ილია ერენბურგი :
«1967 წელს მე ვიყავი ილია ერენბურგის დაკრძალვაზე ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მას კრძალავდნენ იქ სადაც დაკრძალული არიან დიდი მწერლები ( გოგოლი,ჩეხოვი, მაიაკოვსკი,ბულგაკოვი...). უფრო ზუსტად კუბოს მოსვენებისას მე ვიყავი სასაფლაოს შესასვლელში.იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ თავი აერიდებინა ნებისმიერი მანიფესტაციისთვის. მწერლის ცხედარი მოიპარეს მწერალთა
სახლიდან სადაც უნდა გამომშვიდობებოდნენ ილია ერენბურგს. თვალყურს ადევნებდა იქაურობას და მიახლოებას ხელს უშლიდა შეიარაღებული პოლიცია. წითელი კუბო
ჩამოასვენეს გვირგვინებით და ყვავილებით სავსე საბარგო მანქანიდან. ის ხელით მაღლა ატაცებული ატარეს იმიტომ რომ მისულთა უზარმაზარ ბრბოს შორიდან დაენახა მიცვალებული. მეფობდა უსიტყვო,მდუმარე ფრონდას ატმოსფერო.ინტელიგანცია და ახალგაზრდები, იქ იყო პოეტი ევტუშენკო, ისევე როგორც ხელისუფლება, არ ცდებოდნენ. ერენბურგი არ ყოფილა «დისიდენტი»,მაგრამ იყო ავტორი რომანისა «გალღობა» (რომლის სახელიც დაერქვა ხრუშჩოვის მთელ ეპოქას) და უადგილო მოგონებებისა,განა არ უჭერდა ის მხარს სოლჟენიცინს, განა არ მოაწერა მან ხელი იული დანიელის და ანდრეი სინიავსკის დასჯის წინააღმდეგ?...
«მე გავიზარდე ორმაგ შუქში და მე იქ ვიცხოვრე მთელი ცხოვრება,სიბერემდე...» ხშირად უთქვამთ რომ ილია ერენბურგი ორმაგი ადამიანი იყო.
სამმაგი, ფეთქდება ეფიმ ეტკინდი: «ებრაელი რუსეთში, რუსი საფრანგეთში, ფრანგი რუსეთში».
ილია გრიგორიევიჩ ერენბურგი დაიბადა 1891 წლის 27 იანვარს კიევში და გარდაიცვალა 1967 წლის 31 აგვისტოს მოსკოვში. 5 წლისა ის გახდა მოსკოველი მამამისის წყალობით. მამამისმა მისი ებრაელობის მიუხედავად მიიღო მოსკოვში ცხოვრების ნებართვა რათა იქ ეხელმძღვანელა ლუდის სახდელისათვის სულ ახლოს ლევ ტოლსტოის სახლთან. ტოლსტოი მიდის ხოლმე მეზობლის სანახავად.
სულ ახალგაზრდა ერენბურგი თავის მეგობარ ბუხარინთან ერთად იღებს მონაწილეობას 1905 წლის მოვლენებში.1908 წელს ერენბურგი დაიჭირეს ძირგამომთხრელ-მავნებელი საქმიანობის გამო. განთავისუფლებული, ის წავიდა პარიზში სადაც ხვდება რუს რევოლუციონერებს, ემიგრანტებს, მათ შორის ლენინს, მხატვრებს, მწერლებს (მოდილიანის, პიკასოს,აპოლინერს,,ფრანსის ჟამს. ქორწინდება, 1911 წელს ირინა ეყრება. ის ცხოვრობს ბოჰემური ცხოვრებით,იწყებს ლექსების წერას,ხდება ჟურნალისტი და ბრუნდება რუსეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ....დიდი ყოყმანის შემდეგ მიემხრო ახალ ხელისუფლებას ისე რომ არასოდეს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი. 1921 წელს დაბრუნდა პარიზში როგორც საბჭოთა პრესის ჟურნალისტი, ამავე დროს რუსეთში დაბრუნდნენ ალექსეი ტოლსტოი და ბორის პასტერნაკი.
