October 26, 2012

რუმიანა უგარჩინსკა, კგბ და სიე უტევს ევროპას:



სათაური მოკლედ გადმოსცემს დებულებას: დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკონომიკები უფრო დაკავშირებულები იყვნენ ერთმანეთთან ვიდრე ამას დღემდე უშვებენ და თავისი პოზიციის სიმდგრადის უზრუნველსაყოფად კგბმ წინასწარი ზომები მიიღო ბერლინის კედლის დამხობამდე. საბჭოთა მოქალაქეების საზარალოდ მან მასიურად ჩადო ინვესტიციები დასავლეთში.

წასაკითხია ასევე «კგბს კავშირი» (KGB Connexion):
       
წიგნი შედგება ორი ნაწილისგან: პირველი, ,,ექსპორტი": ეხება კგბს საქმიანობას საზღვარგარეთისკენ. მეორე ,,იმპორტი": ეხება კგბს ჯაშუშების მიერ დასავლეთის ძარცვას.
    
წიგნი ეხება აგრეთვე  აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების საიდუმლო სამსახურების მოქმედებას. მოსკოვს დაქვემდებარებული ამ სამსახურების როლი დიდია. ასე მაგალითად შტაზიმ 1980-ან წლებში შექმნა მოსმენის სისტემა რომელიც შეედრება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შექმნილ სისტემა ეშელონს....

ყოფილი საბჭოთა კავშირის მართვის სადავეები დღეს არის ყოფილი კგბს და მისი მემკვიდრე ფსბს ხელში.
    
ყველამ იცის რომ თვითონ ვლადიმირ პუტინი კგბდანაა. დღეს ფსბმ შეინარჩუნა ყოფილი კგბს მრავალი უფლებმოსილება. კგბს ჰგონდა დრო რუსეთის დიდი რესურსების საზღვარგარეთ გასატანად და მისი მეშვეობით ომისთვის აუცილებელი კაპიტალის შესაქმნელად.  «ბოროტების იმპერიის» დამხობიდან ათი წლის შემდეგ ჩეკისტური ჯაშუშობა დასავლეთში უფრო ძლიერია ვიდრე ეს იყო ცივი ომის დროს და ამ ჯაშუშობისგან არაა დაზღვეული არც ერთი სექტორი.       

კგბმ გააზრებულად მოამზადა ცვლილებები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში: «1980-ანი წლების შუა ხანებში კგბმ უკვე შექმნა ულტრასაიდუმლო განყოფილება სახელად «ლუჩ» რომელიც დამოუკიდებელი იყო შტაზისგან და რომელსაც ევალებოდა აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტიკური პეიზაჟის გარდაქმნა კრემლის სტრატეგიის შესაბამისად და გერმანიის გაერთიანების მომზადება.
         
1989 წლის ივლისშიუკვე ცნობილია რომ 7 ოქტომბერი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის 40- წლისთავის დღე,იქნება სახალხო მღელვარების დეტონატორი. მოსკოვის ინსტრუქციების შესაბამისად აღმოსავლეთ გერმანიაში მყოფმა საბჭოთა ჯარებმა (400 000 ადამიანი) მიიღეს ბრძანება რომ მღელვარებათა შემთხვევაში ისინი ყაზარმებში უნდა დარჩნენ. ამ დროს უნგრეთში საგარეო საქმეთა მინისტრმა დიულა ჰორნმა (საიდუმლო სამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა?) რკინის ფარდა გაუხსნა ავსტრიის საზღვარზე ლტოლვილებს აღმოსავლეთ გერმანიიდან.
       
დეზინფორმაციის ვეტერანთა მონათხრობმა გაგვაგებინა რომ დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა «გორბიმანია» მოწყობილი იყო კგბს ერთ-ერთი უკანასკნელი პატრონი ვლადიმირ კრიუჩკოვის ინიციატივით. მას უნდოდა დასავლეთში პერესტროიკისთვის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრის შექმნა....

ამხანაგი კაპიტალისტები:   
ამიერიდან უნდა დაფიქრდნენ ისინი ვისაც რკინის ფარდა ეგონათ საზოგადოების ორი კონცეფციის შეჯახების ადგილას აღმართული იყო ჰერმეტული და სიმბოლური გალავანი.
       
რუმიანა უგარჩინსკა შესავლიდანვე დიდად არ არჩევს სიტყვებს და ტონს:
          
«წიაღისეული იყო აღმოსავლეთით და ტექნოლოგია-დასავლეთით. ეს ორი ნაწილი სავსებით ავსებდა ერთმანეთს. ღიად მაჩხუბარი და მეომარი ეს მხარეები ფარულად ურიგდებოდნენ ერთმანეთს. ორმაგი ძირის ჩემოდანი განსაზღვრავდა დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობებს ისე რომ არ აღშფოთებულა არავინ.
       
იტალიელი ანიელი ფიატის ქარხნებს აგებდა რუსეთში. რენო-რუმინეთში,გერმანელები კრუპი და სიმენსი,სპი-ბანიოლის,შლიუმბერჟეს ფრანგები,ბრიტანელთა ტომსონი და რეშინი,თუ კი მხოლოდ ამათ ვახსენებთ, კაი ბაზარს პოულობდნენ თავისი ტექნოლოგიების მოსათავსებლად.
      
