September 8, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-2: სამშობლო:

ლეონ გამბეტა
”ბრბო უნდა მივიდეს სალოცავად სამშობლოსათვის დაცემულთა კუბოებთან. 
 მთელი ხალხის ხმა მათ არწევს მათ საფლავებში,
სამშობლოსათვის დაცემულთა სახელები ულამაზესია უდიდეს სახელებს შორის» (ვიქტორ ჰიუგო).


“სამშობლოსათვის დაცემულთა სახელები ულამაზესია უდიდეს სახელებს შორის » (ვიქტორ ჰიუგო).

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-2:
I:  “ სამშობლო არის ჩვენი დედა. მისგან მივიღეთ ყველაფერი რითიც ვტკბებით. ჩვენ,მაშ,ის უნდა გვიყვარდეს მთელი გულით. ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ და ის უნდა დავიცვათ ჩვენი სიცოცხლის ფასადაც კი.


   დავუდასტუროთ მას ჩვენი სიყვარული და ვიყოთ კარგი მოწაფეები,კარგი შვილები, კარგი ძმები: ესაა მოგვიანებით კარგ მოქალაქეებად და ვაჟკაც ჯარისკაცებად გახდომის საუკეთესო საშუალება.

II  “ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო,პატივს უნდა მივაგებდეთ მას და ვემსახუროთ მას მთელი ჩვენი ღონით,მთელი ჩვენი ენერგიით და ჩვენი სულის მთელი სიყვარულით” (ლამენე).

   სამშობლოს სიყვარული მუდამ იყო ულამაზესი ქმედებებისკენ მომწოდებელი ძალა. პატივი მივაგოთ სამშობლოსთვის წამებულებს და მივბაძოთ მათ მაგალითს.

   ”ბრბო უნდა მივიდეს სალოცავად სამშობლოსათვის დაცემულთა კუბოებთან.
   მთელი ხალხის ხმა მათ არწევს მათ საფლავებში,
სამშობლოსათვის დაცემულთა სახელები ულამაზესია უდიდეს სახელებს შორის » (ვიქტორ ჰიუგო).

საკითხავი, გუშინ და დღეს:
«საფრანგეთი რეფორმის შემდეგ ევროპის ხალხებისთვის ზედიზედ იყო წინამძღოლი,ინიციატორი და მარტვილი. სწორედ მისი სისხლისგან,მისი ერთგულებისგან,მის მიერ გაღებული მსხვერპლისგან თავისებურებებისგან არის შექმნილი სხვა ხალხების დიდება,ემანსიპაცია და თავისუფლება.
უნდა დავფიქრდეთ როდესაც ვლაპარაკობთ საფრანგეთის პატრიოტიზმზე.
   საფრანგეთი მიმზიდველი იქნება მაშინ როდესაც მისი მმართველი იქნება მხოლოდ კანონი,როდესაც ის იქნება ყველა მოქალაქის ხელში და აღარ დაემორჩილება ერთადერთი კაცის ჭირვეულობებს. ყველა მისი შვილის ერთი პრინციპის სახელით საფრანგეთის დასაცავად რესპუბლიკის ეგიდით გამაერთიანებელი საფრანგეთი.
  საფრანგეთი რომელიც მსოფლიოს წარუდგენს თავის შემოქმედთა,მუშათა,ბურჟუათა და გლეხთა ლეგიონებს; დიახ, კარგია ასეთი საფრანგეთის ნაწილად ყოფნა. 
  და მაშინ ყველა იამაყებს საფრანგეთის მოქალაქის სახელით. 
 
მაგრამ არაა მარტო დიდებული,
რევოლუციური,განმანთავისუფლებელი,კაცობრიობის წინაშე ინიციატივების გამომჩენი საფრანგეთი. არაა მარტო საოცრად აქტიური და კაცობრიობისთვის იდეების მიმცემი საფრანგეთი.
  არის სხვა საფრანგეთიც რომელიც ასევე მიყვარს. ესაა საწყალი,დამარცხებული და დამცირებული საფრანგეთი რომელიც ოთხი საუკუნეა რაც ზიდავს თავის ტვირთს, რომელიც ტირის და ითხოვს სამართალს,მართლმსაჯულებას და თავისუფლებას. საფრანგეთი რომელსაც დესპოტები თავისუფლების მომიზეზებით მუდამ მიერეკებიან ბრძოლის ველზე რათა მან დაღვაროს სისხლი.
  დამარცხებული საფრანგეთი რომელსაც ცილს სწამებენ, რომელსაც შეურაცხყოფენ:
    მე ეს საფრანგეთი მიყვარს როგორც დედა.
    მას უნდა შევწიროთ სიცოცხლე, ჩვენი თავმოყვარეობა და ჩვენი ეგოისტური ტკბობა; 
სწორედ მასზე უნდა ითქვას: “სამშობლო იქაა სადაც საფრანგეთია” (გამბეტა).

     “სამშობლო,მეგობრებო,არაა მარტო თქვენი მინდორი თუ თქვენი ფერდობი,თქვენი სამრეკლოს ისარი თუ თქვენი ხეების კენწერო ან თქვენი მწყემსების მონოტონური სიმღერები. სამშობლო პიკარდიელებისთვის პროვანსია და ბრეტანია ჟურას მთიელებისთვის. სამშობლოა ყველაფერი რასაც მოიცავს ძველი საფრანგეთი რაინის,პირენეების და ოკეანის საზღვრებში…” (კორმენა; ქართული სინამდვილისთვის წინადადების პირველი ნაწილი ნიშნავს იმის თქმას რომ მეგრელის და სვანის სამშობლო არის ქართლიც და კახეთიც ისევე როგორც ქართლელისთვის და კახელისთვის სამშობლოა სამეგრელოც და სვანეთიც და ყველა ქართველის სამშობლოა მთელი საქართველო).  //გაგრძელება იქნება//

No comments:

Post a Comment