September 20, 2011

მიხეილ მჭედლიშვილი: 1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში


ვისაც ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან რაიმე შეხება ჰქონიაარ შეიძლება მეხსიერებაში სამუდამოდ არ აღბეჭდოდა მიხეილ მჭედლიშვილის შთამბეჭდავი პორტრეტიდინჯი, აუღელვებელი, კაცთმოყვარე, ალალმართალი, სამართლიანი, პრინციპული, შეუპოვარი, სამშობლოსადმი უზომოდ შეყვარებული, თავისი ქვეყნის ისტორიის არამარტო ზედმიწევნით კარგად მცოდნე, არამედ მოამაგე და ღირსეული დამფასებელი
მიხეილ მჭედლიშვილი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა უპირველეს
რიგშია, ვინც დისიდენტის უმძიმესი გზა უმწიკვლოდ, უანგაროდ, დაუღალავად, უპრეტენზიოდ განვლო სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ბატონი მიხეილი სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოების წევრი იყო მისი დაარსების დღიდანიგი არცერთ მნიშვნელოვან საკითხს არ ტოვებდა უყურადღებოდ. მისი გამოსვლები იყო ლაკონური, საქმიანი, ანგარიშგასაწევი. სწორედ ამიტომ, მის მოსაზრებებს კონკრეტულ საკითხებზე ყოველთვის ითვალისწინებდა წმ. ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია
 ეთერ მგალობლიშვილი 
სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოების ყოფილი წევრი 
(ეთერ მგალობლიშვილის ეს წინათქმა აღებულია:http://iberiana.wordpress.com/m-mchedlishvil/)

წყარო: http://burusi.wordpress.com/tag/
1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა
და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში
1937 წლის კაცთაკვლარომელიც სტალინმა წამოიწყო მთელი საბჭოთა იმპერიის მასშტაბითყველაზე ულმობელი და ყველაზე ბოროტული ქმედება იყორაც კი ჩაუდენია ნებისმიერ ტირანს კაცობრიობის ისტორიაშისტალინისა და მის გარშემო შემოკრებილი ხროვის მიერ შეთითხნილი ბრალდებითრომ თითქოს „მოღალატეთა და
მავნებელთა“ დიდი წრე მოქმედებდა საბჭოთა სისტემის დასამხობადგამოუძიებლად და გაუსამართლებლად იხვრიტებოდაანდა ციმბირის ყინულეთში სამარდებოდა მილიონობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი – განსაკუთრებით მაღალი დონის ინტელიგენცია და მათ შორის გამრჯე და გონიერი მუშა და გლეხივინც ოდნავ ხმას იღებდა უსამართლო შრომითი ანაზღაურების გამოუგასამრჯელო შრომით ბეგარაზე და უუფლებო პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

მაგრამსტალინის მიერ წამოწყებული ეს ვანდალური აქცია მარტო იმ მხრივ როდი იყო უდიდესი ბოროტებარომ ტყუილ-უბრალოდ ისპობოდა უამრავი ხალხიარამედ იმ მხრივაცრომ მას თან სდევდა საზოგადოების არნახული ზნეობრივი გახრწნარომლის თაოსანიც კვლავ სტალინი გახლდათაირითიიმ დროს ხელისუფლებამ დაუშვა ასეთი ბრძანებულება – დაეპატიმრებინათ ყველა ეჭვმიტანილირითაც მთელი საზოგადოება გადაჰკიდა ერთიმეორესსარფი მიეცა მაბეზღრობას – განაწყენებულ მეზობელთა და თანამოსამსახურეთა შორის ურთიერთ ანგარიშსწორებასიმ დროსროგორც ითქვაეჭვმიტანილის ბედს სწყვეტდა არა სასამართლოარამედ ჯალათების „ტროიკა“. საკმარისი იყო მათთან მისულიყო მეზობელზე განაწყენებული მეზობელი და განეცხადებინა – ეს კაცი მთავრობას ლანძღავსოან თუნდაც მიეტანა თავის მიერვე ტუალეტში ნახმარი გაზეთის ნახევისადაც სტალინი იყო გამოსახულიეს უკვე საკმარისი იყორომ წირვა გამოეტანათ იმ კაცის მიმართ.

ხელისუფლება ხელს უწყობდა მაბეზღრობას სხვა მხრივაცცეკას სხდომებზე და სხვა ფორუმებზე აიამგვარ ბრალდებას უყენებდნენ და მაბეზღრობისაკენ მოუწოდებდნენ თავისთვის პატიოსნად მყოფ მუშაკებს – „თუ შენ პარტიისა და ხელისუფლების ერთგული ხარრატო ერთი „მავნებელი“ მაინც არ გიმხელიაო?!“ და ისიც იძულებული ხდებოდა „ჩაეშვა“ სრულიად უდანაშაულო კოლეგაკერძოდასე „ჩაუშვეს“ ცნობილი რეჟისორი სანდრო ახმეტელი მისივე კოლეგა მსახიობებმა და ასეთივე მაბეზღრობით ყრიდნენ ერთიმეორეს ციხეებში შიშით შეძრული ადამიანები სხვადასხვა ორგანიზაციებშირათა ეხსნათ საკუთარი სიცოცხლე კომუნისტი-ჯალათებისაგანდა ესსაზოგადოების გამხრწნელი პოლიტიკამომდინარეობდა სწორედ იმ კაცისაგანვისაც დღემდე ვერ შელევია ქართველი ხალხის ერთი ნაწილი.

დიახყველა აღნიშნული ბოროტებანი რომ კრემლიდან მომდინარეობდა, [169] აითუნდაც ერთი ასეთი მაგალითისტალინის სიკვდილის შემდეგ, 1955 წელს თბილისში გამართულ სასამართლო პროცესზე საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი რუდენკო ეკითხება საბრალდებო სკამზე მჯდომ რუხაძესრატომ ხვრეტდით უდანაშაულო ადამიანებსრუხაძე მიუთითებს კრემლის ხელისუფლებაზე და პასუხობსმიბრძანებდნენ და ვხვრეტდიგიბრძანებენ და დამხვრეტთუბრძანებენ და დაგხვრეტენმართლაცდახდებოდა რაღაც გაუგონარი საშინელებანიმთავრობის მოხელენი ჯერ თავად აწამებდნენ და ხვრეტდნენ ეგრეთწოდებულ „მავნებლებს“, ხოლო შემდეგზემდგომი ხელისუფლება თვით ამ დამხვრეტებს ხვრეტდა.

