1952 წელს დაბადებული ფრანგი ფილოსოფოსი ანდრე კომტ-სპონვილი 2008 წლიდან არის საფრანგეთის ეთიკის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტის წევრი.
ნუ გაქვს ნურაფრის იმედი, ნუ გეშინია ნურაფრის, მაგრამ იცოცხლე და იცხოვრე აქ და ეხლა, განმარტავს კომტ-სპონვილი.
«ცხოვრების აზრი, ამბობდა მონტენი, ცხოვრებაა,და ამიტომ იქ არაა მიზანი. მიზანი არა აქვს არც სიყვარულს, სიხარულს თუ ბედნიერებას: მიზანი არა აქვს სიბრძნეს, ესაა
თვითონ სიბრძნე. ცოცხალის სიტყვა: «სანამ სიცოცხლე არ დაგვტოვებს ჩვენ არ ვიყმუვლებთ კვდომისას». სასოწარკვეთილება და ვაჟკაცობა,ნდობა და მშვიდობა: რეალობა ასაღებია ან ხელიდან გასაშვებია. აიღე.» (ანდრე კომტ-სპონვილი, ცხოვრება).
აღმოსავლური აზრი ისევე უცნობია როგორი უცნობი შეიძლება იყოს ისლამი და იუდაიზმი. არ იციან,მაგალითად, რომ ბუდამ ძვ.წ. VI საუკუნეში მოუწოდა მის თანამედროვეებს ცნობიერების გამოღვიძებისკენ სულიერი კონცენტრაციის და სხვისადმი თანაგრძნობის მეშვეობით. კონცენტრაცია, საკუთარი მეს გაცნობიერება ნიშნავს სულის დაბრუნებას ერთიანობისკენ და მის განწმენდას გაფანტვისგან და აკვიატებულ-აჩემებული აზრებისგან. ეს მოითხოვს დუმილის დიდ მუშაობას.
განთავისუფლების, რელაქსაციის ვარჯიშების დროს ადამიანები სწავლობენ დასვენებას, სუნთქვას და ცხოვრებასთან ხელახლა შეუღლებას საკუთარ სხეულთან შეუღლებით. საკუთარ თავში დასვენებით ვაჩენთ იმას რაც ისვენებს, რაც აფუძნებს სიცოცხლეს და საყრდენია ჩვენთვის. იგივე ითქმის კონცენტრაციაზე და მედიტაციაზე. მედიტაცია არის სულის მასში დასვენება და მისი დამფუძნებელი ღრმა ძალების გამოვლენა. თანაგრძნობა განუყოფელია მედიტაციისგან. კავშირი იმასთან რაც ცოცხლობს და იტანჯება არის ცხოვრების სხვა ფორმა.
მედიტაციის და თანაგრძნობის გვერდით არის სიცოცხლის დამფუძნებელი არსის ალაპარაკების სხვა ხერხი. ესაა ილუზიების რადიკალური კრიტიკა. ეჭვის გზა რომელსაც მივყავართ ჭეშმარიტების ილუზიებისგან გამოყოფამდე. ეს გვიჩვებენს იმას რომ აღმოსავლეთში არის ადგილი კრიტიკისთვის. ეს გვიჩვენებს იმასაც რომ დასავლეთში მეტი სიბრძნეა კრიტიკულ აზრში რომელიც ანტიკური ხანის სკეპტიკოსებიდან მონტენამდე არის დასავლური აზრის დამახასიათებელი მოვლენა.
ანდრე კომტ სპონვილის აზრით სიბრძნე განუყოფელია ილუზიების გაფანტვისაგან, რატომ? იმიტომ რომ უაზრობაა სიცოცხლისაგან ლოდინი იმისა რისი მოცემაც მას არ ძალუძს. ასე მაგალითად XX საუკუნის დასაწყისში სოციალური რევოლუციის მიერ მსოფლიოს სახის შეცვლის მოლოდინმა გამოიწვია სტალინური ტერორის გაჩენა.
უკვე ანტიკური ხანაში ლუკრეციუსი გმობდა მსგავს უაზრო მლოდინს, ადამიანის ილუზიებს ღმერთების, ბუნების, ადამიანების შესახებ. XVII საუკუნეში მსგავსი კრიტიკული დამოკიდებულება გამოავლინა ჰოლანდიელმა ფილოსოფოსმა ბარუხ სპინოზამ.
გარედან შეხედვით ასეთი დამოკიდებულება უიმედო, სასოწარკვეთილი ჩანს. სინამდვილეში ის სავსეა სათნოებითა და ღირსებით. ვინაიდან ასე არაფრისათვის ცხოვრება ნიშნავს უანგაროდ, ვაჟკაცურად, ესე იგი სათნოდ და ღირსეულად ცხოვრებას. სათნოებაა სიცოცხლის ძალა რომელიც ცდილობს ცხოვრებას. ასეთი მიდგომის საუკეთესო მაგალითი კომტ-სპონვილის აზრით არის მონტენი.ეჭვისა და ქკეპტიციზმის სწავლებით ის მივიდა არა სასოწარკვეთილებამდე არამედ სიბრძნით, ვაჟკაცობით და ღირსებით სავსე დამოკიდებულებამდე. მაგრამ კომტ-სპონვილი დგავს კიდევ ერთ ნაბიჯს. არაფრის ლოდინი მისი აზრით მიდის არა მხოლოდ სიბრძნემდე არამედ ნეტარებამდე ანუ ბედნიერების ძლიერ განცდამდე. ეს ბედნიერება არის ყალბი მოლოდინებისაგან განთავისუფლების, მაგრამ ყველაზე მეტად დაძლევის, გადალახვის შედეგი. ყველაფრისაგან, მეტიც, საწოწარკვეთილებისაგანაც განთავისუფლებული მიდის მლოულოდნელამდე, წარმოუდგენლამდე რაც მდგომარეობს სიცოცხლის საკვირველ ძალაში. სიბრძნე, მაშ, შესაძლებელია. სხვათა შორის მხოლოდ ისაა შესაძლებელი.
«ნუ ტირი, ნუ იცინი, მაგრამ გაიგე», დაწერა სპინოზამ.
ხსნა მოდის იქიდან რომ არაა ხსნა და სასწაული მოდის იქიდან რომ არაა სასწაული. როდესაც უცდიან გარეგან სასწაულს არ მოქმედებენ. როდესაც არ მოქმედბენ ელიან გარეგან სასწაულს. ამ უბედურებიდან თავის დაღწევა შეიძლება მოლოდინის შეწყვეტით, საკუთარ თავთან დაბრუნებით. სწორედ ამის თქმა უნდა რჩევას : « იცხოვრე ეხლა». ყველაფერი აქაა. იმანენტურობის გრძნობა, გრძნობის იმანენტურობა. სიცოცხლეს ხვდება ის ვისაც აქვს აწმყოს გაბედულება. დღეს. ეხლა.
(თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ვერჟელი, ფილოსოფოსების ბულვარი რენესანსიდან დღემდე, გამომცემლობები მილან,2005, თარგმანი ფრანგულიდან).
No comments:
Post a Comment