April 16, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-3 :

იმაში შეიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის, და ჩვენც უნდა დავდოთ სულები ძმებისთვის. 


ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული? შვილნო! გვიყვარდეს არა სიტყვებით და არა ენით, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით (მოციქულ იოანეს პირველი წერილი 4). 



      «ხალ მცნებას გაძლევთ თქვენ; რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთსშორის.»  
( იოანე 14,34-35)
        .
       ადამიანს ბილწავს ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმორწმუნეობანი, გმობანი ( მათე 15, 19).

                         ****************

       არ მეშინია გამეორებისა : დიდ მსოფლიო კულტურებსა და რელიგიებში არის მათი ტაძრები, საგალობლები, ზარები, კრიალოსნები, ტრაქტატები, მონასტრები და მრავალი სხვა. და მთავარი განსხვავება ქრისტიანობისა სხვა მსოფლიო რელიგიებისგან არის სახარებაში, იესო ქრისტეს პიროვნებაში.

           და ეს პიროვნება, ეს გამოცხადება არაა არსად სხვაგან. და რაც არ უნდა დიდი იყოს ბუდიზმის დამაარსებელი ბუდას პიროვნება ბუდიზმისთვის ბუდას პიროვნებაზე უფრო მნიშვნელოვანია მისი პრინციპები და მოძღვრება. რომ არ ყოფილიყო მუჰამედი, ვიღაც უცნობს რომ წამოეყენებინა ეს უმთავრესი დოგმატები: ერთიანი ღმერთი, მორჩილება ღმერთისადმი, დღეში რამოდენიმეჯერ ლოცვა და ა.შ. მაჰმადიანობა იქნებოდა ისეთი როგორიც ის არის დღეს.

      ქრისტიანობას კი იესო ქრისტეს გარეშე აკლდება მისი არსი, მისი უკანასკნელი და უმთავრესი არსი.

               ვლადიმირ სოლოვიოვის სიკვდილისწინა მოთხრობაში « მოკლე მოთხრობა ანტიკრისტეს შესახებ» ( ეხლა თქვენ უკვე  შეგიძლიათ მისი წაკითხვა იმიტომ რომ ის გამოცემულია ჩვენთან)  არის სასეთი სცენა : მსოფლიოს პრეზიდენტი, დედამიწის ბატონი, იწვევს მთავარი ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებს. კათოლიკებს ის პირდება განსაკუთრებით მდიდრული ტაძრების აგებას, მართლმადიდებლებს- ძველი საეკლესიო ხელოვნების არაჩვეულებრივად ძვირფასი მუზეუმების შექმნას, , პროტესტანტებს- წმინდა წერილის შესწავლის, თეოლოგიის ახალი ინსტიტუტების დაარსებას. თითქოს ყველა აღფრთოვანებულია. მაგრამ ეკლესიათა სამმა ხელმძღვანელმა-პაპმა პეტრემ, უხუცესმა იოანემ და პროფესორმა პაულიმ მას პირდაპირ დაუსვეს კითხვა : როგორ უყურებს ის ქრისტეს? « შენ გვთავაზობ ყველაფერს ქრისტეს გარდა». ესაა ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე. ესაა ესთეტიკა, მეცნიერება, ტრადიცია, ღვთისმსახურება, მაგრამ არაა მთავარი ! არაა ადამიანის ჯვარცმული და აღმდგარი შვილი ! და ამ ნიშნით უხუცესი იოანე, პაპი პეტრე და დოქტორი პაული მსოფლიო პრეზიდენტში ამხელენ ანტიქრისტეს. ეს პრინციპულად მთავარი  მომენტი აჩვენებს თუ როგორ  უყურებდა ვლადიმირ სოლოვიოვი ქრისტიანულ საიდუმლოს.

          
და უნდა ითქვას რომ მის დროიდან არაფერი შეცვლილა. და სახარების დაწერის ამ მნიშვნელობით არაფერი შეცვლილა. « მე ვარ ალფა და ომეგა, საწყისი და ბოლო», ამბობს უფალი იესო. და როდესაც ვკითხულობთ ახალი აღთქმის ქრონოლოგიურად უძველეს ტექსტებს იქ ვხედავთ  სმოციქული პავლეს სიტყვებს რომელთა თანახმადაც ადამიანს ხსნა ანუ ღმერთთან ზიარება შეუძლია არა კანონით არამეს იესოს რწმენით.