ამ ვითარებაში დაიხვრიტნენ არა მარტო საუკეთესო ქართველი ინტელიგენცია – მწერლებიმეცნიერებიკულტურის მუშაკებიარამედ ისინიცვინც საბჭოთა ხელისუფლებას ერთგულობდა დაკერძოდ, 1921 წელს წინ მოუძღოდა საქართველოში სტალინის მიერ შემოსეულ რუსულ არმიებსრა მიზანს ისახავდა სტალინი მსოფლიო ისტორიაში ჯერ არნახული ასეთი მასობრივი რეპრესიებით?
1. მოესპო კრიტიკულად მოაზროვნე ინტელიგენცია და დაეთრგუნა მშრომელი ხალხირომ ხმის ამოღება ვეღარავის გაებედა მონურ ყოფაცხოვრებაზე;
2. რევოლუციაში მონაწილე და იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი დიდი ავტორიტეტების ჩამოცილებით ერთპიროვნული დიქტატორი გამხდარიყომთელი „რევოლუციური მონაპოვარი“ თავისი პერსონისათვის მიეწერა (ამ შემთხვევაში გამონაკლისი იყო ლენინიიგი დასაყრდენად სჭირდებოდა), ხოლო მათ ადგილზე დაწინაურებული ზეინკლებისა და მეთუნუქეების წრეში დიდ გენიოსად წარმოჩენილიყო;
3. მასიური დაპატიმრება-გადასახლებების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ციმბირის მშენებლობათა უზრუნველყოფა უფასო მუშახელით.
სტალინი ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ყოველგვარ ავანტიურაზე მიდიოდაასე მაგალითადჯერ თვითონ მოუღო ბოლო იმ დროს დიდი ავტორიტეტის მქონე კიროვსროგორც სახელისუფლო მეტოქესხოლო შემდეგეს მკვლელობა ოპოზიციას – ბუხარინსრიკოვსზინოვიევსკამენევს… დააბრალა და ყველანი ამოხოცააქედანვე ჩაეყარა საფუძველი 1937 წლის გენოციდს.

მაგრამ არ იქნება სწორირომ სტალინის მიერ ადამიანთა ეს გრანდიოზული ხოცვა-ჟლეტა მარტო ხალხის დათრგუნვისა და ძალაუფლების მონოპოლიზაციის სურვილით ავხსნათამას არანაკლებად განაპირობებდა მისი მიზანთროპულ-ვამპირული სულიცმისთვის უცხო იყო სიყვარულისიკეთეშეცოდებაგულმოწყალებალმობიერებადანდობასამაგიეროდმის სულში უხვად იყო ჩაბუდებული ღვარძლიშურისიძულვილიბოროტებათვალთმაქცობავერაგობაულმობელობა,სადიზმიკარიერიზმი… იგი ტკბებოდა ოპონენტების მიმართ შურისძიებითმათი წამებით დასაერთოდადამიანების სისხლისღვრითსტალინის იდეალი იყო ენახა მსოფლიო მის ფერხთა წინაშე გართხმული, [170] დაბეჩავებულიდაგლახაკავებულიადამიანთა მთელი მოდგმა რობოტად ქცეული და თანაც მასზე მლოცველი.

აქედან გამომდინარეისმის კითხვავინ იყო სტალინი თავისი გვარტომითასეთი მძულვარებით რომ იყო აღვსილიჯერ საერთოდ მთელი ადამიანთა მოდგმისა და განსაკუთრებით-კი საქართველოს წინააღმდეგსტალინის გენეალოგიური ვინაობა ზუსტად წარმოაჩინა ორმა დიდმა ქართველმა მწერალმა – მიხეილ ჯავახიშვილმა და გრიგოლ რობაქიძემმიხეილ ჯავახიშვილმა ეს გააკეთა ლიტერატურული შეფარვით თავის შესანიშნავ რომანში – „ჯაყოს ხიზნები“, რასაც ჩემი აზრითშეეწირა კიდეც (ანდრე ჟიდის საკითხიაქ მხოლოდ დამატებით ფაქტორად
შეიძლება ჩაითვალოს). ამ რომანში წარმოდგენილი პერსონაჟები – ჯაყომარგო და თემური – ასე უნდა აღვიქვათჯაყო ჯივაშვილი – ეს იგივე ჯაყო ჯუღაშვილიარომელმაც გათელა უსუსურ მდგომარეობაში მყოფი – მარგოს სახით წარმოდგენილი საქართველოხოლო თემურიესაა ენაბლუ და ოჩოპინტრე ჟორდანიარომელმაც ვერ დაიცვა საქართველო ველური ძალისაგან და უცხოეთში გაძევებული კვლავ ელოდარომ დაიბრუნებდა საქართველოს პრემიერობასამას გულისხმობს რომანის ბოლო ფრაზაც: „ახლაც ელის ნაქმარევი ნაცოლარს“.

რაც შეეხება გრიგოლ რობაქიძეს – მან თავის რომანში – „ჩაკლული სული“ – პირდაპირ დაგვისახელარომ სტალინის მამა ბესოეროვნებით იყო ოსი, – უფრო ზუსტად – ლილოელი ოსიაქედან მოსდგამდა სტალინს ოსური სიჯიუტე და ღრძო ბუნებაახლა კი გავეცნოთ სტალინის რობაქიძისეულ დახასიათებას:
ვიწროსუსტად განვითარებული შუბლი… ჭორფლირომელიც მისი სახის ფერს ციცარს ამსგავსებდანაბიჯებს კატასავით ნელარბილად ადგამდათითქოს სურდა რაღაცას დამალვოდაან ვინმეს შეუმჩნევლად თავს დასხმოდა… ულვაშებში ირონიადაცინვა ჩამალულიყოთითქოს სურდა ეთქვამე ვხვდებირისი დაფარვაც გინდაამ მდუმარე განცხადებას მაღლა აწეული მარცხენა წარბი აძლიერებდა… სიცოცხლის მიმართ მტრულად იყო განწყობილი და ყველგან მტრები ელანდებოდამტრის დასაძლევად ორი რამ არის საჭიროთავდაჭერა და ირონია.
სტალინის თავდაჭერა იოგებისას ჰგავდახოლო მისი ირონია უბადლო იყონელაგაუნძრევლადგულგრილად აღიზიანებდა იგი მოწინააღმდეგესაქეზებდადასცინოდაწყობიდან გამოჰყავდაის ცილისწამებითა და დამცირებით სპობდა თავის მტრებსამაში უმოწყალო და სასტიკი იყომისი ცივი ჭიხვინა ჩაცინება ხანდახან მკაცრნაწყვეტ-ნაწყვეტ სიცილში გადადიოდა… მის ხასიათში იმთავითვე რაღაც უცხო გვარის ბოროტი თესლი ბუდობდა… ახლა არავისთან იყოარ ჰყოლია არც ერთი მეგობარირადგან ასეთი ვინმე – მეგობარიც რომ ყოფილიყო – სამუდამოდ მის ქვეშევრდომად უნდა დარჩენილიყო… აშკარად სტანჯავდა სამყაროს მრავალფეროვნებამეტიცთვით სიცოცხლის ატანა არ შეეძლომკრეხელურად ოცნებობდა ნგრევაზერათა თავისი გამანადგურებელი თვითნებობა გამოეცადა და გაეტარებინა… ის დაშორდა ღმერთს და თავაშვებულ მმართველად აღზარდა თავიის ყველგან ცუდს ხედავდადა სადაც კეთილს შეხვდებოდადამცინავად იღიმებოდაცივსისხლიანი სასტიკად უმოწყალო გახდაერთხელ ერთ შუკაში წიწილას ფეხი დააბიჯაოჰყვებიანწიწილას ცალი ფეხი მოსტყდა და წივილით გაფრთხიალდასტალინი დაეწია და მთლად გასრისა. „შენ მაინც აღარ ივარგებ“, დაიყვირა უცნაური მრისხანებით“ (იხგრრობაქიძეჩაკლული სულისტალინის ჰოროსკოპი).