ავანგარდის მწერალმა,მან ამ პერიოდში გამოაქვეყნა მისი ყველაზე სახელგანთქმული რომანი « ხულიო ხურენიტოს არაჩვეულებრივი თავგადასავლები». მისმა მეგობარმა ვიქტორ შკლოვსკიმ ის აქცია ნაწარმოები « ზოო, წერილები რომლებიც არ ლაპარაკობენ სიყვარულზეს» პერსონაჟად. ილია ერენბურგი დადის ბერლინის ქუჩებში ისევე როგორც დადიოდა პარიზის, ან ემიგრანტების თავშესაფარი სხვა ქალაქების ქუჩებში: ორად მოკეცილი, თითქოს ის მიწაზე ეძებდეს რაღაცა დაკარგულს. სხვათა შორის ეს შედარება არაა ზუსტი: ის არ მოკაკულა,მხოლოდ თავდახრილია და ზურგია მომრგვალებული...მას აქვს სამი პროფესია: 1.ჩიბუხის მოწევა; 2. სკეპტიკოსობა,კაფეში დარჩენა და ელ ლისიცკისთან ერთად «ობიექტის» გამოცემა და 3. «ხულიო ხურენიტოს» წერა.
ევროპული კულტურული ცხოვრების მოწმე, ის პრაქტიკულად ცხოვრობს საზღვარგარეთ,უფრო უყვარს საფრანგეთი,ასრულებს საბჭოთა კულტურის ელჩის როლს და არის ყველა ფრონტზე : 1934 წელს ის მონაწილეობს საბჭოთა მწერლების ყრილობაზე სადაც ოფიციალიზებულია სოციალისტური რეალიზმი,თან ახლავს მალროს საბჭოთა კავშირში 1935 წელს პარიზში გამართული კულტურის დაცვისათვის მწერალთა საერთაშორისო ყრილობის ერთ-ერთი მომწყობია. ის მიდის ესპანეთში, სადაც ხვდება ჰემინგუეის და საბჭოთა გაზეთი «იზვესტიასთვის» წერს წერილებს ესპანეთის ომის შესახებ.
ის ძალიან მალე შეაშფოთა ფაშიზმის გაძლიერებამ ევროპაში და საბჭოთა კავშირში დაბრუნდა 1940 წელს საფრანგეთზე თავდასხმისა და პარიზის დაცემის შემდეგ. სტალინის პირველი პრემია ერენბურგმა 1942 წელს მიიღო სწორედ რომანი «პარიზის დაცემის» დაწერის შემდეგ. 1941 წლიდან ისაა გაზეთი «წითელი ვარსკვლავის» ომის კორესპონდენტი, ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის აქტიური წევრი. ერენბურგი ვასილი გროსმანთან ერთად იქნება ფრანტავიკების,საბჭოთა მებრძოლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჟურნალისტი. მისი წერილები გამოირჩეოდა გერმანელთა სიძულვილით და აკრძალული იყო მისი წერილებიანი გაზეთებისგან პაპიროსების გაკეთება.
პოლიტიკური ხაზი შეიცვალა, მისი ანტიგერმანიზმი საჭირო აღარ იყო და ის არ შეუშვეს ბერლინში გამარჯვებულებთან ერთად.ცივი ომის დროს ერენბურგი აქტიურად მონაწილეობს მშვიდობის მოძრაობაში. ნაწილობრივ სწორედ ეს საქმიანობა მას აძლევს თავისი სურვილისამებრ მოგზაურობის საშუალებას, არნახული და გაუგონარი პრივილეგია იმხანად. 1947 წელს სტალინის მეორე პრემია მან მიიღო «ქარიშხალისთვის». ის გადაურჩა ანტისემიტურ კამპანიას და რეპრესიებს. რომლის კულმინაციაც იყო « თეთრ ბლუზათა შეთქმულება». ამას წინ უძღოდა ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის მთავარ ხელმძღვანელთა მკვლელობა. არადა ერენბურგი ამ კომიტეტის წევრი იყო. მისი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდში აკრიტიკებდნენ მას ყველაზე მძაფრად. ის მუდამ ახერხებდა წადილის ეშმაკურად ასრულებას,მაგრამ ეხლა ნამეტანად ჩაითვალა...1952 წელს დახვრეტილი იდიშზე მწერალი პოეტი პერეც მარკიშის ქვრივი ესთერ მარკიში მას ბრალად სდებდა იმას რომ მან არაფერი სცადა მარკიშის გადასარჩენად: « ერენბურგმა ნებით თუ უნებურად ნახევარი სიტყვით თითქმის აღიარა რომ ასრულებდა თეჯირის როლს, აღიარა თავისი ლაჩრობა... 