                     რას ნიშნავს ეს? კანონი არის  ცხოვრების რაღაც სისტემა... კანონი არის ადამიანური კულტურის ნაწილი,კულტურისა რომელსაც, როგორც ჩვენში უყვართ თქმა, « აქვს მიწიერი ფესვები». ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია და აუცილებელია.  მაგრამ გარდატეხის მოხდენა, გარღვევა ამ კულტურულ მემკვიდრეობას არ შეუძლია იმიტომ რომ მასში არის მრტისმეტად ბევრი ადამიანური, მხოლოდ ადამიანური.   და მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანი თავისთვის აღმოაჩენს უკვდავ, მარად ცოცხალ ქრისტეს,ხდება ის რასაც ბიბლიურ ენაზე უწოდებენ ხსნას ანუ ადამიანის ზიარებას ჭეშმარიტ სიცოცხლესთან რომელზეც დარდობს სული, რომლისკენაც ის მიისწრაფის,  ამიტომ უწოდა თავის ქადაგებას თვითონ უფალმა იესომ ბესორბ, რაც ნიშნავს სასიხარულო ცნობას, ბერძნულად ევანგელიონ. და ჩვენ ამას ვუწოდებთ სასიხარულო უწყებას.   და რას წარმოადგენს ეს სასიხარულო ცნობა, სასიხარულო უწყება?  ბედუინებს აქვთ ასეთი ჩვეულება: როდესაც იბადება ბიჭი  ბებიაქალი მიდის ახალშობილის მამასთან და ეუბნება:
« მე გაუწყებ დიდ სიხარულს, შენ გაგიჩნდა ბიჭი». და აი გადავშლით რა სახარებას ლუკასაგან  ჩვენ იქ ვკითხულობთ ამ სიტყვებს : « იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად, და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აი, უფლის ანგელოზი მოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით.» ( 2, 8-9). ბიბლიურ ენაზე ეს ნიშნავს საიდუმლოს გამოჩენას ამ მატერიალურ სამყაროში.  და მათ ესმით : « ...ნუ გეშინიათ, აი გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება : ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი» (2, 10-11). მოვიდა მეფე რათა ემეფა , მაგრამ დაიბადა როგორც მათხოვარი.

          შობიდან 30 წლის შემდეგ მდინარე იორდანეს ნაპირზე ორმა მეთევზემ იპოვეს თავისი მეგობარი რომელიც ასევე იყო მდინარის ნაპირზე ბრბოში და უთხრეს მას უცნაური სიტყვები: « ჩვენ ვიპოვეთ მესია». « ვინაა ის?» იკითხა მეთევზემ- ესაა იესო, შვილი იოსებისა ნაზარეთიდან». მან, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა. მაშინ მათ უთხრეს
უბრალოდ: « წადი და ნახე». ეს იყო მთავარი საბუთი რომელსაც მსოფლიო ქრისტიანობა დღესაც  წარუდგენს იმათ ვისაც უნდათ მისი გაცნობა. ის ამბობს ამ ორ სიტყვას: « წადი და ნახე».

           და ჩვენც ვუყურებთ ხატს იმისა ვინც დახატულია სახარებაში. ეს ხატი არ გაფერმკრთალებულა ოცი საუკუნის მანძილზე. რომელ დიდ გენიოსს შეეძლო ასეთი ხატის შექმნა?  ტყუილად არ ამბობდა ჟან ჟაკ რუსო რომ ქრისტეს გამომგონებელი ქრისტეზე უფრო საკვირველი იქნებოდა. ლაპარაკობენ კოლექტიურ ხალხურ შემოქმედებაზე. მე მგონია რომ ასეთი შემოქმედება არ არსებობს. არის ანონიმური შემოქმედება. მიუხედავად ამისა მნიშვნელოვანია რომ სახარება არ დაუწერია ერთ ადამიანს. რომ ყოფილიყო მხოლოდ იოანეს სახარება ვიტყოდით: « აი იყო დიდი იოანე და მან შექმნა ასეთი ხატი. მაგრამ მახარებელი ოთხია და ყოველი მათგანი თავისი კუთხიდან ხედავს ქრისტეს სახეს.

