June 18, 2012

თანამედროვე დებატებიდან-შოპენჰაუერი,ანდრე მალრო,ოლდოს ჰაქსლი:


ოლდოს ჰაქსლი
ოლდოს ჰაქსლი
«ჩვენი ქედმაღლობა, ჩვენი სევდა-მოუსვენრობა, ჩვენი სწრაფვა ძალაუფლებისკენ და სიამოვნებათა წყურვილი აბნელებენ ღმერთს» (ოლდოს ჰაქსლი (1894-1963), შვიდი მედიტაცია, არსი).

თანამედროვე დასავლურ-დემოკრატიული დებატი:

ეგზისტენციალიზმის წინამორბედი, გერმანელი არტურ შოპენჰაუერი (1788--1860):
«ჩვენ ვცხოვრობთ შესაძლებელთაგან ყველაზე უარეს სამყაროში.

ეს აზრი რადიკალურად და ექსტრემისტულად განსხვავდება სპინოზას აზრისაგან რომლის თანახმადაც სამყარო იმდენადაა სრულყოფილი რამდენადაც შესაძლებელია სრულყოფილება.

შოპენჰაუერმა პესიმიზმი აქცია აზროვნების სისტემად. ნების მისეული კონცეფცია წინ უსწრებს და მოასწავებს ნიცშეს მსოფლმხედველობის გამოჩენას.

მრავალი ფილოსოფოსისაგან განსხვავებით შოპენჰაუერს არ დასჭირვებია მთელი სიცოცხლე აზროვნების მისი სისტემის შესამუშავებლად.
შოპენჰაუერის დამოკიდებულება არსებობისადმი არის რადიკალური პესიმიზმი ვინაიდან მისი აზრით პესიმიზმი არის სამყაროს ჭეშმარიტება.

სიცოცხლეს არც მიზეზი აქვს და არც აზრი, ის უმიზეზო და უაზროა და მისი ახსნის მცდელობები სრულდება ილუზიებით, წარმოდგენებით რომელთაც არაფერი აქვთ საერთო სინამდვილესთან.

ბუნებას არა აქვს არც პროექტი და არც მიზანი,ისაა მხოლოდ საკუთარი თავის განგრძობა-გახანგრძლივების,უცვლელ,უძრავ ციკლში განახლების ნება. საგნებისა და არსებების ამ ფუნდამენტურ რეალობას შოპენჰაუერი უწოდებს ნებას.

ხილული სამყარო,სინამდვილის ყველა დეტალი არის ამ ნების ობიექტივაცია,მანიფესტაცია და მეტი არაფერი.

პესიმიზმი არის ფხიზელი ფილოსოფოსის მჭლე უპირატესობა,ფილოსოფოსისა რომელიც არ იზიარებს პალიატივების შემომთავაზებელი და ნუგეშისმცემელი ოპტიმისტური მსოფლმხედველობების და რელიგიების შეხედულებებს.

სიცოცხლის აბსურდულობა, მისთვის დამახასიათებელი და ორგანული ტანჯვა უმრავლესობაში კომპენსირებულია დაბრმავებითა და უმეცრებით და სიცოცხლის მუდამ დაუკმაყოფილებელი წყურვილით.

მხოლოდ ხელოვნება და მორალი ჩამოგვაშორებს ჩვენ სამყაროს აბსურდულობა-უაზრობისაგან.

თავისი შავი მსოფლმხედველობის გამო სანუგეშოდ შოპენჰაუერი გვთავაზობს მხოლოდ ასკეტიზმის კარგ დოზას, სიფხიზლეს და მჭვრეტელობას.

მისმა მსოფლმხედველობამ დიდი გავლენა მოახდინა ფილოსოფიაზე ნიცშედან სარტრამდე კამიუს ჩათვლით.
…..

« XXI საუკუნე იქნება სულიერი ან არ იქნება» მწერალი, კინემატოგრაფისტი,
დე გოლის მინისტრი...ანდრე მალრო, 1901-1976).


1955 წელს ერთ ჟურნალისტთან შეხვედრისას ის აცხადებდა რომ

« თანამედროვე ცივილიზაციამ,მანქანათა საუკუნის ცივილიზაციამ სცადა მორალური პრობლემის რაციონალიზაცია.

ადამიანის ღრმა ცნებები, რომლებიც შეიმუშავეს დიდმა რელიგიებმა მან შეცვალა ფანტომით.

ამიტომ ფიქრობდა მალრო რომ მომავალი საუკუნის « ამოცანა იქნება მათი ღმერთების რეინტეგრაცია»...
******************

ინგლისელი მწერალი და ესეისტი ოლდოს ჰაქსლი (1894-1963) . ის მონაწილეობას იღებდა ექსპერიმენტებში რომელთა მიზანიც იყო დადგენა იმისა თუ რა გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე ნარკოტიკები მესკალინი და ლსდ. მან დიდად შეუწყო ხელი 1960-ანი წლების მრავალი რადიკალი ინტელექ-
ტუალისა და ახალგაზრდათა განარკომანებას.

