November 19, 2011

საქართველო-საფრანგეთის ისტორიიდან,სპირიდონ კედიას მასალებიდან:

სპირიდონ კედია
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საფრანგეთში მყოფ წევრთა ორგანიზაციის სტატუსი,  მიზანი და შემადგენლობა //სპირიდონ კედიას არქივიდან, თბილისი, 2007. ტექსტის სამი მეოთხედი//.

მუხლი 1. 1901 წლის მკათათვის 1-ის კანონის ფარგლებში არსდება საფრანგეთში მყოფ ეროვნულ--დემოკრატიული პარტიის წევრთა ორგანიზაცია. მისი ხანგრძლივობა უვადოა. მისი მთავარი ბინა პარიზშია.



მუხლი 2. ორგანიზაციის საგანია: ა) პრესის,კრებისა და სხვადასხვაგვარი ასოციაციის გზით დაიცვას და გააგონოს საფრანგეთის პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ წრეებს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ხალხის მოქმედება, დღევანდელი სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობა, მისი წარსული, მისი ისტორია და კულტურა და ხელი შეუწყოს ფრანგულ-ქართული მეგობრობისა და თანამშრომლობის დამყარებასა და განმტკიცებას.

ბ) ქართულს ემიგრაციაში კიდევ ამავე გზით პროპაგანდა გასწიოს ა.ეროვნული პრინციპების სუვერენობისა ბ. დემოკრატიული იდეებისა და გ.კერძო საკუთრების ნიადაგზე დაფუძნებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შენახვა-განვითარების სასარგებლოდ.

გ) წევრებს შეუქმნას ეროვნული ატმოსფერო და იზრუნოს მათი ზნეობრივი და ნივთიერი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

წევრობა: 1. საფრანგეთის ორგანიზაციის წევრად ითვლება ex officio ყოველი სამშობლოდან აყრილი და საფრანგეთში დაბინავებული პარტიული წევრი თუ კი მას მტერთან საკუთარი ნებით არასდროს არავითარი ურთიერთობა არ დაუჭერია.

ჩამოსულმა წევრმა თავისი ვინაობა ადგილობრივ სექციაში განაცხადოს და მას ამის დამამტკიცებელი საბუთიც წარუდგინოს.

ორგანიზაციის წევრობა შეუძლია ყოველ ქართველ ემიგრანტს სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად, თუ სრულწლოვანია, თუ პარტიის მოძღვრებას იზიარებს და საქართველოს მამულიშვილობა არ დაუკარგავს.

ამისთვის მსურველს შესაბამისი განცხადება შემოაქვს ადგილობრივ სექციაში . განცხადებაში მოყვანილია მისი გადაწყვეტილების მოტივები და დასახელებულია ორი პარტიული წევრი როგორც წარმომადგენელი. შესულ განცხადებას სექცია ორ თვეში პასუხს გასცემს, თუ მთხოვნელი სასურველი პირია მას სექცია თავის წრეში შემოიყვანს, პირველად როგორც სტაჟიორს. ამ წოდებაში იგი რჩება 6 თვე. ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ მთხოვნელის პიროვნების შესახებ სექციას აზრი არ შეუცვლია,იგი მას თავის წევრად ღებულობს. წინააღმდეგ შემთხვევაში სტაჟიორი განუსაზღვრელად ჰკარგავს სექციაში დარჩენის უფლებას.

სექციას უფლება აქვს ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მთხოვნელის წარსული და აწმყო თავისთავად საკმაოდ ჩინებული არის,იგი სრულიად გაანთავისუფლოს სასტაჟო პერიოდისაგან და პირდაპირ წევრად მიიღოს. თვიური საწევრო გადასახადი დაწესებულია 10 ფრანკი.

წევრიანობის დაკარგვა: მოხდება 2 გზით.. ან თავის განცხადებით, ან გარიცხვით.

პირველ შემთხვევაში წევრმა წერილობითი განცხადება უნდა შემოიტანოს.

წევრობიდან გარიცხვა ხდება ადგილობრივი სექციის დადგენილებით. ხმათა ორი მესამედით გარიცხვის დადგენილებამდე სექცია ვალდებულია გარკვეული ბრალდება წარუდგინოს, ვისაც ეხება იმას და და მისგანაც მოისმინოს პასუხი და განმარტება. ყველაფერი უნდა ხდებოდეს წესდების მიერ კანონიერად მიჩნეულ სხდომაზე და ოქმში უნდა იყოს შეტანილი.

გარიცხულს უფლება აქვს ადგილობრივი სექციის დადგენილება საფრანგეთის კომიტეტში განასაჩივროს. უკანასკნელი საქმეს გამოსაძიებლად საგამომძიებლო კომისიას გადასცემს და გამოძიების მასალების მიხედვით თავის განაჩენს გამოიტანს.

გარიცხვის საჯარო გამოქვეყნება მხოლოდ მაშინ მოხდება როდესაც იგი დადასტურებულია საფრანგეთის კომიტეტის ხმათა სამი მეოთხედის მიერ.

წევრის გარიცხვის საკითხის წარმომშობი გარემოებანი:

ა. პარტიის მოძღვრების, მისი ოფიციალური პოლიტიკისა და მის მისი დისციპლინის წინააღმდეგ საჯარო გამოლაშქრება. ბ. საჯაროდ ან კერძოდ უცხოეთში ცუდად მოხსენიება და გაქირდვა არჩეულ ორგანოთა ან მათი რომელიმა ცალკე წევრისა.

გ. ყოველი ზნეობრივად დაწუნებული საქციელი რომელიც როგორც ეგეთი სახელს უტეხავს ორგანიზაციას... //გაგრძელება და დასასრული იქნება//.

No comments:

Post a Comment