              ხატისთვის მეტი რელიეფურობის და სინამდვილის მისანიჭებლად  მწერლები  აღნიშნავენ ხოლმე გმირის უარყოფით მხარეებს, მის სისუსტეებს, ჩრდილებს ადებენ ამ პორტრეტს. მახარებლები ქრისტეს სახეს ჩრდილებს არ ადებენ და მიუხედავად ამისა ის გასაოცრად ცოცხალია, გასაოცრად რეალური და ხელშესახებია.

         წავიდა ის დრო როდესაც სახარება ითვლებოდა გვიან, ქრისტეს ცხოვრებიდან მრავალი თაობის შემდეგ დაწერილ წიგნად. ეხლა უკვე კარგად ვიცით რომ ოთხივე სახარება დაიწერა იმავე საუკუნეში  როდესაც ხდებოდა სახარების მოვლენები. არსებობს სახარების ძველი ხელნაწერები რომლებიც თარიღდება ადრექრისტიანული ხანით.  უკანასკნელი იყო იოანეს სახარება რომელიც დაწერილია ა.წ. 90 წლისთვის.  ამ სახარების ხელნაწერის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება დაახლოებით 130 წლით იპოვნეს ეგვიპტეში. ესე იგი ის ვიღაცამ გატაწერა და ჩაიტანა ეგვიპტეში. არა და მაშინ თვითმფრინავები არ იყო და ყველაფერი ძალიან ნელა ხდებოდა.  ეს წიგნი კარგად იყო ცნობილი და ვრცელდებოდა ადრეული ხანიდან, რაზეც მოწმობს ათასობით ძველი პაპირუსი და პერგამენტის ხელნაწერი. ბევრი მათგანი ადრექრისტიანული ხანისაა.  ძველი რომაელი და ბერძენი მწერლებისგან ( ჰომეროსი, ტაციტუსი, ვირგილიუსი) არ დარჩენილა ამდენი ძველი ხელნაწერი. მათი უმრავლესობა აღორძინების ხანით თარიღდება.

             ვინ და როდის დაწერა სახარება?  ითვლება რომ უძველესი იყო მათეს სახარება რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია ორიგინალის ენაზე. ის დაწერილი იყო ებრაულ ან არამეულ ენაზე. მათე იყო ხარკის,გადასახადთა  ამკრეფი და ესე იკი ყველაზე წიგნიერი მოწაფეთა შორის.  II საუკუნეში მცხოვრები ეპისკოპოსი პაპიუსის მოწმობით მათემ დაწერა თავისი სახარება და შემდეგ ის თარგმნეს ბერძნულად.  ის რაც დღეს გვაქვს როგორც მათეს სახარება უკვე მოგვიანებით, 70-80 წლებს შორის შედგენილი ბერძნული ვერსიაა. 60-ანი წლების დასაწყისში დაიწერა მარკოზის სახარება. მახარებელი მარკოზი ითვლება სახარების ჟანრის შემქმნელად.

           დააკვირდით მნიშვნელოვან მომენტს: სახარება არაა იესო ქრისტეს უბრალო ბიოგრაფია. მაშინ ძალიან კარგად იცოდნენ თუ რა არის ბიოგრაფია. ძველი რომაელი და ბერძენი მწერლები გატაცებულები იყვნენ ბიოგრაფიებით. და პლუტარქემაც მალე გამოაქვეყნა თავისი « შედარებითი ბიოგრაფიები». მაგრამ სახარება არაა ბიოგრაფია, არაა ქადაგება, არა გამოთქმათა კრებული, არაა პიროვნების დახასიათება. ესაა სრულებით ახალი რამ. ესაა მახარებლების მიერ, შეიძლება სწორედ მახარებელი მარკოზის მიერ შექმნილი განსაკუთრებული ჟანრი.

