September 25, 2011

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო-9: ჩვეულებრივი დღე:

 ის დაახლოებით ისეთივეა როგორც ჯერსიზე. ჰიუგო ვერ იტანს უწესრიგობას და ბოჰემას. მას უნდა რომ პატივს სცემდნენ დისციპლინას და ჩვეულებებს. მადამ ჰიუგო ჩაინიშნავს:
" ჩემი მეუღლე მუშაობს დილით. საუზმე შუადღესაა. ესაა საუბრის, კამათის დრო. ყველა ამბობს იმას რასაც ფიქრობს...მერე ყველა მიდის თავის გზაზე. ჩემი ქმარი სეირნობს, ადელი უკრავს პიანინოზე ან სწავლობს ინგლისურს. შარლი წამოწვება დივანზე, ეწევა და
ოცნებობს. თუ კი არის მზის სხივი მე მივდივარ ტერასაზე და გავცქერი ზღვას". ფრანსუა-ვიქტორი იცვამს და ვაკერი იკეტება ოთახში სამუშაოდ. გასაგებია რომ ვიქტორ ჰიუგოს ძალიან სჭირდება სიარული. საუბარი და დისკუსიები სუფრაზე ზოგჯერ შეიძლება არასასიამოვნო იყოს. ცოლ-შვილი მოწყენილია. ოჯახური სირთულეები გროვდება,..

    ჰიუგო სტუმართმოყვარეა. მასთან მიდიან მეგობრები,მწერლები,გამომცემლები,
განდევნილები, მაგრამ ოჯახის წევრებს არ მოსწონთ ლტოლვილობის ატმოსფერო და მადამ ჰიუგო ქალიშვილთან ერთად ყოველ წელს რამოდენიმე თვეს ატარებს პარიზში, მიდის ბრიუსელშიც. თავს მოხვეული ცხოვრების წესი არ მოსწონთ არც ვაჟიშვილებს.

    ჰიუგოს ლტოლვილობას ერთგულად იზიარებს მხოლოდ ჟიულეტი...

    სახლის ხშირად მძიმე ატმოსფეროსთვის თავის ასარიდებლად ვიქტორ ჰიუგო მიმართავს ბუნებას. საუზმის შემდეგ ის იცვამს ფართო მოსასხამს,იხურებს ფარფლებიან ქუდს და მიდის ყველაზე ხშირად ფეხით სასეირნოდ. 

No comments:

Post a Comment