November 6, 2011

ახალი წიგნებიდან,როგორ აცნობენ საქართველოს მსოფლიოს:

ძველი სინოპი
უცნობი ზღვის ქება-დიდება:
 ამ ზღვის სანაპირობიდან გამოსული 13 ავტორი ყვება ერთდროულად ახლო და იდუმალი ზღვის შესახებ სხვებს უბრალოდ უყვართ ეს სანაპიროები //ოდესსა ტრანსფერი, კოლექტიური ნაშრომი//.

 ბერძნებს ეშინოდათ შავიზღვისა. „ის იყო ველური, წარმოუდგენელი, გიჟური სისწრაფით შთანთქვდა გემებს და მისი ქარები აძრწუნებდნენ მეზღვაურებს.. ამიტომ ისინი თავიდან შავ ზღვას უწოდებდნენ
არასტუმართმოყვარე ზღვას, მაგრამ მერე შეეშინდათ რომ ეს სახელი ზღვას კიდევ უფრო გააბრაზებდა და მის დასამშვიდებლად დაარქვეს სტუმართმოყვარე ზღვა", ხსნიდა რალფ დუტლი ფრანკფურტერ ალგემაინეში ამ წიგნის გერმანიაში გამოცემისას.


      ეხლა ფრანგულად გამომავალი ეს კრებული აერთიანებს 12 ავტორის ტექსტებს. ავტორთა უმრავლესობა ზღვის სანაპიროებზე მდებარე ქვეყნებიდანაა. ამას ემატება პოლონელი  ანჯეი კრამარჟის ფოტოგრაფიული ესე.


      ყველა ლაპარაკობს ხმელთაშუა ზღვაზე ნაკლებად ცნობილ  და იდუმალ ამ ზღვაზე რომლის სანაპიროებსაც დუტლის თქმით უნახავთ „სისხლიანი სასკლაოები, მოსახლეობათა მასიური გადასახლებები, ჯერ აყვავებული და შემდეგ დაკნინებული იმპერიები". 


      აზიის ევროპიდან გამომყოფი შავი ზღვა მე-20 საუკუნეში თითქმის გქდაქცეული იყო საბჭოთა ტბად. იუდით ლაისტერის თქმით ეს აიხსნება იმით რომ ის დიდი ხნის მანძილზე ძნელად მისაწვდომი იყო დასავლელებისთვის და ისინიც არ აქცევდნენ მას დიდ ყურადღებას. 


                   შავი ზღვა იყო საზღვარი ცივი ომის ორ ბლოკს შორის.


     ქართველი აკა მორჩილაძე ხატავს ზღვისპირა ქალაქი ბათუმის პორტრეტს და იხსენებს ამ ქალაქის მნიშვნელობას საბჭოთა კავშირიდან თურქეთში  ცურვით გაქცევის, თუ გნებავთ გაცურვის მსურველთათვის. მათ როგორც წესი ხოცავდნენ.


      „ეს გაქცევა აღმოსავლეთიდან  უცნაურიც შეიძლებოდა გამოჩენილიყო ვინაიდან ეს ნიშნავდა გაქცევას საბჭოთა კავშირის ყველაზე სამხრეთი ქვეყნიდან, ერთგვარი პატარა სამოთხიდან.


     ამიტომაა რომ ქართველებს არ გახარებიათ ბერლინის კედლის დაცემა. ქართველები მუდამ ითვლებოდნენ პრივილეგირებულებად და მათ უეცრად დაინახეს რომ  უფრო მოწყალე ჰავაში არსებობს უფრო ლამაზი და უფრო თბილი ზღვები.


    ქართველებმა უცებ დაინახეს რომ ისინი არ არიან რჩეული ხალხი, რომ საქართველო არის პატარა პერიფერიული ქვეყანა. „აღნიშნავს Hans-Peter Kunisch "Suddeutsche Zeitung“-ში. 


      წარმოშობით რუმინელი უნგრელი ატილა ბარტისი თავის მხრივ იხსენებს რომ ის არასოდეს ლაპარაკობდა ზღვაზე იმიტომ ჩაუშესკუს საიდუმლო პოლიციის მიერ ნაწამებ და ნატანჯ მამამისს არარ შეეძლო ცურვა...


     თურქი ემინ სევგი ოზდამარი ლაპარაკობს  სომეხი ჟურნალისტი ჰრანტ დინკის მკვლელობაზე და თურქების მიერ პონტოს ბერძენთა გაჟლეტაზე პირველი მსოფლიო ომის დროს.


     მაგრამ იუდით ლაისტერის აზრით კრებულის ყველაზე ლამაზი ტექსტია რუმინელი მირჩა კარტარესკუს ტექსტი:


    „ბავშვი ის კონსტანცაში მოხიბლა ფირუზისფერმა ზღვამ. შემდეგ მან ერთდროულად გაშეშებული და მოძრავი ზღვა ნახა ზამთარში. სანაპიროზე განმარტოებით მდგომი ადამიანის ფიგურაში ირეკლება ხვედრი იმპერატორი ავგუსტეს მიერ ამავე სანაპიროზე გადასახლებული პოეტი ოვიდიუსისა რომელიც იძულებული იყო რამდენადმე შეგუებოდა ბარბაროსებს."//ამ საინტერესო წერილის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში Books,2011 წლის მაისის ნომერში//.


          ...........................................................................................................................................................


     მაშ კრემლისტანის ბელადების და პროპაგანდისტების გულის გასახარებლად ისევ კომუნისტების მიერ განებივრებულ იდიოტ ქართველებზე რომელთაც ეწყინათ ბერლინის კედლის დამხობა და ამით გერმანელების გაბედნიერება-გახარება, ჰკა მაგათ. აბა რა ესმით ბარბაროს ქართველებს ცივილიზაციისა....


      ისევ ცივილიზაციისა და ველური საბჭოთა-პოსტსაბჭოთა პერიფერიის დაპირისპირების თემა სადაც ველურებად მხეცი სტალინის თანამემამულე ქართველები არიან გამოყვანილი.


     ის რომ ქართველი ხალხი არის ერთ-ერთი უძველესი ხალხი  რომელიც ცდილობს თავისი მეობის და კულტურის გადარჩენას ხან არგონავტებისგან, ხან ლეგიონერებისგან, ხან ყიზილბაშებისგან და ასკერებისგან და ხან რომანოვების მიერ მოსეული მუჟიკებისგან, ციციანოვებისგან  თუ ჩეკისტებისგან თანამედროვე ევროპელებმა რა თქმა უნდა არ იციან და იშვიათად თუ ვინმე ქართველი ცდილობს მათთვის ამის ჩვენებას. სამწუხაროა ფრიად ქართველების მიერ ბნელეთში და უმეცრებაში ჩატოვებული ევროპელების ბედიც...

No comments:

Post a Comment