                 მარკოზი არ ყოფილა მწერალი. ის დაიბადა ღვთისმსახურის ოჯახში, ცხოვრობდა იერუსალიმში. ღოდესაც ხდებოდა სახარებაში აღწერილი მოვლენები მარკოზი იყო ყმაწვილი, თითქმის ბიჭი. შემდეგ დედამისის სახლი ხდება მოციქული პეტრეს და ქრისტეს სხვა მოწაფეთა სახლი. ისინი იქ მიდიან, ისინი იქ მშვიდად გრძნობენ თავს. მარკოზის დედა იყო თავდაპირველი თემის დედა. შემდეგ,როდესაც მოციქული პავლე იწყებს ქადაგებას წარმართებისთვის მას თანაშემწედ მიჰყავს მარკოზი. მაგრამ როგორც ჩანს გზის სიძნელეებით შეშინებული თუ კიდევ სხვა რამის გამო მარკოზი სტოვებს პავლეს და მის თანამგზავრ ბარნაბას და ბრუნდება იერუსალიმში. ეს თითქოს იყო რაღაც უთანხმოება. შემდეგ ისინი შერიგდნენ და პარკოზი ახლდა მოციქულ პეტრეს.  სწორედ აქ მოხდა მთავარი. როგორც წერდა ერთ-ერთი თანამედროვე ფრანგი მეცნიერი ისე ჩანს თითქოს ესაა ბერძნული კალკა სხვა ენიდან, კეთილსვინდისიერი და სიტყვასიტყვითი თარგმანი.  იქნებ პეტრე ყვებოდა თუ რა გადახდა თავს და რა ნახა და მარკოზმა ჩაიწერა მონაყოლი, მაგრამ პეტრემ ცუდად იცოდა ბერძნული და ლაპარაკობდა არამეულად და მარკოზმა მონაყოლი ბერძნულად ჩაიწერა?

          ხდებოდა ეს რომში.  ყოველმა თქვენთაგანმა, ვისაც სურს კაცობრიობის ისტორიის იმ მომენტის წარმოდგენა, მომენტისა როდესაც მარკოზმა დაიწყო ამ წიგნის წერა, უნდა წაიკითხოს პოლონელი მწერალი ჰენრიკ სენკევიჩის რომანი « ვიდრე ჰხვალ?». სენკევიჩი დიდხანს ცხოვრობდა რომში და შესანიშნავად იცნობდა ლათინურ ისტორიას და ლიტერატურას.  მან აღადგინა სურათი ცხოვრებისა იმ დროს როდესაც ქრისტიანობა პირველად განაცხადა თავისი თავის შესახებ. ესაა პირველი საუკუნის 60-ანი წლების დასაწყისი. კეისარი ნერონის ტირანია, მოხელეთა კორუფცია, დაძაბული სიტუაცია იმპერიაში.საზოგადოების სხვადასხვა ფენის გახრწნა- და ჩნდება პატარა ნაკადი, ქრისტიანული თემი.  ეს რომანი ( მთავარი გმირების გარდა) საკმაოდ დამაჯერებლად და ზუსტად აღწერს მოვლენებს. იქაა ასეთი ადგილი : ახალგაზრდა არისტოკრატი ვინიციუსი ეძებს თავის საცოლე ლიგიას რომელიც ემალება მას. თავისი ჯაშუშების მეშვეობით მან შეიტყო რომ ლიგია გაქრისტიანდა და ჩუმად მივა სასაფლაოზე სადაც იკრიბებიან ქრისტიანები.  იქ ბრბოში ის ხედავს თუ როგორ დგება მოხუცი რომელსაც ყველა ელოდა.  ახალგაზრდას ეგონა რომ ის იყო ქრისტიანთა უმაღლესი ქურუმი, როგორც ეს წარმოედგინა ახალგაზრდას.  ეს იყო უბრალო მეთევზე რომელიც ყვებოდა იმაზე რაც ნახა და განიცადა. ეს იყო პეტრე რომელიც რომაელებს უყვებოდა სახარებას. ეს მოთხრობა იყო ჩაწერილი არა როგორც მოგონებები არამედ როგორც რწმენის მოწმობა იმიტომ რომ პეტრემ და სხვა მოწაფეებმა ქრისტეში აღმოაჩინეს ის რაც არ ყოფილა არც ერთ წინასწარმეტყველში და მოძღვარში. ეს იქცა ჩვენს მეორე სახარებად.