მას შემდეგ რატომ უნდა დაეხმარონ სახალხო აჯანყებებს აღმოსავლეთ გერმანიაში 1953 წელს,უნგრეთში 1956 წელს ან კიდევ ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს?
გეოპოლიტიკის თვალთმაქცობა-პირფერობაც ეხმარებოდა ამას.
   
ყველაფერი კარგად იყო ასეც! აღმოსავლეთის ხალხს და დასავლეთის აფერისტებს (აფფაირისტეს) აღარ ესმოდათ დემოკრატიისკენ და თავისუფლებისკენ მოწოდება. დასავლეთის აფერისტებმა და აღმოსავლეთის ტირანებმა დაამყარეს კავშირები რომლებიც ყველას აწყობდა! კომპარტიების ბელადთა ბრბო მოგზაურობდა ყველას დასანახად. მრავლდებოდა ნომენკლატურის პრივილეგიები;დასავლეთის ბანკები იხვეჭდნენ დივიდენდებს.
    
ამ კავშირების ისტორია,მაშ,ძველია. ისინი უეჭველად უკარნახა გარკვეული პრაგმატიზმის რუსულმა გრძნობამ:  «1971 წლიდან ამხანაგმა ბრეჟნევმა პარტიის აპარატს გაუგზავნა რეკომენდაციები.
   
«ჩვენ, კომუნისტები, ცოტა ხნით უნდა გავყვეთ კაპიტალისტებს. ჩვენ გვჭირდება კრედიტები, მათი სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგია».
            
დასავლური კაპიტალიზმის მაგნატებიც გადაირივნენ: ყველაზე საინტერესო ისაა რომ კალუგინის თანახმად კგბს იმდენად არ ყოფნიდა ვალუტა რომ მან თავისი არქივები გაუხსნა უცხოელ ჟურნალისტებს და დაიწყო თავისი დოკუმენტებით ვაჭრობა»...
        
რუსეთი კაი ძვირად ყიდდა თავის წიაღისეულს. ფულის და საქონლის მიმოქცევა ისეთი იყო რომ საჭირო გახდა მისი კარგად ორგანიზაცია. უნგრელებს უნდა ჰქონოდათ კაპიტალისტური სული იმიტომ რომ საბჭოთა ბლოკის ყველა ქვეყნიდან მხოლოდ მათ შექმნეს განვითარებული და ეფექტური საბანკო სისტემა:
          
«ექსპანსია ისეთი იყო რომ უნგრეთმა მოსკოვის ლოცვა-კურთხევით 1988 წლიდან თავისი ბაზარი გაუხსნა უცხოელ ინვესტორებს».
         
უნგრეთის ბოლო პრემიერ მინისტრი პეტერ მედგიესი არის მდიდარი და მიზანდასახული ეკონომისტისაშიში ბანკირი რომელიც მუშაობდა ფრანგული ბანკი ბნპ-პარიბას უნგრული ფილიალისთვისისაა თავის ქვეყანაში აგენტ 007-სავით სახელგანთქმული შპიონიც

წითელი მაფია:      
წითელი მაფია დიდად განვითარდა ხელისუფლებაში ბორის ელცინის მოხვედრის შემდეგისმის ახალი მილიონერების თუ რუს კრიმინალთა ბელადების და .. მკვლელობათა ამბები. რუსული მაფია მოქმედებს საზღვარგარეთაც, ევროპულ ქვეყნებში.... ფრანგები უეჭველად იხსენებან ჟიგასტორაჟის, მისი ფინანსური სკანდალის და მისი ბულგარული ექოს ამბებს: «ბელფორში(საფრანგეთში) სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად ჟიგასტორაჟს უნდოდა პროგრამების განვითარება რუსეთში»...
      
რუსული მაფია ძალიან კარგად მოეწყო და ერთ დროს დიდ ყურადღებას არც აქცევდნენ მის გავლენას ევროპაში: «ათენის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ რომლის მიზანიც იყო საუკუნეების მანძილზე კავკასიაში დაკარგული ბერძნების დაბრუნება «ისტორიულ სამშობლოში» საბერძნეთის კარი გაუღო წითელი მაფიის ასობით წევრს.
     
საბერძნეთის მთავრობა დიდად გაისარჯა რათა მიეღო ახალი თანამემამულეები რომლებიც უნდა დასახლებულიყვენ სლავურენოვანი ბერძნების ინტეგრაციის კამპანიის შედეგად დაცარიელებულ ჩრდილოეთ პროვინციებში. წითელი მაფიის წევრებმა მიიღეს წასულთა მიწები და სახლები და ფულადი დახმარება". ამის შემდეგ საბერძნეთის მთავრობას მის რიგებში კორუფციის მოსასპობად მოუხდა შესაბამის ქვეყნებში დიპლომატიური პერსონალის გამოცვლა...
            
და ბოლოს აშკარაა საბჭოთა ბლოკის მაფიების და კგბს ყოფილი თანამშრომლების კავშირები (ეს უკანასკნელები ხშირად ფსბსთვის შრომობენ). ამან გამოიწვია სხვაგვარად წარმოუდგენელი სკანდალები. ხშირად მიმართავენ შანტაჟს და იყენებენ კომპრომატს რომლებიც სპობენ და ქმნიან მთავრობებს და რეპუტაციებს. აღმოსავლეთში კომპრომატი დღეს იქცა მთავარ იარაღად».
თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა

No comments:

Post a Comment