დღეს ვუახლოვდებით სარწმუნოების სიმბოლოს ბოლოს და შემდეგ ვილაპარაკებთ მის ბოლო სტრიქონებზე. დღეს შევჩერდები სიტყვებზე « ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა". რას ნიშნავს ეს?
ნათლისღება ორიგინალში, ბერძნულად, ჟღერს როგორც ბაპტისმა, განბანა. წმინდა განბანა უძველესი დროიდან ნიშნავს გარდატეხას ადამიანის ცხოვრებაში, სულიდან და სხეულიდან რაღაც ფიზიკური და სულიერი ბნელი სტიქიების ჩამობანას. წყალი აქ არის სიწმინდის სიმბოლო. ამასობაში დღეს ჩვენ ვიცით რომ წყალი სამყაროს სასწაულია; დედამიწაზე სიცოცხლე არსებობს მხოლოდ წყლის წყალობით. მთვარის და მზის სისტემის სხვა პლანეტების უწყლო
უდაბნოები უსიცოცხლოა. თვითონ სიცოცხლეა გაჟღენთილი წყლით. ჩვენი პრგანიზმი 70%-ით, მეტით თუ არა, შედგება წყლისგან. სიცოცხლე ჩაისახა წყალში, თავისებურად მოწყობილი განსაკუთრებული მოლეკულა წყალს აძლევს სიცოცხლისთვის აუცილებელ განსაკუთრებულ თვისებებს. ეხლა კი ისიც ვიცით რომ ყველაფრის გარდა წყალს შეუძლია ინფორმაციის ტარებაც. წყალს აქვს თავისებური მეხსიერება. ასე რომ ღვთისმსახურებისას და განბანვისას წყლის გამომყენებელ ხალხთა ინტუიცია არ ყოფილა მცდარი.
ძველი აღთქმის დროს გაჩნდა ჩვეულება როდესაც ერთიანი ღმერთის რწმენის მიღების მსურველი წარმართი, უცხოტომელი გაივლიდა წმინდა განბანვის ცერემონიას. ეს ცერემონია სრულდებოდა მდინარე იორდანეში ან სილოამის წყაროში, აუზში იერუსალიმის ტაძრის ახლოს. ამ წყაროს ნაწილი დღემდე არსებობს.
რატომ ხდებოდა განბანვა იორდანეში? იორდანე ძველთაგანვე ითვლებოდა წმინდა მდინარედ და ამავე დროს წმინდა მიწის მოაბის მთებისგან და აღმოსავლეთის უდაბნოებისგან გამომყოფ საზღვრად. ეს წმინდა განბანა იყო წარმართის ჭეშმარიტ რწმენასთან ზიარების ნიშანი. შემდეგ გამოჩნდა იოანე ნათლისმცემელი რომელზეც ყველამ იცით. ის ხალხს მოუწოდებდა წმინდა განბანვისაკენ ( ებრაულად ტევილბ) მდინარე იორდანეში. იოანე ამას სთავაზობდა უკვე არა წარმართებს არამედ მართლმორწმუნე იზრაეელელებს იმიტომ რომ მისი თქმით სულის ახალი ხანის დაწყება, ხანისა როდესაც თვითონ უფალი მოდის მიწაზე, მართლმორწმუნეობაში გაზრდილი და აღზრდილი ადამიანებისგანაც კი მოითხოვს გარდატეხას შინაგან ცხოვრებაში, მონანიებას, განახლებას და გაცნობიერებას რომ ისინი იმდენად უღირსები არიან რომ საჭიროა წმინდა განბანა როგორც ამას აკეთებდნენ წარმართები.
წმინდა განბანას მისდევდნენ იესოს თანამედროვეები, ესეითა ნახევრად ბერული ორდენი. ისინი დღეში რამოდენიმეჯერ განიბანებოდნენ. თვითონ ქრისტე მაცხოვარმა წყლით განბანვა გამოიყენა როგორც ქრისტეს ეკლესიაში შესვლის საიდუმლოს ნიშანი.
