September 25, 2011

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო-12: დადებითი ჯამი(დასასრული) :

ვიქტორ ჰიუგო
შვილიშვილებთან
1852 წლის 9 იანვარს პოლიტიკურ ლტოლვილად გადაქცეული ვიქტორ ჰიუგო ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ გაძევებული უბრალო მოქალაქეა. ისმის სასოწარკვეთილი ყვირილი:
    "მე ვარ განდევნილი,ლტოლვილი,ჩემიანებისგან მოწყვეტილი,მატერიალურად და პოლიტიკურად დაზარალებული,გულში დაჭრილი".

     მაგრამ გულის სიღრმეში ის მადლიერებით იღებს ლტოლვილობას. ის განთავისუფლდა ოჯახური და საზოგადოებრივი შეზღუდვებისგან, მას შეუძლია მთლიანად თავის შემოქმედებაზე კონცენტრაცია და ნაწერების წყალობით ხალხის წარმომადგენლად გადაქცევა.

თანდათანობით ლტოლვილობა სასიამოვნო ხდება,ის ამბობს რომ
უყვარს ლტოლვილობა, "მიყვარხარ ლტოლვილობავ,ტკივილო,მიყვარხარ"(1854 წლის ნოემბრის შენიშვნა).
დიდი ვიქტორ ჰიუგოს
 დაკრძალვა
     ლტოლვილობამ განამტკიცა მწერლის ძალები და მისცა მას დიდი ხნის ჩანაფიქრების მშვიდად რეალიზაციის საშუალება, მეტიც,ის ნანობს იმაზე რომ ასე გვიან გააძევეს."რა დასანანია რომ ასე გვიან გამაძევეს,ეს უფრო ადრე რომ მომხდარიყო რამდენად მეტს დავწერდი"(1864 წლის ზაფხული, ერთი ფურცელის მეორე მხარე).

    ვიქტორ ჰიუგო ზრუნავს შთამომავლობისთვის დასატოვებელ სახეზეც. ის უშვებს დიდ თეთრ წვერს და ემსგავსება პატრიარქს და წინასწარმეტყველს // ამის და ამაზე მეტის წაკითხვა შეგიძლიათ წიგნში "ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო",პარიზი,2001,რომლის შემოკლებულ თარგმანსაც გთავაზობთ//. 

No comments:

Post a Comment