ვფიქრობარ იქნება მკითხველისათვის ინტერეს მოკლებული ერთი დეტალიც სტალინის პიროვნების ირგვლივრომელიც პირადად მე მომისმენია სტალინის თანაკურსელისაგან გორის სასულიერო სასწავლებლიდან . ეს კაცი გახლდათ სოფანაგაში მცხოვრები ახმეტელაშვილების (იგივე ახმეტელიერთ-ერთი ძმარომელიც ამ სოფლის მღვდელი იყოიგი ყვებოდა: „თავისუფალ დროს მოსწავლეები ხშირად გავდიოდით მდინარე ლიახვის საპანიროზეზოგი ბანაობდაზოგი ლახტაობდა და სოსო კი მეტწილად კაკანათით ბეღურების ჭერით ერთობოდადაიჭერდა ბეღურასდაპტკვნიდა ცოცხლებსდასხამდა ამ დასისხლიანებულ ბეღურებს და მათი ცქერით ტკბებოდაო“.

სტალინიროგორც ვიცითბავშვობის წლებიდან ქართველ კაცად მოევლინა საქართველოს სოსო ჯუღაშვილის გვარ-სახელით და როგორც ცნობილია (ამას მწერალი გრრობაქიძეც გვახსენებს), პატრიოტულ ლექსებსაც თხზავდა საქართველოს მიმართკერძოდყოველმა ქართველმა იცის მისი ლექსი – “დილა“. მაგრამმას შემდეგრაც იგი რუსეთში გადასახლდა და იქ საკმაოდ პრესტიჟულ კარიერას მიაღწიაახლა უკვერუსი ხალხის გულის მოგების მიზნითთავი რუსეთის მოქალაქედ გამოაცხადა და მშობლიურ ენადაც რუსული აღიარამაშრა გამოდისკაციჯერ მამით ოსიმერე ქართველი თავისი გვარ-სახელითბოლოს კი – რუსიმაშვინ იყო სტალინი თავისი გენეალოგიითყოველ შემთხვევაშიროგორც სავსებით მართებულად ასკვნის მწერალი გრიგოლ რობაქიძე – „სტალინი მხოლოდ იმდენად იყო ქართველირამდენადაც საპირისპირო პოლუსი იყო ქართველობისა“ (იქვეგვ. 94).

მართლაცდასტალინი არაფრით არ ჰგავდა ქართველსმასში სავსებით გამორიცხული იყო ყველა ის თვისებარაც ქართველს ახასიათებსკეთილშობილებამოყვასისადმი სიყვარულიმიმტევებლობასიბრალულიმტრისადმიც-კი რაინდული დამოკიდებულება და სხვიგიროგორც ითქვათავისი ჯიუტი და ღრძო ხასიათით ოსებს მართლაც ჩამოგავდამაგრამ როგორც პოლიტიკური მოღვაწესტალინი ზუსტი ასლი და გაგრძელება იყო რუსეთის ტირანი მმართველებისა – ივანე მრისხანისაპეტრე პირველისანიკოლოზ პირველისაარაკჩეევისახოლო ნომერ პირველ ჯალათს – ვლადიმერ ლენინს ხომ სულიერ ძმად ერგებოდაამიტომსტალინი სავსებით მართალი იყო ბოლო დროს თავი რომ რუსად გამოაცხადა და მშობლიურ ენადაც რუსული ენა აღიარაამიტომ, „თუ ვინმეს მართებს სტალინი ადიდოს და მას თაყვანი სცეს – ეს რუსეთიამან შექმნა უკიდეგანო რუსეთის იმპერია ბუდაპეშტიდან პეკინამდე და ბერლინიდან ვიეტნამამდე. [172] მართალიაიმპერიულმა ამბიციამ რუსეთი დაამშიაგააღატაკა და დააქციამაგრამ ასეთ განდიდებას მსხვერპლი სჭირდებოდა“ (ალპაპავაიქვე). ფიქრობარ იქნებოდა ინტერესმოკლებული ხალხთა ხოცვა-ჟლეტის იმ მასშტაბების დაფიქსირებარაც ამ იმპერიის შექმნასა და განმტკიცებას დასჭირდაჯერ საერთოდ საბჭოთა იმპერიაშიდა კერძოდ კისაქართველოში.

აირა ცნობებს გვაწვდიან იმ ხანის მომსწრენი და საქმეში ჩახედული ცნობილი ადამიანები ამ ვანდალიზმის შესახებგანსაკუთრებით საინტერესოა ის პარალელებირომელსაც გვთავაზობენ ისინი ერთის მხრივ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ სისხლისღვრასა დამეორე მხრივსაბჭოთა იმპერიაში და კერძოდ საქართველოში დატრიალებულ კაცთაკვლას შორისამისი ცოდნა საჭიროა განსაკუთრებით იმ ქართველი ფანატიკოსებისათვისრომლებიც ჯერაც ვერ შელევიან საქართველოს უბოროტესი მტრის – სტალინის თაყვანისმცემლობას.

მოვუსმინოთ ჯერ რუსის ცნობილ მწერალს ალექსანდრე სოლჟენიცინს: „რევოლუციამდელ რუსეთში სიკვდილით ისჯებოდა დაახლოებით 17 კაცი წელიწადში“. ეხლა მოვუსმინოთ „ჩეკას“ ანგარიშსრომელსაც აბარებს მთავრობას თავისი „რევოლუციური მუშაობის“ შესახებ 1918-1919 წლებში (ლენინის მმართველობის წლებში). ისინი ბოდიშობენრომ გასამართლების გარეშე ყოველთვიურად მხოლოდ ათასზე მეტ კაცს ხვრეტდნენსაანგარიშო მოხსენების სახით ეს წიგნი ჩეკამ გამოსცა 1920 წელს და ინახებოდა არქივშიჩეკას ამ წიგნით თავისი ერთგულების გამოჩენა აინტერესებდა მთავრობის წინაშემაგრამ რა ძვირფას მასალას აწვდის იგი მომავალ ისტორიას თავისი მხეცობის შესახებამაზე ალბათ არც დაფიქრებულარა თქმა უნდათვეში ათასი კაცის მოსპობა გაუგონარი ბარბაროსობაამაგრამ თუ ავიღებთ სტალინური ტერორის მძვინვარე წლებს (1937-1938 წწ.), ეს ციფრი უკვე ისეთ დონეს აღწევსრომ მსოფლიო ისტორიაში ძნელია იპოვო მშვიდობიანი ხალხის ჟლეტის სხვა ამგვარი მაგალითიაღნიშნულ ორ წელიწადში დახვრეტილთა რაოდენობა რომ გავყოთ თვეებზემივიღებთ 40-ათასზე მეტ დახვრეტილ კაცს ყოველ თვეში!!!

