September 20, 2011

მიხეილ მჭედლიშვილი: 1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში

მეორე ნაწილი
ბატონი ალექსანდრე განაგრძობს: „სტალინმა ამ შემთხვევაში მხოლოდ კავკასიელებს და ყირიმელ თათრებს მოუწყო გენოციდი გერმანელებთან მიმხრობის მოტივითთვარა იგივე საქმის ჩამდენ რუსებს როდი აკადრა ეს სასჯელიარადაიგივე არ გააკეთა ათასობით რუსმაგანა ვლასოვი და სხვა გენერლები თავიანთი არმიებით არ გადავიდნენ გერმანელთა მხარეზე და იქიდან არ ხელმძღვანელობდნენ „რუსეთის განმათავისუფლებელ არმიას?“ და განა მთელ რუსეთს აგებინეს ამისათვის პასუხი?“ (იქვეგვ. 258).
სტალინმა მსგავსი გენოციდი მოუწყო საკუთარ სამშობლოს – საქართველოსრაც მისი ღრძო ბუნების კიდევ ერთი გამოვლინება იყოცნობილიარომ კაცობრიობის ისტორიაშიდასაბამიდან დღემდეარცერთ კაცთამჟლეტ ტირანს არ დაუსჯია თავისი მეომარი ტყვედჩავარდნის გამორადგან ყველა მათგანს კარგად ესმოდარომ ტყვეობაში მოხვედრა თვით ომის კანონითაა განპირობებული – სადაც არის ომიგინდა არ გინდაარის ტყვეცსტალინმა კი გერმანელთა ხელში ტყვედჩავარდნა სამშობლოს ღალატად გამოაცხადამან საბჭოთა ჯარისკაცს მიზნად დაუსახა – ტყვედჩავარდნის შემთხვევაში უკანასკნელი ტყვია შუბლში დაეხალაჰოდაიმ მოტივითრომ ქართველ მეომართა შორის ეს არავინ გააკეთასტალინმა ყველა ისინი შუა აზიის უდაბნოში გადაასახლა. 1951 წლის 25 დეკემბრის ერთ ღამეს ლოგინებიდან წამოყარეს ტყვედნამყოფი მეომრები ცოლითა და ბავშვებითჩასხეს ვაგონებში და რამოდენიმე ათასი კაცი ყაზახეთისა და შუა აზიის გადახრუკულ უდაბნოში გადაასახლეს“ (იხლომაშვილისაქართველოს ისტორიაგვ. 175).

ეს იყო გაუგონარი ჯალათობა და ამასთან ქართველი ერის მიმართ აშკარად გამოკვეთილი მტრობარადგან ეს ვანდალიზმი სტალინმასხვა რესპუბლიკებიდან გამორჩევითმარტო ქართველ ხალხს დააწიამეორე და მთავარი აი რა არის – მამამ რომ ფრონტზე ტყვედჩაარდნის დროს უკანასკნელი ტყვიით თავი არ მოიკლააქ ცოლი და შვილი რა შუაში იყვნენ?!
იმ თვალსაზრისითრომ ეგებ გონზე მოვიდნენ სტალინის ფანატიკოსი მკითხველებითავს ნებას მივცემამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით მკითხველს მოვუთხრო თუნდაც ერთ ასეთ გულშემძვრელ ეპიზოდზეჩვენი ოჯახის მეზობლადსოფელ ანაგაში ცხოვრობდნენ გოშნიაშვილების დიდი სანათესაოამ ოჯახის შვილი – ალექსი გოშნიაშვილი გახლდათ ტექსელის ცნობილი აჯანყების მონაწილემაგრამ იმის გამორომ მანამდე ტყვედ რატომ ჩაუვარდი გერმანელებსოარც ის დაინდეს ჩეკისტებმა და ისიც გადაასახლეს შუა აზიის უდაბნოში თავისი ოჯახით – 3-წლის გოგონას ჩათვლითნათესავები შეეხვეწნენ ჩეკისტებს – თუ შეიძლებაეს ბავშვი [182] დაგვიტოვეთჩვენ გავზრდითოარაოუთხრეს – ნაბრძანები გვაქვსმთელი ოჯახი უნდა გადასახლდესოგზაზე ბავშვს ტირილი დაუწყიაკუკლა დამავიწყდაოჩეკისტებმა გულმოწყალება გამოიჩინესუკან შემოაბრუნეს მანქანადედამ კუკლა გამოუტანადააწყნარეს ბავშვი და გაუყვნენ გზას.
1955 წელსროცა ამნისტია გამოცხადდაეს ოჯახიც დაბრუნდა უკან იმ გოგონას გარეშე და აირა გვიამბესკონტინენტური ჰავის პირობებშისადაც დღე გაუსაძლისი სიცხეა და ღამე კი ძლიერი სიცივეღია ცის ქვეშ დაგვყარეს ალყაშემორტყმულებიომიწაზე მწოლიარე ბავშვი გაგვიცივდაანთება დაემართაუწამლობის გამო დაგვეღუპა და იქვეუდაბნოში დავმარხეთო.

აივის ეთაყვანებიან კვლავაც ზოგ-ზოგი ფანატიკოსებიდა ჩვენდა სამარცვინოდაივისი სახელობის პოლიტიკური ორგანიზაცია აქვთ შექმნილი ტვინნაღრძობ ქართველებს.
