September 9, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-5, სწავლის ვალდებულება:


სკოლა
     განათლება აუცილებლობაა და არა მარტო სიკეთე. გაუნათლებელი ადამიანი უძლური და უიარაღოა ცხოვრებისეულ ბრძოლებში. უმეცარი იქნება პირველივე მოთრეულის მსხვერპლი.  მას მისი ნების საწინააღმდეგოდაც კი ჩაითრევენ საზოგადოებისთვის მუდამ საშიში ავკაცების ბანდაში.

კანონი მშობლებს ავალდებულებს შვილების გაგზავნას სკოლაში რადგანაც სკოლაში
მიღებული განათლება გვეხმარება განათლებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. ჩვენ,მაშ,გულმოდგინედ უნდა ვსწავლობდეთ.
   ის ვინც უარს ამბობს სწავლაზე ცუდი ჯარისკაცი და ცუდი მოქალაქე იქნება.

  განათლება ძვირფასი რამეა. ისეთ თავისუფალ ქვეყანაში როგორიც საფრანგეთია ყოველი ადამიანი მონაწილეობს სახელმწიფოს ცხოვრებაში და მოქალაქეები განათლებული უნდა იყვნენ  რათა მათ შეძლონ მათი ქვეყნის ჭეშმარიტი ინტერესების გაგება.

    ამას გარდა, განათლება ადამიანს ხდის უფრო მოხერხებულს და ახალისებს ერს. Aმიტომ გახადა სახელმწიფომ განათლება სავალდებულო.
   მშობლებს არ უნდა ჰქონდეთ მათი შვილების უმეცრებაში დატოვების უფლება. მათი თავისუფლების საზღვარია ბავშვების ინტერესი და საზოგადოების საერთო ინტერესი.

   საკითხავი:
  თუ კი არსებობს რაიმე უკამათო მოვალეობა ეს ისაა რომ მშობლებმა თავის შვილებს უნდა მისცენ თუნდაც დაწყებითი განათლება.
   განათლება აუცილებლობაა და არა მარტო სიკეთე. გაუნათლებელი ადამიანი უძლური და უიარაღოა ცხოვრებისეულ ბრძოლებში. უმეცარი იქნება პირველივე მოთრეულის მსხვერპლი.  მას მისი ნების საწინააღმდეგოდაც კი ჩაითრევენ საზოგადოებისთვის მუდამ საშიში ავკაცების ბანდაში.
   საყოველთაო არჩევნების რეჟიმის პირობებში მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემით წყვეტენ მათი სამშობლოს ბედს და უმეცრებამ შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს ეროვნული ინსტიტუტები.
   სწორედ ამიტომ უნდა დააძალოს საზოგადოებამ მშობლებს მათი შვილებისთვის განათლების მიცემა...

No comments:

Post a Comment