June 3, 2012

ალეკსანდრ გორბოვსკის მასალები ძველი და ახალი ჰუმანიზმის შედარებისთვის:

ლეონარდო
 გადმოცემის თანახმად ინდოეთის იმპერატორ აშოკას (ძვ.წ.273-239 წწ.), ინდოეთის გამაერთიანებელი ჩანდრაგუპტას შვილიშვილს სურდა დიდი პაპამისის სწორად ყოფნა. ის თვლიდა რომ საუკუნეებში სახელის განთქმის საუკეთესო საშუალებაა ომი და ის სათავეში ჩაუდგა ომს მეზობელი სამეფო კალინგას წინააღმდეგ.

კალინგას მკვიდრნი თავდაუზოგავად უწევდნენ წინააღმდეგობას აშოკას. ერთ-ერთ ბრძოლაში აშოკას ჯარისკაცებმა დახოცეს მოწინააღმდეგის 7000 მეომარი. სასაკლაოს შემდეგ ბრძოლის ველზე მივიდა იმპერატორი.

აშოკას თავზარი დასცა მოკლული და მომაკვდავი მეომრების ნახვამ.

ცხოვრების დარჩენილი წლები აშოკამ უძღვნა მეცნიერებებს, ბუდიზმის გავრცელებას და აღმშენებლობით მოღვაწეობას. ომის სანახაობისგან თავზარდაცემულმა მან გადაწყვიტა გაეკეთებინა ყველაფერი რათა ადამიანს აღარასოდეს ეფიქრა ადამიანის მოკვლაზე.

აშოკამ შექმნა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო საზოგადოება, ცხრა უცნობის საბჭო, რომელსაც არ უნდა დაეშვა ადამიანთა ხელში მკვლელობის მნიშვნელოვან საშუალებათა მოხვედრა.

ზოგის აზრით ეს საზოგადოება დღესაც არსებობს. ამას ამბობდა საფრანგეთის მეორე იმპერიის კონსული კალკუტაში ჟაკოლიო, ინდოეთზე ცნობილი გამოკვლევების ავტორი. იგივეს ფიქრობდა კოლონიალური ინდოეთის ზოგი ინგლისელი დიდმოხელე.

ჩვენ არ გვაქვს ამ საიდუმლო საზოგადოების დღემდე, ორი ათასი წლის შემდეგაც არსებობის უშუალო დამადასტურებელი საბუთები. მაგრამ ცნობა ასეთი საზოგადოების ოდესღაც შექმნის შესახებ მრავლისმთქმელია.

მარტო აშოკას არ უცდია დამანგრეველი და მკვლელი ცოდნის დამალვა უმწიფარი და ბოროტი  ადამიანებისთვის.

1775 წელს ფრანგი გამომგონებელი დიუ პერონი ცდილობდა მეფესთან შეხვედრას.

მისი მტკიცებით ამ შეხვედრაზე დამოკიდებული იყო სახელმწიფოს მომავალი. ის ამბობდა რომ მას სურდა თავისი სათქმელის თქმა მხოლოდ თვითონ მეფისთვის. ლიუდოვიკო XVI დათანხმდა მის მიღებაზე.

სასახლის ბაღში,სადაც მოხდა შეხვედრა,დიუ პერონის თანაშემწეებმა შეიტანეს რამოდენიმე კარგად დაჭედილი ყუთი და წავიდნენ.

გაირკვა რომ დიუ პერონმა გამოიგონა იარაღი რომელიც დააჩოქებდა ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. მეფეს ამიერიდან შეეძლო საფრანგეთის საზღვრების გაწევა ისე როგორც მას მოესურვებოდა. დიუ პერონმა მოიგონა თანამედროვე ტყვიამფრქვევის წინაპარი. მას შეეძლო ერთდროულად 24 ტყვიის სროლა.

ალექსანდრ გორბოვსკის წიგნი
უძველესი ისტორიის
გამოცანების შესახებ.
მაგრამ  რაინდთა მემკვიდრე ლიუდოვიკო მეთექსვსმეტემ მადლობის თქმის მაგივრად გამოლანძღა ტყვიამფრქვევის გამომგონებელი და გააგდო.  აღშფოთებულმა მეფემ და მისმა მინისტრებმა უარყვეს ეს «მხეცური მკვლელობის იარაღი». დიუ პერონი მათ გამოაცხადეს კაცობრიობის,ადამიანობის მტრად. არის საფუძველი ვიფიქროთ რომ მეფემ გააკეთა ყველაფერი რომ ეს გამოგონება არ მოხვედრილიყო სხვა მონარქის ხელში. გამომგონებელი გაქრა. დემოკრატმა უნიფხვო სანკიულოტმა რევოლუციონერებმა კი სიკვდილით დასაჯეს ამდენი ადამიანის გადამრჩენი მეფე.