სტალინმა კი იძია შური სამშობლოში დაბრუნებულ ტყვეებზე და მათ ოჯახებზემაგრამ უფრო მეტად ბოღმავდა იმ ტყვეთა მიმართ შურისძიებავინც არ ისურვა ჯალათური რეჟიმის ქვეყანაში დაბრუნება და უცხოეთში – ინგლისშისაფრანგეთში დარჩაქართველ ტყვეთა გადმობირების მიზნითდასავლეთ ევროპაში გაიგზავნენ ცნობილი ორატორები – პეტრე შარიასერგო ქავთარაძე და სხვებიმათი შეხვედრა ტყვეებთან მოეწყო ხელებგაწვდილი მშობლებისა და ცოლ-შვილის ამსახველი პორტრეტებითა და ლოზუნგებით მორთულ სპეციალურად შერჩეულ კინო-თეატრების დარბაზებშიგაქნილი ორატორები გულისამაჩუყებელი სიტყვებითცრემლების ფრქვევით არწმუნებდნენ მათრომ არათუ პასუხს მოთხოვდნენ ტყვედჩავარდნის გამოარამედ „მშობლიური საბჭოთა მთავრობა“ გულში ჩაიხუტებდა ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებში ნაწამებ ტყვეებსსამწუხაროდდაგებულ ანკესს ბევრი წამოეგოშემოვიდნენ თუ არა საბჭოთა კავშირის საზღვრებში, „მშობლიურმა სტალინმა“ ისინი ციმბირში გაამგზავრა.

ჯერი მიდგა ახლა პოლიტიკურ ემიგრანტებზესტალინმა ახლა მათი დასჯა გადაწყვიტა საბჭოთა რეჟიმის ზურგშექცევისათვისმათ გადმოსაბირებლად კვლავ გაიგზავნენ სერგო ქავთარაძეშალვა ნუცუბიძე და სხვებიმართალიაქავთარაძემ ვერ დაიყოლია ნოე ჟორდანია საბჭოთა საქართველოში დაბრუნებაზეხოლო გრიგოლ რობაქიძემ ახლოსაც არ გაიკარა შალვა ნუცუბიძე (ეს მისი პირადი ნაამბობია), მაგრამ ზოგის მოტყუება მაინც შეძლესმშობლიურ მიწას დანატრებულებსსტალინმა ციმბირში ამოხადა სული.
სტალინი მაინც ვერ გაძღა ქართველთა სისხლითიმავე წელსროცა მან ქართველ ტყვეთა ოჯახები შუა აზიაში გადაასახლაქართველი ინტელიგენციისა და პოლიტიკურ მოღვაწეთა გასაჟლეტად „მეგრელთა საქმე“ შეთითხნამეგრულ ელიტას ბრალი დასდო – თქვენ გინდოდათ საბჭოთა კავშირიდან საქართველოს ჩამოცილება და მისი თურქეთთან შეერთებაოამ ცრუ ბრალდებით უამრავი ხალხი ციხეში ჩაყარადაიწყო [183] მათი ბარბაროსული წამება „გამოსატეხად“. ეს ის დრო იყოროცა სტალინი ბერიას ახლოს აღარ იკარებდაროგორც სჩანსმისი სურვილი იყოწამებით გატანჯულ პატიმარ მეგრელობას ბრალდება დაედასტურებინა და თანაც თაოსნად ბერია დაესახელებინათმაგრამ მოწაფემ აჯობა მასწავლებელს და 1953 წლის 5-მარტს სტალინი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

ასე გასრულდა სიცოცხლე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტირანისაუნდა ითქვასრომ სტალინსმსოფლიო ისტორიაში ცნობილ ტირანთა შორის არ ჰყავდა პროტოტიპი არა მარტო იმ მხრივრომ ადამიანთა ჟლეტაში ყველა ტირანს გადააჭარბაარამედ იმ მხრივაცრომ იგი სრულიად განსხვავდებოდა სხვათაგან საკუთარი სამშობლოსადმი დამოკიდებულების საკითხშიც.
მაგალითადნებისმიერი ტირანი – გნებავთ ჩინგის ყაენითემურ ლენგიივანე მრისხანე და თვით მისი თანამედროვე ჰიტლერიმართალია (ისევეროგორც სტალინი), სხვის ქვეყნებს ებრძოდნენიპყრობდნენხალხს ხოცავდნენმაგრამ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს როდი მტრობდნენსტალინი კიროგორც ულმობელი ჯალათიპირველ რიგშითავის მრავალტანჯულ სამშობლოს – საქართველოს დაუპირისპირდა და ყველაფერი გააკეთა არა მარტო მის დასანაწევრებლადარამედ თვით ქართულიეროვნული სახელმწიფოს მოსასპობად და ქართული გენის აღმოსაფხვრელადაც-კიამიტომ ქართველი ხალხისაგან მას მხოლოდ წყევლა-კრულვა ეკუთვნის და არა ფეხზე ადგომით სამადლობელი სადღეგრძელოიმ აბსურდული მოტივითრომ „სამამულო ომი“ მოიგოოაქვე ვიტყვითრომ ის ომი არათუ საქართველოსათვისთვით რუსეთისათვისაც კი არ იყო სამამულო ომირადგან ორივე – გერმანიაც და რუსეთიც იყვნენ კოლონიურ-იმპერიული სახელმწიფოები და იბრძოდნენ არა მხოლოდ თავიანთი იმპერიების შესანარჩუნებლადარამედ მთელს მსოფლიოზე გასაბატონებლადაცასე რომ, 300 000 ქართველი სულ ტყუილუბრალოდ შეეწირა რუსეთ-გერმანიის ომსცხადიაარც იმას ჰქონდა მნიშვნელობათუ ომის დასრულებისას კვლავ რუსეთი უბატონებდა საქართველოსთუ მას გერმანია შეენაცვლებოდაუფრო მეტიცთუ საქართველო სხვათა მონობას ვერ ასცდებოდასჯობდა მისი ბატონი ცივილიზებული გერმანია ყოფილიყოვიდრე ავკარგის დაუფასებელი სკვითიასე რომსაქართველო მეორე მსოფლიო ომში აღმოჩნდა იმ ქათმის როლშიძროხას რომ წააკლეს.
