ავთო ვარაზი, ქრისტე
 ელ გრეკოს მიხედვით,1972
«ქრისტემ მიიღო შეზღუდული ადამიანი და აგრძნობინა
მას მარადიულობის გემო» (რალფ ვალდო ემერსონი)
1-2 სიტყვით ღრმა ამერიკაზეც
«ჩვენს წინ და უკან არსებული უფერულდება იმასთან შედარებით რაც ჩვენშია» (რალფ ვალდო ემერსონი).
«სულ პატარა» ჩანართი ამქვეყნიური პლატონური თუ არამარტოპლატონური გამოქვაბულიდან გაღწევის მსურველი ანტიმატერიალისტი, ანტიმერკანტილისტი და მორწმუნე ამერიკელების შესახებ.
ტრანსცენდენტალიზმი:
ახალი ინგლისის ახალგაზრდებმა რომელთაც სურდათ მათი დროის სულისკვეთების
გარდაქმნა შექმნეს ტრანსცენდენტალიზმი,XIX საუკუნის ამერიკული აზრის ყველაზე გავლენიანი მოძრაობა. 1836 წელს დაარსებული « ტრანსცენდენტალური კლუბის » წევრებს შორის გამოირჩეოდნენ რალფ ვალდო ემერსონი, ჰენრი დევიდ ტორო,
თეოდორ პარკერ;მარგარეტ ფულლერ და უილიამ ელლერი ჩენნინგ. კლუბის აქტივობა ხანმოკლე (სულ 4 წელი) და სპორადული იყო;მაგრამ მან თეორიული საფუძვლები ჩაუყარა XIX საუკუნეში აშშ-ში განვითარებულ ტრანსცენდენტალისტურ მოძრაობას.

კლუბის პირველი მიზანია ბრძოლა საზოგადოებრივ აზრში მერკანტილიზმის გავლენის გაძლიერების წინააღმდეგ. ამისთვის მათ სურთ იდეალიზმის
მნიშვნელობისა და სულიერ ღირებულებებთან კავშირის აღდგენა . და ეს ხდება მაშინ როდესაც გაბატონებული უნიტარული ქრისტიანობის დოქტრინა და პრაქტიკა ტრანსცენდენტალისტების აზრით ხასიათდება სულ უფრო და უფრო მეტი გაღარიბებით და აუცილებელია მათთვის სიცოცხლისა და სითბოს დაბრუნება.

კლუბის წევრებს ახასიათებდა ძლიერი დამოუკიდებლობა. მათი იდეების გაერთიანება საერთო ფილოსოფიად არ მომხდარა. მიუხედავად ამისა აშკარაა მათთვის საერთო ნიშნები:

ისინი იზიარებენ მეტაფიზიკურ იდეალიზმს რომლის მიზანიცაა ფიზიკური სამყაროდან გაღწევა მორალური და სულიერი ღირებულებებით აღსავსე საიქიოში. ისინი ქადაგებენ კაცობრიობის ფუნდამენტურ გულკეთილობა-კეთილმოსურნეობას,ინდივიდის ღირსებას და ღირებულებას. მათი თეორიის ფუნდამენტური მიზანია ღმერთის განდიდება, მისი თაყვანისცემა. ღმერთი მათი აზრით ყველგანაა და განსაკუთრებით ყოველი ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრების უმცირეს დეტალებშიც.

რაც შეეხება ცოდნას ისინი უფრო ენდობიან ინტუიციას და გრძნობას ვიდრე გონებას თუ ემპირიულ სიცხადეს რომელთაც არ ძალუძთ ბრტყელ სპეკულატურ თვალსაზრისზე უფრო მაღლა დადგომა.

რალფ ვალდო ემერსონი:
რალფ ვალდო ემერსონი (1803-1882) ითვლება ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ. ისაა ამერიკული ტრანსცენდანტალიზმის მთავარი ფიგურა. მისმა განსწავლამ უნიტარულ მღვდლად ( ერთი ხანი ის მღვდელი იყო) ემერსონს მისცა იმის განცდა რომ მას ეკისრებოდა დიდი მორალური მისიის შესრულება, ღმერთის განდიდება.

