October 20, 2011

მუსიკა ახალისებს ტვინს,აზროვნების უნარს:


საფრანგეთი-მუსიკა-საგანგებო 
24-საათიანი რადიოპროგრამა 
კლასიკური მუსიკის 
მოყვარულებისთვის,
მუსიკის მოსმენა თუ რაიმე მუსილალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს:
  შაბათობით საღამოობით საოჯახო სახლის გარაჟში  მარტინი გიტარაზე და ლეა მიკროფონთან იმეორებენ მათ ნაწილებს. მართალია რომ ისინი ცოტა აყრუებენ მათ მშობლებს, მაგრამ მიზანი კარგია. ახალგაზრდები იღებენ დიდ სიამოვნებას და ამასთან  ავარჯიშებენ და ავითარებენ მათ ტვინს!
სწორედ ეს დაასკვნეს ნეიროსწავლულებმა ათი წლის გამოკვლევათა შემდეგ:
მუსიკა ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს.   
ეს აღმოჩენა გამოქვეყნდა 1993 წელს ბრიტანულ ჟურნალში Nature გამოქვეყნებულ წერილში „Music and tasc oerformances".
 
მოკლე წერილს ხელს აწერდნენ კალიფორნია6ირვინის უნივერსიტეტის  სწავლების და მეხსიერების ნეირობიოლოგიის ცენტრის თანამშრომლები გრეგ შოუ, კეტრინ კი ფრანსის რაუშერი რომლებმაც ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი: სამ ჯგუფად დაყოფილ 36 სტუდენტს  10 წუთით მოასმენინეს დამამშვიდებელი მუსიკის კასეტა, მოცარტის სონატა ორი ფორტეპიანოსთვის რე მაჟორი კ 448 და სიჩუმის ხმაური რის შემდეგაც შეასრულებინეს  გონებრივი უნარის  კოეფიციენტის  შემამოწმებელი სტანდარტული ტესტები. 110 პუნქტი ჰქონდა სიჩუმის ხმაურის მომსმენ ჯგუფს, 111 პუნქტი ჰქონდა დამამამშვიდებელი მუსიკის მომსმენთა ჯგუფს და...119 პუნქტი ჰქონდათ მოცარტის მსმენელებს!! 

ამ სონატის მსგავსი მხიარული მუსიკის მოსმენა აუმჯობესებს განწყობას და მსმენელი უფრო იოლად ასრულებს შემეცნებით ტესტებს. მოცარტის ათწუთიანი მოსმენა უკეთესია ვიდრე ათი აბსოლუტურ სიმშვიდეში ყოფნა.ასე გაჩნდა "მოცარტის ეფექტი". 
   შემდეგაც მრავალჯერ გაიმეორეს ეს ექსპერიმენტი და მოცარტის მუსიკის გარდა მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენეს სხვა მუსიკაც. განსაკუთრებით 2005 წელს ტორონტოს //კანადა// უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელმა გლენ შელენბერგმა გამოიყენა პოპ მუსიკა და დაასტურა რომ ისიც კარგად მოქმედებს.
განსაკუთრებით ძლიერი ეფექტი აქვს მოცარტის მუსიკას,რასაც განაპირობებს მისი ნაწარმოებების დინამიური ხასიათი, მაგრამ კარგად მოქმედებს    როგორც შუმანის ისე სხვა დიდი მუსიკოსების მუსიკა და სულ არაფერს პოპ მუსიკაც სჯობია,ასკვნიან სწავლულები. 
მაგრამ თუ კი მუსიკის მოსმენა სასიკეთოა ხანმოკლე პერსპექტივაში მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ახდენს ძლიერ და მდგრად,გრძელვადიან გავლენას...
მუსიკა ხელს უწყობს ტვინის სხვადასხვა ზონის ერთდროულ კავშირს და ის არის ტვინის განვითარების ძლიერი საშუალება. მრავალი გამოკვლევა,მათ შორის გლენ შელენბერგის ნაშრომები მოწმობს რომ მუსიკის სწავლა ბევრ რამეს აძლევს ადამიანს...ასკვნის მონრეალის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი და ტვინის კვლევის საერთაშორისო ლაბორატორიის თანადამფუძნებელი იზაბელ პერეცი.
მუსიკის სწავლით მიღებული მოგება არაა უზომო,მაგრამ სისტემატურია.
შეიძლება ითქვას რომ საქმიანობის არამუსიკალურ სფეროებში მუსიკოსები სჯობნიან არამუსიკოსებს
მაგრამ ფრთხილად,ეს არაა მაგიური და უშუალო შედეგი.
მუსიკის გავლენა ალბათ დაკავშირებულია იმასთან რომ მუსიკის შესრულება აუმჯობესებს ისეთ უნარებს როგორებიცაა ყურადღება,მეხსიერება,კონცენტრაცია,დისციპლინა და მოძრაობათა კოორდინაცია. 
საერთო ჯამში მუსიკოსობა არის ტვინის ჭეშმარიტი ვარჯიში !...

ვივალდის სტაბატ მატერისგან თქვენ გაჟრიალებთ, როლინგსტონებით ნასიამოვნებებს დღე გიმსუბუქდებათ.?
ნორმალურია...მხიარულება,სასოწარკვეთილება,სიმშვიდე,მრისხანება და კიდევ 12-ოდე ესევე ღრმა ემოცია, აი რისი გამოწვევა შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების შესრულებას ან მის მოსმენას. 
ადამიანთა უმრავლესობას მუსიკა უყვარს იმიტომ რომ მას შეუძლია განსაკუთრებული ემოციური მდგომარეობის გამოწვევა. 
ადამიანი რეალურად განიცდის ან მუსიკალურ ემოციებს? დიახ.

ფიზიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა რომ მუსიკალური ემოციები ცვლის გულისცემის და სუნთქვის  რიტმს,კანის აქტიურ გამტარობას,ბეწვების აწევას, სახელგანთქმული "მუსიკალური ჟრჟოლა".
სხეული ახდენს რეაქციას,ტვინიც,რაზეც მოწმობს ტვინის ხატები...
ყალბი ნოტები იწვევენ უსიამოვნების გრძნობას.ნაღვლიანი ან შემაშფოთებელი მუსიკა იწვევს შიშის გრძნობას. ,,, //ელენა სენდერის ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში "Sciences et avenir", ანუ  „მეცნიერებები და მომავალი", საგანგებო ნომერი"ჭამეთ ჯანსაღი",2009 წლის ოქტომბერი,გთავაზობთ შემოკლებულ თარგმანს//.





No comments:

Post a Comment