ამასთან დაკავშირებით მე გაგახსენებთრომ შუა საუკუნეებისყველასათვის ცნობილი ინკვიზიციასიმკაცრის წლებში მხოლოდ ათამდე კაცს სპობდა თვეშიაბა დაუკვირდითრამდენად გაუსწრეს წინ კომუნისტებმა ინკვიზიტორებს მშვიდობიანი ხალხის ხოცვა-ჟლეტაშიმაშასადამეთუ ინკვიზიცია თვეში სპობდა 10-მდე კაცსკომუნისტებმა ჯერ იგი 1000-მდე გაზარდესხოლო შემდეგ თვეში 40-ათასს გადააჭარბესამასთანინკვიზიცია სიკვდილით სჯიდა მხოლოდ იმ პირებსვინც ებრძოდა სახელმწიფოში გაბატონებულ კათოლიკურ სარწმუნოებასკომუნისტები კილენინურ-სტალინური ტირანიის წლებშიადამიანებს იჭერდნენხვრეტდნენანდა ციმბირში ასახლებდნენ მარტო იმისათვის, [173] რომ იგი იყო ნათავადარი ან მღვდელიხოლო ხშირად უწიგნურ გლეხსაც არ ინდობდნენ შიმშილის გრძნობის გამომჟღავნებისათვისაც კი…“ (ალსოლჟენიცინიამერიკის პროფკავშირების წინაშე წარმოთქმული სიტყვიდან).
ახლა აირა ცნობებს გვაწვდის ალპაპავა იმ მსხვერპლის შესახებასევე წარსულ ბოროტებასთან პარალელის გავლებითრომელიც სტალინმა დაატეხა საქართველოს სამი წლის მანძილზე: „1936-37-38 წლებში 2,5 მილიონიანმა საქართველომ 268-ათასი ადამიანის მსხვერპლი გაიღოამასთანდიდი ნაწილი საზოგადოების ნაღები იყოშეადარეთმთელ ევროპაში 400 წლის მანძილზეროცა იქ ინკვიზიციის კოცონი გიზგიზებდამხოლოდ 80-ათასამდე ერეტიკოსი აწამესსაქართველოში კი 2,5 მილიონმა მოსახლეობამ სამი წლის ანძილზე 268- ათასი ადამიანი დაკარგა.
სტალინის უგუნური თაყვანისმცემლები ასეთ სისულელესაც კი როშავენთითქოს სტალინმა ბევრი რამ არ იცოდამას იაგოდაეჟოვი და ბერია ატყუილებდნენოჭეშმარიტად რა უბადრუკი არგუმენტიაჯერ ერთირა გენიალური ხელმძღვანელი ხართუ მილიონებს გიხვრეტენ და შენ ეს არ იციმეორეცრა ხელქვეითები გყავს ისეთებირომლებიც არაფერს გეკითხებიან და თვითნებობენ.
არაბატონებოსტალინმა ყველაფერი იცოდაყველაფერი მისგან მოდიოდა დაუწინარეს ყოვლისაგლობალური ტერორის პირდაპირი და უშუალო ავტორიორგანიზატორიგამტარებელიც და თეორეტიკოსი თვით იყორასაკვირველიაყოველი ცალკეული პიროვნების დაპატიმრებისა და დახვრეტის სანქციას სტალინს არ თხოვდნენმაგრამ მასობრივი რეპრესიების აუცილებლობა მისი თეორიიდან მოდიოდა და მისი დირექტივებიდან გამომდინარეობდახოლო ზოგიერთების დასჯის შესახებ განკარგულებას პირადად იძლეოდაასეთებს შორის იყვნენ მდვიანი და ტოროშელიძეც სხვა მრავალ მოღვაწეებთან ერთად…“ (ალპაპავაიქვე).
თუმცააქვე ისიც უნდა ითქვასრომ ტოროშელიძის მსგავსი პირებირომლებიც სტალინურ ტირანიას ემსხვერპლნენროდი არიან ისტორიის მიერ შეწყალების ღირსნიპირადად ტოროშელიძე ის კაცი იყოსხვა დანარჩენ რეტროგრადებთან ერთადვინც ილიას საფლავშიც არ ასვენებდა და თვით კომუნისტი-რეაქციონერიპირიქითილიას ნათლავდა რეაქციონერად წარსული დიდების „იდეალიზაციის“ ბრალდებითრასაც თვითონ ხელაღებით უარყოფდა და ქართული ცივილიზაციის ბურჯებად „პროლეტკულტელებს“ მიიჩნევდაამიტომსაქართველო უნდა მისტიროდეს სამშობლოსათვის წამებულ მამულიშვილებს და არა იმათმგლების ბუნებიდან გამომდინარეკომუნისტებმა კომუნისტები რომ დაჭამეს.

ზემოთ ითქვა და კვლავაც ვიმეორებთ – უბედურება მარტო ის კი არ იყორომ 1924-1937 წლების ამბებმა უამრავი ქართველის სიცოცხლე შეიწირამთავარი ისაარომ სტალინმა მოუსპო საქართველოს უმთავრესად ნაღები ფენა – ზნემაღალინიჭიერიგანათლებული და [174] სამშობლოსადმი პატრიოტულად განწყობილი ელიტარითაც საქართველოსროგორც ერთიან ეროვნულ ორგანიზმს თავი წააცალახოლო მათ ნაცვლად ქვეყანას მეთაურებად მოევლინენ სამშობლოს უარმყოფელი კოსმოპოლიტებიუპრინციპო და სინდისგარეცხილი კარიერისტები – ისეთებირომლებიც სამშობლოს კი არასაკუთარ დედასაც კი გაწირავდნენ პირადი ბედნიერებისათვისმათი მიბაძვით ცხოვრების ნორმად იქცა – ურთიერთ მაბეზღარობაცილისმწამებლობაქურდობაგამომძალველობამექრთამეობამომხვეჭელობაყალბისმქნელობაამან კი კატასტროფულად დასცა ერის ზნეობაცნობილი ამბავია – უზნეო კაცსარც დედა სწამსარც მამაარც ერიარც ბერი და არც სამშობლოისიც ცნობილიარომ ზნემაღალი ერი კიდევაც რომ დაიმორჩილოს მტერმავერ დაამონებსვერ გადააგვარებსამიტომ იყორომ ყოველ დამპყრობელს შორისყველაზე ვერაგმა – მეფის რუსეთმა ჩვენი ქვეყნის დაპყრობისთანავეყველაზე მძაფრი იერიში ქართულეროვნულ ზნეობაზე მოიტანაიგივეს მიმართეს ამჯერადაც კომუნისტურმა ხელისუფლებამმათ ცხოვრებიდან გარიყეს პატიოსანიალალმართალი და სამშობლოს მოყვარული ადამიანებიხოლო მათ ადგილზე წამოწიეს – გაიძვერათაღლითი და ეროვნების უარმყოფელი გარეწრები.

