September 23, 2011

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო-5:

დოლმენი და კაირნი
 ჩაფლობა ფანტასტიკურში:

სეირნობა პეიზაჟებში და ფიქრებში:

  "ვაი! ყველაფერი აკლდამაა. იქიდან გამოვდივართ და იქ ვვარდებით. ღამე არის აკლდამის უზომო კედელი"(კორბოერის დოლმენი,"ჭვრეტები",VI,18). 

 სეირნობის მშვენიერ დღეებს ენაცვლება საათობით მუშაობა. ჰიუგო სეირნობს გრძელ ქვიშიან პლაჟებზე,ადის კლდეებზე, ევლება პატარა ყურეებში. ის აღფრთოვანებულია პეიზაჟის
მრაფალფეროვნებით და განსაკუთრებით დაინტერესებულია წინაისტორიის ნაშთებითა და აკლდამებით.  დოლმენები მას შთააგონებენ პირქუშ ლექსებს რომლებიც თავის ადგილს პოულობენ "ჭვრეტებში".

   შეკითხვებს აჩენენ "მიუწვდომელი ფოლადის კედელთან...უსასრულობის უზომო სუდარა... და შესანიშნავი წყვდიადი"(თქვით რატომ,ჭვრეტები,VI,2).

    შემდეგ მოდის მედიტაციები სიკვდილის შესახებ:"ვაი! ყველაფერი აკლდამაა. იქიდან გამოვდივართ და იქ ვვარდებით. ღამე არის აკლდამის უზომო კედელი".


    კორბიერის ეს დოლმენი ახლოსაა ამავე სახელის მატარებელ ჰიუგო  ხშირად მოდის  ამ ადგილას მისი უზომობის საჭვრეტად და "ტალღების ჩრდილებში ისევ და ისევ დაბადებული ჩივილის მსგავსი გაუთავებელი მოთქმის" მოსასმენად.


  ვიქტორ ჰიუგო საუბრობს თავის დიდ შთამაგონებელ ზღვასთან:"უფსკრულებო,გესმით თქვენ ჩემი? მხედავთ მე ქაფო?"


 მოჯადოებული უცნაურით:

"დოლმენი საიდანაც მელაპარაკა
ჩრდილის პირი", ვიქტორ
ჰიუგოს ნახატი,1852-1855
წლებისთვის.
    ჰიუგოს უყვარს სეირნობა დიდი ცხვირის წვერზე რომელზეც ბატონობს ციხე-სასახლის ნანგრევები, ის იხატავს ამ ნანგრევებს. ის ეძებს იდუმალ ადგილებს-ფერიათა ფუღუროებს,ჯადოსანთა წრეებს, და ადგილებს სადაც იყო ჩვენებები.

   "ფანტომების მცოდნეებს ბევრი რამ აქვთ შესასწავლი ლა მანშის კუნძულებზე" (პროექტი "ლა მანშის არქიპელაგისთვის-
  სპირიტიზმი :
( სპირიტია ადამიანი ვისაც თითქოს უნდა ჰქონდეს სულებთან ანუ საიქიოდან დაბრუნებულებთან, გენიებთან,გნომებთან, ღმერთთან, ადამიანის სულთან ურთიერთობის უნარი, პატარა ლარუსის განმარტება
   ამერიკის შეერთებულ შტატებში 1848 წლიდან დაიწყო გავრცელება სპირიტიზმმა,რომელიც წარმოადგენს სულებთან ურთიერთობას მოკაკუნე მრგვალი ცალფეხა მაგიდის, იგივე მოლაპარაკე მაგიდის მეშვეობით. სპირიტიზმის ერთ-ერმა პირველმა ფრანგმა ადეპტმა დელფინ დე ჟირარდინმა ჰიუგოს შესთავაზა სპირიტიზმის გაცნობა 1853 წლის 11 სექტემბერს ჯერსიზე ვიზიტის დროს. დაინტერესებული ჰიუგო დათანხმდა. მან იყიდა პატარა სამფეხა მაგიდა  რომელიც მისი აზრით მის ოჯახს და მეგობრებს მისცემდა "საიქიოსთან ურთიერთობის" საშუალებას.

    მედიუმი, ესე იგი შუამავალი ადამიანებსა და სულებს შორის,არის შარლი (ფსიქოანალიტიკოსების ახსნა: ესაა გენიოსი მამის მიერ გასრესილი შვილის რევანში. "მედიუმ" შარლს შეუძლია ყველაფრის თქმა).

   პირველი კაკუნი არის ლეოპოლდინას უწყება:"იტანჯეთ სხვა სამყაროსთვის". მეორე დღეს იყო სამსაათიანი საუბარი მიძინებული ცოცხალი ნაპოლეონ მესამის სულთან, შემდეგ გამოჩნდა დანტე. ვიქტორ ჰიუგო აღფრთოვანებულია,ფარდა აეხადა საიქიოს!

   ორი წლის მანძილზე იმართებოდა ოთხ,ხუთ,ექვს-საათიანი სპირიტული სეანსები და იწერებოდა ანგარიშები.
   ეს რიტმი იწვევს არაჩვეულებრივ ფსიქიურ დაძაბულობას და ძლივს ასატან ეგზალტაციას. თითქოს უნდა გამოჩენილიყვნენ მოლიერის,მოცარტის,ჰქნიბალის,მუჰამედის, მარატის,შარლოტა კორდეს,შენიეს,ნაპოლეონ პირველის,რუსოს,რობესპიერის და სხვათა სულები. მაგიდის
კარნახში ხშირად ჩანან არა სახელგანთქმული მიცვალებულები არამედ სიკვდილის ანგელოზი,კომეტა,დიდება,რუსეთი,კომედია,ლოცვა,დრამა.,,1854 წლის 28 სექტემბერს სეანსი მიჰყავს პოეზიას და ის კარნახობს ლექსებს!

     ცხადია რომ მაგიდა ძალიან კარგად ეხამება ვიქტორ ჰიუგოს ხასიათს. ის ლაპარაკობს პოეზიაზე და ლაპარაკობს გაუთავებლად გრანდიოზული სტილით.


    მაგიდა სულების ხმებით ვიქტორ ჰიუგოს მიმართავს როგორც მაუწყებელს, რჩეულს რომელსაც ერთადერთს ძალუძს ლაპარაკი....

    1854 წლის 22 აპრილს ოკეანე თანხმდება ახალი მარსელიეზის დაწერაზე,ვერ ახერხებს და დახმარებას სთხოვს მოცარტს მუსიკალური კარნახი გაურკვეველია და დასახმარებლად მოდის ჩიმაროზა რომელიც შემოიფარგლება პროექტის გაგრძელების დაპირებით.

     კიდევ უფრო გადასარევი,ისევ 1854 წლის აპრილში მაგიდა ხატავს თეთრი ქალბატონის სილუეტს (თეთრი ქალბატონი ჩანს სხვადასხვა ქვეყნის რწმენებში. ამბობენ რომ ეს ფანტომები დაკავშირებულები არიან ტანჯულ სულებთან. ჰიუგო შეძრულია...

     მაგრამ ხდება უბედური შემთხვევა: ფანტასტიკურ და რეალურ სამყაროებს შორის ამ თამაშისას გიჟდება სეანსების ერთ-ერთი მონაწილე ჟიულ ალიქსი და ის დააწვინეს სქგიჟეთში...ექსპერიმენტები შეწყვიტეს,

No comments:

Post a Comment