September 29, 2011

ვიცნობდეთ რუსეთს:ინტელექტუალური პოსტსაბჭოეთის ერთ-ერთ ფუძემდებელ იური მამლეევს შეუსრულდა 80 წელი !!!

 
გუსტავ მოროს
სალომეა...
რუსი მწერალი,დრამატურგი,პოეტი,ფილოსოფოსი,ანდრეი ბელის ლიტერატურული პრემიის ლქურეატი და ამერიკულიმფრანგული, რუსული პენ კლუბების, რუსეთის მწერალთა, დრამატურგთა და ლიტერატორთა კავშირების წევრი, რუსეთის ვიღაცეებთან მეგობრობის ორდენის კავალერი იური მამლლევი დაიბადა მოსკოვში, 1931 წლის 11 დეკემბერს  1940-ან წლებში რეპრესირებული და ბანაკებში დაღუპული ფსიქიატრის ოჯახში.

მან დააარსა ლიტერატურული მიმდინარეობა მეტაფიზიკური რეალიზმი და  შექმნა ფილოსოფიური დოქტრინა " მარადიული რუსეთი".

მამლეევის ნამდვილი ცხოვრება მიმდინარეობდა იატაკქვეშეთში. 1953  წლიდან ის გატაცებული იყო ინდური ფილოსოფიით,თეოსოფიით,ოკულტისტური მიმდინარეობებით.

     1958 წლიდან მისი მოსკოვური ბინა გადაიქცა მისთვის სულიერად ახლობელი მწერლებისა დქ მხქტვრების შეხვერის ადგილად ანუ ბოჰემურ-ოკულტისტურ სალონად.ამ სალონში დასეირნობდნენ და აღიზარდნენ დღეს სახელგანთქმული ევრაზიელი, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის //გრუ-ს// გენერლის შვილი დუგინი და დღეს რუსეთის ისლამისტთა ეზოტერიკოსი ბელადი გეიდარ ჯემალი.
   იმავე დროს მოსკოვში ჩნდება და ვრცელდება ოკულტისტური სამიზდატი-თვითგამოცემები
იური მამლეევი

1974 წელს მას დართეს ემიგრაციაში წასვლის ნება. 1983 წლამდე ის ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში,შემდეგ კი გადავიდა პარიზში და რა თქმა უნდა ყველგან გამოსცემდა თავის თხზულებებს.

1994 წელს ის დაბრუნდა მოსკოვში. 2007 წელს ის რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დააჯილდოვეს მეგობრობის ორდენით.

 მამლეევი მიწიერ ცხოვრებას უყურებს როგორც არამატერიალურ არსებობაში ჩართულ მრავალჯერად გარდასახვას. მისთვის სიკვდილი არის უკვდავი "მე"-ს განთავისუფლება სხეულისგან.

     მამლეევის პერსონაჟებია სატანური ძალების ხელში მოხვედრილი ადამიანები. ისინი კლავენ,აწამებენ,აუპატიურებენ იმიტომ რომ მთლიანად არიან შთანთქმული მატერიალური,სექსუალური ინტერესებით. მის თაყვანისმცემელთა აზრით მამლეევი მიზნად ისახავს წყვდიადში გავლით ადამიანის სულის ნათელის გამოვლენას,მისი ზრდისთვის ხელის შეწყობას...

No comments:

Post a Comment