მაგრამ აიმოკვდა ეს ქართველთმოძულე ტირანი და თითქოს ერთგვარი შვება უნდა ეგრძნო ჩვენს ქვეყანასმაგრამჩვენდა სამწუხაროდგარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 1956 წელსმკვდარი სტალინი კვლავ მოევლინა საიქიოდან ჩვენს ქვეყანას „მაოხარი გზირის“ როლშირასაც უამრავი ახალგაზრდა შეეწირაამას ბიძგი მისცა ანტიქართულად განწყობილმა კრემლის ახალმა დიქტატორმა – ხრუშჩოვმა და მის გარშემო შემოკრებილმა რუსი შოვინისტების ბანდამ სტალინის ცალმხრივი კრიტიკით. [184] მართალიათავად ის ფაქტირომ სტალინი იყო ულმობელი ტირანირომელმაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირარა თქმა უნდასწორი კრიტიკა იყო სტალინის პიროვნებისამაგრამ ყველა ბოროტების წაქცევა მხოლოდ მასზე და ნომერ პირველი ტირანის – ლენინის გამოყვანა კი უცოდველი კრავის როლშირომელმაც დასაბამი მისცა გაუგონარ კაცთაკვლასიყო რუსული შოვინიზმის აშკარა გამოხატულება.

რუსის შოვინისტებმა სტალინს სულ მალე ბერიაც მიაყოლესრითაც ბოლო მოეღო იმპერიის სათავეში არარუსთა პარპაშსახლა ორიოდე სიტყვა ჯერ იმ მიზეზებზეკერძოდრამაც სტალინისა და ბერიას ტრაგიკული დასასრული გამოიწვიახოლო შემდეგ იმის განსაზღვრათუ რუსულ სარბიელზე მოღვაწე სამეულთაგანქართული გვარ-სახელების გარდარამდენად ჰქონდათ შემორჩენილი ეროვნული სული.
უპირველესადუნდა ითქვასრომ გენიოსმა“ სტალინმა უდიდესი შეცდომა დაუშვაროცა იგი ბერიას დაუპირისპირდარუსულ გარემოცვაში ეს ორი მაღალჩინოსანი ერთიმეორის დასაყრდენს წარმოადგენდნენერთიმეორეს ამაგრებდნენიმის მიუხედავადრომ სტალინი თავისი სულით იყო რუსზე უფრო რუსი და უმძლავრესი რუსული იმპერიის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღოდარუსული შოვინისტური ბუნება მაინც ვერ იტანდა გენეალოგიით არარუსის ყოფნას იმპერიის სათავეშიმაგრამ მას ვერაფერს აკლებდნენ მანამვიდრე დასაყრდენად ჰყავდა მსოფლიო დონის ისეთი მზვერავი-ჩეკისტიროგორიც გახლდათ ბერია.
სტალინის ერთ-ერთი დიდი ნაკლი ის იყორომ იგი ვერ იტანდაროცა მის გვერდით სხვა ჩინოსანიც აღზევდებოდამწერალს მარტო სტალინის დიდებაზე უნდა ეწერამუსიკოსს მხოლოდ სტალინზე უნდა ეწერა ნოტებიმომღერალს მასზე უნდა ემღერასაზოგადოებას მხოლოდ სტალინის ქებადიდებაზე უნდა ეყვირა და ტაშისცემით ხელის გულები მხოლოდ მისთვის უნდა გადაეტყავებინახოლოთუ ხალხში მის გარდა სხვისი ავტორიტეტიც ამაღლდებოდა და ზომას ასცდებოდამას დაუყოვნებლივ იცილებდა თავიდან.

ასე გაასაღა სტალინმა ბულგარეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გიორგი დიმიტროვიუფრო ადრე – ძალზე გათამამებული ორჯონიკიძე და სხვები და სხვები… ახლა კიმთელს იმპერიაში ძალზედ გაიზარდა ბერიას სახელიიგი თითქმის მეორე კაცად იქცა კრემლის იერარქიაშირამაც განსაზღვრა ბერიას ბედიცმაგრამ აქ უკვე დამარცხდა ბებერი ლომიბერია იძულებული გახდა საკუთარი ტყავის გადასარჩენად რუსულ გარემოცვას დაკავშირებოდაასეერთობლივი ძალისხმევით გაიწირა სტალინი.
ახლა ჯერი მიდგა ბერიაზესტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიაფაქტობრივადპირველ კაცად იქცა იმპერიაშითანამდებობრივად უფრო მაღლამდგომი მალენკოვი და მოლოტოვი მხოლოდ ფორმალურად პირველობდნენსინამდვილეში ისინი ბერიას ნების შემსრულებელ მარიონეტებად იქცნენ. [185]
აიამ პირობებში ბერიამ ირწმუნა საკუთარი უძლეველობარამაც მისი მარცხიც განაპირობამან არარაობად ჩათვალა ცეკაში უფუნქციოდ მიგდებულინაცარქექიად მიჩნეული ხრუშჩოვიაქ გამართლდა ლექსად თქმული ცნობილი ქართული ანდაზა: „ნუ იამაყებ თუნდ იყო ცხრათავა ბაყბაყ მდევიანუ იტყვი ის რას დამაკლებსმე ვარო მძლეთა-მძლევია…“ ამგვარადბლაყვმა ხრუშჩოვმა აჯობა მსოფლიო დონის ჩეკისტს და სიცოცხლეს გამოასალმაასე დასრულდა ეგრეთწოდებულ ქართველთა კარიერა კრემლში.