ეს მოხდა არა მარტო მმართველ ორგანოებშიარამედ ელიტარულმ დაწესებულებებშიც – უნივერსიტეტშიმწერალთა კავშირში და სხვაგანუნივერსიტეტიდან გამოაძევეს მისი დამაარსებელი და დიდი მოამაგე ივანე ჯავახიშვილიმწერალთა კავშირში ერთის მხრივ შეზღუდეს სახელოვანი მწერლებიხოლო მეორეს მხრივ სარბიელი მისცეს ახლებურად მოაზროვნე მუშა პოეტებსანუ „პროლეტკულტელებს“. ესენი იყვნენ – სანდრო ეულიკალე ფედოსიშვილიალიო მაშაშვილიკარლო კალაძეკონსტანტინე ლორთქიფანიძეიაკინთე ლისაშვილინაროუშვილი და სხვებიაი კერძოდის „ოქროს ფონდი“, რომელიც „პროლეტკულტელ“ პოეტთა შორის ზოგიერთმა მათგანმა დაგვიტოვააირას გვიწერს მაგალითად კალე ფედოსიშვილირომელსაც არც პოეტი ეთქმოდა და არც ადამის მოდგმის შვილობა თავისი კანიბალისტური სულით:
მე მოვკლავ დედასდავახრჩობ მამას,
თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას…“
ახლა მოვუსმინოთ მეორეს – კონსტანტინე ლორთქიფანიძესრომელიც დღესაც ამყრალებს დიდუბის პანთეონის წმინდა სავანესიგი ერთ ტაფაში აქცევს ერეკლე მეორეს და ქართველთა სისხლისმსმელს – აღა-მაჰმადხანს ასეთი სიტყვებით:
რად მინდა სამშობლოჩემთვის ერთია ერეკლე მეფე და
აღა-მაჰმად-ხან“. [175]
მაგრამ კიდევ უფრო ამაზრზენი ის არისრომ ეს ბოროტი სული ერთერთ თავის ლექსშირომლის სათაურია „საბარგო ავტომობილი“, ქებადიდებას  ასხამს და უმღერის მანქანასრომელსაც 20-იან წლებში „რევოლუციისათვისს ღალატის“ ბრალდებით დასახვრეტად გადაჰყავდა სრულიად უდანაშაულო ხალხი და წინასწარ გამზადებულ თხრილში ჰყრიდნენ და მარხავდნენ ცოცხალ-მკვდარ დაჭრილებსაიეს ლექსიც:
„… ახლაც გმირი ხარტყვიით დატენილს
არ შეგიცვლია ნაბიჯი გზიდან,
რევოლუციის მოღალატენი
შენ დასახვრეტად გადაგიზიდავს.“
(იხვახტანგ გურგენიძეჯვარს ვაცვით ილიაგვ. 32).
აირა ხალხი მოვიდა რუსთაველისსულხან-საბასგურამიშვილისბარათაშვილისილიასაკაკისგოგებაშვილის და ვაჟას ადგილებზექართული ეროვნული მრწამსისა და საუკუნეთა მანძილზე გამომუშავებული უმაღლესი და უწმინდესი ზნეობის დასასამარებლად და ნაცვლად სამშობლოსა და თვით მშობლების უარმყოფელიმანქურთული იდეოლოგიისა და საზოგადოების გამხრწნელი უზნეობის დასამკვიდრებლად.

როგორც ზემოთ ითქვამათ უპირველესად ილიაზე მიიტანეს იერიშიროგორც პატრიოტული იდეოლოგიისა და ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის თაოსანზემიუხედავად იმისარომ იგი სწორედ ამ მანქურთებმა მოკლესმკვდარსაც არ ანებებდნენ თავსთვით მისი ეროვნული იდეოლოგიის აღმოსაფხვრელადჩვენი ქვეყნის სათავეში სისხლით მოსულმა და დამკვიდრებულმა მახარაძემ და მისმა ბანდამ ილიას ლამისაა საფლავიდან ამოგდება დაუპირესდააიამ დროსმას „მფარველად“ მოევლინაერთ დროსბახვის შეკრებაზე ილიას მოკვლის გადაწყვეტილებაზე ერთ-ერთი მომხრე და ხელის მომწერი – იოსებ სტალინირატომრა მოხდა?!

ზოგი მათგანი ამას სტალინის სამართლებრივი მიდგომით ხსნისრისი მიხედვითაც ილია შესაფერისად უნდა დაფასებულიყო იმ დიდი ღვაწლის მიხედვითრომელიც მას მიუძღოდა როგორც მწერლობაშიასევე საზოგადოებრივ სარბიელზეეს ბავშვური გულუბრყვილობაასტალინიროგორც ყოველთვისამ შემთხვევაშიც მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობდასტალინის მხრივ ილიას რეაბილიტაციის მოთხოვნარაც მან საქართველოს ცეკას წაუყენაგანპირობებული იყო ორი უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორითდავიწყოთ პირველიდანროცა ოქტომბრის კონტრრევოლუციური გადატრიალების შემდეგ დასავლეთ ევროპაში გახიზნულმა რუსის ინტელიგენციამლენინის სიკვდილისა და სტალინის გაბელადების შემდეგ განგაში ატეხა ემიგრანტულ პრესაშირომ ასმილიონიან რუსეთს კავკასიელი ველური დააჯდა თავზეოსტალინი იძულებული გახდა უძველესი ქართული კულტურის წარმოჩენით ეს ბრალდება გაებათილებინა. [176]

