April 30, 2011

ალექსანდრე მენის საუბარი-6 (2) :


ევქარისტიის პური, წმინდა 
კალიქსტის კატაკომბა, რომი, 
მესამე საუკუნე.

 ეორე მნიშვნელოვანი საიდუმლოა ზიარების საიდუმლო. ნათლობის შემდეგ ჩვენ კიდევ რამოდენიმეჯერ შევხვდებით და მე მოგიყვებით საეკლესიო ღვთისმსახურებაზე რათა თქვენ გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა.  ზიარებაზე მაშინ ვილაპარაკებთ დაწვრილებით. ეხლა მე ვილაპარაკებ  ზიარების არსზე.
ზიარება არის მსხვერპლი, მაგრამ მსხვერპლი განსაკუთრებული, იდუმალი მნიშვნელობით. ესაა შეერთება ქრისტესთან.
ძველად მსხვერპლის მიმტანი ადამიანი მსხვერპლით ღმერთს მოუწოდებდა თავისი ცხოვრების მონაწილედ გახდომისკენ. ადამიანი ღმერთს იწვევდა ტრაპეზაზე ვინაიდან მსხვერპლის ნებისმიერი მიტანა იმავე დროს იყო ტრაპეზა რომელიც  კრებდა თემის წევრებს და
აკავშირებდა მათ ღმერთთან. ძველი იზრაელელები იკრიბებოდნენ რა პასექის წმინდა ტრაპეზაზე, ე.წ. სიდერზე, ერთად ჭამდნენ პურს, სვამდნენ ღვინოს და ეს  იყო ლოცვითი ტრაპეზა რომელიც მათ აერთიანებდა ძველი აღთქმის ეკლესიად. ქრისტემ აიღო ეს რიტუალი და აქცია ის ადამიანებს შორის მისი ყოფნის ნიშნად. მარადაიული ტრაპეზა გრძელდება- როგორც მანდელშტამთანაა: « ევქარისტია, როგორც მარადიული შუადღე, გრძელდება».

         ევქარისტია, მადლობა, ახალი პასექია. ძველში იყო განთავისუფლება მონობისგან, აქ კი ხსნა გვეძლევა იმით რომ ქრისტე მოდის ჩვენთან.   უნდა ვიგრძნოთ და განვიცადოთ რომ ის აქაა ჩვენთან,  უღირსებთან, მისგან შორს მდგომებთან, მაგრამ ის გახსნილია ჩვენს მიმართ. და ყოველთვის როდესაც ხდება ევქარისტია თასი და პური შეგვახსენებენ საიდუმლო სერობას. მან ეს დაგვიტოვა როგორც ნიშანი და ხატი. « მან აიღო პური, მადლობდა, დაამტვრია. მისცა მათ და უთხრა: ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემდა მოსაგონებლად. ასევე სასმისი, სერობის შემდეგ, და თქვა : ეს სასმისი არის ახალი აღთქმა, ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება» ( ლუკა 22,19-20). « აი ტრაპეზა, ესაა ჩემი ხორცი და სისხლი», ანუ ეს მე ვარ.

            გამოხატვის ძველ ხერხში  ეს « მე ვარ» ნიშნავდა : « მე ჩემს თავს ვაძლევ ხალხს და როდესაც თქვენ ერთად იქნებით ამ ტრაპეზის დროს მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები». ამიტომ უძველესი მოწმობები ქრისტიანებზე განუყოფელია ამ საიდუმლოსგან. მას ბერძნულად ჰქვია  ევქარისტია ( რუსულად ბლაგოდარენიე), ზიარება. ევქარისტიისთვიის მიდიან უზმოზე, მოწიწების ნიშნად.  ის ყოველ დღეს ხდება ქალაქების ეკლესიებში და კვირაობით სოფლების ეკლესიებში. დედამიწა ბრუნავს და მის ჯერ ერთ ადგილას და შემდეგ მეორეში, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში აღიმართება წმინდა თასი. მასში სიცოცხლეა.

                ვინაიდან პურია სამყაროს ხორცი : ხორბლის მარცვლები, ყურძნის სისხლი, ჩვენი მკვებავი ნივთიერება. ჭამის დროს ადამიანი ეზიარება ბუნებას. ბუნების სტიქია, სამყაროს სიცოცხლე შემოდის ჩვენში კვების პროცესში, იგივდება ჩვენს ორგანიზმთან და ამით ბუნების ენერგიები, მისი ფარული და ცხადი ძალები შემოდიან ჩვენს სხეულში და ის იზრდება, არსებობს, იღებს ამ ძალებს. ამიტომაა რომ  ჭამას მუდამ თან ახლდა ლოცვა. დღესაც ჭამის წინ ჩვენ ვცდილობთ პირჯვარის გადაწერას და ლოცვის წარმოთქმას.

ზიარება, ბოტიჩელი
              ადამიანი მოწიწებით ეპყრობა საჭმელს. ამიტომ ქრისტე თავის თავის უდიდეს საიდუმლოს,მას რომელშიც ჩვენ გვეძლევა მისი გული, აქცევს ტრაპეზად. პირველი ქრისტიანები  ევქარისტიისთვის ( ზიარებისთვის) მართლაც მაგიდასთან იკრიბებოდნენ.  ეს იყო ლოცვა-
-ტრაპეზა. მაგრამ როდესაც ეკლესიაში ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა ეს მაგიდა გადაიქცა საკურთხევლად ( რუსულად პრესტოლ), რომელიც დგას საკურთხეველში ამაღლებულ ადგილზე. იქაა თასი და დისკოსი პურით, იქ ხდება კურთხევა და ადამიანები ეზიარებიან წმინდა საიდუმლოებებს.
   
    წმინდა საიდუმლოებები არის ქრისტეს ღვთაბერივი ტრაპეზა. რა საკვირველია რომ მან დაგვიტოვა არა რაღაც ფილოსოფიური მოძღვრება, დოქტრინა თუ აფორიზმები  არამედ ეს უბრალო ტრაპეზა, სიცოცხლის, ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვების სიმბოლო.  და ეს იყო არა მხოლოდ მისი სიკვდილის წინა უკანასკნელ ღამეს, ეს იყო სხვა დროსაც, როდესაც მან დააპურა დამშეულები უდაბნოში და შემდეგ კი გაექცა მათ, ვისაც უნდოდათ მისი მეფედ გადაქცევა. და როდესაც ისინი მას ეძებდნენ მან თქვა: « მე ვარ პური სიცოცხლის,. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს არ მოსწყურდება» ( იოანე 6, 35). მათ, რა თქმა უნდა, ვერ გაიგეს « ხორცი და სისხლი» კი, ვიმეორებ, თვითონ ადამიანია. ესე იგი ისაა ჩვენი საკვები ბუნების ანალოგიით. ის კვებავს ჩვენ არსს ისე როგორც ბუნებრივი საკვები კვებავს ყოველ ჩვენთაგანს ( გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment