April 8, 2011

ესეც ევროპაა-4: რენე ჟირარი და საკრალურის კრიზისი


«დღეს ერთ პურიტანიზმზე უარს ამბობენ  მხოლოდ მეორე პურიტანიზმში გადასავარდნად. ადამიანებს აღარ ართმევენ სექსუალობას, მას ართმევენ იმას რაც კიდევ უფრო აუცილებელია ადამიანისთვის, აზრს.

ადამიანი არ ცხოვრობს მარტო პურით და სექსუალობით. თანამედროვე აზრი არის უმაღლესი კასტრაცია ვინაიდან ეს არის აზრის, მნიშველობის კასტრაცია. ყოველი ადამიანი უთვალთვალებს მეზობელს იმის გასაგებად  ხომ არა სწამს მას რამისა.» (რენე ჟირარი, სამყაროს დაარსებიდან დამალულ ამბებზე»).


           ცნება « საკრალური» გვაფრთხობს ვინაიდან ის გვესმის როგორც ღირებულად ერთადერთი რამის მიჩნევა და ყველაფერი დანარჩენის უარყოფა. აქედანაა ბრმა და მოძალადე ჟინი რომელიც უპირატესობას ანიჭებს « საკრალიზაციად» წოდებულ ქცევას რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთ ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროებში როგორებიცაა რელიგია, პოლიტიკა, კინემატოგრაფი, მუსიკა, სპორტი. სპორტსმენებს ხომ ზოგჯერ უწოდებენ « სტადიონის ღმერთებს».

      მაგრამ  საკრალურის   ცნება არ აღნიშნავს მხოლოდ ამ ჟინიან ასპექტს. ის აგრეთვე მიუთითებს ღირებულებათა გარკვეულ რაოდენობაზე,ღირებულებებზე რომელთა გარეშე სიცოცხლე ბარბაროსობად გადაიქცევა. ასე ხდება რომ ხელს არ ახლებენ ბავშვს იმიტომ რომ ის განასახიერებს უმანკოებას და მის მიღმა სიცოცხლის მშვენიერებას.

                რელიგიათა დიდი რუმინელი ისტორიკოსი მირჩა ელიადეს აზრით რელიგიათა და მითების შესწავლა ავლენს სიცოცხლის ღრმა აზრს.

         საკრალურის სამყარო,შეგვახსენებს ელიადე, არის სამყარო სადაც ადამიანები ფიქრობენ რომ სიცოცხლეს აქვს უმაღლესი, ღვთაებრივი წყარო. ყველაფერი დაკავშირებულია არსთან რომელიც არის უზენაესი, ფუნდამენტური რეალობა საიდანაც ყველაფერი გამომდინარეობს და რომელიც არსაიდან გამომდინარეობს. სამყარო არის ამ არსის მანიფესტაცია საწყისი ენერგიის ამოფრქვევით. ადამიანებისთვის საკრალურის განცდა ნიშნავს სიცოცხლის ამ წყაროსთან დაკავშირებას  სამყაროზე უზენაესი სამყაროს ხატის ზედდებით. ეს ხდება გარკვეული სივრცის ( ტაძარი), გარკვეული დროის ( დღესასწაული), გარკვეული ცხოვრების წესის (არსის გაცნობიერება სიცოცხლის მანძილზე) მეშვეობით. მიუხედავად ამისა საკრალურს აქვს ძალისმიერი, მოძალადე ასპექტებიც, როგორ უნდა გავიგოთ ეს პარადოქსი?

          რენე ჟირარის აზრით საზოგადოებათა სათავეში ვხედავთ ძალადობას. სწორედ ძალადობაში აძევებს ადამიანი ძალადობას ერთად,კოლექტიურად,საერთო თანხმობით მსხვერპლის შეწირვით. ამ  მსხვერპლის,ნამდვილი განტევების ვაცის შეწირვა იძლევა  ძალადობისაგან  განმუხტვის საშუალებას .   მაგრამ ძალადობისაგან განმანთავისუფლებელი მსხვერპლშეწირვაც ატარებს ძალადობას. ამიტომაა მსხვერპლის შემწირავ საზოგადოებებში  «დესაკრალიზაციის» პერიოდები. მოულოდნელად ხდება მსხვერპლის შემწირველთა მსხვერპლად შეწირვა რაც ხდება მსხვერპლის შეწირვის სქემის არაცნობიერად განმმეორებელი სიკვდილით დასჯით. მსხვერპლის შემწირველებიც თავის როგზე ხდებიან განტევების ვაცები.. ამის შემდეგ იგივე ხვედრი ერგებათ დესაკრალიზატორებს. აქედან ვასკვნით განუწყვეტელი ძალადობის შესახებ. ძალადობა  მსხვერპლის ზედიზედ შეწირვით იღებს ხან რელიგიურ და ხან ანტირელიგიურ სახეს და რიტმს აძლევს საზოგადოებათა ცხოვრებას. შეიძლება თუ არა აქედან დაძრომა?

          რენე ჟირარის აზრით ამ არქაული სტრუქტურის ალტერნატივა შექმნეს იუდაიზმმა და ქრისტიანობამ. როგორ?  დემისტიფიკაციით მითებისა რომლებსაც იგონებენ საზოგადოებები ჩვენთვის იმის ასახსნელად რომ ჯალათები უმანკოები და მსხვერპლები დამნაშავეები არიან. ნაცისტებმა, მაგალითად, მოიგონეს ზღაპრები იმის სათქმელად რომ ისინი უმანკოები იყვნენ და დამნაშავეები იყვნენ ებრაელები.


   პროფეტური ქმედება მდგომარეობს დაგმობაში მითებისა რომლებსაც ქმნიან კულტურები ძალადობის გასამართლებლად. სწორედ ამას ნიშნავს კერპების იუდაური კრიტიკა. ყველაფერი არაა ბუნებრივი, ყველაფერი არაა ღვთაებრივი. შეუძლებელია ღმერთისა და სამყაროს აღრევა. ღმერთი ტრანსცენდენტურია, უხილავია, ჰარმონიაა და ესე იგი ერთია. ის არაა ხილული, ხორციელი, მრავალნაირი. მონოთეიზმის ძალაა ძალადობის რადიკალური კრიტიკა.

         ქრისტესთან ერთად ეს კრიტიკა ღრმავდება. მსხვერპლის შეწირვა არაა უბრალოდ დაგმობილი, ის შებრუნებულია. ქრისტე არ ითხოვს მსხვერპლს,მეტიც, ის თვითონ იღებს მსხვერპლეს, სწირავს თავს და ამით ის ადამიანებს აყენებს მათი საკუთარი თავის წინაშე. მსხვერპლის შემწირავი ადამიანები არ მოსწონს ღმერთს. ისინი მუდამ ძალადობენ უმანკოს წინააღმდეგ. ღმერთისათვის პატივის მიგების მაგივრად ისინი კლავენ ღმერთს და მასთან ერთად უმანკოს. საკრალურის რელიგიას უნდა დავუპირისპიროთ უმანკოების რელიგია რომელიც არ ახშობს  უმანკო მსხვერპლთა მოთქმას. ჭეშმარიტი რელიგიაა უმანკოების როგორც ასეთის პატივისმცემელი რელიგია ( ბერტრან ვერჟელი, ფილოსოფოსების ბულვარი რენესანსიდან დღემდე, გამომცემლობები  მილან, 2005, თარგმანი ფრანგულიდან).

No comments:

Post a Comment