November 17, 2011

საფრანგეთის მოქალაქეობაზე:

სიახლე საფრანგეთის მოქალაქეობის შესახებ:
"2012 წლის 1 იანვრიდან საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების კანდიდატებმა ხელი უნდა მოაწერონ "საფრანგეთის მოქალაქის უფლებათა და მოვალეობათა ქარტიას". იმიგრაციისა და ინტეგრაციის შესახებ კანონით გათვალისწინებული და ინტეგრაციის საბჭოს მიერ შემუშავებული ეს ტექსტი  სამშაბათს საღამოს გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრს.
ტექსტის პრეამბულის თქმით ფრანგად გახდომა არაა უბრალო ადმინისტრატიული დემარში. ქარტია შეახსენებს ტრიპტიქს "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" და წარმოადგენს  "განუყოფელი, საერო,
დემოკრატიული და სოციალური" რესპუბლიკის ღირებულებებს და სიმბოლოებს.

ის ამბობს რომ  ყოველმა მოქალაქემ ხელი უნდა შეუწყოს ერის დაცვას და ერთიანობას. და ამბობს რომ იმათ ვისაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა აღარ შეეძლებათ საფრანგეთის ტერიტორიაზე მოქმედება  და ცხოვრება როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს...

ამ ქარტიაზე შეგნებულად და გააზრებულად ხელის მომწერი ვეღარ იტყვის რომ არ იცოდა თუ რას ნიშნავს ფრანგობა. ...

საფრანგეთის მოქალაქეობის მსურველი ჯერ ხელს მოაწერს ამ ქარტიას და მერე საქმეს შეისწავლიან პოლიციის თუ ჟანდარმერიის სამსახურები. თუ კვლევა დაასკვნის შეუსაბამობას ქარტიასთან კანდიდატის საკითხის გადაწყვეტა შეიძლება გადაიდოს ან კანდიდატს საერთოდ უარს ეტყვიან...

ამას გარდა კანდიდატს მოეთხოვება ფრანგული ენის უკეთ ცოდნა.

საფრანგეთის მოქალაქეობას ყოველწლიურად საშუალოდ 90 000 კაცი იღებს.

//ეს დაიბეჭდა ფრანგ კათოლიკეთა გაზეთში "La Croix","ჯვარი",2011 წლის 17 ნოემბრის ნომერში//.
ესე იგი ფრანგს, საფრანგეთის მოქალაქეს, მოეთხოვება საფრანგეთის ერთიანობის და მისი კულტურული ღირებულებებისა და თავისებურებების დაცვა.


ჩემის აზრით მსგავს დოკუმენტს საქართველოში ხელი უნდა მოაწერონ როგორც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისე ყველა დანარჩენმა მოქალაქემ. ვინც დააარღვევს ხელმოწერით დადასტურებულ წესებს და პირობას ის აღარ უნდა ითვლებოდეს ქართველად და საქართველოს მოქალაქედ...

No comments:

Post a Comment