ეს შესვლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთხელ- ამიტომ ვამბობთ კიდეც « აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა». ესე იგი მონათვლის მსურველ ზრდასრულ ადამიანს ნათლობა უნდა ესმოდეს როგორც შერიგება ღმერთთან, როგორც ფეხის დადგმა სიმართლის, სიკეთის, სიწმინდის, ერთგულების მიწაზე. ამიტომ ნათლობა არ მეორდება, ის უნიკალურია.
როგორ ხდება ეს საიდუმლო? ამის თქმამდე უნდა ავხსნა თუ რას ნიშნავს სიტყვა « საიდუმლო». ეკლესიის წმინდა მოქმედებებიდან არის განსაკუთრებული ქმედებებიც როდესაც მთელი ეკლესია მოუწოდებს ღმერთის სულს ა შეკრებილებზე გადმოსვლისაკენ. დასავლეთის ეკლესიამ XIV საუკუნეში მრავალი ასეთი ქმედებიდან აირჩია 7 ქმედება.
რატომ სწორედ შვიდი? ბიბლიაში შვიდი სისავსის სიმბოლოა. . მაშ ესაა მინიშნება იმაზე რომ საიდუმლოთა რაოდენობა სინამდვილეში შვიდზე მეტია; შვიდი უმთავრესი საიდუმლოა. XIII საუკუნეში ეს პირველად ჩამოაყალიბა თომა აქვინელმა, შემდეგ ეს გაიზიარა აღმოსავლურმა ეკლესიამაც. დღეს ჩვენი ეკლესია აღიარებს სწორედ შვიდ საიდუმლოს.
პირველი, თითქოს შესავალი საიდუმლოა ნათლისღება.
ნებისმიერ საიდუმლოში არის ორი მომენტი, ორი ელემენტი: ესაა უფლის მიერ ჩვენთვის მოცემული ძღვენი, ჩვენზე გარდმომავალი ძალა უფლისა, მეორეს მხრივ კი არის ჩვენი პასუხი. ამიტომ საიდუმლო არის ღმერთკაცური მოვლენა, თითქოს ორი სმაყაროს გადაკვეთა,
თითქმოს ღმერთის ყოფნა ჩვენთან და ჩვენი მასთან, თანაყოფნა, დაკავშირება ერთმანეთთან.
მეტიც, საიდუმლო არის ადამიანის და მთელი ბუნების კურთხევა, განწმენდა, იმიტომ რომ ადამიანი არის თვითონ ბუნება; ადამიანი არის ბუნების თავი, აზრი, მთელი ქმნილების სულიერი ცენტრი, გული. და კურთხევით, განწმენდით წყალისა რომლითაც ხდება ნათლისღება ნაკურთხი და განწმენდილია თვითონ სიცოცხლე, სიცოცხლის სასწაული. და ეს საოცარი სასწაულია. ის აუცილებლად შეეხება ადამიანებს რომლებიც ცდილობენ სასწაულების უარყოფას. შეხედეთ როგორ იხსნება ხეები, როგორ ივსება გაზაფხულზე წვენით ეს გაქვავებული, თითქოს ყინვაში გამხმარი ტოტები, როგორ იზრდება ბალახი მიწიდან როგორ ისახება სიცოცხლე, როგორ მწიფდება, როგორ იბადება კვერცხიდან ჩიტი, როგორ იბადება ადამიანი, როგორ იქმნება ყველაფერი. რატომ ხდება ეს? რატომ არ ბობოქრობს დღემდე დედამიწაზე უბრალოდ ჰელიუმის პლაზმა, სიცოცხლის მკვლელი რაღაც ქარიშხალი? რა მოხდა? ვინ დასძრა ადგილიდან ათასობით კანონი და წესი იმიტომ რომ ისინი გაერთიანდნენ , რათა შექმნილიყო დედამიწაზე ეს სასწაული, სიცოცხლე და ადამიანი?
