November 5, 2011

პერესტროიკა-დემოკრატიზაციის შედეგად გაჩენილი სახელმწიფო-მაფიის შესახებ:

 პუტინს, მაშ, ისევ აირჩევენ პრეზიდენტად და ის ისევ წაიყვანს მედვედევს როგორც  პრემიერ მინისტრს. ორმა კაცმა მათი პარტიის ყრილობაზე ცინიკურად განაცხადა რომ ისინი ამის თაობაზე წლების წინ შეთანხმდნენ.  დასავლელი და რუსი "ექსპერტები"
რომლებიც ტკბებოდნენ მადვედევსა და პუტინს შორის არსებული  განსხვავებით და იწონებდნენ მედვედევის "მოდერნიზმს" კარგად
შეცდნენ. როგორც
ამბობდნენ ოდესღაც ქუჩაზე გაბატონებული ფრანგი კომუნისტები ერთია თეთრი ჩაჩი და მეორეა ჩაჩი თეთრი.
რუსეთის ხელმძღვანელ მაფიას ამ წყვილში მოსწონს მისი წევრების მედიატური ურთიერთშემავსებლობა.  ცუდი პოლიციელის და კარგი პოლიციელის კლასიკური თამაში და სინამდვილეში ისინი ხელიხელჩაკიდებულები მოქმედებენ


მაშ რატომ შეცდნენ ექსპერტები? ორი მიზეზის გამო:

პირველი ისაა რომ რუსეთი ისეთი მარცხი იყო რომ  სასიამოვნო იყო მედვედევში იმედის ფაქტორის დანახვა.
 მეორე მიზეზია ბოროტების მასშტაბის დაუნახავობა. ეს დოსიე აჩვენებს რუსეთის მღრღნელი კიბოს სიმძიმეს.


 პუტინმა საიდუმლო სამსახურებზე და მეორეხარისხოვნად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე დაყრდნობით შექმნა უმაგალითო, უპრეცენდენტო მაფიური სახელმწიფო სადაც ნორმად იქცა სახელმწიფო,ეროვნული რესურსების ძარცვა და მექრთამეობა-კორუფცია. 


ერთადერთი კითხვაა თუ რამდენად მყარი და დღეგრძელია ასეთი სისტემა. 


სიმდიდრე იზრდება,მაგრამ უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები და ზიაღისეულის გარდა სხვა რამეზე დაფუძნებული ეკონომიკის არადინამიურობა აჩენს მომავალი საფრთხის წინათგრძნობას, მაგრამ განა შეიძლება მხოლოდ ამაზე დაყრდნობით ამ მაფიური სახელმწიფოს დამხობის წარმოდგენა?...


სახელმწიფო გაჟღენთილია საიდუმლო სამსახურებით. 


რეჟიმის ბატონებს შორის არიან კგბ-ს მემკვიდრე ფსბ-ს//უშიშროების ფედერალური სამსახური.// ოფიცრებიც. მათ ხელი მიუწვდებათ ეროვნულ სიმდიდრეებზე, ისინი მასხრად იგდებენ პარლამენტს და სასამართლოებს და უყოყმანოდ კლავენ როდესაც მათ ინტერესებს რამე საფრთხე დაემუქრება. 


ვლადიმირ პუტინის მემკვიდრემ ფსბ-ს სათავეში ნიკოლაი პატრუშევმა ფსბ-ს თანამშრომლებს უწოდა ახალი უანგარო და ერის ერთგული მსახური არისტოკრატია. ...


ფსბ-ს მრავალმა ოფიცერმა მართლაც დაიჯერა რომ ისინი არისტოკრატები არიან. მეორეს მხრივ ისინი თავს გრძნობენ ძალიან ძლიერი ორგანიზაცია კგბ-ს მემკვიდრეებად. 


მათ თქვეს რომ მათი წინაპარი იყო რომანოვთა საიდუმლო პოლიცია ოხრანკა რომელიც სახელმწიფოს იცავდა ტერორისტებისგან და რევოლუციონერებისგან.


