November 10, 2011

ისტორია,"სხვა" ევროპის მარტვილობა:

ტიმოტი სნაიდერის წიგნი "სისხლის ქვეყნები,ევროპა ჰიტლერს და სტალინს შორის":

1933-1945 წლებში ნაცისტურმა და კომუნისტურმა რეჟიმებმა გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის მოქცეულ ამ ქვეყნებში დახოცეს 14 მილიონი ადამიანი,ამ ქვეყნებს ამერიკელი ისტორიკოსი უწოდებს სისხლის მიწებს.//ეს წიგნი Basic Books-მა გამოსცა 2010 წელს.  
"ნგრევის მასშტაბმა ამ ქვეყნებში ადამიანები ერთგვარად მიაჩვია ძალადობას.

  ჩვენ ხშირად ვფიქრობთ რომ ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი ვიცით იმის შესახ თუ როგორ გატანჯა ადამიანები 1930-1940-ან წლებში
ტოტალიტარიზმების შეჯახებამ. ამერიკელი ისტორიკოსი ტიმოტი სნაიდერი კი დარწმუნებულია რომ ჩვენ ვიცით თუ რა ხდებოდა კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მაშინ როდესაც ნგრევის და სასაკლაოთა უდიდესი ნაწილი მოხდა აღმოსავლეთით,იმ  Bloodlands-ებში, « სისხლის მიწებზე » რომლებიც მოექცნენ მისი ბოლო წიგნის გულში : პოლონეთში,უკრაინაში,ბელორუსიაში,ბალტიის ქვეყნებში და რუსეთის უკიდურეს დასავლეთში.


   აბა ვის ახსოვს რომ ბელორუსიის მოსახლეობის ნახევარი მაშინ მოკლული ან დეპორტირებული იქნა ? აბა ვის ახსოვს რომ ჰოლოკოსტის დროს დახოცილი 5,4 გერმანელი ებრაელიდან 4 მილიონი ამ სისხლის მიწებზე ცხოვრობდა ? ვის ახსოვს ვერმახტის მიერ დატყვევებული 3,1 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცის 
ბედი ? ისინი დახვრიტეს ან დაიხოცნენ შიმშილით.

      არაა დასავიწყი არც 3,3 მილიონი უკრაინელი გლეხი რომლებიც დახოცა სოფლის მეურნეობის ნაძალადევმა კოლექტივიზაციამ...

              ტიმოტი სნაიდერი,მაშ,იხსენებს ამ სინამდვილეს : 1933--1945 წლებში სისხლის მიწებზე მოსპეს 14 მილიონი ადამიანი. აქ არ ითვლება ბრძოლებში დაღუპულთა რაოდენობა.

   მათ ისტორიაზე ყურადღების მიპყრობით სნაიდერი აშუქებს ხვედრს რეგიონისა სადაც ნგრევის მასშტაბმა მკვიდრები ერთგვარად მიაჩვია ძალადობას. 
            
«ეს მემკვიდრეობა ისევ დიდ გავლენას ახდენს ამ სახელმწიფოთა ნაწილზე,ამბობს ადამ ჰოჰხშილდი  Harper’s-ში.
ეს გვამები,პოლიციის რეიდები და ღამით დახვრეტები ისევ ახსოვთ და განა გასაკვირია რომ სისხლის მიწები დღესაც არის პოლიტიკური ძალადობის ასპარეზი ? 

      მაგრამ მის გეოგრაფიულ პრიზმას ავტორი მიჰყავს ძალიან პიროვნულ ისტორიულ არგუმენტაციამდე რომელიც ავლებს პარალელს ნაცისტების და კომუნისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის. 

     «სნაიდერს უნდა იმის ჩვენება რომ ორმა სისტემამ ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ადგილებში ჩაიდინა ერთი და იგივე სისასტიკეები, რომ ეს სისტემები ეხმარებოდნენ და ხელს უწყობდნენ ერთმანეთს და რომ მათმა ურთიერთქმედებამ  მოაწყობინა მათ ისეთი სასაკლაოები როგორებსაც ისინი ვერ მოაწყობდნენ ცალ-ცალკე »,ხაზს უსვამს ისტორიკოსი ენ აპელბაუმი  New York Review of Books-ში. 

       სნაიდერის აზრით საშინელების ეს სინერგია მეტი იყო ვიდრე დანაშაულების ჩადენის ტერიტორიების უბრალო გაყოფა.

      «სასიცოცხლო სივრცის » მაძიებელ ჰიტლერს და უტოპიური საზოგადოების მშენებელ სტალინს ერთნაირად სძულდათ პოლონური,უკრაინული თუ ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობის ყველანაირი ფორმა.
   ისინი ერთნაირი გააფთრებით სპობდნენ ამ ქვეყნების ელიტებს და საზოგადოდ მათ მოსახლეობას. 

      სნაიდერის თანახმად საბჭოთა კავშირში სტალინური ტერორის დროს მასობრივად არ უხოციათ პოეტები,დისიდენტები თუ ძველი ბოლშევიკები,

 მასობრივად ჟლიტეს სისხლის მიწების მოსახლეობები,
კოლექტივიზმის მარცხის განტევების ვაცები. 

      ამ მოსაზრებას არ იზიარებს ბრიტანელი ისტორიკოსი რიჩარდ ჯ.ევანსი.  London Review of Books-ში ის ამბობს რომ ყურადღების კონცენტრაცია პოლონეთზე,
ბელორუსიასა და უკრაინაზე იწვევს მილიონობით რუსის ხვედრის უგულვებელყოფას.

     ამას არ ეთანხმება სტალინიზმის ისტორიკოსი ენ აპელბაუმი. ის ამბობს რომ სნაიდერის მიდგომის დიდი ღირსებაა მეორე მსოფლიო ომისადმი მანიქეური მიდგომის უარყოფა. 
      ისტორიკოსი შეგვახსენებს რომ კონფლიქტი ვერ იქნება გააზრებული მხოლოდ ბოროტების წინააღმდეგ სიკეთის ბრძოლის ცნებებში და ის აახლებს აზრს ომის მორალურობის შესახებ.

   «მეორე მსოფლიო ომი ჩვენ ხშირად აღვწერეთ როგორც გამორჩეულად სამართლიანი ომი. 

    მაგრამ დასავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში გართულებს ჩვენ მხედველობიდან გამოგვრჩა ის რაც ხდებოდა აღმოსავლეთში.»

//ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში Books-ის 2011 წლის მაისის ნომერში//

No comments:

Post a Comment