November 22, 2011

რატომ არ მოველ წვიმადა...ეეჰჰჰ...


ბუნების გაკვეთილები რომლებიც შეიძლება გამოადგეს პოსჩეკისტური «დემოკრატიის» მიერ გაგიჟებულ საზოგადოებასაც !!!!

პოსტამხანაგმა დემოკრატებმა მთელი კაცობრიობა თუ არა საქართველო მაინც მგონი ისეთ დღეში ჩააგდეს რომ გამაიმუნება უკვე დამცირებად და მასხრად აგდებად კი არა სასურველ მდგომარეობად და დიდ მიღწევად შეიძლება ჩათვალოს ზოგმა დაკვირვებულმა ადამიანმა.
ბუნებას არ მართავს მარტო უფრო ძლიერის კანონი:
პრიმატოლოგი და ეთოლოგი ფრანს დე ვაალ

ცხოველების ქცევის ეს მკვლევარი  აჩვენებს პრიმატთა ცხოვრებაში ალტრუიზმის მნყშვნელობას. ინტერვიუს მას ართმევს ფრანგ კათოლიკეთა გაზეთი «La Croix» («ჯვარი», 2010 წლის 14 მარტი).


-თქვენ ბრძანებთ რომ მაყმუნებს აქვთ ემპათიის უნარი. რას ნიშნავს ეს?

ფრანს დე ვაალ:
 ემპათიის ქონა ნიშნავს ყმას რომ მათზე გავლენას ახდენს სხვათა ემოციები, რომ  ისინი იზიარებენ სხვათა ემოციებს.


დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რომ ემპათია განეკუთვნება ინტელექტუალური დემარშის სფეროს. არადა ლაპარაკია არა გადაწყვეტილებაზე, არამედ  ავტომატურ პროცესზე.  20 წლის წინ შვედმა ფსიქოლოგმა ულფ დიმბერგმა აჩვენა ემოციის გადადების უნებური ხასიათი.პიროვნებებს რომელთაც რამოდენიმე მილიწამის განმავლობაში  აჩვენებდნენ სახის გამომეტყველებებს უნდოდათ ამ გამომეტყველებათა გამეორება. ნაღვლიანი სახის დანახვისას ისინი ნაღველს განიცდიდნენ, მხიარული სახის დანახვისას-მხიარულებას. და ეს ისე რომ  არც კი იცოდნენ დაინახეს თუ არა მათთვის ესოდენ სწრაფად ნაჩვენები სახეები. ეს იმდენად ეწინააღმდეგობოდა ემპათიის ფსიქოლოგიურ გააზრებას რომ ძალიან ძნელი იყო ამის დაშვება.


კიდევ უფრო ძნელი იყო დაჯერება იმისა რომ ზოგ სოციალურ ცხოველსაც აქვს ემპათიის განცდა.

  -სჯერათ თუ არა ეს დღეს?

- ბოლო წლებში დაიჯერეს ის რისი მოწმობაც ჩვენ უკვე დიდი ხანია რაც გვაქვს. მთქნარების გადადება ჩანს ადამიანებში, შიმპანზეებში, ბაბუინებში თუ ძაღლებში. ძაღლები ამთქნარებენ მაშინაც როდესაც მათ თვალწინ ამთქნარებს მათი პატრონი ! ემპათია არა აქვთ  აუტისტ (გარე სამყაროს მოწყვეტილ, თავის თავში ჩაკეტილ ) ბავშვებს.
     
ვენ ვხდევათ თუ როგორ ამშვიდებს და ანუგეშებს შიმპანზე მეორე შიმპანზეს რომელსაც უკბინეს ჩხუბის დროს. 

ჩვენ არ ვუკავშირებთ მსგავს ფაქტს ემპათიას იმიტომ რომ ტაბუ ედო ამ ცნების გამოყენებას ცხოველთა ქცევის აღსაწერად.


გადამწყვეტი ყყო 1992 წელს მაკაკაში ხშყრად ემპათიის ბუდედ მიჩნეული «სარკე ნეირონების» აღმოჩენა. ეს ნეირონები მოქმედებენ არა მხოლოდ მაშინ როდესაც მაიმუნი აკეთებს რაღაც განსაკუთრებულ ჟესტს, არამედ მაშინაც როდესაც ის ხედავს რომ სხვა მაიმუნი აკეთებს ამას.

- მაშ არსებობს ემპათიის რთული ფორმები?

- სხვისთვისთვყს დახმარების გასაწევად აუცილებელია პერსპექტივის დანახვა, სხვის გაგების და სხვის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენის უნარი.


ჩვენ გვინახავს რომ შიმპანზე შველოდა მეორე შიმპანზეს რომელსაც ახრჩობდა კისერზე შემოხვეული თოკი.ეს შიმპანზე მივიდა მომაკვდავ შიმპანზესთან,წამოაყენა ის ერთი თათით და მეორე თათით მოხსნა მას მახრჩობელა თოკი. მას შეეძლო დახმარების სურვილით თოკყს გამოქაჩვა და დახმარების მაგივრად დასახმარებლის მოკვლა,

შიმპანზეს აქვს ემპათიისთვყს აუცილებელი ორი უნარი : ერთის მხრივ ტანჯულის თანაგრძნობის უნარი და მეორეს მხრივ გონიერება რომელიც იძლევა  უბედურებაში ჩავარდნილის მდგომარეობის შესაბამისი გადაწყვეტყლების მიღების საშუალებას.