ახლა მე მინდა იმ კურიოზულ ფაქტზეც მოვახსენო მკითხველსრომელიც სუფევდა იმ დროს ქართველ ხალხში კრემლის სათავეში მოქცეული ამ სამეულისსტალინ-ორჯონიკიძე-ბერიას მმართველობასთან დაკავშირებითსტალინი – ჩვენიორჯონიკიძე – ჩვენიბერია – ჩვენიეს ფაქტი ისეთ ეიფორიას იწვევდა ღრმა ძილში მყოფ ქართველობაშირომ ზოგ-ზოგნი თვით რუსერთის იმპერიასაც-კი ლამისაა ქართულ იმპერიად მიიჩნევდნენ.

არადასაქართველო ყველაზე უფრო მაშინ და ყველაზე უფრო მეტად სწორედ მათგან იწიხლებოდაისინი რუსზე უფრო მეტად რუსობდნენ ერთის მხრივთავიანთი ანტიეროვნული ბუნებიდან გამომდინარეხოლო მეორე მხრივრუსთა გულის მოსაგებად. დიახსაქართველოს უწინარესად მათ (სტალინმა და ორჯონიკიძემმოუსპეს ეროვნული სახელმწიფოებრიობა რუსულ იმპერიაში შეთრევითმათ (სტალინმა და ორჯონიკიძემგააჩუქეს ქართული ეროვნული მიწა-წყალიდა ბოლოსმათ წააცალეს საქართველოს თავი უმაღლესი ქართული გენის მოსპობით… აქედან გამომდინარეისმის კითხვაასეთ ქართველებს ეთქმით-კი ქართველობაასეთი ქართველებით შეიძლება ერი ამაყობდეს?! როგორ არაოგვამუნათებენ ეფემერული ილუზიებით მოწამლული სტალინელი ფანატიკოსებიპაწაწინა საქართველოსათვის როგორ არაა საამაყო ამ ვეებერთელა რუსულ იმპერიას 30-წელი ქართველები (უპირველესად ქართველი სტალინირომ მბრძანებლობდნენო?! მერე ჩვენ რა!
იმის სამაგიეროდრომ ამ მანქურთებს იქიმ იმპერიაში მაღალი სამეთაურო პოსტები მიეღოთსაქართველო ქრთამად მიართვეს რუსეთს და თანაც მათთვის ერთგულების დასამტკიცებლადუპირველესად ჩვენქართველებს და ქართულ ეროვნულ სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ – დაგვამხესდაგვჩეხესგაგვანადგურეს და სწორედ კრემლშიქართველთა ბატონობის ჟამსანუ იმ 30-წლის მანძილზესაქართველოს თავზე ქართველთა სისხლის კალო ლეწესგანა შეიძლება ასეთი შვილებით საქართველო ამაყობდეს მარტო იმ მოტივითრომ მან ნომერ პირველი ჯალათისკერძოდ – ლენინის პარალელურადნომერ მეორე ჯალათი – სტალინი მოუვლინა კაცობრიობას?!
საქართველო უნდა ამაყობდეს შოთა რუსთაველითდავით აღმაშენებლით და სხვა უამრავი სახელოვანი მწერლებითა და პოლიტიკური მოღვაწეებით და არა გაურკვეველი ვინაობის სტალინით, [186] რომელიც უპირველესად თავს დაატყდა მრავალტანჯულ საქართველოსამგვარადიმ ბოროტების მიხედვითრაც სტალინმა და ორჯონიკიძემ ჩაიდინეს ქართველი ერის მიმართმკრეხელობა იქნებოდა მათი ქართველებად მოხსენიებაეგებ მეც მკრეხელობად ჩამითვალონმაგრამოდნავ უფრო სხვა აზრის გახლავართ ბერიაზემიუხედავად იმისა რომროგორც სტალინის დავალებითასევე პირადი ინიციატივითაც უდიდესი ცოდვები ადევს მას კისერზე ქართველი ინტელიგენციისა და პოლიტიკური მოღვაწეების მიმართმაინც იგიჩემი აზრითარ იყო მთლად გარეცხილი ეროვნული გრძნობისაგანროგორც ეს ითქმის სტალინისა და ორჯონიკიძის მიმართამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ შემდეგი ფაქტები:
1. საინგილოს უკან დაბრუნების მცდელობა. 1954 წელს მე პირადად გახლდით საინგილოს სხვადასხვა მხარეშიაირა გადმომცეს ინგილოქართველებმამათი თქმით, 1936-წელს ბერია საინგილოში ჩასულა და ქართველი მოსახლეობისათვის საქართველოს მთავრობის სახელზე განცხადებები დაუწერინებია – საინგილოს კვლავ საქართველოსთან შეერთების მოთხოვნითსაკითხი თითქმის უკვე გადაწყვეტილი იყორომ აზერბაიჯანის ცეკას მდივანი ბაგიროვი სტალინთან გაქცეულა და უთქვამს მისთვის – ბერია საინგილოს გვართმევსოსტალინმაბუნებრივიაამ შემთხვევაშიც არ უღალატა თავის ანტიქართულ პოზიციასრის შედეგადაც ეს დიდებული წამოწყება ჩაიშალა.
