვა თეატრი და მას აღარ მიუტოვებია ჰიუგო.

   სწორედ მან გადაარჩინა ვიქტორ ჰიუგო 1851 წლის 2 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალების დროს . ის გაყვება ჰიუგოს ბრიუსელში,ჟერსიში,გერნსიში,მაგრამ ერთგულებისა და თავდადების მიუხედავად ის ჰიუგოსთვის დარჩება გოგონად რომლის ვალებსაც ის იხდიდა.

     "ჟუჟუს" მისჯილი აქვს მარტოობა, მაგრამ ის ემორჩილება არსებობას რომელიც მას მიუსაჯა მისმა "ტოტომ", თუმცა აღიარებს რომ ესაა გაუთავებელი წამება. მისი ცხოვრება გაყოფილია თაყვანისცემას,ეჭვსა და საყვედურებს შორის...

           ვიქტორ ჰიუგოს მეუღლე, მადამ ვიქტორ ჰიუგო,დაბადებით ადელ ფუშე.

"მე ვარ შენი მეუღლე და ვაკეთებ იმას რაც არის ჩემი მოვალეობა".

   ისაა ოჯახის მეგობართა ლამაზი,დახვეწილი ბუნების და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ქალიშვილი. ვიქტორ ჰიუგოს ის თავდავიწყებით შეუყვარდა 1819 წლიდან და ისინი დაქორწინდნენ 1822 წელს. მან ჰიუგოს მისცა 4 შვილი:ლეოპოლდინა.
შარლი,ფრანსუა-ვიქტორი, ადელი. ფეხმძიმობებისაგან დაქანცული მადამ ჰიუგო თანდათანობით ჩამოშორდა მეუღლეს. ამ პატარა ბურჟუას აშინებს მეუღლის ვნება. ის ვიქტორ ჰიუგოს რალატობს მის მეგობართან,ლიტერატურულ კრიტიკოს შარლ ოგუსტა სან-ბევთან რომელსაც მოსწონს მისი სრულებით დედური სინაზე და ხდება მისი გამგებიანი და ყურადღებიანი მეგობარი. ვიქტორ ჰიუგო პატიობს მაგრამ არ ამართლებს,არ ცნობს უდანაშაულოდ თუმცა ადელის ღალატი მას ანთავისუფლებს სხვა მგზნებარე და რომანტიული სიყვარულისთვის.

    ოჯახის გერნსიში ჩასვლიდან (1856) ერთი წლის შემდეგ მას მობეზრდა ლტოლვილობა,მარტოობა,მეუღლე რომელსაც ყოველთვის არ ესმის ხვნეშა და ჩივილი. როდესაც მას უნდა რაღაც სერიოზულის თქმა ის წერს ბარათს. 1857 წლის დეკემბრის ერთ ბარათზე ჩვენ ვკითხულობთ: " ლტოლვილობა არაა კამათის საგანი, ლტოლვილობის ადგილი უკეთ შეიძლებოდა ყოფილიყო შერჩეული. შენ შეარჩიე ლტოლვილობის ადგილად ჟერსი და მე იქ წავედი. ჟერსი აუტანელი გახდა და შენ გერნსიში მოხვედი ჩემთვის ამის თქმის გარეშე. გაწყობს იქ დარჩენა? მე არაფერი მითქვამს, გამოგყევი. შენ იყიდე სახლი გერნსიში და იქ საბოლოოდ დამკვიდრდი ისე რომ ჩემთვის რჩევა არ გიკითხია. მე მორჩილი ვარ მაგრამ არა ვარ მონა".

     მრავალი თხოვნის შემდეგ მადამ ჰიუგო მიიღებს მრავალი კვირით თუ მრავალი თვით პარიზში თუ ბრიუსელში წასვლის უფლებას თუ კი ეს არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს...

    დიდი ლტოლვილი უფრთხილდება ფულს მაგრამ გულწრფელად და დამსახურებულად ასხავს ხოტბას თავის მეუღლეს:

    " შენ გაქვს ესოდენ დიდი გული და ესოდენ კეთილშობილი სული, შენ ხარ შესანიშნავი დედა, კარგი და ძვირფასი მეგობარი, ანგელოზი რომელიც პატიებს"(1863 წლის პირველი დეკემბრის წერილი).

     მადამ ადელ ჰიუგო აპოპლექსიისგან გარდაიცვალა 1868 წელს. ამ დროისთვის მას უკვე დიდი ხანია რაც დაავიწყდა სან ბევი და მან მიიღო ჟულიეტი რომელიც სძულდა.

     დიდად დამწუხრებულმა ვიქტორ ჰიუგომ მისი მეუღლის კუბოს ბეჭედს დააწერა ვ.ჰ. ესაა მისი საკუთრების ნიშანი.

   ადელ ჰიუგო(1830-1915):

   ესაა ვიქტორ ჰიუგოს უკანასკნელი,დელიკატური,მგრძნობიარე, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ქალიშვილი.

   მან უარყო ხელის 16 მთხოვნელი და მას თავდავიწყებით შეუყვარდა ერთი ინგლისელი რომელსაც ის არ უყვარდა. მან დაარწმუნა მშობლები რომ ამ ინგლისელმა ის ცოლად შეირთო. ის გაგიჟდა და საგიჟეთში მოხვდა 1872 წელს... მისი ცხოვრების შესახებ ყვება ტრიუფოს ფილმი იზაბელ აჯანით...
 
   
 

    

No comments:

Post a Comment