November 6, 2011

ცინიზმის ტრიუმფი კრემლისტანში:

 სისტემა გამოყოფს ცინიზმს ისე როგორც ნაღვლის ბუშტი გამოყოფს ნაღველს. 
ეს ჩინური ცინიკური
ხელოვნებაა
    2009 წელს რუსეთში ისევ გამოსცეს პეტერ სლოტერდიჟკის „ცინიკური აზრის კრიტიკა".
    1983 წელს გერმანიაში გამოქვეყნებული ეს წიგნი რუსეთში პირველად გამოიცა 2000 წელს. 
  ეს სიმპტომია. სლოტერდიჟკი ჩვენს ხანას სამართლიანად ახასიათებს როგორც თითქმის ტოტალური თვითმკვებავი ცინიზმის
ხანას. ღირებულებებისაგან დაცლილ მსოფლიოსა და
ადამიანის სულს. ლაპარაკი აღარაა რაღაც იდეალის რწმენის დაკარგვაზე, ლაპარაკია რწმენის ყველანარი ფორმის გაქრობაზე.
             ესაა სულიერი დაცემა.
 რუსეთში სლოტერდიჟკის ნაწარმოებს ყურადღება პირველად მიაქცია მართლმადიდებელმა ფილოსოფოსმა ტატიანა გორიჩევამ // "მართლმადიდებლობა და პოსტმოდერნიზმი", 1991, რუსულად//.



   სხვებთან ერთად დელეზითა და გლუკსმანით შთაგონებულმა გორიჩევამ დაასკვნა რომ ცინიზმი კარგად აღწერს როგორც დასავლეთის ისე ჰომო სოვეტიკუსის არსებობის ბოლო პერიოდის სულიერ ატმოსფეროს.


   მისი თქმით თანამედროვე ცინიკოსს არ სჯერა არც ხელისუფლებისა და არც დისიდენტებისა,მისი აზრით ტყუის ყველა.


    20 წლის შემდეგ  ახალი რუსეთი დაიპყრო ცინიზმმა. რუსეთს დაემართა ცინიზმი როგორც სულიერი ეპილეფსია. 
   ცინიკური სულის ერთ-ერთი ფიგურაა  1967 წელს დაბადებული ესეისტი, წიგნებისა და ფილმების კრიტიკული ჟურნალისტი დენის გორელოვი. ერთი ბლოგი მას აღწერს როგორც ნიჭიერ  და საძაგელ ვინმეს,მომხიბლავ ხეპრეს,უტიფარ მამაძაღლს. 2001 წლის მარტში პუტინის ბრძანებით დახურულ გაზეთში "სევოდნია" ის ვირტუოზული ირონიული ფრონდით ახასიათებს ყველას და ყველაფერს ჯანყისაკენ უმცირესი მოწოდების გარეშე.


      ჩემზე განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა მისმა წერილმა ანჯეი ვაიდას ფილმზე "კატინი" რომელიც გამოქვეყნდა მას შემდეგ ფინანსური მიზეზების გამო დახურულ ჟურნალში "რუსული ცხოვრება". 


     გორელოვს ეჯავრება ვაიდას იდეალიზმი,მისი პათეტიური რწმენა, ის რომ ვაიდას უყვარს პოლონეთი.


      „ეს ფილმი ლაპარაკობს არა ადამიანებზე არამედ იდეებზე, პოლონეთზე, ერთგულებაზე, ეკლესიაზე, შობაზე, ვასალურობის თვითნებობაზე, ღირსებაზე, ფიცზე, თავისუფლებაზე და მეხსიერებაზე....მისი დიდი თეორიაა ტოტალიტარული სისტემების, განსაკუთრებით რუსულის საზიზღრობა,ვინაიდან გერმანელებს არაფერი ჩაუდენიათ კატინში". 


    გორელოვის თქმით თვითონ პოლონელები არიან პასუხისმგებლები თავის უბედურებაზე. მათ ცუდად იომეს და არა აქვთ ჩივილის უფლება. კატინი მისი აზრით არის შურისძიება 1919-1920 წლის საბჭოთა-პოლონური ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაცების სიკვდილის გამო.
    
    მეორე მაგალითია სახელი ნატან დუბოვიცკის უკან დამალული ვიღაცის მიერ 2009 წელს გამოქვეყნებული რომანი "ნოლთან".


     ავტორი იკეთებს ბებერი ცინიკოსი და ცხოვრების ფარული მხარეების ნახვით გარყვნილი ებრაელის ნიღაბს. ეს ებრაელი კალამს იღებს ფულის ან დიდების გულისთვის. კრიტიკოსების და ბლოგერების აზრით ებრაელის ნიღაბი უკეთია კრემლის მთავარ იდეოლოგ ვლადისლავ სურკოვს.