ემპათიის ეს ფორმა ნამდვილად ადამიანირია, მაგრამ ის ზოგ ცხოველსაც ახასიათებს.


-თქვენ აღწერთ მრავალ ექსპერიმენტს და დაკვირვებას რომლებიც გვიჩვენებენ რომ დიდ მაიმუნებს ძალუძთ გმირობის გამოჩენა, მათ აქვთ თანაგრძნობის, მადლიერების, და სხვა მსგავსი უნარები, რას ასკვნით აქედან?

- ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით რომ სოციალურ ცხოველებს მწერების ჩათვლით  ახასიათებთ ალტრუისტული ქცევა. მაგრამ დაუჯერებელი ჩანდა ის რომ ეს ქმედებები შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივირებული, ყსე როგორც ესაა ადამიანის შემთხვევაში.
       
არა და ეხლა დადგენყლია რომ ძუძუმწოვრებს და,შეიძლება, ფრინველებს, აქვთ ადამიანის მსგავსი მექანიზმები :

ძუძუმწოვრები და ფრინველები იზიარებენ სხვათა ემოციებს , მათზე გავლენას ახდენს სხვათა ემოციები და მათ შეუძლიათ სხვებისთვის დახმარების გაწევა. 


   ჩვენ,მაგალითად, ჩავატარეთ ერთი ექსპერიმენტი ორ მაიმუნ კაპუცინებთან.  ჩვენ ერთ მაიმუნს ვუწვდითით ორ ობიექტს. თუ კი ერთს აირჩევდა ის ჯილდოდ იღებდა ვაშლის ნაჭერს. თუ კი ის აირჩევდა მეორე ობიექტს მაშინ ვაშლს ჯილდოდ ვაძლევდით ორივე მაიმუნს. მაიმუნები როგორც წესი ირჩევდნენ გადაწყვეტას როდესაც ჯილდო ორივე მაიმუნს ერგებოდა. მაიმუნი  კაპუცინები არ არიან ეგოისტები. თუმცა ისიც მართალია რომ ეს წესი მოქმედებდა მაშინ როდესაც ეს მაიმუნები იცნობდნენ ერთმანეთს. ესე იგი მაიმუნი კაპუცინები ეგოისტები არ არიან ახლობლის მიმართ,მათ შეუძლიათ ახლობლის არჩევა. სხვათა შორის ისინი საკუთარ თავს სცნობენ სარკეში. ბავშვის მიერ სარკეში საკუთარი თავის ცნობა ემთხვევა ემპათიის ურთულესი ფორმების გაჩენას.

დღეს  საკუთრივ ადამიანისთვის დამახასიათებელი ალბათ დაიყვანება ლინგვისტურ უნარებზე და აქაც პრიმატებს შეუძლიათ საუბარი ყვირილებისა და ჟესტების მეშვეობით. ევოლუციასთან ერთად სულ უფრო არამყარია საზღვარი ადამიანსა და ცხოველს შორის. ის ყველაზე მეტად აინტერესებთ ფილოსოფოსებს და განსაკუთრებით ფრანგ ფილოსოფოსებს. საფრანგეთში ძალყან ცუდად უყურებენ ადამიანის ტვინის შედარებას ვყრთხის ტვინთან. ამიტომაა რომ ნეირომეცნიერებათა მრავალი სპეციალისტი გადასახლდა ამერიკის შეერთებულ  შტატებში.

გვეუბნება თუ არა რამეს ადამიანყს შესახებ მაიმუნების   შესწავლა?

დიდი მაიმუნები აგრესიულები არიან, მაგრამ მათ აგრეთვე  აქვთ ემპათიის, ურთიერთდახმარების, მადლიერების უნარი.


ეს ჩვენ გვიბიძგებს საწყისებზე დასავლური წარმოდგენების გადასინჯვისკენ. ადამიანი უნდა გაჩენილიყო ცხოველივით ცუდი და მოძალადე. ადამიანი უეჭველად გაჩნდა აგრესიულობყს წილით,მაგრამ  მას აგრეთვე ჰქონდა ემპათიის და ალტრუიზმის წილიც.  ადამიანი არის სოციალური, თანამშრომლობისა და სისასტიკეების ჩადენის უნარების მქონე არსება. ესაა ერთი და იგივე არსების ორი სახე.

მაგრამ რატომ ადარებენ ადამიანს მაინც და მაინც შიმპანზეს?

ადამიანი გენეტიკურად ასევე ახლოა შეუდარებლად უფრო პაციფისტ მაიმუნ ბონობოსთან.  შეჯიბრების და კონკურენციის სულისკვეთებით გაჟღენთილ თანამედროვეობაში ჩვენ გვავიწყდება ხოლმე ეს ემპათიის ასპექტი.


ფიქრობენ რომ ასეა ბუნებაში, მაგრამ ბუნება არ იმართება მხოლოდ უფრო ძლიერის კანონით.


«ბუნების გაკვეთილები ბოლოს და ბოლოს დამშვყდებული საზოგადოებისთვის».

No comments:

Post a Comment