უფრო ადრე, როდესაც ყველაზე მკვლელ იარაღად ითვლებოდა შვილდ-ისარი, ამ სფეროში შეზღუდვები დააწესა რომის პაპის საგანგებო ბულამ რომელმაც აკრძალა არბალეტების უფრო ზუსტი დამიზნებისთვის სამფეხას ან საყრდენის გამოყენება.

«ეს მოწყობილობა, ნათქვამი იყო ბულაში,რომელიც ემატება მსროლელის ბუნებრივ უნარს,მსროლელს არაადამიანად აქცევს». აკრძალვა მოქმედებდა ორასი წლის მანძილზე.

გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში დგას ფრანცისკანელი ბერი ბერტოლდ შვარცის ძეგლი.  ჯადოსნობით და შავი მაგიით გატაცებაში ეს ბერი ჩასვეს ციხეში სადაც ის ისევ აგრძელებდა თავის ცდებს. 1330 წელს მან ერთმანეთს შეურია გოგირდი, სელიტრა და ნახშირი და მიიღო დამანგრეველი დენთი.

ეს რეცეპტი მალე ცნობილი გახდა ყველგან და სწორედ XIV საუკუნის დასაწყისიდან დენთი გავრცელდა ევროპაში. თუ კი ბრძოლის ველზე მანამდე ისმოდა მხოლოდ ხმლების წკრიალი და საყვირების ხმა ეხლა გაისმა პირველი ზარბაზნების გრიალი. XIV საუკუნე იქცა დენთის დაბადების საუკუნედ.

არადა თუ კი კარგად ჩავიხედავთ წარსულში და შევისწავლით ნაკლებად ცნობილ ფაქტებს და ცნობებს დავინახავთ რომ დენთი აქა იქ უეცრად ჩნდებოდა დიდი ხნით ადრე ამ ამბამდე და ასე მოულოდნელად ქრებოდა მთელი საუკუნეების მანძილზე. 

ცნობილია რომ 1257 წელს არაბები დენთს იყენებდნენ ერთ-ერთი ესპანური ქალაქის გარემოცვისას. ასევე არაბებმა დენთი გამოიყენეს 5,5 საუკუნით უფრო ადრე,690 წელს/ . მეომრობით განთქმულმა არაბებმაც კი დენთი სულ ორჯერ გამოიყენეს 6 საუკუნის მანძილზე და დიდი ხნით მიივიწყეს.

ა.წ. VII საუკუნეში დენთი იცოდნენ ეგვიპტელებმა. პირველი საუკუნის 80-ან წლებში კი დენთის რეცეპტი ინდოეთიდან მოხვდა ჩინეთში (არსებობს ცნობები რომ ძველი ეგვიპტელები,ჩინელები და ინდოელები დენთს იყენებდნენ ზეიმების დროს ფოიერვერკების ნაირი სანახოების მოსაწყობად და არა ხალხის დასახოცად,მთარგმნელი).


აუხსნელია თუ რატომ არ გავცელდა ომის ესოდენ მნიშვნელოვანი საშუალება. შეიძლება ვიფიქროთ რომ გავლენიანი ხალხი ხელს უშლიდა ამ დამღუპველი იარაღის საყოველთაო გავრცელებას. 

დენთის შესახებ ცოდნას ვიღაც მალავდა. ვინ? სამხედროები  მას არ დამალავდნენ, პირიქით, გამოიყენებდნენ.

დროულად მოსპობილი გამოგონების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ის რაზეც წერდა ლეონარდო და ვინჩი: «მე არაფერს დავწერ იმაზე თუ როგორ შემიძლია წყლის ქვეშ ამდენი ხნით დარჩენა, როგორ შეიძლება ამდენი ხნით დარჩენა საჭმლის გარეშე. ეს რომ გავცხადო ბოროტი ადამიანები წყალქვეშ გაამტვრევენ გემების ფსკერს და დაღუპავენ გემებსაც და მათზე მყოფ ადამიანებსაც და ამიტომ არაფერს ვიტყვი» (ლეიჩესტერის მანუსკრიპტი)  ამის და ამაზე ბევრად მეტის წაკითხვა რუსული ენის მცოდნეს შეუძლია მკვლევარი ალეკსანდრ გორბოვსკის ნაშრომში «უძველესი ისტორიის საიდუმლოებები").

No comments:

Post a Comment