September 8, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-1 :

ფელისიტე რობერტ
დე ლამენე
  “მშობლების მკვლელებს შორის მოიხსენება ის ვინც  უყურადღებოდ სტოვებს თავის მშობლებს და გულგრილად უყურებს მათ ტანჯვას და სიღატაკეს” (ლამენე).

 მოვალეობები მშობლების მიმართ: მადლიერება,აღიარება:
 I:  "ჩვენ უსაზღვროდ მადლიერები უნდა ვიყოთ ჩვენი მშობლებისა იმ სიკეთისთვის და სიყვარულისთვის რითაც მათ დაგვაჯილდოეს.
  ჩვენ ამ მოვალეობებს ვიხდით მათ მიმართ კარგად ქცევით და მათთვის მუშაობისას დახმარების გაწევით, მათი დაცვით ავადმყოფობებისგან და მოხუცებულობისას მათ მხარში დგომით,მათ საჭიროებათა დაკმაყოფილებით.
ნამდვილი დამნაშავეა ის ვინც უყურადღებოდ სტოვებს მშობლებს როდესაც მათ სჭირდებათ მისი დახმარება." (ჟიულ სტეეგ).


 II:  მადლიერება მშობლების მიმართ გვავალებს მათთვის დახმარების გაწევას როდესაც მათ უჭირთ. : ამ ვალდებულებას გვაკისრებს სვინდისი და სამოქალაქო კანონები ( "შვილებმა უნდა აჭამონ მშობლებს და სხვა წინაპრებს როდესაც მათ ეს სჭირდებათ"(სამოქალაქო სამართლის კოდექსი).

მუდამ ვიფიქროთ ლამენეს ამ სიტყვებზე:
  "მშობლების მკვლელებს შორის მოიხსენება ის უყურადღებოდ სტოვებს თავის მშობლებს და გულგრილად უყურებს მათ ტანჯვას და სიღატაკეს".

 საკითხავი :
1. მადლიერება: შენ დაივიწყე, იმ დროს როდეესაც შენ პირუტყვზე უფრო სუსტი გაჩნდი ამქვეყნად  შენ არ შეგეძლო მოძრაობა მშობლების დახმარების გარეშე; შენ ორ დღესაც ვერ იცოცხლებდი მათ რომ არ ყვარებოდი.  რამდენი იწვალეს მათ შენ რომ გესწავლა პირველი სიტყვის წარმოთქმა. რამდენი იშრომეს მათ რომ შენ დაცული ყოფილიყავი უბედური შემთხვევებისგან და ავადმყოფობებისგან, რომ განევითარებინათ შენი ძალები და ახალშობილი გონება, რომ დაეკმაყოფილებინათ შენი სხვადასხვა საჭიროებები! შენი გულისთვის დახარჯა თავისი ლამაზი დღეები შენმა მოხუცებულმა დედამ, ის უარს ამბობდა სიამოვნებებზე რათა შენ მარტო არ დარჩენილიყავი ცხოვრებისეულ სირთულეთა პირისპირ,ის იღვიძებდა და იკლებდა აუცილებელ დასვენებას რათა მოგშველებოდა. შენმა დებილის მსგავსმა მოხუცებულმა მამამ თავისი ძალები დახარჯა შენს გამოსაკვებად. და აი შენ გაკისრია უსასრულო ვალი,დიახ, უსასრულო, ვერავითარი ფული ვარ გადაიხდის ამ ვალს. ამ ვალის გასტუმრება შეუძლია გულს. და შენ სულ პატარა ასაკიდან სიყვარულით უკვე დაიწყე ამ ვალის გადახდა. სამუშაოდან მოსული დაღლილი მამა ხარობდა და ისვენებდა შენი ღიმილით, შენი სწრაფვით მისკენ. ის მადლიერება რომელიც იყო შენი პირველი ინსტინქტი ეხლა შენი მოვალეობაა.
  შენი ბავშვობის გადასარჩენად შენი მშობლების გულში შენი სიყვარულის ჩამდებ ღმერთს უნდა რომ შენ მადლიერი იყო მათი რათა მათ ჰქონდეთ ბედნიერი სიბერე.
    რა ბედნიერი თავშესაფარია მადლიერებით გაერთიანებული ოჯახი! წმინდა კავშირებს განამტკიცებს ყველაფრისათვის ანგარიშის გაწევა, ყველაზე მცირე სამსახურის დამახსოვრება, სითბოს ყოველი გამოვლინებისათვის საპასუხოდ სითბოს გამოვლენა. ეს განამტკიცებს ერთმანეთის სიყვარულს და ერთგულებას ერთმანეთისადმი. რა ბედნიერია მადლიერი გული, კმაყოფილი ყველა იმით ვინც უყვარს! (განათლების გაზეთი).
//ეს და ამაზე მეტი დაიბეჭდა 1895 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "დაწყებითი სკოლების და სრულწლოვანების კურსების მორალის წიგნი" რომელიც პარიზში ისევ გამოიცა 2011 წელს).
ასე ცდილობდნენ და ცდილობენ ლამაზი ევროპის მშენებლების აღზრდას. ცდა ბედის მონახევრეა. თარგმანი ფრანგულიდან. გაგრძელება გზა და გზა იქნება//.

No comments:

Post a Comment