ამასთანსტალინის ამ პოზიციით ისიც დამტკიცდასტალინის თაყვანისმცემელი ფანატიკოსების მიერ შეთითხნილი ანეკდოტის საწინააღმდეგოდრომ 1921 წელს საქართველოსთან საინგილოს ჩამოგლეჯის ინიციატორი იყო სტალინიხოლო ორჯონიკიძე მისი აქტიური მხარდამჭერი და შესრულებელიარადათუკი სტალინი 1921 წელს მართლა წინააღმდეგი იყო საინგილოს გაცემისაახლა რატომ არ დაუჭირა მხარი ბერიას საინგილოს უკან დასაბრუნებლად?
2. ბერიას ეროვნულ საქმედ ეთვლებააგრეთვეაფხაზეთში ქართული ოჯახების ჩასახლება და ამ უძველეს ქართულ მიწაზე ქართული ეთნოსის აღზევებადა კიდევ ერთი მაგალითისტალინისა და ორჯონიკიძის გულუხვობით იმედმოცემული სომხეთის ცეკას მდივანი ხანჯიანი თბილისში ბერიას ეწვია თავის კაბინეტში იმ მოტივითრომ ჯავახეთში სომხური მოსახლეობა ქართველებისას სჭარბობსომოითხოვა ამ მიწაწყლის სომხეთისათვის გადაცემაბერიამ არც აციაარც აცხელამას იქვეკაბინეტში ტყვია დაახალა და სული გააფრთხობინა.
როგორც ზემოთ ითქვასტალინის სიკვდილის შემდეგკრემლში ბერია აშკარად პირველობდაპოლიტბიუროს სხდომები ძირითადად მისი თაოსნობით იწვეოდა და მთელი რიგი კარდინალური საკითხების დამყენებელიც და გადამწყვეტიც ბერია იყოკერძოდმან დააყენა საკითხი მთავრობის როლის ამაღლებისა და მისდამი პარტიის ცეკას დაქვემდებარების შესახებროგორც ეს იყო ლენინის დროს. [187]
ასევემან დააყენა საკითხი – მოკავშირე რესპუბლიკებისათვის მეტი თვითმმართველობის მინიჭებისა და თითოეულ მათგანში მართვა-გამგეობისა და საქმის წარმოება საკუთარეროვნულ ენაზეაქედან გამომდინარედაბეჯითებით შეიძლება ითქვასრომ მისი სიცოცხლის შემთხვევაში აუცილებლად დაუბრუნებდა იგი საქართველოს 1921 წელს წართმეულ ტერიტორიებსასეა თუ ისეიმ ეტაპზე ბერიას დამხობა ჩვენი ქვეყნისათვის სრულებითაც არ იყო სასიხარულო.
ახლამე მინდა ისევ სტალინის თემას დავუბრუნდე და მკითხველს შევთავაზო შედარებით უჩინარი პოეტის – გაბრიელ ჯაბუშანურის შესანიშნავი პოეტური ქმნილება –„ინვექტივა-მონუმენტი“, რომელიც სტალინის დეტალურ დახასიათებას შეეხება.
გაბრიელ ჯაბუშანური
ინვექტივა-მონუმენტი
I
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და რისხვაც გითხარ მესიტყვის ლოთმა,
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი კაცის გამძიმებს ცოდვა.
წყეულო თავზე რამდენი თმა გაქვს,
იმდენი დედის გიღვრია ცრემლი,
შენი ქოჩორი ჩამოგავს ჯაგარს, –
შუბლს დასწოლია ვითარცა გველი.
შეკრული შუბლი შავი ხევია,
წარბნი გველნიასავსე შხამითა,
ისინი არც კი შეირხევიან
გინდ გადაბრუნდეს ეს დედამიწა.
მილიონები მაგ შუბლს ჰმონებენ,
ხალხი მის რისხვას ვეღარ იცილებს,
ეგ ნაოჭები მე მაგონებენ:
წვრილად დახლართულ გველის ნაწილებს.
შუბლის ნაოჭნი გველის წიწილებს
ჰგვანან, – მათ წარბი – გველი ეთავსა
და მჯერა: – მალე ყველა იწივლებს:
ადამის ძეთა ამოწყვეტასა
2
ჩაღრმავებული შენი თვალები
ვულკანებია ჯოჯოხეთისა,
უცხოა მათთვის რამ შებრალება,
უცხოა მათთვის ცრემლის წვეთიცა
მშვიდად უმზერენ ხალხთა წამებას
თვალები შენი, – ჩვეულნი გარყვნას,
მათ შეუძლიათ შეუწყნარებლად
ასე უმზირონ სამყაროს წარღვნას.
მაგ თვალებს ძალუძს რომ გადიტანონ
სოდომის ჭვრეტა განუწყვეტელი;
ეგ მზერა მოჰგავს ასპიტ პიტალოს,
მისთვის უცხოა აზრი კეთილი.
თვალში გველები
შუბლზე გველები,
წარბნიც გველები – გველებს ეთვისა
შენი ყურები არის ხვრელები
იმ დამეხილი ჯოჯოხეთისა.
შენი ყურები სატანის მოდგმის, –
არის ხვრელები ლუციფერისა,
რომელთაც ძალუძთ შენივე ხოტბის
მშვიდად მოსმენა, – სხვა არაფერი.
ხოლო ტუჩებიშხამით ნაცვრევი,
უმალ მაგონებს ურჩხულის ტუჩებს,
რომ ღაღადებენ ხალხთა დაქცევის
და წყევლის სიტყვას არსმენილსუჩვევს
3
შენ დააბნელე მსოფლიო თალხით,
მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად,
თავისუფლება წაართვი ხალხებს
და თავისუფლად ფიქრის უფლებაც.