იძულებულიოვამბობთრადგან სტალინირომელიც მანამდეყოველი ქართველი კომუნისტის მსგავსად, „ფეოდალურისა“ და საერთოდ „კლასობრივის“ ნიშნით უგულებელყოფდა წარსული ხანის მწერლობას და კულტურასრითაცროგორც წარსული ხანის ცივილიზაციის არმქონე ერის შვილიმართლაცპირადად მისი ველურობაც დასტურდებოდა – აიამის გამოდა არა ილიას სიყვარულითგადაწყვიტა სტალინმა მთელი მსოფლიოს წინაშე წარმოეჩინა ორიათასწლოვანი ქართული მწერლობა დიდი ილიას მრავალმხრივი მოღვაწეობის თანჩათვლითეს კი შეიძლებოდა მწერალთა საკავშირო ყრილობაზერომელიც 1934 წელს გაიმართასადაც უცხო ქვეყნების დელეგაციებიც ესწრებოდნენ.
ოღონდ აქ ერთი გაუგებრობა მოხდასტალინმა ყრილობაზე მოხსენების გაკეთება ტოროშელიძეს დაავალაიგიყრილობის დაწყებამდე გაცილებით ადრე წავიდა მოსკოვში და მოხსენების ტექსტი სტალინს წარუდგინაამ ტექსტშიროგორც წესიგალანძღული იყო წარსული მწერლობა ილიას ჩათვლით და მთელი ყურადღება გადატანილი იყო „პროლეტკულტელ“ მწერლობაზესტალინმა ტექსტი დაუწუნა და სასწრაფოდ უკან დააბრუნა დავალებით – ყრილობაზე წამოეწია მთელი მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობაილია ჭავჭავაძის ჩათვლითეს დავალება შესრულდაყრილობაზე საქართველო წარმოჩენილი იქნა როგორც უძველესი ცივილიზაციის ქვეყანამოხსენების ეს ტექსტიროგორც ამბობენინგოროყვას შეუდგენია.

ესრაც შეეხება რუსი ემიგრანტული ინტელიგენციის წინაამდეგ მიმართულ საპასუხო ღონისძიებასმაგრამ ქართულ-ემიგრანტულმა ინტელიგენციამ კიდევიქაურ ქართულ პრესაშიილიას მკვლელობის ირგვლივ დაიწყო მამხილებელი მასალების გამოქვეყნებათვით საქართველოშიც ხომ არ წყდებოდა ამ თემაზე მითქმა-მოთქმასაქმის ნათელსაყოფად სტალინი საქართველოს ცეკას პირველ მდივანსლავრენტი ბერიას ავალებსრომ სასწრაფოდ დაწერონ წიგნი ილიას მკვლელობის შესახებ და გაასამართლონ კიდეც დამნაშავე პირებიბერია კი თავისთან იძახებს კოტე გორდელაძეს და ალექსანდრე სიგუასამცნობს მათ სტალინის დავალებას და თან დასძენს – წიგნს დაწერს გორდელაძეხოლო ალსიგუა დაეხმარება მას საჭირო მასალების მიწვდითოამავე დროს საქმის კურსში შეჰყავს ისინი ასეთი განცხადებით – „მე მიკვირსძალიან მიკვირსრად უნდა სტალინს ილიას მკვლელების აღმოჩენა და გასამართლებაროდესაც მთავარი მკვლელი ერთი ჩემთან პრეზიდენტის სავარძელში ზის – ფილიპე მახარაძე და მეორე კი მას გვერდით უზის – სერგო ორჯონიკიძეო“.
გორდელაძე დოყლაპია აღმოჩნდამან ვერ გაიგოვერც სტალინისა და ვერც ბერიას სურვილირაც ეგებესეც გახდა შემდეგში მისი დახვრეტის მიზეზისაქმე ის გახლავთრომ ალსიგუასბერიას დავალებისამებრგორდელაძისათვის კი გადაუცია საჭირო მასალები ილიას ნამდვილი მკვლელების შესახებმაგრამ მას მაინც შეუტრიალებია ფაქტები და [177] გამოსაცემად დაწერილ ტექსტში ილიას მკვლელებად კვლავაც მეფის „ოხრანკა“ დაუსახელებიაამის გამო ბერიას ტექსტი დაუწუნებია და მისი აქ ყოფნის დროს გორდელაძის ეს წიგნიარც დაბეჭდილა.

აირას გვაუწყებს ამის შესახებ თვით ბატონი ალექსანდრე თავის შესანიშნავ ნარკვევში – „ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე“. „კოტემ თავის კაბინეტში გამომიძახა და დაღონებულმა მითხრა: – მონოგრაფია ბერიამ დამიწუნა და მკაცრად მითხრარომ შენ რეაბილიტაციას უკეთებ ილია ჭავჭავაძის ნამდვილ მკვლელებსერის მოღალატეებსფილიპე მახარაძესსერგო ორჯონიკიძესა და სხვებსმან პირდაპირ მითხრა: – ვინც ასეთ წიგნს დაწერს ილიას მკვლელობაზეროგორც თქვენ დაგიწერიათ, – ის მონაწილეა ილიას მკვლელობაშიდა განაგრძო: – ჩვენ ბევრ საბუთს ვიცნობთ ილიას მკვლელობის შესახებრომელიც სულ მალე ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდებაო.
ცხადზე უცხადესია ერთი რამლავრენტი ბერიას რომ მოსწონებოდა კოტე გორდელაძის მონოგრაფია ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე და მასში გატარებული აზრებიწიგნი ერთ კვირაში დაიბეჭდებოდამაგრამ მან კარგად იცოდათუ ვინ იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელი და მკვლელობის ორგანიზატორი და ამიტომ მონოგრაფია „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“ არ გამოაქვეყნადაიწუნა და საზოგადოებისათვის ცნობილი არ გახდა
ეჭვმიუტანლად შეიძლება ითქვასრომ ორჯონიკიძესა და ბერიას შორის მწვავე ურთიერთდამოკიდებულებას ბევრი რამ ედო საფუძვლადმაგრამ ვფიქრობპირველ იყო ორჯონიკიძის მონაწილეობა ილიას მკვლელობაშირაც ბერიასათვის კარგად იყო ცნობილი, – უნდა მოისპოს ორჯონიკიძეთა გვარი, – ხმამაღლა ჩაილაპარაკა მან და ჩვენც შეშინებულნი გამოვედით მისი კაბინეტიდან“.

