April 2, 2011

დავიწყებული ვალერი ჭალიძის არქივიდან :


დავიწყებული ვალერი ჭალიძის არქივიდან :

სისხლის სამართლის დანაშაულები :

უკვე დიდი ხანია რაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მაჰმადიანთა რელიგიურ ხელმძღვანელობასთან ერთად ანტიქართული პოლიტიკის გატარებისას ყველანაირად ცდილობს ქრისტიანულ საკულტო შენობათა (შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების) მოსპობას,ანგრევს მათ სხვადასხვა საბაბით, სტოვებს მათ სახელმწიფო დაცვის გარეშე და ა.შ., თუმცა ისტორიული ღირებულების არმქონე XVIII-XIX საუკუნეების მიზგითებს მკაცრად იცავენ როგორც «კულტურის ძეგლებს.»

მაგრამ ეხლა ანტიქართული ელემენტი დაადგა პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულთა გზას.

1971 წლის აგვისტოში კვალიფიცირებულად და ორგანიზებულად ააფეთქეს ზაქათალის რაიონის სოფელი ალიაბადიდან ექვსი კილომეტრის მოშორებით არსებული ღვთისმშობლის ქართული ეკლესია,შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი.

დამნაშავეთა «ხელწერა» იგივეა რაც იყო ბოლო წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონების ტერიტორიაზე მდებარე შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აფეთქებისას. ეს ლაპარაკობს იმაზე რომ ორივე შემთხვევაში მოქმედებს მაღალკვაკიფიცირებული დამნაშავე ხელი.

ძაქათალის,ბალაქანისა და კახის რაიონებში მეფობს ბანდიტიზმი და ტერორი. რაიონების ხელმძღვანელობისა და როგორც ჩანს მასთან დაკავშირებული დამნაშავე ელემენტების მსხვერპლებად ხდებიან აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად გამომავალი ქართველები.

1969 წლის თებერვალში ზაქათალის რაიონის სოფელი ალიაბადის კოლმეურნეებს კნფლიქტი მოუვიდათ რაიონის კომპარტიის რაიონული კომიტეტის პირველ მდივან ახმედოვთან ( კოლმეურნეობის თავმჯდომარე რაჯაბოვის უკანონობათა გამო. რაჯაბომა მოისურვა ქართული სკოლების დახურვა). კოლმეურნეთა კრებაზე ახმედოვმა გლეხებს სულ ცხვრები და ოხრები უძახა. ამის შემდეგ მრავალი გლეხი დაიჭირეს და მათ მიუსაჯეს სხვადასხვა ვადის პატიმრობა),ხოლო სოფელში დაიწყო ნამდვილი ტერორი. მხოლოდ ერთი წლის მანძილზე დაწვეს გლეხთა 44 შენობა,მას შემდეგ კი-130-ზე მეტი. მოიპარეს ან მოკლეს მრავალი პირუტყვი.

სოფელ ალიაბადში აღნიშნული მეთოდებით სდევნიან არა მხოლოდ იმათ ვინც გამოდის ადგილობრივი ხელისუფლების მატერიალურ ბოროტმოქმედება-
თა წინააღმდეგ არამედ იმათაც ვისი შვილები სწავლობენ საშუალო სკოლის ქართულ სექტორზე. დევნის მეთოდებია აგრეთვე ჩხრეკვები ვითომ «დამზადე-
ბისთვის» პროდუქტების ამოსაღებად, ბაზარზე ვაჭრობის აკრძალვა და ეკონომიკური რიგის სხვა წვრილი სა,ქციები....

ჯერ კიდევ 1958 წელს სოფელ ალიაბადში იდუმალ გარემოებებში მხეცურად მოკლეს ფ.მახმუდოვი,1964 წელს კი ასევე მხეცურად და ასევე იდუმალ ვითარებაში-ი.დედეევი, რომელიც იყო თბილისის სკოლა-ინტერნატში ნასწავლი ახალგაზრდა ინგილოებისგან შემდგარი ფეხბურთელთა გუნდი « ჰერეთის» წამყვანი მოთამაშე რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ამ გუნდის მიერ პირველი ადგილის აღებას ზაქათალის რაიონში. ორივე ახალგაზრდა გამოდიოდა ახმედოვის და რაჯაბოვის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. 1970 წელს ასევე იდუმალ ვითარებაში დაიღუპა ხანში შესული კოლმეურნე ქალი ხ.მამედოვა ( მოსაშვილი),რომელიც ასევე გამოდიოდა ხელმძღვანელობის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ და საჩივრად იყო წასული როგორც კოლმეურნეთა დელეგაციის წევრი. არც ერთი მკვლელობა არ იქნა გამოძიებული...კახის რაიონში ანალოგიურად მოკლეს ა.ბაირამაშვილი,
შ.ტარტარაშვილი,ა.დუკაშვილი,გ. თამაზაშვილი ( აზერბაიჯანული ფორმის გვარები მაჰმადიანი ინგილოებისაა,მათ არ აძლევდნენ ქართული ფორმის გვარების ტარების უფლებას;მთარგმნელი).

// ესაა ნაწყვეტი წერილისა რომელიც ინგილოებმა არჩილ ნიკოლოზის ძე» ოთარაშვილმა და მირონ ისაკის ძე გამხარაშვილმა ოდესღაც მისწერეს საბჭოთა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივან ამხანაგ კოლბინს. ეს წერილი მთლიანად ვალერი ჭალიძემ რუსულად გამოაქვეყნა თავის წიგნაკში «ეროვნული პრობლემები და პერესტროიკა»,
Chalidze Publications,1988,Benson,Vermont 05731 Manufactured in USA,გვ.207-209//.

რა თქმა უნდა ქართველების პრობლემებისთვის მაშინ არავის ეცალა. «დღის წესრიგში» იყო საქართველოს «მცირე იმპერიის» ნგრევა...იქნებ ეხლა ვინმემ გაიხსენოს რომ ქართველებიც ადამიანები არიან...

No comments:

Post a Comment