შენ ხალხი ისე მოაშთე ტანჯვით,
რომ თვით ხოტბასაცშენს მიმართკრძალვით
გამოთქვამს იგი,
აჟრჟოლებს ტანში, –
უღვთოდ დამეხილს უხეში ძალით.
შენ ზეცის შვიდივ კარი დარაზე,
ხალხს ჯოჯოხეთის დაეცი მეხი,
რაც წმინდა იყო ამ ქვეყანაზე
შელახე უღვთოდგათელე ფეხით,
შენ უბოროტეს დემონის ჯუფთი
მკრეხელობ ურცხვადზვავადთავნებად.
შენ უწმინდესი ტაძრები უფლის
გადააქციე ცხენის თავლებად.
კლდეც უგრძნობელიშენ ააკვნესე
და შენმა შხამმა მთებიც მონავსა,
მიკვირს ვით იტანს პლანეტა ესე
მაგ სისაძაგლეს გაუგონარსა!
ბარი სისხლისგან მთლად იწრიტება,
მოლნიც მოცვარა სისხლისა მცვრევამ,
ჰაერი რად არ დაიშრიტება
ან ზეცა რად არ ჩამოიქცევა
რად არ შეუდგა ქვეყანას ჟამი,
რად არ იქცევა ნეტავ ქედები –
შენგან დაღვრილი ამდენი შხამით,
რაც დააზღვავე შენივ ქმედებით
მდინარეთ დარად უვრცეს ზღვებს ერთვის
ხალხთა სისხლისა და ცრემლის ჩქერი;
ადამის ძეთა სიცოცხლე შენთვის
არის უბრალო გაფრენა მწერის.
შენ ხალხებს ზაკვის აუცერ ხვითო
და ორპირობა საქვეყნოდ გათქვი,
ნუ იფიქრებ გწყევლიდე ვითომ, –
შენ წყეული ხარ შენივე საქმით.
შენ წყეული ხარ შენივე აზრით,
შენ ბოროტების კიდემდე მიხვედ,
შენ ეს ქვეყანა მონების ბაზრად
შენ ეს ქვეყანა აქციე ციხედ.
აქციე ციხედ თუჯის თაღებით
და ადენ ტყვეთა სისხლის უხვ წყაროს,
შენ თავკაცების წმინდა წაღები
მოხადე ხალხებსმხეცო უწყალოვ!
შენ თავკაცების მწვედ გამწირველი
ტანჯულ ხალხს ხდიდი მართალთა წაღებს,
რომ ყოფილიყავ თავად პირველი,
რომ დაგეოკა ეგ სიამაყე.
რა დაგაოკებსრა შეგაჩერებს,
ხალხს ვით შეხორცდეს ჭრილობის შრენი
ძარცვავ თვალდათვალ და თან გვაჯერებ,
რომ ხალხისათვის სიკეთეს შვრები.
და ხალხთა თავზე აწვდილ დიდ მახვილს
ვინ შეაგებოს ხმალი თუ ჩადრი
ხოცავ თვალდათვალ და თან იძახი,
რომ ხალხისათვისს წყალობას სჩადი.
ძალა ხელთა გაქვსვის რასა ჰკითხავ, –
სიტყვას ჭეშმარიტს ხარჯავ თუ არა,
სტყუი თვალდათვალმაგრამ ვინ გითხრას,
რომ შენ წყეულოხარ მატყუარა.
დიახხელთა გაქვს ყველა უფლება
და ვინც იშიშვლებს სიმართლის ხანჯალს,
მყის მოგუდავენ ჭორის ღრუბლებით,
თან მილიონებს მიცემენ ხანძარს.
ღაწვს არ დაგიწვავს შენა სიწითლის,
ცრუ არც ნამუსის ქენჯნას გრძნობ ოდნავ,
თუმცა რა უნდა შენთან სინიდისს, –
სიმართლედ გიჩანს თვით შენი ბოდვაც.
შენ ჯოჯოხეთის შავო ნაცარო, –
ნუთუ ვერასდროს მოგაშთონ წლებმაც,
მზად ხარსამყარო თავს ანაცვალო,
რომ მიაღწიო დიდების მწვერვალს.
ეს კიდეც შესძელ შენ უეჭველად
და ტირანთ ღმერთზე ხარ ასჯერ მეტი,
მაგ ბოროტებით გველო ჭრელო,
თავად დაიდგი შენ მონუმენტი.
შენ მონუმენტი თვალმიუწვდენი
თავად დაიდგი სიავის შმორით
და იმავ ძეგლთან პლანეტა ჩვენი
ჩანსროგორც მზესთან ვარსკვლავი შორი.
5
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი დედის გამძიმებს ცრემლი,
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის.
შენ აქ მიწიერს იქმნი პარადიზმს,
ეგ შვება ფსკერზე შავ სისხლს ილექავს,
იყავ წყეული აწ და მარადის
ეგ მიწა გექცეს ტანჯვის დილეგად.
ხალხთა მძლე რისხვით აგევსოს ჯამი,
გაგიწყდეს ჟამი შერიგებისა,
ოდეს დადგება ჟამი განკითხვის,
როს წარუდგები უფალ-იესოს,
რათა სასჯელი ტანჯვისგანკითხვის
მოგეზღოს მხეცო უსაზიზღრესო!
6
შავ აეშაგთაშავთა მსტოვართა
ხარ შავ ხროვაში გამოკიდული,
შენდა საქებრად ცრუ ხელოვანთა
შენ ააყეფე ხმა მოსყიდული.