1949 წელს მას არაფერი ესმოდა იმისა რასაც ამბობდა. სტალინმა შენიღბა ბევრი რამე. არადა რა იყო იქ გაუგებარი ამდენი რამის მნახველი და ამდენად გამოცდილი ერენბურგისთვის როდესაც უკვე იდგა სისხლის სუნი,როდესაც რეპრესიების მასშტაბით ქვეყანა უკვე გადასცდა 1936-1938 წლების ზღურბლს» («ხანგრძლივი დაბრუნება», რობერ ლაფონი,1974, გვ.285,ფრანგულად, მაგრამ ესთერ მარკიში უფრო ქვევით იხსენებს 1960 წელს მისი მეუღლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს როდესაც წაიკითხეს ერენბურგის შესანიშნავი წერილი). სულ ეხლახანს სააგენტო «ნოვოსტი» იხსენებდა ერენბურგის წერილს (საბჭოთა გაზეთი «პრავდა», 1948 წლის 21 სექტემბრის ნომერი) რომელშიც ილია ერენბურგი «აცხადებდა რომ ებრაელები არ შეადგენენ ერს, რომებდნენ მუშაობას ისინი სრულებით ასიმილირებული უნდა იყვნენ იქ სადაც ცხოვრობენ, პირველ რიგში საბჭოთა კავშირში.» სააგენტოს მიერ ციტირებული ჟურნალისტი ისევ არწმუნებდა დასავლეთს იმაში რომ სინამდვილეში დახვრეტილი ებრაელი მწერლები ცოცხლები იყვნენ და აგრძელeბდნენ მუშაობas. მიუხედავად ამისა გაკვრით ისიც ითქვა რომ სტალინის პრემიის ორგზის მფლობელმა ილია ერენბურგმა არ მოაწერა ხელი სახელგანთქმულ წერილს «პრავდას» რედაქციისადმი რომელიც იწონებდა რეპრესიებს მკვლელი ებრაელი ექიმების წინააღმდეგ და რომელსაც ხელი მოაწერეს საბჭოთა კულტურის « ვარსკვლავებმა»,მევიოლინე დავიდ ოისტრახმა , პოეტმა სამუელ მარშაკმა, კინემატოგრაფისტმა მიხაილ რომმა, პიანისტმა ემილ გილელსმა... «მე არ შემშინებია ფრონტებზე არც ესპანეთში არც დაბომბვების დროს,მაგრამ მეშინოდა მშვიდობის დროს როდესაც რეკავდა ზარი....», აღიარა ილია ერენბურგმა.
1953 წელს სტალინის სიკვდილმა ერენბურგისთვის , რომანი «გალღობის (1954 წ.) შემდეგ გახსნა « შესაძლებლობათა ფარგლებში თამამად ლაპარაკის პერიოდი, რომლის კულმინაციური წერტილი მიღწეული იქნა 1960 წლის შემდეგ....ესაა ნაწყვეტი მიშელ პარფენოვის წერილისა რომელიც წინასიტყვაობად დაერთო ერენბურგის წიგნი «ადამიანები,წლები, ცხოვრება» ლიონში 2008 წელს გამოცემულ ფრანგულ თარგმანს.თარგმანი ფრანგულიდან).
«1967 წელს მე ვიყავი ილია ერენბურგის დაკრძალვაზე ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მას კრძალავდნენ იქ სადაც დაკრძალული არიან დიდი მწერლები ( გოგოლი,ჩეხოვი, მაიაკოვსკი,ბულგაკოვი...). უფრო ზუსტად კუბოს მოსვენებისას მე ვიყავი სასაფლაოს შესასვლელში.იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ თავი აერიდებინა ნებისმიერი მანიფესტაციისთვის. მწერლის ცხედარი მოიპარეს მწერალთა
ილია ერენბურგი ბრუნდება რუსეთში, მას უჭირს |
ჩამოასვენეს გვირგვინებით და ყვავილებით სავსე საბარგო მანქანიდან. ის ხელით მაღლა ატაცებული ატარეს იმიტომ რომ მისულთა უზარმაზარ ბრბოს შორიდან დაენახა მიცვალებული. მეფობდა უსიტყვო,მდუმარე ფრონდას ატმოსფერო.ინტელიგანცია და ახალგაზრდები, იქ იყო პოეტი ევტუშენკო, ისევე როგორც ხელისუფლება, არ ცდებოდნენ. ერენბურგი არ ყოფილა «დისიდენტი»,მაგრამ იყო ავტორი რომანისა «გალღობა» (რომლის სახელიც დაერქვა ხრუშჩოვის მთელ ეპოქას) და უადგილო მოგონებებისა,განა არ უჭერდა ის მხარს სოლჟენიცინს, განა არ მოაწერა მან ხელი იული დანიელის და ანდრეი სინიავსკის დასჯის წინააღმდეგ?...
«მე გავიზარდე ორმაგ შუქში და მე იქ ვიცხოვრე მთელი ცხოვრება,სიბერემდე...» ხშირად უთქვამთ რომ ილია ერენბურგი ორმაგი ადამიანი იყო.
