October 25, 2011

სკვითური ტანგო პარიზში!!! კარგად დიპლომირებული და ნიჭიერი მკვლელის შესახებ.

მარჯვნივ სკვითი პაველ
გორგულოვი სასამართლოზე. 
ის სიკვდილით დასაჯეს
1932 წლის 7 მაისს გარდაიცვალა ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრილი საფრანგეთის პრეზიდენტი პოლ დუმე,75 წლის კაცი  რომელსაც ფრანგები თვლიდნენ რესპუბლიკური და პატრიოტული ღირსებებისა და სათნოებების სიმბოლოდ. მან პირველ მსოფლიო ომში დაკარგა სამი ვაჟიშვილი და  პრეზიდენტად ერთი წელიც არ ყოფილა. მკვლელი იყო რუსი ემიგრანტი პაველ გორგულოვი. ლიტერატორი. მან ფსევდონიმით პაველ ბრედ პარიზში გამოსცა ლექსების კრებული "სკვითების ცხოვრების საიდუმლო".ის წერდა რომანებსაც კაზაკთა ცხოვრების შესახებ, მაგრამ მათ გამოქვეყნებაზე უარი თქვა გამომცემელთა უმრავლესობამ.

ლექსებში და რომანებში გორგულოვი ქადაგებდა "სკვითობის" იდეას, რომლის თანახმადაც  რუსეთმა როგორც სულიერების წყარომ უნდა დაამარცხოს დასავლეთი. 1932 წლის 6 მაისს გორგულოვი "ვეტერანი მწერალი პოლ ბრედის" სახელზე გამოწერილი მოსაწვევი ბარათით მივიდა წიგნების ბაზრობაზე რომელიც გახსნა პრეზიდენტმა. მან ახლოდან რამოდენიმეჯერ ესროლა პრეზიდენტს.როდესაც დაიჭირეს მკვლელობის ადგილზე ის გაჰყვიროდა  ლოზუნგს სკვითების ცხოვრებაზე თავისი ლექსების კრებულიდან: "ია დაამარცხებს მანქანას!“   გონებადაკარგული პრეზიდენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში სადაც ის ოპერაციის დროს გონებაზე მოვიდა და იკითხა თუ რა მოუვიდა. უპასუხეს რომ ის მოხვდა ავტომობილის ავარიაში.
საფრანგეთის პრეზიდენტი 
პოლ დუმე, მოკლა ჩეკისტმა
 სკვითმა და პოეტურმა 
ნატურა პაველ გორგულოვმა
პრეზიდენტმა ისევ დაკარგა გონება და გარდაიცვალა 7 მაისს დილის 4 საათზე.       დაკითხვისას მკვლელმა გორგულოვმა თქვა რომ  საფრანგეთის რესპუბლიკური და პატრიოტული სათნოებებით გამორჩეული 75 წლის პრეზიდენტის მკვლელობა პასუხობდა რუსული  თეთრი ემიგრაციის ინტერესებს. ამავე დროს დააყოლა რომ არის „მწვანე ფაშისტური პარტიის" წევრი.

 მაგრამ გორგულოვს გაემიჯნენ როგორც რუსი ემიგრანტები ისე მუსოლინი. გაურკვეველი დარჩა იყო თუ არა გორგულოვი ჩეკისტი //ოგპუ-ს  თანამშრომელი//. ზოგი მოწმის ჩვენებით ნამდვილო გორგულოვი,კაზაკი, ბრძოლებში დაიღუპა და ოგპუ-მ მისი სახელით თავისი კაცი შეაგზავნა ემიგრაციაში. 
      გორგულოვი გაასამართლეს 1932 წლის ივლისის ბოლოს. მას მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. პროკურომა განაცხადა: „გიჟის შთაბეჭდილება, რომელსაც სტოვებს ბრალდებული, აიხსნება მისი ეროვნებით".
მკვლელობის შემდეგ.
     განაჩენის მოსმენის შემდეგ გორგულოვმა შემოიგლიჯა მაისური და იღრიალა რომ საფრანგეთმა არ მისცა მას საფრანგეთში ცხოვრების უფლება. ის გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს 1932 წლის 14 ოქტომბერს. ეშაფოტისკენ მიმავალ გზაზე ის მღეროდა ვარშავიანკას  //მტრული ქარები ქრის ჩვენს თავზე//. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო „რუსეთი ჩემი ქვეყანა".

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
        ნამეტანი არტისტული ბუნების სკვით მკვლელ პაველ გორგულოვს უყვარდა თავისი ლექსების საჯაროდ კითხვა სახელგანთქმულ პარიზულ კაფეში „ლა ბალე“, სადაც სიარული უყვარდათ ვერლენსა და ოსკარ უაილდს. ის კითხულობდა თავის პოემას შავ კატაზე რომლსაც სულ უნდოდა რაღაცის ან ვიღაცის მოთელვა. მან თქვა რომ ჩაიფიქრა თავისი პოემა როგორც ოპერა და უკვე იპოვა შესაბამისი კომპოზიტორი.

        გაურკვეველი იყო თუ რატომ წერს ლექსებს ეს უდავოდ ნიჭიერი ადამიანი,მან ხომ პრაღაში დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი და მერე ჩავიდა პარიზში...//ესაა ვიტალი კისელევის ცნობა//.

No comments:

Post a Comment