April 5, 2011

პატიმატ ტახნაევა: ქრისტიანობა დაღესტანში-2 :

 ადრეული შუა საუკუნეების ავარეთის ისტორიის ნარკვევი. ქრისტიანობა.
 ადრეული შუა საუკუნეების ავარეთის ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება. სარირი:
  მთიან დაღესტანში ქრისტიანული ეკლესიის ისტორია ავარელი ხალხის ისტორიის ცალკე თავია და განუყოფლადაა დაკავშირებული შუა საუკუნეების ავარეთის პოლიტიკურ ისტორიასთან...
   VII-X საუკუნეების არაბი ისტორიკოსების ცნობების თანახმად თანამედროვე დაღესტანის ტერიტორიაზე გამოიყოფა რამოდენიმე პოლიტიკური წარმონაქმნი- «სამეფო» ( დარუბანდი, ლაკზი, ტაბასარანი, სარირი, ზირიხგერანი,

კაიტაკი ( ხაიდაკი), გუმიკი, ტუმანი, ფილანი, ჯიდანი, «ჰუნების» სამეფოები და სხვ). ითვლება რომ ეს წარმონაქმნები არსებობდნენ უფრო ადრე, სულ მცირე VI საუკუნეში. მათი განვითარების ზოგადი ტენდენცია იყო მეტ ნაკლებად დიდი სახელმწიფოებრივი ერთეულების შექმნა. ამ ერთეულების ფარგლებში ჩამოყალიბდნენ ძირითადად დაღესტანის ხალხები. დღეს ავარელებით დასახლებული ტერიტორია მკვლევართა  უმეტესობის აზრით შეესაბამება სახელმწიფო სარირს. ვ.მ. ბეილისის აზრით სარირი შეიქმნა VI საუკუნის შუა ხანებში. დღეს ეს საყოველთაოდ გაზიარებული აზრია.
           სარირის სახელმწიფოს (VI-XI სს.)  ძირითადი ბირთვის საზღვრები საკმაოდ დიდი იყო და მოიცავდნენ თანამედროვე დაღესტანის როგორც მთიან ნაწილს ისე მთისწინეთს და მოსაზღვრე მიწებს. ვ.გ. გაჯიევის აზრით სარირი იყო საერთოდაღესტნური და კავკასიის მასშტაბით დიდი სახელმწიფო,რომელიც აერთიანებდა მრავალ ხალხს და ტომს.
    არაბულენოვანი ავტორების თანახმად სარირის ჩრდილოეთი მეზობლები იყვნენ ალანები და ხაზარები. ალ-ისტახრი და იბნ-ხაუკალი მიუთითებენ რომ ხაზარეთის დედაქალაქი სემენდერიდან სარირის საზღვრებამდე არის ორი ფარსახი გზა.  ალ--იაკუბი  სარირს ათავსებს დარუბანდსა და ალანებს შორის.
      IX საუკუნის შუა ხანებში სარირის შემადგენლობაში აღმოჩნდა წარმონაქმნი კაიტაგი და შანდანის ტერიტორიის ნაწილი.  X საუკუნის  პირველ ნახევარში მეზობელ სარირზე დამოკიდებული ხდება გუმიკი.  XIII საუკუნის გეოგრაფიულ თხზულებაში
მითითებულია რომ სარირი ესაზღვრება აფხაზს,ყივჩაღს და დარუბანდს ( ამ ხანაში აღმოსავლური წაყროები აფხაზს უწოდებენ მთლიანად საქართველოს და თამარს-აფხაზეთის მეფეს. სპარსი პოეტი ხაგანი ჩადის კახეთში და ამბობს რომ აფხაზეთში ჩამოვედი და ქართულად ვლაპარაკობო, ასე რომ აფხაზი აქ საქართველო უნდა იყოს, მთარგმნელი). ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველის თანახმად კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებობს დიდი ეთნიკური ერთეული ლეკეთი რომელიც  გადაშლილია « აღმოსავლეთით დარუბანდის ზღვიდან მდინარე ლომეკამდე» ( თერგამდე). ა.ვ. გადლოს აზრით ეს ლეკეთი სარირი უნდა იყოს.
                ზაქარია მიტილენელის VI საუკუნის სირიული ქრონიკის თანახმად დასავლეთ დაღესტანში ავარულ მიწებს ჰქვია ბატ-დადუ ( დიდოეთი), ა.რ. შიხსაიდოვის აზრით არაბი ავტორები სარირს უწოდებდნენ მთლიანად მთიან დაღესტანს. დ.მ. მამედოვის განსხვავებული აზრით დიდო ამ დროს გამოდის როგორც ცალკე მდგომი პოლიტიკური წარმონაქმნი.  IV-X საუკუნეებში დიდოელებს ჰქონდათ დამოიკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია და სახელმწიფო დიდო არ შედიოდა სარირის შემადგენლობაში.
                საკამათო რჩება ჭარ-ბელაქანის თემთა ტერიტორიები ( აზერბაიჯანის და საქართველოს ბელაქანის, ზაქათალის და ყვარელის რაიონების თანამედროვე საზღვრები).