ხოლო ნამდვილი მუზა ჩაჰკალი,
ციხეს მიეცი მგოსნები ხალხის,
რომ ვეღარ ეთქათ სიტყვა მართალი, –
თუ ვით წვავს ერებს სახმილი ალხი,
დაიცა შენი ჯერიც დადგება, –
აღიმაღლებენ დევნილნი სიტყვას
და მათი ლექსის მძლე აზათქება
არც შენ დაგინდობსარ გაგიკითხავს.
მათი რისხვის სიტყვამრავლობა
გულზე დაგასობს ფოლადის ფიწალს
და ლექსი ეტყვის შთამომავლობას
თუ რა არგუნე შენ დედამიწას.
7
შენ ყველა ყრმაში შენ მონას ეძებ
და ყოველ საღ აზრს ახშობ და სდევნი,
მაგრამ იცოდეთაობა ესე
ხვალ მესაფლავე იქნება შენი.
შენ სიმართლისთვის ყველა მორკინალს
აწამებაშთობატყვევებდევნი
შენი მკლავები არის ბორკილი, –
ხუნდი ვეება თვალმიუწვდენი.
რაიცა გველი ამა პლანეტას,
შემოხვევია და ხარბად სალტავს,
თან მაინც კიდე ეცოტავება
ესე მსოფლიო სამეფო ტახტად.
გულხარბო შენთვის ცოტაავერ გღლის
შენივე ცოდვა აზრმიუწვდენი,
შენ უდიდესი აიგე ძეგლი,
ძეგლი ცოდვისა, – ზღვა სისხლისმდენი.
ძეგლი სიმკაცრისძეგლი ვამპირის,
ძეგლი სიკვდილის თოვლად მთოველი,
სადაც ყოველი ნაკვთი გაჰყვირის: –
მხოლოდ მემხოლოდ ჩემთვის ყოველი!
8
შენ მიუჩინე ჯაშუშად ძმა ძმას,
უღვთოდ გაყიდა შვილი მშობელმა,
ქმარი ცოლს უწნავს სიკვდილის თასმას,
დამ და დაახრჩო დაუნდობელად –
და ისიც რისთვის? – ლუკმისთვის მარტო,
რადგან ხალხს პურად არგუნე ქატო.
არარს კალამიარც სიტყვა სხარტი
მთელი სისრულით რომ გამოგხატოს.
9
შენ მხეცის მხრებით უკუნი მოგაქვს,
ჰკოცნი უკუნის შავ ხმალს ხეტარზე.
შენი ფეხები ორ ურჩხულს მოგავს,
რომ აბოტებენ ამ პლანეტაზე.
მათი ტვირთის ქვეშ მზის შუქი კვდება,
კლდე ვეღარ უძლებს ქუსლებს ტიტანურს.
მე მიკვირს მიწა როგორ არ სკდება,
რომ შენ ურჩხულოთან ჩაგიტანოს.
ნაბანო ზაკვის ფოლორც ემბაზში,
ხარ ბელზებელი მწვედ შენიღბული
მთელი სამყაროს ბოროტებაზე
უბოროტეს არს ეგ შენი გული.
იგი ქვესკნელის მინოსს ეძმება
და არის მასზეც ათასჯერ მეტი,
აბამე სად მაქვს იმის შეძლება
ჩამოვქნა სიტყვით სატანის სვეტი.
შენ თვით დახატე შენი ხატება,
შენივე სიტყვითშენივე საქმით,
რომ ძეგლი იგიშემდეგხალხებმა,
მოსრან, – მიწიდან ქვესკნელში დანთქმით.
შენ ჯოჯოხეთის ხარ ხელოვანი,
შენ მართლაც დიდი აიგე ძეგლი,
ცრემლით და სისხლით სახელოვანი
შენ ხალხთა ყოფას ქელავ და ჯექნი.
10
აწ ჟამმა დაჰკრადადექიუდავ,
იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა
და ხალხსწარღვნას რომ მიჰქადდი მუდამ, –
დღეს თვით შენ მიხველ სახრჩობელასთან.
იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა,
ჩაჰკალ იმედი შველა-დახსნისა.
დღეს შენ თვით მიხველ სახრჩობელასთან
და უკან მოგყვა წყევლა ხალხისა.
შენთვის სამყაროს ახია რისხვა
და რისხვაც გითხარ მე – სიტყვის ლოთმა
რამდენი ღერი გასხია თმისა,
იმდენი დედის გამძიმებს ცოდვა,
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის,
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი დედის გიღვრია ცრემლი.
დრო დადგააღსდგა ახლა სამყარო
და შენი ხუნდიც იხსნის ტვირთებსა,
ჩაძაღლდი მხეცოგაუმაძღარო,
შენთვის არავინ არ ატირდება.
1950-53 წწ.

მაგრამ ვაირომ ატირდა ათეული წლების მანძილზე ნატანჯიდაშინებულიდაგლახაკებული და უმძლავრესი სააგიტაციო მანქანით გამოთაყვანებული მასავისაც დღედაღამ ჩასძახოდნენ იძულებითი რადიომაუწყებლობითტელევიზიითპრესითსასკოლო სახელმძღვანელოებითლიტერატურული ნაწარმოებებითკინორეპერტუარებით – სკოლაშისამსახურშისახლშიქუჩაში – პოლიტწრეებზეკრებებზემიტინგებზეკომუნისტურ დღესასწაულებზე…, რომ სტალინი ჩვენი მამა და მარჩენალიაიგი მზეაზეკაციამისგან გვიდგას სულიპურს ის გვაჭმევსთვარა აგერამერიკაში შიმშილით წყდება „ჩაგრულთა მასა“ – სტალინი გვიცავს ბურჟუაზიული ქვეყნების აგრესიიაგან, – სტალინით ვცოცლობთვმოძრაობთვსუნთქავთჰოდაეს რობოტად ქცეული მასა იმიტომაც დასტიროდა სტალინსრომ მის გარეშე არსებობა ვერ წარმოედგინა.

