September 23, 2011

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო-4: მკვიდრთა,მათ წეს ჩვეულებათა შესწავლა.უფრო პროზაული საქმე:

...ვიქტორ ჰიუგო გააოცა  გაზეთების სიმრავლემ: არის ექვსი,ფრანგულად და ინგლისურად გამომავალი გაზეთი და ვიქტხორ ჰიუგო ასკვნის რომ "მკვიდრებს უყვართ კითხვა რაც ღირსეულ სახეს აძლევს მანერებს და აერთგვაროვნებს მოსახლეობას".



   წარმოვიდგინოთ რომ  ჯერსიში ჩასული მწერალი "შედის საფუნთუშეში და მაღაზიის გვერდით არსებულ შესანიშნავ სალონში თავისდა გასაოცრად ხედავს თავისი ნაშრომებით სავსე ვიტრინას რომლის თავზეც დგას ჰომეროსის ბიუსტი!"


     მოკლედ,მკვიდრები არიან ცივილიზებულები,თავაზიანები, "მათ აქვთ მტკიცე,ცოცხალი,ფხიზელი,სწრაფი გონება".


   "ჯერსელებს რომ სურდეთ შესანიშნავი ფრანგები იქნებოდნენ!"(ჰიუგო,ლა მანშის არქიპელაგი,თავი მეთორმეტე,მეცამეტე).


     მაგრამ აი შენიშვნა რომელიც შეეხება კუნძულის მკვიდრ ქალებს:


   " ამ კუნძულის ნორმანდიის ქალების,ხოტბაა ეს თუ გინება?, მსახურებად აყვანა ძნელია. ორი ქალი ერთ სახლში ძნელად უთანხმდება ერთმანეთს. ასეთი იყო 1852 წელს მომხდარი ამბავი: ამბების გამო ჩამოსულმა ფრანგთა ოჯახმა აიყვანა ერთი ქალი მზარეულად და მეორე დამლაგებლად. დეკემბრის ერთ დილით სახლის პატრონმა გაიღვიძა და ნახა შარაგზისკენ გაფარღალავებული კარებები,მაგრამ ვერ ნახა მსახური ქალები. ისინი წაეჩხუბნენ ერთმანეთს. ერთმა უთხრა მეორეს რომ ვერ დარჩებოდა ლოთთან და მეორემ უთხრა პირველს რომ ვერ დარჩებოდა ქურდთან, აიკრეს გუდა ნაბადი და წავიდნენ (იქვე,თავი მე-14).


                გატაცება ფოტოგრაფიით:


   1853 წლის 21 იანვარს ადელის დღიურში ჩნდება სიტყვა "დაგეროტიპი"...გამომგონებელი დაგერის სახელის მატარებელი ეს გამოგონება დიდად პოპულარული გახდა. და ადელი სიხარულით ამბობს რომ ეხლა ყველა ისწავლის ფოტოგრაფიას. ...დაგეროტიპია იყენებს ზოგ მარილს რომლებზეც გავლენას ახდენს და აშავებს მზე, ის იძლევა მონოტიპებს,ესე იგი თეორიულად უნიკალურ,ერთადერთ ეგზემპლარებს. 


   ვიქტორ ჰიუგო,მისი ვაჟიშვილები და ოგიუსტ ვაკერი დიდად დაინტერესდნენ ფოტოგრაფიით. ჰიუგომ თავისი შვილი შარლი გააგზავნა კაენში რათა მას ესწავლა ფოტოგრაფიის ახალი ტექნიკა და შეეძინა ახალი მასალა. 1852-1853 წლებში გადაიღეს 350 ფოტო. შარლი იღებს მამამისის ფოტოებს რომლებიც იქნება ოჯახის ალბომის საუკეთესო ფოტოებს შორის. .. 


   ვიქტორ ჰიუგო გატაცებულია ამ ახალი ხელოვნებით, ის გეგმავს წიგნის დაწერას ჯერსის შესახებ, წიგნი უნდა დაასურათოს მისმა შვილმა. 


   მაგრამ ვიქტორ ჰიუგოს აზრით ფოტომ უნდა გამოავლინოს სული და არა მხოლოდ წარმოადგინოს რეალობა. 


  ჰიუგოს აინტერესებს უხილავი და სულიერი და ის ოცნებობს ინიციირებულებისთვის,განდობილებისთვის განკუთვნილ მეცნიერებაზე.


    მართალია რომ ჰიუგოს ხანის ფოტოგრაფიის მიზანსცენა შთამბეჭდავია:შავი ფარდა,ხანგრძლივი უძრავი პოზამ,თვალის თვალში გასწორება. არაა გასაკვირი იმის დანახვა რომ ვიქტორ ჰიუგო ფოტოს უღებს ფანტომებს. ვაკერის მიერ გადაღებულ ერთ ფოტოზე ვხედავთ მისი ხელით ნაწერს: "ღმერთის მსმენელი ვიქტორ ჰიუგო".


   ჰიუგოს დაინტერესება ფოტოგრაფიით აიხსნება იმითაც რომ ის გატაცებულია თეთრის და შავის,შუქ-ჩრდილის თამაშით,რასაც ვხედავთ მის ნახატებშიც. 
   მაგრამ პოეტის აზრით ხატებს აჩენს მაგიური ხელოვნება,ის მუდამ გატაცებული იყო ჩვენებებით,მირაჟებით,ხილვებით...
   

No comments:

Post a Comment