              ჭარ-ბელაქანის კავშირის წარმოქმნის შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. მაგრამ ეს მოსაზრებები ერთმანეთს ეთანხმება ერთ რამეში: ეს კავშირი წარმოიქმნა
ინგილოური სახლი
დაღესტნის ხალხების კახეთის ტერიტორიაზე გადასახლების შედეგად. გადასახლებულმა დაღესტნელებმა დაიპყრეს ადგილობრივი მოსახლეობა და გაიყვეს ის (ადგილობრივი მოსახლეობა) თემებს შორის, რის შემდეგაც გაერთიანდნენ სოფლური თემების კავშირებად. ისინი კი ხდებიან ერთმანეთის მოკავშირეები და ასე იქმნება ჭარ-ბელაქანის სოფლის თემების კავშირთა ფედერაცია. მაგრამ დღემდე გადაუწყვეტელია ავარელების კახეთში გადასახლების დროის და მიზეზების საკითხი. ცნობილია რომ ავარული და წახურული თემები კახეთში არსებობდა XVI საუკუნემდეც. მუჰამედ-რაფის ცნობიდან ჩვენ ვიგებთ რომ ცნება « გოლოდა» ( ამ სახელით ცნობილია ჭარ-
-ბელაქნის ოლქის სწორედ ავარული დასახლებები) ცნობილი იყო უკვე XIV საუკუნის დასაწყისითვის. ამ დროს გოლოდა და წახური ითვლება ყუმუხის შამხალის საკუთრებად, სამფლობელოდ და ისინი სწორედ ყუმუხის შამხალს უხდიდნენ ყოველწლიურ ხარკს.
             ქართული ისტორიოგრაფიის თანახმად ჭარ-ბელაქნის ტერიტორია ისტორიულად იყო  ქართველებით დასახლებული ძველი ჰერეთის ნაწილი. XI საუკუნის პირველ მეოთხედში კახეთის და ჰერეთის პოლიტიკური შერწყმის შედეგად გაჩნდა ახალი სახელმწიფო რომელსაც ქართველები უწოდებენ კახეთის სამეფოს.  სამეფოს შიდაადმინისტრატიული მართვა ხორციელდებოდა მოადგილე ერისთავების მეშვეობით. ორი საერისთავო იყო ალაზანის გაღმა-გაღმა მხარი და ელისენი. ელისენში წუქეთის ეკლესიასთან არსდება კათედრა ეპისკოპოსისა რომლის სულიერ იურისდიქციასაც ემორჩილებოდა ელისენის, წუქეთის, შექის ოლქები, თანამედროვე ზაქათალა-ბელაქანის ოლქის ტერიტორია. ასე რომ ზაქათალის ოლქი ჯერ იყო კავკასიის ალბანეთის, შემდეგ ჰერეთის და XI საუკუნიდან კახეთის ნაწილი.
           წინააღმდეგობრივია ცნობები  ჩრდილო-აღმოსავლეთ დაღესტანში ავარული სოფლების და თემთა სალატავური კავშირის გაჩენის შესახებ. დ.მ. ატაევი ეფუძნება არქეოლოგიურ მასალას და თვლის რომ ჩირ-იურთის თავდაცითი ნაგებობები არის სარირის ჩრდილოეთი საზღვარი. მაგრამ  ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევების
მასალების საფუძველზე ითვლება რომ სალატავიის ტერიტორიულ თემთა უმრავლესობა თარიღდება XV საუკუნით. ისტორიულ მეცნიერებას არა აქვს სანდო ცნობები აქ ავარული სოფლების არსებობაზე XVI საუკუნეში სალატავიაში სოფლური თემების წარმოშობამდე.
           ამდენად ავარელთა განსახლების თანამედროვე გეოგრაფია (ჭარ--ბელაქანი, სალატავია) არ ემთხვევა მათი განსახლების ისტორიულ ტერიტორიას. ჩრდილო-დასავლეთი და დასავლეთი დაღესტანის ( დიდოს) ტერიტორიები, სადაც ცხოვრობდნენ ანდო-ცეზური ჯგუფის ხალხები არ შედიან სარირის შემადგენლობაში.
               სარირის ტერიტორიის ცვლილების საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული მისი საგარეო პოლიტიკის საკითხებთან. შახელმწიფო წარმონაქმნთა  საგარეოეკონომიკური ორიენტაციის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ადრეულ შუა საუკუნეებში იყო რელიგია ( გაგრძელება იქნება).

1 comment:

  1. ფოტოები: ბელაქანის პანორამა; ეკლესია ზაქათალაში; გიშის ეკლესია (X ს. შექიდან 5 კილიმეტრის მოშორებით ჩრდილოეთით); კახ-ინგილოს მეგარონული ტიპის სახლი ( ი.ადამია); კახ-ინგილოს სახლი (ი.ადამია).

    ReplyDelete