მაგრამ არის მეორე სასწაულიც- სულიერი დაბადება. ქრისტემ თქვა რომ რწმენაში არ შესულა ის ვისაც არ განუცდია ახალი დაბადება. ერთხელ უნდა გასკდეს ჩვენი სულის გარემომცველი კანი, ჯავშანი. ამ კანის გასკდომისას ჩვენი სული იხსნება ისე როგორც ჭუპრიდან გამომავალი პეპლის ფრთები.
მრავალი ადამიანი ახლოს იყო ამასთან, მაგრამ მათ შემდეგ შეეშინდათ სულიერი ძვრისა და მათ დაიხიეს უკან ყოველდღიურობაში, დაბრუნდნენ თავის ადგილზე. ღმერთი მიმართავს ყოველ ადამიანს და ესაა სიცოცხლის უდიდესი წამი. მაშინ ჩვენი ამოცანაა გავუხსნათ მას კარი რათა მან არ აგვიქციოს გვერდი.
ს
ნათლისღებაში ერთმანეთს ხვდება ადამიანის ეკლესიაში შესვლის, ზიარების, პატიების მიღების სურვილი და ღვთაებრივი ნიშანი:
« მოდი ჩემთან».
დაბოლოს წყალი როგორც ადამიანის სიცოცხლის სიმბოლო.
ნათლისღება იყოფა ორ ნაწილად: გაცხადება ( რუსულად ოგლაშენიე) და საკუთრივ ნათლისღება. ჩვეულებრივ მათ ერთად ატარებენ, მაგრამ როდესაც მე ვნათლავ ერთ ადამიანს ცალკე, მე ხშირად მათ გამოვყოფ ერთმანეთისგან.
გამოცხადება ( ოგლაშენიე) წინ უსწრებს ნათლისღებას. მღვდელი ეკითხება ადამიანს მზადაა თუ არა ის ნათლობისთვის, თუ სურს ქრისტესთან შეერთება, თუ უარყოფს სატანას და მის საქმეებს, ყოველგვარ დემონურ ბოროტებას- ყოველგვარი ბოროტება დემონიზმია. და შემდეგ ახლად მონათლული კითხულობს სარწმუნოების სიმბოლოს, მრწამსს.
მე გამოვყოფ გამოცხადებას იმიტომ რომ მას თან უნდა ახლდეს საუბრები, წმინდა წერილის წაკითხვა. მაგრამ რადგანაც ჩვენ რამოდენიმეჯერ შევხვდით ამან შეცვალა გამოცხადება როგორც მომზადება.
შემდეგ მოდის თვითონ ნათლობის, ნათლისღების საიდუმლო. ადამიანს იღებენ ეკლესიის, ქრისტეს მსოფლიო ეკლესიის წიაღში. მაგრამ თქვენ იკითხავთ თუ რატომ ნათლავენ ბავშვებს, ისინი ხომ არ ოდიან რწმენით? ასე დამკვიდრდა ისტორიულად. ქრისტიანობამ უარყო ბავშვის კურთხევის, ადამიანთა საზოგადოებაში შესვლის წარმართული ჩვეულება მაგრამ სანაცვლოდ თითქოს არ შეუქმნია საკმაოდ მნიშვნელოვანი რიტუალი. ამიტომ დედებმა დაიწყეს ბავშვების მოსანათლავად მოტანა. ასე იყო დაახლოებით მე-5 საუკუნეში.
სახელმწიფო აძლევს ბავშვს მოქალაქეობას, იღებს მას თავის წიაღში თუმცა ბავშვმა ჯერ არ იცის ეს. ბავშვი ხდება ოჯახის საყვარელი წევრი თუმცა ვერ აცნობიერებს ჯერ ამას. ასევე იღებენ ჩვილ ბავშვს ქრისტიანული ეკლესიის ოჯახშიც. ნათლავენ თითქოს ავანსად, წინასწარ. ამასთან ნათლიების დასწრება ნიშნავს იმას რომ ისინი კისრულობენ ბავშვის ქრისტიანად აღზრდას. არჩევანი გააკეთეს მშობლებმა, არჩევანი არ გაუკეთებია ბავშვს მაგრამ ამ ასაკში ბავშვი განუყოფელია მშობლებისგან ( გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment