October 28, 2011

საჭიროა "მსოფლიო ქაოსის" ახალ საფრთხეთა განჭვრეტა:


 :...ამიერიდან ცხადია ალ-ყაიდასთან დაკავშირებული სუნიტური რადიკალური მიმდინარეობა სალაფი-ჯიჰადის დამხობა, „პოლიტიკური" //პარტიზანული ომები, შეიარაღებული ბანდები// და „რელიგიური" //სხვადასხვა ფანატიზმები, ჯიჰადები// ჰიბრიდების გაჩენა.

მონდიალიზაციის შავი სახე"  ქმნის დამხობილ სახელმწიფოთა, ტომთა ომების,მაფიათა,უკონტროლო ზონების მორევს სადაც ერთმანეთში ჩახლართულია კრიმინალიზებული ფინანსები,ნაყალბევები და კონტრაბანდა,დიდი მსოფლიო უკანონო ვაჭრობა // ადამიანებით, ნარკოტიკით, იარაღით,მოპარული მანქანებით//.


               ეს მორევი აოხრებს და აჩანაგებს მთელ რეგიონებს,ეკონომიკებს,ფინანსურ სისტემებს და სახელმწიფოებსაც კი. იქ ბატონდება კორუფცია და ბანდიტების კანონი როგორც ამიერიდან ასეა ჩრდილოეთ მექსიკაში,სამხრეთ პაკისტანში და კარაჩიში ახალი მსოფლიო ქაოსის სხვა რუხი ზონების გვერდით.

                მსოფლიო ქაოსში მოქმედი საშიში ერთეულების საერთო ნიშნები საზოგადოდ შემდეგია: ძნელად მოსახელთებელი რეალური სტრუქტურები. საიდუმლოდ მიღებული გადაწყვეტილებები. ნიღბებისა და საცდუნებელი ხრიკების გამოყენება. განუჭვრეტლობა თუ კი ვიყენებთ კვლევის კლასიკურ მეთოდებს//არქივები,ცნობების შეკრება//. ასეთია დღევანდელი ჰორიზონტი რეალურ საფრთხეთა სფეროში,სამყაროში სადაც პირველად ათასი წლის შემდეგ მტერი თავისთავად არ ჩანს.

               არა და თუ კი არაფერი გაკეთდა ამ სფეროში მომავალ წლებში პლანეტარული განგსტერიზაცია გაძლიერდება. 


     მე მეშინია რომ ჩვენი ხელმძღვანელების სიბეცის გამო დამნაშავეობის ეს მონდიალიზაცია განუწყვეტლად დამძიმდება.


                            კრიმინალები განუწყვეტლად სულ უფრო და უფრო მდიდრები და აქტიურები არიან,  ისინი იპყრობენ ახალ-ახალ ტერიტორიებს,უკანონო და დანაშაულებრივი ვაჭრობა ფართოვდება და განიტოტება.


                    შედეგი? ჩრდილოეთ მექსიკაში,გვინეის ყურის სანაპიროზე,სომალიში,
აღ მოსავლეთ ტიმორში,ჰაიტიში,კარაჩის მეგაპოლისში,ბრაზილიის ფაველებში, "არაფორმალური საცხოვრებლის"//ბიდონვილების// გიგანტური არეები ექცევიან კარტელების და სხვა მეგაბანდების თუ გადაგვარებული პარტიზანული მოძრაობების კრიმინალური კონტროლის ქვეშ.


       ყოველივე ამის პირისპირ დიდი ერები ისევ ყიდულობენ მხოლოდ კლასიკური ომებისთვის გამოსადეგ იარაღს. ეს კონფლიქტები გაქრა უკვე ოც წელზე მეტი ხნის წინ. 2010 წელს მსოფლიომ უსარგებლოდ დახარჯა 1630 მილიარდი დოლარი. ამის 43 პროცენტი დახარჯა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. 


                ამასობაში დედამიწის რეალურად ამაოხრებელი საფრთხეების საწინააღმდეგო ბიუჯეტი ან არასაკმარისია ან არარსებულია.  11 სექტემბრის საშინელი და სტრატეგიული შოკის მიუხედავად ისევ ჰგონიათ რომ მტერი კარგადაა ცნობილი და მას დაამარცხებენ  high-tech-ით.


                    ასე იქცევა ლოთი რომელმაც გასაღები დაკარგა შუაღამის სიბნელეში და მას ფანარის ქვეშ დაეძებს. აუცილებელია საფრთხეთა რეალური შეფასება და შესაბამისად მოქმედება...


               // უნივერსიტეტი პარიზი-1-ის თანამედროვე კრიმინალური საფრთხეების კვლევის დეპარტამენტის კვლევათა ხელმძღვანელი Xavier Raufer,ფრანგი კათოლიკების გაზეთი "ჯვარი",""La Croix,2011 წლის 28 ოქტომბერი

No comments:

Post a Comment