September 25, 2011

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო-10: ვიქტორ ჰიუგო ნატურალისტი,ბოტანიკოსი,ენტომოლოგი,ორნიტოლოგი და მეტეოროლოგი:,

ჰიუგოს საყვარელი
 კუნძულები ჯერსი
და გერნსი
ის გვატყობინებს რომ 709 წელს ძველმა კატაკლიზმებმა ნორმანდიას მოწყვიტეს მიწის დიდი ნაწილები რომლებიც დღეს შეადგენენ ანგლო-ნორმანდულ არქიპელაგს:" ლა მანშის კუნძულები არის საფრანგეთის მოწყვეტილი და ზღვაში ჩავარდნილი ნაწილები რომლებიც მოაგროვა ინგლისმა...ოდესღაც გერნსი დაკავშირებული იყო ჰერმთან,ჰერმი სარკთან,სარკი ჯერსისთან და ჯერსი საფრანგეთთან. ბავშვი გადააბიჯებდა სრუტეს. როდესაც კუტანსის ეპისკოპოსი გაივლიდა ხოლმე მას რომ ფეხი არ დასველებოდა აგდებდნენ ფიჩხის კონას"(ვიქტორ ჰიუგო,ლა მანშის არქიპელაგი, XX).

შემდეგ ის აღწერს ნიადაგს: გრანიტი სამხრეთით, ქვიშა ჩრდილოეთით, აქ  ციცაბო ფერდობები, იქ დიუნები". სანაპიროზე
კოლექციისთვის ის აგროვებს გულის ფორმის ქვებს. ხაზს უსვამს მიწის ნაყოფიერებას...

წიგნი "ჯერსი და 
გერნსი, ბედნიერი 
როგორც...ვიქტორ 
ჰიუგო"

ტალღებით დაკუწულ სანაპიროებზე მას იზიდავს უცნაური ფორმის კლდეები...ეს ჰიუგოში იწვევს ქაოსის შიშს და ამავე დროს იმდენად იზიდავს მას რომ ის რამოდენიმე დღეს ატარებს კიდევ უფრო ველურ ადგილებში, კუნძულ სარკზე რომელიც მან უკვე ნახა ჯერსიზე ყოფნისას:
„ ეს უზომო კლდე არის საოცრებებით სავსე ერთგვარი ციხე-სასახლე, ეს კუნძული ორ ნაწილად გავს მუცელზე გაწოლილ უზარმაზარ ჰიდრას".პეიზაჟი შემაძრწუნებელი და ფანტაზიის გამღვიძებელია.

31 მაისიდან 8 ივნისამდე ჩანაწერებში ჰიუგო ლაპარაკობს უფსკრულებზე, ნაჭდევებზე,სანგრებზე, ყველაზე შემაძრწუნებელ ადგილებზე (კონტრაბანდისტების მღვიმეები,რვაფეხას კლდე) რომლებიც იქნება "ზღვის მშრომელთა" დეკორი.

ჰიუგო აღწერს უხვ მცენარეულობას, მწერთა,ფრინველთა და ცხოველების მდიდრულ და მრავალფეროვან სამყაროს, ჩვეულებრივ და იდუმალ ატმოსფერულ მოვლენებს...ის ხაზს უსვამს იმას რომ ბუნების სიუხვეს განაპირობებს რბილი და თბილი ჰავა,...
  

No comments:

Post a Comment