უნდა გავიხსენოთ რომ არისტოკრატების მოვალეობა მაშინ იყო  რუსეთის სამსახურში ყოფნა და შესაძლებელი იყო არისტოკრატიის წევრად გახდომა სახელმწიფოსთვის სამსახურის გაწევით.


მაგრამ დღევანდელი სინამდვილე ძალიან შორსაა ამ იდილიური სურათისგან. 


ფსბ-ს უმაღლესი ოფიცრები შეადგენენ რუსეთის ხელმძღვანელი ელიტის ნაწილს და სარგებლობენ მრავალი პრივილეგიით.


ასე არაა ფსბ-ს "წვრილფეხობის" საქმე. 


ამას გარდა ორგანიზაციას გლეჯს მრავალი კონფლიქტი სადაც დიდ როლს ასრულებს ფული და პირადი ინტერესი...


     2000 წელს პუტინის გაპრეზიდენტებისას საიდუმლო სამსახურები ძალიან დასუსტებული იყვნენ. 1990-ანი წლების სწრაფვამ საბაზრო ეკონომიკისკენ და დემოკრატიისკენ ისინი გადასწია მეორე პლანზე. ელცინმა კგბ დაშალა იოლად საკონტროლო სხვადასხვა სააგენტოდ. 1995 წელს შექმნილი უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფსბ თავიდან ერთ-ერთი ასეთი სააგენტო იყო.


    ჯერ ფსბ-ს უფროსად და შემდეგ რუსეთის პრეზიდანტად გამხდარმა პუტინმა ფსბ-ს მიანდო ხელისუფლების და ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფა. 


    2000-ან წლებში ფსბ იქცა რუსეთის დიდ და პატარა მოხელეთა ინკუბატორად. ფსბ-ს თანამშომლები ინიშნებოდნენ რუსეთის ადმინისტრაციის მთავარ თანამდებობებზე და სახელმწიფოს მიერ გაკონტროლებულ საწარმოთა ხელმძღვანელებად.


   სამინისტროებში ცენტრალურ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდნენ დაზვერვის სამსახურებიდან გამოსული ადამიანები.


    სტალინის სიკვდილის შემდეგ ნამდვილად საშიშ კგბ-ს აკონტროლებდა კომუნისტური პარტია და კგბ ისე ვერ ბატონობდა საზოგადოებაზე.


     უშიშროების ფედერალურ სამსახურ ფსბ-ს კი არ აკონტროლებს არც პარტია და არც დუმა,პარლამენტის ქვედა პალატა. 


     ფსბ შეიძლება შევადაროთ მუხაბხარატებს,არაბული დიქტატურების საიდუმლო პოლიციას. ის მიმართავს მხოლოდ უმაღლეს ხელისუფლებას,შეუღწევადია,კორუმპირებულია,სასტიკია.


    კგბ-ს სჭირდა იგივე უბედურებები რაც მთელ საბჭოთა ბიუროკრატიას...


    მაგრამ ეხლა კორუფცია მოედო რუსეთის გადაწყვეთილებათა მიღების ყველა ორგანოს და ფსბ მისი 200 000-ზე მეტი თანამშრომელით არის ამ სისტემის ორგანული ნაწილი. 


     კგბ-ს ხელმძღვანელებს მართლაც ჰქონდათ სხვადასხვა პრივილეგია,მაგრამ მათი ლიმუზინები და აგარაკები ორგანიზაციის საკუთრება იყო და ეხლა ფსბ-ს ხელმძღვანელები ყველაფერ ამას ფლობენ როგორც კერძო საკუთრებას. მათი საგანგებოდ გაწყობილი მერსედესები და ბმვ-ები ფსბ-ს  ხელმძღვანელებს აძლევენ მოსკოვის სატრანსპორტო ჭეჭყვისთვის თავის არიდების საშუალებას...


