September 9, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-6, სოციალური მოვალეობები: მართლმსაჯულება და გულმოწყალება :

გულმოწყალე
სამარიტელი
“ დააყენეთ ენა იმიტომ რომ ავსიტყვაობა შუბის კვრაზე უარესია. ავსიტყვებს და ცილისმწამებლებს არ ენდობიან,მათი ეშინიათ. ისინი ეჯავრებათ. ადამიანის ღირსება არის მორალური საკუთრება და მისი შელახვა ისეთივე დანაშაულია ისევე  როგორც ქურდობა და ყაჩაღობა...”

 საზოგადოება სასარგებლოა ჩვენთვის მაგრამ ამავე დროს ის გვაკისრებს გარკვეულ მოვალეობებს სხვა ადამიანების მიმართ. ეს მოვალეობებია სამართალი, მართლმსაჯულება და გულმოწყალება,გულუხვობა.

ისინი შეიძლება დაყვანილი იყოს ამ ორ მაქსიმაზე:
“არ გაუკეთოთ სხვას ის რაც არ გინდათ რომ გაგიკეთონ თქვენ თვითონ.”
“ყველა შემთხვევაში გაუკეთეთ სხვას ის რაც გინდათ რომ გაგიკეთონ თქვენ თვითონ”.


II:  საზოგადოებაში ჩვენი ცხოვრებიდან ჩვენთვის გამომდინარეობს მოვალეობათა ერთობლიობა რომელსაც ეწოდება სამართალის, მართლმსაჯულობის და გულმოწყალების მოვალეობები.
  სამართალი ჩვენ გვკარნახობს სხვათა უფლებების პატივსცემას, გულმოწყალება კი სხვებისთვის ჩვენი საკუთარი უფლებებისთვის ნაწილის გაღებას.
   სამართალის, მართლმსაჯულების მოვალეობა სავალდებულოა. გულმოწყალების მოვალეობას გვკარნახობს სვინდისი და გონიერება.