ღვთაებრივი დული (ანუ ზესული, «ოვერსოულ ») ემერსონის აზრით არის ბუნებრივი სამყაროს ნაწილი რომელიც თავის თავს გამოხატავს
ადამიანების და ბუნების მეშვეობით, მსჭვალავს მათ და აზრს და მნიშვნელობას ანიჭებს მათი არსებობის ყოველ ასპექტს რითაც მათ ენიჭება მორალური და რელიგიური მნიშვნელობა. ამას გარდა ყოველი ინდივიდი თავისი საკუთარი და უნიკალური თვალსაზრისით გამოხატავს მთელ სამყაროს; ყოველი კერძო,განსაკუთრებული ქმედება არის ზესულის სრულყოფილი გამოხატულება.

ღვთაებრივი პრინციპი მოქმედებს ყოველ ადამიანურ თავისებუ-
რებაში,ყოველი ადამიანის « გენიადან » მომავალი აუცილებლად კარგია.

ემერსონი გვთავაზობს პარადოქსულ ადამიანურ იდეალს,ვინაიდან ლაპარაკია ყოველი ადამიანის თავისებური პიროვნების განდიდებისთვის ყოველგვარი დაბრკოლებისთვის თავის არიდე აზე ;

ჩვენ ჩვენი თავი უნდა ჩავთვალოდ კაცობრიობის უნივერსალური,საყოველთაო არქეტიპის ინკარნაციად.

ამას თან ახლავს სოციალურ შეთანხმებათა რადიკალური უარყოფა,საზოგადოება ჩანს ინდივიდუალური მეობის გამოხატვის და მორალური წესების შეზღუდვად.

თეორია აგრეთვე გულისხმობს სტოიციზმთან ახლო სოციალურ უდრტვინველობას,ბედის მორჩილებას,ვინაიდან ნებისმიერ მდგომარეობაში მოხვედრილმა ადამიანმა უნდა განახორციელოს თავისი ადამიანობა.

მწერალი და განდეგილი ჰენრი დევიდ ტორო ( 1817-1906)
ჰენრი დევიდ ტორო
ემერსონთან შედარებით ნაკლებად ერთხმადაა აღიარებული, თუმცა მისი ქმნილებები ბოლო ხანს რეაბილიტირებული იყო.

კონკორში ტრანსცენდენტალისტთა სეხვედრის მომავალ ადგილას დაბადებულმა ტორომ მშობლიური რეგიონი დატოვა ჰარვარდში სწავლის პერიოდში. სწავლის დამთავრებისთვის ის დაბრუნდა კონკორში რათა ემასწავლებლა,უფრო მეტად კი მოეარა რეგიონი ფაუნაზე და ფლორაზე დასაკვირვებლად.

1845 წლის ივლისში ეს მიზანტროპი აჯანყდა ემერსონის ტრანსცენდალისტური მანიფესტი « ბუნება »-ს ენთუზიაზმით წამკითხველი საზოგადოების წინააღმდეგ. ის დასახლდა ემერსონის კუთვნილი ტყის ერთ ადგილას, ტბა ვალდენის ნაპირზე, თავისი საკუთარი ხელით აგებულ ქოხში. ემერსონი მაშინ იქცა ტოროს მფარველად, მის მიერ მასწავლებლობის მიტოვების შემდეგ ემერსონი ეხმარებოდა მას სარჩო-საბადებლის შოვნაში. ორი წლის განმავლობაში ტორო ტბის ნაპირზე ეწევა ველურ,მკაცრ,ლოცვითა და ფიქრით სავსე ცხოვრებას. ყოველ დღე ოთხ საათს ის სიარულში ატარებს და თითქმის მთლიანად მოწყვეტილია სამყაროს. ამ ინიციაციურმა გამოცდილებამ მას შთააგონა დაწერა ავტობიოგრაფიული ნაწარმოებისა « ვალდენი ანუ ცხოვრება ტყეში » (1854), რომელმაც მიიღო ნამდვილი პროზაული ლექსის სახე. ესაა გალაშქრება თანამედროვეთა მატერიალიზმისა და მორჩილების წინააღმდეგ. ამ განდეგილურ პერიოდს მოჰყვა მოგზაურობათა სერია. მოთხრობები მათ შესახებ გამოქვეყნდა ტოროს სიკვდილის შემდეგ. ამ წლებში ტორომ დაწერა 7000-ზე მეტგვერდიანი, აზრებით,აღწერებით და სხვადასხვა ანეგდოტით სავსე დღიური რომელშიც ის საბოლოო ანგარიშით ძალიან ცოტათი გამოხატავს საკუთარ თავს.