სამმაგი, ფეთქდება ეფიმ ეტკინდი: «ებრაელი რუსეთში, რუსი საფრანგეთში, ფრანგი რუსეთში».
ილია გრიგორიევიჩ ერენბურგი დაიბადა 1891 წლის 27 იანვარს კიევში და გარდაიცვალა 1967 წლის 31 აგვისტოს მოსკოვში. 5 წლისა ის გახდა მოსკოველი მამამისის წყალობით. მამამისმა მისი ებრაელობის მიუხედავად მიიღო მოსკოვში ცხოვრების ნებართვა რათა იქ ეხელმძღვანელა ლუდის სახდელისათვის სულ ახლოს ლევ ტოლსტოის სახლთან. ტოლსტოი მიდის ხოლმე მეზობლის სანახავად.
სულ ახალგაზრდა ერენბურგი თავის მეგობარ ბუხარინთან ერთად იღებს მონაწილეობას 1905 წლის მოვლენებში.1908 წელს ერენბურგი დაიჭირეს ძირგამომთხრელ-მავნებელი საქმიანობის გამო. განთავისუფლებული, ის წავიდა პარიზში სადაც ხვდება რუს რევოლუციონერებს, ემიგრანტებს, მათ შორის ლენინს, მხატვრებს, მწერლებს (მოდილიანის, პიკასოს,აპოლინერს,,ფრანსის ჟამს. ქორწინდება, 1911 წელს ირინა ეყრება. ის ცხოვრობს ბოჰემური ცხოვრებით,იწყებს ლექსების წერას,ხდება ჟურნალისტი და ბრუნდება რუსეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ....დიდი ყოყმანის შემდეგ მიემხრო ახალ ხელისუფლებას ისე რომ არასოდეს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი. 1921 წელს დაბრუნდა პარიზში როგორც საბჭოთა პრესის ჟურნალისტი, ამავე დროს რუსეთში დაბრუნდნენ ალექსეი ტოლსტოი და ბორის პასტერნაკი.
ავანგარდის მწერალმა,მან ამ პერიოდში გამოაქვეყნა მისი ყველაზე სახელგანთქმული რომანი « ხულიო ხურენიტოს არაჩვეულებრივი თავგადასავლები». მისმა მეგობარმა ვიქტორ შკლოვსკიმ ის აქცია ნაწარმოები « ზოო, წერილები რომლებიც არ ლაპარაკობენ სიყვარულზეს» პერსონაჟად. ილია ერენბურგი დადის ბერლინის ქუჩებში ისევე როგორც დადიოდა პარიზის, ან ემიგრანტების თავშესაფარი სხვა ქალაქების ქუჩებში: ორად მოკეცილი, თითქოს ის მიწაზე ეძებდეს რაღაცა დაკარგულს. სხვათა შორის ეს შედარება არაა ზუსტი: ის არ მოკაკულა,მხოლოდ თავდახრილია და ზურგია მომრგვალებული...მას აქვს სამი პროფესია: 1.ჩიბუხის მოწევა; 2. სკეპტიკოსობა,კაფეში დარჩენა და ელ ლისიცკისთან ერთად «ობიექტის» გამოცემა და 3. «ხულიო ხურენიტოს» წერა.
ევროპული კულტურული ცხოვრების მოწმე, ის პრაქტიკულად ცხოვრობს საზღვარგარეთ,უფრო უყვარს საფრანგეთი,ასრულებს საბჭოთა კულტურის ელჩის როლს და არის ყველა ფრონტზე : 1934 წელს ის მონაწილეობს საბჭოთა მწერლების ყრილობაზე სადაც ოფიციალიზებულია სოციალისტური რეალიზმი,თან ახლავს მალროს საბჭოთა კავშირში 1935 წელს პარიზში გამართული კულტურის დაცვისათვის მწერალთა საერთაშორისო ყრილობის ერთ-ერთი მომწყობია. ის მიდის ესპანეთში, სადაც ხვდება ჰემინგუეის და საბჭოთა გაზეთი «იზვესტიასთვის» წერს წერილებს ესპანეთის ომის შესახებ.