თუ ვინმეს არ უნდა ეკლესიიისთვის ( ეკლესიებისთვის) თუ წმინდა წიგნებისთვის დაჯერება იქნებ მას დაუგდოს ყური :

არსი :

ღმერთი არსებობს. ესაა უმთავრესი ფაქტი. ჩვენი არსებობის ჩვენთვის უშუალო განცდით გამოცხადება.

ყოველი ადამიანის ინტიმური ამოცანაა ღმერთის არსის გამაერთიანებელი,დამაკავშირებელი შეცნობა.

რა ბუნებისაა ღმერთის არსი? ამაზე გვპასუხობს « მამაო ჩვენო»;
«მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა...».

ღმერთი არის, ის ჩვენია, ისაა ყოველი მგრძნობიარე არსების იმანენტური,
ყოველი სიცოცხლის სიცოცხლე, ყოველი სულის მასულდგმულებელი სული.

ეს არაა ყველაფერი. ღმერთი აგრეთვე არის ტრანსცენდენტური შემოქმედი, კანონმდებელი,მამა რომელსაც უყვარს თავისი შვილები და რომელიც ასწავლის მათ და დაკავებულია მათი აღზრდით იმიტომ რომ უყვარს ისინი.

და ბოლოს ღმერთი არის « ცათა შინა», ესე იგი მისი არსებობის წესი შეუდარებელია და შეუთავსებელია უსულო ბუნებრივ პირობებში ადამიანთა გამოცდილებასთან.

ის ჩვენია და იმანენტურია და ამიტომ ის ახლოსაა ჩვენთან.

ის ცათა შინაცაა და ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა ძალიან შორსაა მისგან.

წმინდანი ისაა ვინც ღმერთთან ისევეა ახლოს როგორც საკუთარ თავთან.

ღმერთის გამაერთიანებელ, დამაკავშირებელ შემეცნებამდე ადამიანები ლოცვით მიდიან.

მაგრამ ლოცვის ცხოვრება აგრეთვე მოკვდინების ცხოვრებაცაა,
საკუთარი თავისთვის სიკვდილის ცხოვრებაცაა

სხვანაირად არც შეიძლება იყოს ვინაიდან როდესაც მეტია მე მაშინ ნაკლებია ღმერთი

ჩვენი ქედმაღლობა, ჩვენი სევდა-მოუსვენრობა,ჩვენი მისწრაფება ძალაუფლებისაკენ და სიამოვნებათა წყურვილი აბნელებენ ღმერთს.

მეტისმეტი მიჯაჭვულობაც ზოგი ქმნილებისადმი,რომელიც მეტისმეტად ხშირად ითვლება ალტრუიზმად,უნდა იწოდებოდეს ალტერეგოიზმად.

და ადამიანი სულ ცოტა უფრო ნაკლებად აბნელებს ღმერთს როდესაც ის თავს სწირავს საკითხებსა და იდეალებს რომლებიც ვერ სწვდებიან ღვთაებრივს. ასე მოქმედება ისევ კერპთაყვანისმცემლის მოქმედებაა,ეს ჩვენ ხელს გვიშლის ღმერთის თაყვანისცემაში ისე როგორც უნდა ვცემდეთ თაყვანს მას. და კიდევ უფრო ართულებს ღმერთის შეცნობას.

სასუფეველი ღვთისა ვერ მოვა თუ კი ჩვენ ვერ განვთავისუფლდებით ჩვენი ადამიანური სამეფოებისაგან. და არა მხოლოდ აშკარად ბოროტების სამეფოებისაგან. ჩვენ უნდა გავნთავისუფლდეთ აგრეთვე უფრო პატივსაცემი სამეფოებისაგან, კარგი მოქალაქეების და საზოგადოების ბურჯების, მოხელეთა და ფარისეველთა, ხარკის ამკრეფთა და ცოდვილთა სამეფოებისგან.

ჩვენ ვერ შევიცნობთ ღმერთს თუ კი ყურადღებას მივაქცევთ სხვა რამეს, რა პატივსაცემი რამეც არ უნდა იყოს ეს რამე ამ ქვეყნის თვალში»
( ოლდოს ჰაქსლი, შვიდი მედიტაცია, არსი; გამოქვეყნებულია წიგნში «ოლდოს ჰაქსლი, ღმერთი და მე, ესეები მისტიკაზე, რელიგიაზე და სულიერებაზე,პარიზი,1994, გვ. 25-26,თარგმანი ფრანგული თარგმანიდან) //თემის გაგრძელება გარკვეული პაუზის მერე იქნება//.





ანდრე მარლო და დე გოლი
შოპენჰაუერი

No comments:

Post a Comment