ტორო ამავე დროს არის პოლიტიკურად აქტიური მოაზროვნე. ეს ადამიანი რომელმაც 1846 წელს ერთი ღამე ციხეში გაატარა გადასახადების გადაუხდელობის გამო ასე აცხადებდა პროტესტს მონათმფლობელობისა და იმავე წელს მექსიკასთან დაწყებული ომის წინააღმდეგ. ტორო, ვინც შემდეგ ბევრ მონას დაეხმარება კანადისაკენ გაქცევაში არის მრავალი ხმაურიანი პოლიტიკური პამფლეტის ავტორი (« სამოქალაქო ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა », 1849),რომელთა შორისაცაა მონათმფლობელობის წინააღმდეგ მიმართული მრავალი ნაწერი
( « მონათმფლობელობა მასაჩუსეტში » ,1854; « ჯონ ბრუნის დასაცავი სიტყვა »(1860).

ემერსონზე ნაკლებად თეორეტიკოსი და დოგმატიკოსი ტორო სამაგიეროდ არის ორიგინალური სტილის მქონე ნამდვილი მწერალი,ისევე როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოაზროვნე იდეების ამერიკულ ისტორიაში.

ემერსონის ტექსტებიდან :
უზენაესი სული:
ესე :
«ჩვენ გვმსჭვალავს და ყველაფრის თავზე ბრწყინავს, ჩვენ გვასწავლის რომ ჩვენ არაფერი ვართ და სინათლეა ყველაფერი ჩვენი არსიდან გამოსული ან იქნებ ჩვენი არსის იქიდან მოსული სინათლე.

ადამიანი არის ფასადი ტაძრისა სადაც ბინა დაუდევს ყველა ღირსება-სათნოებას და მთელ სიკეთეს. ის რასაც ჩვენ ჩვეულებრივად ადამიანს ვუწოდებთ, ადამიანი რომელიც ჭამს, სვამს, ყრის, ანგარიშობს,არ წარმოადგენს თავის თავს,როგორც ჩვენ გვგონია, ან წარმოადგენს ცუდად. ჩვენ ვცემთ პატივს არა მას არამედ სულს რომლის ორგანოცაა ის. სული ჩანს მის მოქმედებებში. როდესაც ის ქრის მის გონიერებაში მას უწოდებენ გენიას; ნებაში გამოხატულ სულს ჰქვია ღირსება-სათნოება; და როდესაც სული დის მის გრძნობებში მას ჰქვია სიყვარული.

ემერსონი, დღიური ( 1821 წლის მაისი):
რა არის ლოცვა? ესაა ადამიანის სულის თხოვნა ღმერთისადმი. რა არის ღმერთი? ხასიათის უმაღლესი კონცეფცია, რისი წარმოდგენაც ძალუძს სულს. ესაა სრულქმნილი, სრულყოფილი ინდივიდუალური სული. ადამიანისთვის შეუძლებელია სხვა ღმერთის წარმოდგენა. ღმერთი უსასრულოა ისე როგორც მე ვარ სასრული,უმანკო ისე როგორც მე ვარ ცოდვილი,მთელი სიბრძნეა ისე როგორც მე ვარ სრული უმეცრება, ძლიერია როგორც მე ვარ სუსტი.

ტორო, ავტობიოგრაფია :
ყველაზე უბრალო,ყველაზე უფორმო სოკო საინტერესოა ჩვენთვის თუ კი მას შევადარებთ მიწის ბელტს. ის ორგანულია და მიუხედავად იმისა რომ მუნჯია აშკარად გვენათესავება ჩვენ. ისაა იდეის გამოხატულება,ის იზრდება გარკვეული კანონის შესაბამისად. ის არაა ინერტული ან უხეში მატერია : მან მიიღო შემოქმედი სუნთქვა…მაგრამ ყველაზე მოკრძალებული სოკო ავლენს ჩემი სიცოცხლის მსგავს სიცოცხლეს. ის თავისებურად არის დასრულებული ლექსი.
(კლასიკოსთა ჯიბის გზამკვლევი, კორინ აბენსურ,მარიან გერი,ჩრდილოამერიკული ლიტერატურა, პარიზი,2004).