საკითხავი:
პატიოსანი ადამიანი და სიკეთის, ქველმოქმედების კაცი:
  მდიდარმა მეწარმე  დიუპრემ იგრძნო სიკვდილის მოახლოება და დაიბარა თავისი შვილები და შვილიშვილები: “ჩემო ბავშვებო, უთხრა მან მათ, ახლოვდება დრო როდესაც მე მომიხდება საბოლოო ანგარიშის ჩაბარება და მე არ მინდოდა წასვლა თქვენთვის ანგარიშის ჩაბარების გარეშე.
    თქვენი იცით ჩემი ცხოვრება, იცით რომ დავიწყე არაფრიდან და გავმდიდრდი. ჩემი მშობლები ღარიბები იყვნენ და არ შეეძლოთ ჩემთვის დახმარების გაწევა. მე მდგომარეობიდან გამოვედი მარტო, ჩემი ენერგიისა და შრომის წყალობით. მე დავიწყე როგორც ქვისმთლელთა თანაშემწემ,შემდეგ გავხდი ქვისმთლელი... შემდეგ გავბედე და ხელფასიდან გადადებული ფული გავიღე საქმეებისთვის და წარმატება მოვიპოვე. თანდათანობით მოგება გავაორმაგე,გავასამმაგე და გავმდიდრდი.
  ქონება რომელსაც გიტოვებთ პატიოსნად და კანონიერად არის შეძენილი. რაც არ უნდა ვიქექო წარსულში მე ვერ გავიხსენებ შეუსრულებელ მოვალეობას,ვინმესთვის გაკეთებულ ბოროტებას.
   მაგრამ სიკვდილის წინ მე მაწუხებს სვინდისი.
  მე არ მიავკაცია, მაგრამ არც სიკეთე მიკეთებია.
     ჩემი ცხოვრების დასაწყისი მძიმე იყო. გული გამიქვავდა? შესაძლებელია. ოჯახის გარეთ მე არავინ მიყვარს, არავისთვის გამიკეთებია სიკეთე.
   ქველმოქმედება, გულუხვობა, თანაგრძნობა გაჭირვებულისადმი მე მუდამ ტყუილი მეგონა.
  მე მინდოდა ვყოფილიყავი პატიოსანი ადამიანი და ვიყავი კიდეც; მაგრამ არასოდეს არ დამითმია არავისთვის ჩემი რომელიმე უფლება. მე არაფერი დამიკლია ვინმეს გულისთვის და მე არავისთვის მიმიცია ჩემგან რამე.
  ექვსი თვის წინ ღამით ვბრუნდებოდი სახლში და ცხენმა ჩამომაგდო. მე დავარტყი მიწას თავი და ბევრი სისხლი დავკარგე. მეტისმეტად დასუსტებულს არ შემეძლო წამოდგომა და წასვლა და მე, ვინც არასოდეს არავის დავხმარებივარ, დახმარებას ვითხოვდი.
  იქვე ახლოს იყო ბასტიანი რომელიც მოხუცებულობის გამო გავაგდე სამსახურისგან და რომლის ცოლიც დავსაჯე იმიტომ რომ მან რამოდენიმე წკნელი მოტეხა ჩემს ტყეში.
   ჩემს ყვირილზე მოვიდნენ ბასტიანი და მისი ცოლი.
- უყურე, თქვა კაცმა, ეს მოსიე დიუპრეა ! რა დღეშია, დაე ჩაძაღლდეს, ის მუდამ სასტიკი იყო გაჭირვებულთა მიმართ.
- მართალია, თქვა მისმა ცოლმა,მაგრამ ის დაჭრილია და შევიბრალოთ !...
- რახან ასე გინდა კი,თქვა კაცმა...
და მათ წამომაყენეს და წამიყვანეს თავის სახლში სადაც ქალმა მომბანა და მიმკურნალა ჭრილობები.
იმ ღამეს,შვილებო, მე უცებ მივხვდი რომ ისინი ჩემზე უკეთესები იყვნენ. პატიოსანი კაცი, მე, არ ვიყავი კეთილი, სიკეთის მოქმედი ადამიანი. ვიგრძენი რომ ბასტიანი და მისი მეუღლე ჩემზე უკეთესები იყვნენ.
  მეტისმეტად გვიანაა ჩემთვის ცხოვრების თავიდან დაწყება მაგრამ იქნებ სიკვდილის შემდეგ შემიძლია თუნდაც იმ სიკეთის ნაწილის გაკეთება რაც ცხოვრებაში უნდა გამეკეთებინა.
  მე ბასტიანს და მის მეუღლეს ვუანდერძე მუდმივი რენტა 600 ფრანკი და ჩემს მშობლიურ ქალაქს ვუანდერძე 200 000 ფრანკი ავადმყოფი და ინვალიდი მუშებისთვის სახლის ასაშენებლად...” (ლუის ლიარ,”მორალი და სამოქალაქო სწავლება დაწყებითი სკოლებისთვი”).

  გახსენება, გულმოწყალე სამარიტელი :
“.... მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და იესოს კითხა: ვინაა ჩემი მოყვასი?
იესომ პასუხად უთხრა: ვინმე ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს, დაესხნენ ყაჩაღები,რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს,
დაჭრეს და წავიდნენ,ის კი ცოცხალ-მკვდარი დატოვეს.
  შემთხვევით ერთი მღვდელი მიდიოდა ქვევით იმავე გზით, დაინახა იგი და გვერდი აუქცია.
  ასევე ლევიტელმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია.
  მერე ვინმე სამარიტელმა გამოიარა,დაინახა და შეეცოდა.
    მივიდა მასთან,ჭრილობები შეუხვია,ზეთი და ღვინო დაასხა,შესვა თავის პირუტყვზე,მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე.

  მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი,მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა,რომ დავბრუნდები,მოგცემ.
... რას ფიქრობ,იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი.
  Mმან უპასუხა: რომელმაც წყალობა აღმოუჩინა.
 მაშინ იესომ უთხრა:წადი და შენც ასევე მოიქეცი. (ლუკა 11,29-37).

No comments:

Post a Comment