      მესამე რომის პეტრონიუსი დუბოვიცკის თქმით  რუსეთი არის უხამსი ქვეყანა სადაც ყვავის და იფურჩქნება საყოველთაოდ გავრცელებული სიხარბე,სადაც ფული იძლევა ყველაფრის საშუალებას და სადაც დანაშაული არის უბრალო სტატისტიკური ფაქტი. ადამიანები ასეთები არიან და მათ ვერაფერს მოსთხოვ. 


           ამ ხალხისთვის მნიშვნელობა აქვს მარტო ფულს. დანარჩენი ამ ხალხის აზრით  არის ძლიერების ტყუილი, სუსტების სისულელე ან სიმხდალე და ეშმაკების ორპირობა. 


         ცინიკოსების თქმით თაღლითობა,სახელმწიფო საკუთრების ჩაჯიბვა,
რეკეტი, ხელისუფლების ინსტიტუტების გაქირავება,თანამდებობებით,
წოდებებით და ჯილდოებით,მართლმსაჯულებით ვაჭრობა და პატრიოტიზმის სარფიან საქმედ გადაქცევა არის იმპერიის მრავალსაუკუნოვანი ბურჯები.


         საწყალმა ხელისუფლებამ სცადა ამ უბედურებასთან ბრძოლა,მაგრამ მალე მიხვდა რომ ეს უსარგებლოა და "მან ისევ დაიწყო კორუფციაზე პატივისცემით ლაპარაკი." 


              ფსბ-ს ერთი ქალბატონი საუბრობს ხელისუფლების როლზე საზოგადოებაში:" ჩვენ ვმართავთ ჩარევის გარეშე...ჩვენ იმდენი სამარცხვინო საქმე ვიცით რომ მათი გამომჟღავნების შემთხვევაში ამ ქვეყნის და არა მარტო ამ ქვეყნის ყველა მამაძაღლი ხელმძღვანელი მოკვდება და აქოთდება. დიდად სამწუხაროა მაგრამ კორუფცია და მაფია ისევე იცავენ სოციალურ წესრიგს როგორც სკოლა,პოლიცია და მორალი". 


              მესამე მაგალითია ალექსანდრ ტერეხოვის "ქვის ხიდი"//1966 წელს დაბადებული ტერეხოვი თავიდან ჟურნალისტი იყო. ესაა მისი მეორე რომანი,800 ფურცელზე უფრო დიდი ეს თხზულება იყო 2009 წლის ლიტერატურული მოვლენა//. 


               ეს წინა მაგალითზე ბევრად უფრო უკეთესად დაწერილი ნაწარმოებია.


         გმირი არის კგბ-ს ძველი თანამშრომელი,ტოტალურად ცინიკური არსება


            მას ეზიზღება იდეალიზმის ყოველგვარი ფორმა,საბჭოთა იქნება ის თუ ანტისაბჭოთა. 


        ისაა ქედმაღალი და  მაძღარი,წუნია, დაუნდობელი და დაღვრემილ-პირქუში.


           ის ყველა ქალს უყვარდება,მაგრამ  მას არ უყვარს არავინ. მას სძულს სექსი...


         აი რომანის დასკვნა :


        „ ამქვეყნად ყველა ფერი უმნიშვნელო და უაზროა.უაზროა სტალინის ხანის მასობრივი მკვლელობებიც,სტალინის ხანის დიადი მშენებლობებიც და დღევანდელი წვრილმანი ვნებებიც. არა აქვს არავითარი აზრი დიდ გრძნობებს. ისინი არაა საინტერესო. 
    წარსულში ფანატიკურ ჩიჩქნას არ მივყევართ არსად ვინაიდან ყველაფერი მთავრდება კრემატორიუმით, საფლავის ქვით;მოხუცებულთა თავშესაფრით, სკლეროზით, ალცჰეიმერით.
    ჩვენ ყველაფერი ფეხებზე გვკიდია.უაზროა. ჭეშმარიტების ძიებას მივყევართ სამ ერთნაირად ყალბ ვერსიამდე".
  ამის ავტორი ცინიკოსია მაგრამ სულ არ უხარია ცინიკოსობა. ეს უკვე კარგია. 
        "სამწუხაროდ მე კვე დიდი ხანია რაც მკვდარი ვარ როგორც მოქალაქე და მჯერა რომ ესაა ძალიან გავრცელებული გრძნობა. მე არ მაქვს პოლიტიკური შეხედულებები,თქვა მან ერთ ინტერვიუში.


    არავის უყვარს ჩვენი ცხოვრება. ბუნება,
ისტორია, გარდაცვლილი დიდი რუსული ლიტერატურა, შინაური ცხოველები, ოჯახი კი, გვიყვარს, მაგრამ ცხოვრება არა, ის არავის უყვარს //ქრისტიანობით შთაგონებული რუსი ესეისტი ევგენი ერმოლინის ეს საინტერესო ნარკვევი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში Books,2011 წლის ნოემბრის ნომერში//.           

No comments:

Post a Comment