ბერიამ მახარაძის განთავისუფლებაც მოინდომა სამსახურიდანროგორც ბატონი ალსიგუა გადმოგვცემსმაგრამ სტალინმა ნება არ დართო (იხალსიგუავინ მოკლა ილია ჭავჭავაძეგვ. 37-40).
ბერიას მოსკოვში გადასვლის შემდეგ შედგა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესი 1941 წელსიმის გამორომ პროცესზე გიგლა ბერბიჭაშვილი ხელს ადებდა ფილიპე მახარაძესროგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორსცეკამ გამოყო ერთი კაცი და ადვოკატ ხონელიძისა და პროკურორის შემადგენლობით ეახლნენ სახლში ფილიპე მახარაძეს საქმეში გასარკვევადფილიპე ავად იყო იმ დროს და ლოგინში იწვაროდესაც მოახსენეს თუ რას ამბობდა გიგლა ბერბიჭაშვილი სასამართლო პროცესზე და ვის ასახელებდა მკვლელობის ორგანიზატორადფილიპეს ეს ფაქტი დაუდასტურებია და უთქვამს:„ჩვენმესამედასელებმაკომუნისტებმადავადგინეთ ილია ჭავჭავაძის მოკვლავინაიდან ილია იყო ერთადერთი დიდი პიროვნებარომელიც ხელს უშლიდა საქართველოში მარქსიზმის გავრცელებასროდესაც ჩვენ ილია ჭავჭავაძის მოკვლა დავადგინეთფრაქციის ყველა წევრმა იცოდა და დადგენილებაზეც ხელი ჰქონდა მოწერილიეს იცოდა თვით სტალინმაცრომელიც მაშინ არაფერს არ წარმოადგენდამან დადგენილებას ხელი [178] მოაწერა და ბაქოში წავიდაახლა კიროდესაც ევროპაში ქართველმა ემიგრანტებმა წერილები დაწერეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებსტალინს უნდა ამ საქმიდან სუფთად გამოვიდეს და ასე უბრძანებია: «Наказать не взирая на должность». მოგეხსენებათრომ ბერბიჭაშვილს არავითარი თანამდებობა არ უჭირავსაქ ჩემზეა ლაპარაკიმე მეხებაო“ (იქვეგვ. 48).

სავსებით სწორად უნდა ჩაითვალოს ფილიპე მახარაძის ბრალდება ილიას მკვლელობაში სტალინის თანადგომის შესახებსტალინმააი კიდევ რა სცენარი მოაწყო ამ ბრალდების გასაბათილებლადმან კრემლშითავის ბინაზე მიიწვია „ძველი მეგობრებიპეტრე კაპანაძესერგო ქავთარაძე (ამ მოგონების ავტორი), ვასო ეგნატაშვილიდა გიორგი ელისაბედაშვილიმოპატიჟებულ სტუმრებს მან სადილი გაუმართარომლის დროსაც სრულიად მოულოდნელად დაუსვა მათ კითხვა: „თქვენი აზრითვინ უფრო დიდი პიროვნებაა – ილია თუ მეო?“ ვინ შებედავდა ილიაოშენო – უთხრეს. „ეჰმე თქვენ მაინც უფრო პირამთქმელნი და გონიერად გამსჯელნი მეგულებოდითო, – ილია ჭავჭავაძეს სამოღვაწეო სამოქმედო ასპარეზი ჰქონდა პატარამისმა გონებრივმა შემართებამ საქართველოს ვიწრო ჩარჩოებში ფრთები სათანადოდ ვერ გაშალაიგი არწივად იყო დაბადებული და საქართველოს ვიწრო შემოგარენში სული მოეხუთათორემ მსოფლიოს პრეზიდენტად გამოადგებოდაო“.

დიდებული შეფასებააილიას რომ შეეფერება სწორედ ისეთიუკეთესს ვერაფერს იტყვიმაგრამეს ხომ იუდას ამბორიაგამიზნული იმ აზრის შესაქმნელადრომ ამ სიტყვების ავტორი როგორ იქნებოდა გარეული ილიას მკვლელობაშიოთორემ აღნიშნულ დადგენილებაზე მის ხელმოწერას რომ თავი დავანებოთსად იყო სტალინიათეული წლების მანძილზეტალახში რომ სვრიდნენ ილიას სახელს და საფლავიდან ამოღებასაც რომ ლამობდნენ ქართველი ბოლშევიკები?
სტალინს თუ ასეთი სიმპათიები ამოძრავებდა ილიას მიმართდა ასე აფასებდა მასრატომ ხმა არ ამოიღო მახარაძისა და მის მსგავსთა გარეწართაგან ილიას დასაცავადვიდრე თვით არ დასჭირდა ქართული ეროვნული მწერლობის ეს უდიდესი ავტორიტეტი რუსი ოპონენტების იმ აზრის გასაბათილებლადრომ იგი კავკასიის ველური ტომის ველური შთამომავალი კი არადიდი რუსთაველისა და დიდი ილიას „გვარ-ტომის“ წარმომადგენელი იყო?!
ასე რომსავსებით საფუძველმოკლებულია ილია ჭავჭავაძისადმი სტალინის გულშემატკივრობაროგორც ზემოთ ითქვასტალინს პირადი „მეს“ იქითარც სამშობლო სწამდაარც ერიარც ბერი და არც საკუთარი მშობელიკაცი რომ საკუთარი დედის დასაფლავებას არ დაესწრებააქედან განსაჯეთთუნდაც მისი ცივსისხლიანობა.
ველური კავკასიელის გვარტომის ბრალდება რომ თავიდან აეცილებინასტალინმა ახლა ის მოითხოვარომ თავისი გვარის ფუძე – ჯუღა-სათვის – ქართული ძირი გამოეძებნათეს საქმე საქართველოს ცკ- ივანე ჯავახიშვილს დაავალა. [179] რა უნდა ექნა დასახვრეტად განწირულ დიდ მეცნიერს – იგი იძულებული გახდა ასეთი ვერსია შეეთითხნარომ თითქოს „ჯუღას“ ძირი კახეთის ერთ-ერთი სოფლის ჯუგაანის სახელწოდებიდანაა წარმომდგარი, – რაცრა თქმა უნდასრული აბსურდი იყო.
სამწუხაროდ, 1937 წლის გენოციდით არ დასრულებულა სტალინის ანგარიშსწორება ქართველი ხალხის მიმართმან ასევერუსეთ-გერმანიის ომშიდანარჩენ რესპუბლიკებს შორისყველაზე მეტი სისხლი კვლავ საქართველოს გაადინარაღაც სამ მილიონიანი საქართველოდან საომრად გაიყვანა 700 000 ქართველი და მათი უმრავლესობა ქერჩის ყველაზე მძიმე და აშკარად მოღალატურ საომარ ფრონტს შეაჟლიტაეს მან წინასწარშეგნებულად გააკეთა აირა გზითუნდა ვიცოდეთრომ საქართველოს სხვათა ომი ამდენი მსხვერპლის ფასად არ დაუჯდებოდაქართველი მეომრებიჩვეულებრივად რუსულ სამხედრო ნაწილებში რომ ყოფილიყვნენ გაფანტულებიამიტომსტალინმა სპეციალურად გამოაცალკევა ქართველი მეომრებიშექმნა მათგან ქართული დივიზიები და მათი უმეტესობა ქერჩში ჩახოცა – რაც ხმელეთზე უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპაარანაკლები ზღვაში ჩაიხრჩოგემებზე მყოფი მეომრებით.