ილია ერენბურგი ნიურნბერგის პროცესის წინკარში |
პოლიტიკური ხაზი შეიცვალა, მისი ანტიგერმანიზმი საჭირო აღარ იყო და ის არ შეუშვეს ბერლინში გამარჯვებულებთან ერთად.ცივი ომის დროს ერენბურგი აქტიურად მონაწილეობს მშვიდობის მოძრაობაში. ნაწილობრივ სწორედ ეს საქმიანობა მას აძლევს თავისი სურვილისამებრ მოგზაურობის საშუალებას, არნახული და გაუგონარი პრივილეგია იმხანად. 1947 წელს სტალინის მეორე პრემია მან მიიღო «ქარიშხალისთვის». ის გადაურჩა ანტისემიტურ კამპანიას და რეპრესიებს. რომლის კულმინაციაც იყო « თეთრ ბლუზათა შეთქმულება». ამას წინ უძღოდა ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის მთავარ ხელმძღვანელთა მკვლელობა. არადა ერენბურგი ამ კომიტეტის წევრი იყო. მისი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდში აკრიტიკებდნენ მას ყველაზე მძაფრად. ის მუდამ ახერხებდა წადილის ეშმაკურად ასრულებას,მაგრამ ეხლა ნამეტანად ჩაითვალა...1952 წელს დახვრეტილი იდიშზე მწერალი პოეტი პერეც მარკიშის ქვრივი ესთერ მარკიში მას ბრალად სდებდა იმას რომ მან არაფერი სცადა მარკიშის გადასარჩენად: « ერენბურგმა ნებით თუ უნებურად ნახევარი სიტყვით თითქმის აღიარა რომ ასრულებდა თეჯირის როლს, აღიარა თავისი ლაჩრობა... 1949 წელს მას არაფერი ესმოდა იმისა რასაც ამბობდა. სტალინმა შენიღბა ბევრი რამე. არადა რა იყო იქ გაუგებარი ამდენი რამის მნახველი და ამდენად გამოცდილი ერენბურგისთვის როდესაც უკვე იდგა სისხლის სუნი,როდესაც რეპრესიების მასშტაბით ქვეყანა უკვე გადასცდა 1936-1938 წლების ზღურბლს» («ხანგრძლივი დაბრუნება», რობერ ლაფონი,1974, გვ.285,ფრანგულად, მაგრამ ესთერ მარკიში უფრო ქვევით იხსენებს 1960 წელს მისი მეუღლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს როდესაც წაიკითხეს ერენბურგის შესანიშნავი წერილი). სულ ეხლახანს სააგენტო «ნოვოსტი» იხსენებდა ერენბურგის წერილს (საბჭოთა გაზეთი «პრავდა», 1948 წლის 21 სექტემბრის ნომერი) რომელშიც ილია ერენბურგი «აცხადებდა რომ ებრაელები არ შეადგენენ ერს, რომებდნენ მუშაობას ისინი სრულებით ასიმილირებული უნდა იყვნენ იქ სადაც ცხოვრობენ, პირველ რიგში საბჭოთა კავშირში.» სააგენტოს მიერ ციტირებული ჟურნალისტი ისევ არწმუნებდა დასავლეთს იმაში რომ სინამდვილეში დახვრეტილი ებრაელი მწერლები ცოცხლები იყვნენ და აგრძელeბდნენ მუშაობas. მიუხედავად ამისა გაკვრით ისიც ითქვა რომ სტალინის პრემიის ორგზის მფლობელმა ილია ერენბურგმა არ მოაწერა ხელი სახელგანთქმულ წერილს «პრავდას» რედაქციისადმი რომელიც იწონებდა რეპრესიებს მკვლელი ებრაელი ექიმების წინააღმდეგ და რომელსაც ხელი მოაწერეს საბჭოთა კულტურის « ვარსკვლავებმა»,მევიოლინე დავიდ ოისტრახმა , პოეტმა სამუელ მარშაკმა, კინემატოგრაფისტმა მიხაილ რომმა, პიანისტმა ემილ გილელსმა... «მე არ შემშინებია ფრონტებზე არც ესპანეთში არც დაბომბვების დროს,მაგრამ მეშინოდა მშვიდობის დროს როდესაც რეკავდა ზარი....», აღიარა ილია ერენბურგმა.
1953 წელს სტალინის სიკვდილმა ერენბურგისთვის , რომანი «გალღობის (1954 წ.) შემდეგ გახსნა « შესაძლებლობათა ფარგლებში თამამად ლაპარაკის პერიოდი, რომლის კულმინაციური წერტილი მიღწეული იქნა 1960 წლის შემდეგ....ესაა ნაწყვეტი მიშელ პარფენოვის წერილისა რომელიც წინასიტყვაობად დაერთო ერენბურგის წიგნი «ადამიანები,წლები, ცხოვრება» ლიონში 2008 წელს გამოცემულ ფრანგულ თარგმანს.თარგმანი ფრანგულიდან).
No comments:
Post a Comment