«ყოველგვარი შესაგრძნობი სინათლე უფრო დაბალია იმაზე რასაც ეძებს სული. თვალი ეძებს ინტუიციას სინათლესი რომლის ინტუიციაც არ შეიძლება რომ ჰქონდეს. და მან იცის რომ რაღაც საგანი არაა ის რასაც ის ეძებს სწორედ იმიტომ რომ მას აქვს რაღაცის ინტუიცია. პაულ კლეეს თქმით ხელოვნება ხდის ხილულს უხილავს. რა არის ხილული? უხილავის და აღუქმელის შემთხვევა, მომენტი?» ( მასიმო კაკიარი, კანონის ხატები).
რატომ ვაზროვნებთ? დაუყოვნებლივ თავში მოგვდის პასუხი:
აზროვნება საჭიროა სინამდვილესთან ადაპტაციისთვის. ვაზროვნებთ რათა ადაპტირებული, შეგუებული ვიყოთ სინამდვილესთან. მრავალი ჩვენთაგანისთვის ეს პასუხი ცხადი და უდავოა.
მასიმო კაკიარის ნაირი ფილოსოფოსისთვის ასე არაა საქმე. რატომ? იმიტომ რომ თქმა იმისა რომ აზრი არის ინსტრუმენტი რომელსაც ტვინი იყენებს კონკრეტული და გარეშე ცხოვრებიდან გაჩენილი პრობლემისთვის პასუხის გასაცემად არის აზრის უარყოფა...ის ვინც მხოლოდ რეაგირებს გარე სამყაროზე არ აზროვნებს. ის არაა თავისუფალი, ის აკეთებს იმას რასაც მისგან ითხოვს გარე სამყარო.
აზროვნება არაა, მაშ, ჩვეულებრივი რამ. ფილოსოფოსები არ ფიქრობენ ჩვეულებრივ ცხოვრებასთან შეგუების მიზნით ისინი ფიქრობენ ჩვეულებივი ცხოვრების ფიქრის სიმაღლეზე ასაყვანად. რატომ? იმიტომ რომ მათი აზრით ადამიანს შეუძლია
ჩვეულებრივად ცხოვრებაზე უკეთესად ცხოვრება. მას შეუძლია არაჩვეულებრივად ცხოვრება. სწორედ ამის თქმა უნდოდა სოკრატეს როდესაც თქვა რომ სწორედ გაკვირვებაა ფილოსოფიის დასაწყისი. სწორედ ამისთქმა უნდა დღეს მასიმო კაკიარის როდესაც ის აჩვენებს რომ ადამიანს აზროვნებისკენ უბიძგებს წარმოუდგენელი.
პაულ კლეე, კაიკაცი |
აზროვნება საიდუმლოა, ეს გაიგო იუდაიზმმა და ამიტომ ის შეგვახსენებს რომ ღმერთის სახელი წარმოუთქმელია.
არავის შეუძლია ღმერთის სახელის წარმოთქმა,არავის ძალუძს მისი გამოსახვა. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი უსასრულოა...როდესაც მას ვინმე უყვარს მას უსაზღვროდ უყვარს, როდესაც ის კონფლიქტშია ვინმესთან მას არაფრის გაგონება აღარ სურს მის შესახებ. ღმერთის წარმოუთქმელი სახელი, რომელიც არის მისი ჭეშმარიტი სახელი, შეესაბამება ამ უსასრულო სიყვარულს. ისაა სახელი სიცოცხლისა რომელზეც ადამიანს წარმოდგენა არა აქვს. ამ გაგებით არაა გადაჭარბებული იმის თქმა რომ ადამიანს ალაპარაკებს წარმოუთქმელი, ესე იგი სიჩუმე. თუ კი გავიგებთ თუ რა აკავშირებს ასე ენას დუმილთან გავიგებთ იმასაც თუ რა აკავშირებს ხილულს უხილავთან. ქრისტიანულ აღმოსავლეთში ვხედავთ ხატებს რომლებიც გამოხატავენ ქრისტეს ან წმინდანებს. ეს არაა ქრისტეს და წმინდანთა პორტრეტები. ასე რომ ყოფილიყო მათ დახატავდნენ პერსპექტივის კანონების დაცვით რათა გამოჩენილიყო წარმატებული მიბაძვა. არადა ასე არაა. მაყურებლისკენ მოდის ოქროს შარავანდედით მოცული სახე. ლაპარაკია უკუპერსპექტივაზე რომლითაც ცდილობენ ხილულში უხილავის ჩვენებას. ის რომ ხატი არ იცავს პერსპექტივის კანონებს განა იმას არ ნიშნავს რომ სახე განუმეორებელია? და ის რომ ის განუმეორებელია ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვერ დავინახავთ მას როგორც რაღაც ხილულს.
ძალიან საინტერესო ისაა რომ ძალიან ძველ ხატს და თანამედროვე ხელოვნებას სურთ ერთი და იგივე რამის თქმა. თანამედროვე ხელოვნებას სურდა ფიგურატიულობის გადალახვა. რატომ? იმიტომ რომ უხილავი ხილულად ექცია. « მე არ ვხატავ»,თქვა პაულ კლეემ. ლაიბნიცმა მსოფლიო წარმოიდგინა როგორც თვალსაზრისთა ქსელი სადაც ყოველი თვალსაზრისი მიუთითებს მთლიანობაზე. ყოველგვარ წარმოდგენაზე მეტი ეს სტრუქტურა უხილავზე ლაპარაკის კიდევ ერთი ფორმაა. სხვანაირად თქმაა იმისა რომ აზროვნება მომდინარეობს ჩვეულებრივისთვის მოუხელთებელი, არაჩვეულებრივი წყაროდან
(თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ბერჟელი, ფილოსოფოსთა ბულვარი რენესანსიდან დღემდე, გამომცემლობები მილან, 2005, თარგმანი ფრანგულიდან).
(თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ბერჟელი, ფილოსოფოსთა ბულვარი რენესანსიდან დღემდე, გამომცემლობები მილან, 2005, თარგმანი ფრანგულიდან).
No comments:
Post a Comment