ამ ომშიქართველების მიმართ სტალინის დამოკიდებულების შესახებმკითხველს მინდა მოვუთხრო ერთ ეპიზოდზერომელიც ბატონმა რეზო თაბუკაშვილმა მოუთხრო მსმენელთ ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლისას სტალინის დესპოტობისა და მისი ქართველმოძულეობის საილუსტრაციოდროგორც ცნობილიაჰიტლერმა ბოლო დროს დაშალა ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკები და მათგან შექმნა საბჭოთა კავშირთან მებრძოლი ბატალიონებიერთ-ერთ ასეთ ქართულ ბატალიონს მეთაურად დაუნიშნეს ჩინით კაპიტანითუ არ ვცდებიგვარად ჭიჭინაძეეს კაცი თავის ხელქვეით ქართველებთან ერთად საბჭოთა კავშირის ერთგულები აღმოჩნდნენამ კაპიტანმა როგორღაც მოახერხა და ფრონტისპირა საბჭოთა სარდლობას დაუკავშირდარის შემდეგადაც თავისი ბატალიონით საბჭოთა მხარეს გადმოვიდა და რამდენადაც კარგად იცოდა გერმანელთა ჯარის განლაგებამათ მიერ დაგეგმილი ოპერაციები და საბჭოთა ჯარებთან ერთად გამანადგურებელი დარტყმა აგემეს გერმანელებსქართული ბატალიონის ამ მამაცობის ამბავი საბჭოთა გენერალიტეტმა სტალინს აცნობა და მათი დაჯილდოება ითხოვასტალინმა კი საპასუხოდმათი დახვრეტა ბრძანარაც სისრულეში იქნა მოყვანილიასე ძვირად დაუჯდათ ქართველ მეომრებს საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ თავიანთი გმირობამხოლოდ და მხოლოდმათი ქართველობის გამო.
რუსის ერსროგორც ცნობილიაშოვინისტურ-იმპერიალისტური განწყობა ქვეშევრდომი ერების მიმართ არათუ აკლდა ოდესმეჭარბადაც კი ჰქონდამაგრამ ამ მხრივთვით ლენინის განცხადებითრუსზე უფრო მეტ რუსობას იჩენდნენ გარუსებული „ინოროდცები“ – სტალინიორჯონიკიძეძერჟინსკიმაგალითადვის მოუბრუნდება ენა და იტყვისრომ ლენინი არ იყო რუსის შოვინისტიომაგრამამის მიუხედავადმას [180] არასოდეს დასცდენია სხვა ერებთან მიმართებაში რუსი ერის უპირატესობაზეამაზე მხოლოდ სტალინი ალაპარაკდამისი მმართველობის დროს რუსული შოვინიზმი ისეთ კურიოზულ დონეზე ავიდარომ ისრაც კაცობრიობამ მიაღწია თავისი არსებობის მანძილზე მეცნიერებისტექნიკისა და კულტურის დარგშიყველაფერი რუსის ერს მიაწერესშეიქმნა სასკოლო სახელმძღვანელოები ისტორიაშილიტერატურაშიგეოგრაფიაშიფიზიკაში და სხვ., სადაც ამგვარი გაყალბებით მიეწოდებოდა ცოდნა ახალგაზრდობას.

სტალინმა პირველმა შემოიტანააგრეთვე ცნება „დიდი რუსი ხალხის“ შესახებრამაც კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა რუსულ შოვინიზმსსტალინიმართალიაგანსაკუთრებული მძულვარებით საქართველოს ეპყრობოდამაგრამ საერთოდაც იგი მტრულად იყო განწყობილი იმპერიაში შემავალი არარუსი ხალხის მიმართმისი პოლიტიკა აშკარად იყო მიმართული ამ ხალხის გასარუსებლადთანაცგამარუსებელი პოლიტიკა ინტერნაციონალიზმად ცხადდებოდახოლო პატარა ერების მხრივ თავისი ეროვნული მეობის დაცვა – ბურჟუაზიულ ნაციონალიზმადმაშასადამესულ სხვა იყო სტალინის დამოკიდებულება რუსი ხალხის მიმართ და სულ სხვათუნდაც ისეთი მცირერიცხოვანი ნაციონალურ უმცირესობების მიმართროგორიც გახლავთ ჩრდილოკავკასიელი მთიელები.

აირა შესანიშნავ ანალიზს იძლევა ამ მხრივ ცნობილი ემიგრანტი და გულმხურვალე პატრიოტი ალექსანდრე ცომაია: „მოსკოვმა მოქმედების ორი მიმართულება აირჩიაერთი – რუსების მიმართ და მეორე – არარუსი ეროვნების ხალხთა მიმართ.
პირველ შემთხვევაშიეგრეთწოდებულ დამნაშავეებს სჯიდნენმაგრამ ხალხს ამისათვის ანგარიშს არ სთხოვდნენმეორე შემთხვევაშიცალკეული ადამიანების დანაშაულისათვის მთელი მოსახლეობა სამართლდებოდა… ასე მაგალითად – 1944 წლის თებერვალში სტალინმა ჩაატარა კავკასიელი ტომების – ჩეჩნეთ-ინგუშეთის და ყაბარდო-ბალყარეთის მოსახლეობის გენოციდი იმ მოტივითრომ თქვენი ზოგი წარმომადგენელი კავკასიის კალთებთან მოსულ გერმანელებთან თანამშრომლობდაო და ამასთანტყვედჩავარდნილი თქვენი ჯარისკაცებიცსამშობლოს განთავისუფლების მოტივითგერმანელების მხარეზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენო”.
ბატონი ალექსანდრერუსული არმიის პოლკოვნიკის ტოკაევის მიერ მიწოდებული ცნობებზე დაყრდნობითაირა შემზარავ ფაქტებს გვაცნობს ამ გენოციდის შესახებ: „მთელი მოსახლეობა უეჭველი სიკვდილისათვის იქნა აყრილი და გაგზავნილი ციმბირისა და შუა აზიის საკონცენტრაციო ბანაკებშიჩეჩნეთ-ინგუშეთის 697 400, ყაბარდო-ბალყარეთის – 349 236 და ყარაჩაის – 129 925 ადამიანი… დეპორტაციამდე ენკავედეს ბანდიტებმა მამებისა და ქმრების თვალწინ გააუპატიურეს მათი ქალიშვილები და ცოლები… შემდეგ ჩვეულებრივი მატარებლების მიმოქცევა შეწყვიტესბადრაგი აქვითვინებულ ხალხს მატარებლებთან ერეკებოდა და [181] უწესრიგოდ ყრიდა მათ პირუტყვის ვაგონებშიდედები და შვილებიასევეცოლი და ქმარი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ვაგონებში აღმოჩნდნენციმბირის შორეულ გზაზეპირუტყვის ვაგონებშიზოგი შიმშილით დაიღუპაზოგი გაიყინაასობით ძუძუთა ბავშვი დედებს ხელში ჩააკვდა“ (იხალცომაიარჩეული ნაწერებიგვ. 254-257).

No comments:

Post a Comment