აითუნდაც ერთი ასეთი მაგალითიმე პირადადსტალინის გარდაცვალების ჟამს სოფელში გახლდითუცებ მეზობელი ქალის ხმამაღალი ტირილი შემომესმამედედა და მამა სასწრაფოდ გავვარდითვიფიქრეთბავშვი ხომ არ დაეღუპაოვნახეთეს ქალი მუხლებზე დაცემულირა იყორა დაგემართაოჰკითხა მამამრას ამბობრაღა უნდა დაგვემართოს უარესისტალინი მომკვადარა და რაღა გვეშველებაოარადათვით მას მეტი უსაშველო სხვა რა უნდა დამართნოდასტალინური ყოფიდან გამომდინარემარტო იმის კაბისათვის რომ შეგეხედათისე იყო საკერებლებით აჭრელებულითავდაპირველად ვერ გაარჩევდითრა მატერიით იყო შეკერილი.
მაგრამ ეს კიდევ რააგაცილებით უარესისენსაციური ამბავია მოთხრობილიცნობილი მწერლისა და კრიტიკოსისაკაკი ბაქრაძის ერთ წერილშირომელიც დაიბეჭდა 1988 წელს კინო-ჟურნალის პირველ ნომერში ასეთი სათაურით – „ცამეტი წელი კინოში“. ამ ამბის თხრობას აკბაქრაძე ასე იწყებსმე იმ თაობას ვეკუთვნივისაც სტალინისადმი მიძღვნილ ლექსებს უფრო ადრე აზეპირებინებდნენვიდრე დედა- ან მამა- წარმოთქმას ისწავლიდანაირ-ნაირი მილეთისნაირ-ნაირ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ეთაყვანებოდა და ადიდებდა კრემლის ბინადარსმისი სურათი ეკიდა ყოველ კედელზემისი ქანდაკი იდგა ყოველ ქალაქსა და ყოველ სოფელშიარ დარჩენილა კალამიმისი სადიდებელი არ შეეთხზაჩვენ გვარწმუნებდნენრომ იგი იყო უფრო დიდიუფრო მიუწვდომელივიდრე ღმერთიპროპაგანდის მანქანა მუშაობდა დღედაღამამ აზრს აჭედებდაროგორც ლურსმანსყოველი მოქალაქის გონებაშირომელიღაც მეცნიერს უთქვამს – გამუდმებულ პროპაგანდას ვერ უძლებს ყველაზე [194] გენიალური რუასიც კისწორედ ამის დასტურად გამოდგება ერთი შემთხვევარომელიც ყოფილმა პოლიტკატორღელმა მიამბო:
1953 წელსმარტის პირველ რიცხვებშისაკონცენტრაციო ბანაკში უთავბოლო ფაციფუცი ატყდაადმინისტრაცია რეტდასხმული და შეშინებული დარბის წინ და უკანრაღაც უსაშველოდ მნიშვნელოვანი მოხდამაგრამ რა?.. პატიმრები ვერაფერს ვხვდებითბოლოს ვიფიქრეთალბათისევ ომი დაიწყოომაშინაც ასე იყო, 1941 წლის 22 ივნისსრამდენიმე დღის მერე ეზოში გამოგვრეკესარაჩვეულებრივის მოლოდინში გავინაბეთცივისუსხიანი ჰაერი გრომკოგავარიტელის ხმამ გააპოუცნობმასევდითა და ტკივილით გაბზარულმა ხმამ გვაუწყა: – მსოფლიო პროლეტარიატის ბრძენი ბელადიმამა და მასწავლებელი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გარდაიცვალა
და რაც მაშინ მოხდაამას არავინ მოელოდარამდენიმე ათასი კაციროგორც ერთი ადამიანიგათოშილ-გაყინულ მიწაზე დაემხო და გულსაკლავად აზლუქუნდამათ შორის მეცსადღაცგონების კუნჭულში ჩარჩენილი საღი აზრი დაცინვით მეკითხებოდა: – ნუთუ შენცსანდროსტირიშენვინც 17 წელიწადია იტანჯებიუპატრონოდ დაგატოვებინეს ცოლ-შვილისახლ-კარიწაგართვეს ყველა უფლებაპირუტყვად გაქციესმაინც სტირიშენვინც ყოველ-წუთს მის სიკვდილზე ოცნებობდისტირი ახლაროცა ოცნება ასრულდა?.. მაგრამ ჩემი არსება არ უგდებს ყურს ჩემ საღ გონებასსხვებთან ერთადდამხობილი ვქვითინებსხვებთან ერთადსასოწარკვეთილი ვეკითხები ცას და ქვეყანას: – რა გვეშველება უსტალინოდ?
იმ წუთს ამ ნატანჯნაგვემმშიერ-მწყურვალგაძვალტყავებულ ტუსაღთა შორის არ იყო კაცირომლის გონებას ანათებდა იმედის ნაპერწკალი: – დიქტატორი აღარ არისმოვიდა თავისუფლება!.. არაარ იყოუზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკიობლად დარჩენილი უსუსური ბალღივით გულამოფსკვნილი მდუღარედუნუგეშოდ შესტიროდა უსასრულო ტაიგას“. ასეთი იყო ლეგენდის ძალაასკვნის ბატონი აკბაქრაძეერთ ფილოსოფოსს უთქვამს – მონობას მიჩვეული ხალხი უარს იტყვის განთავისუფლებაზეოასე იყო იმჯერადაც.

No comments:

Post a Comment