       კგბ-ს მემკვიდრე ფსბ-მ დიდად შეზღუდა პოლიტიკური დებატის და საჯარო დისკუსიის სივრცე. მან დააშინა მეცნიერები იმით რომ მათ ჯაშუშობა დააბრალა.მან უცხოეთის აგენტებად გამოაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციები და დაასუსტა ისინი. მან მან ზოგი ჟურნალისტი სასტიკათ გალახა და ზოგი მოკლა და მკვლელობები რა თქმა უნდა გაუხსნელი დარჩა. ამან თავზარი დასცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.


      ფსბ-ს აგენტებმა შეაღწიეს ოპოზიციურ მოძრაობებში,მაგალითად გარი კასპაროვის მოძრაობაში და ხელი შეუშალეს კასპაროვის რეგისტრაციას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრეზიდენტობის კანდიდატად. 


       2003 და 2004 წლების "ფერადმა " რევოლუციებმა საქართველოში და უკრაინაში გააძლიერეს კრემლის პარანოია და 2006 წელს ფსბ-ს მისცეს დამატებითი ნაბიჯის გადადგმის უფლება. ფსბ-მ დაიწყო "პოტენციური ექსტრემისტების" სიების შედგენა. ხშირად ლაპარაკია ადამიანებზე რომლებსაც არაფერი ცუდი არ ჩაუდენიათ მაგრამ პოტენციურად საშიშებად ითვლებიან მათი ნოცნობობის და საჯარო საქმიანობის გამო. საიდუმლო სამსახურებს აქვთ ამ ხალხის მობილური თუ ბინის ტელეფონების მოსმენის და ბინებში მიკროფონების დადგმის,გადაადგილებების თვალთვალის,
ელექტრომეთვალყურეობის დაწესების და ელექტროფოსტის გასინჯვის უფლება. 


     2008 წლის შემდეგ მეამბოხე გამოთქმებისთვის სდევნიან ბლოგერებს და ბლოგების უბრალო კომენტატორებსაც. 


      2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა გააძლიერა ასე ვთქვათ ფერადი რევოლუციების შიშები და ფსბ-მ მიიღო ადამიანის დაბარების და მისი ასე ვთქვათ პროფილქატიკური დატუქსვა-გაფრთხილება-დაშინების უფლება. ეს უფლება ადრე ჰქონდა კგბ-ს...


                 პუტინი კრემლში დასვეს ოლიგარქებმა. 


      ოლიგარქები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ ხელისუფლებასთან და მაღალი რანგის მოხელეებთან. 


    ფსბ-ს მრავალი დღევანდელი თუ ყოფილი თანამშრომელი ემსახურება ოლიგარქებს. 


     ფსბ-მ ხოდორკოვსკი დააპატიმრა იმიტომ რომ პუტინის აზრით ხოდორკოვსკიმ დაარღვია დაწესებული საზღვრები....


      რუსეთის ყველა სამსახური გაჟღენთილია საიდუმლო სამსახურის ხალხით. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი ფსბ-ს გენერალია. "ექსტრემისტებთან" ბრძოლისას ის თანამშრომლობს ფსბ-სთან და იყენებს მის დოსიეებს. ფსბ აკონტროლებს სახელმწიფო ტელევიზიას და რადიოს. 
მართლმსაჯულებასაც სადაც ხოდორკოვსკის საქმე მხოლოდ აისბერგის მწვერვალია....


     რუსეთის ხელმძღვანელები დემონსტრატიულად თავს იწონებენ თავისი მართლმადიდებლობით და აღადგენენ მოსკოვის როგორც მესამე რომის იდეოლოგიას....//რუსი ირინა ბოდორგანის ეს მონათხრობი ფრანგულად გამოქვეყნდა  პარიზში ფრანგულად გამომავალი ჟურნალი  "Books-ის  2011 წლის საგანგებო ნომერში რომელსაც ჰქვია "რუსეთი სახელმწიფო-მაფია".  

No comments:

Post a Comment