             მოციქულ პავლეს ჰყავდა თანამგზავრი ლუკა, ერთადერთი ბერძენი ახალი აღთქმის ავტორთაგან. ის იყო ექიმი და, ლეგენდის თანახმად, მხატვარიც. ალბათ ახალგაზრდობაში შეუერთდა პავლეს და პირველი საუკუნის 51 წელს ის პირველად მოხვდა პავლესთან ერთად ევროპის კონტინენტზე.  ევროპაში სახარების ქადაგება დაიწყო  სწორედ ამ დროს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რომს. ლუკას არაერთხელ უმოგზაურია პავლესთან ერთად. ის ნამყოფი იყო პალესტინაშიც,იცნობდა მრავალ მოციქულს, ძველი იერუსალიმის ეკლესიის, ლეთავდაპირველი ქრისტიანული ეკლესიის თქმულებებს. უკვე მოხუცებულმა მან დაწერა თავისი სახარება და « მოციქულთა საქმენი» რომლის მთავარი გმირიცაა პავლე.

           ეხლა მივალთ ყველაზე იდუმალ სახარებასთან, იოანეს სახარებასთან. ის მთლიანად განსხვავდება პირველი სამი სახარებისგან სტილით, ენით, აზროვნების ხასიათით. ეს ძვირფასია იმიტომ ქრისტე თავისი თვალით დაინახა სხვა წყობის, სხვა სულიერი წრთობის ადამიანმა. გადმოცემის თანახმად ეს იყო  იესოს საყვარელი მოწაფე იოანე ზებედეს ძე, ისიც გალილეელი მებადური. თანამედროვე მეცნიერები თვლიან რომ ეს სახარება არ დაუწერია პირადად იოანეს რომელიც მუდამ მას ყვებოდა თავის წრეში, ასე ვთქვათ სკოლაში, სადაც ის ჩაიწერეს კიდეც. ყველა შემთხვევაში ეს ძალიან ძველი სახარებაა; არის პირდაპირი დამამტკიცებელი საბუთები იმისა რომ ავტორი კარგად იცნობდა ქვეყანას 70 წელს რომაელების მიერ ქვეყნის აოხრებამდე.

        მაშ, ოთხი სახარება. რაზე მეტყველებენ ისინი? ისინი ლაპარაკობენ საიდუმლოზე იმისა ვინც იყო ადამიანის შვილი დედამიწაზე და გაიხსნა როგორც ღმერთის შვილი.  ძველად, ძველ აღთქმაში, ცნებას ადამიანის შვილი ჰქონდა ორი მნიშვნელობა. ის ნიშნავდა მოკვდავ ადამიანსაც და იდუმალ არსებასაც რომელიც მოვა ამქვეყნად მის განსაახლებლად. ამიტომ იესო ნაზარეველი თავის თავს უწოდებდა  «  ბარ ენშბ» რაც არამეულად ნიშნავს ადამიანის შვილს.

            ჩვენთვის უცნობია თუ როგორ ცხოვრობდა ის ნაზარეთში. და თქვენ ნამდვილად გაგიგიათ, ზოგმა თქვენთაგანმა მკითხა ხომ არ იყო ის იმ დროს აღმოსავლეთში, ინდოეთში  ( ეხლა სხვა კონტექსტში უკვე იაპონიასაც უმატებენ). შეიძლება კი მომხდარიყო ასეთი რამ? თქვენ იცით რომ ადამიანებს აქვთ უცნაური თავისებურება: ყველას სურს რომ ქრისტე დაბადებულიყო ერთდროულად სხვადასხვა ადგილას. ამერიკაში არის მორმონთა ანუ უკანასკნელი დღის ქრისტიანთა მოძრაობა რომლის წიგნიც ამტკიცებს რომ იმ დროს როდესაც ქრისტე გაჩნდა და ცხოვრობდა პალესტინაში ის რაღაცნაირად გაჩნდა ამერიკაში სადაც შექმნა ახალი მოძრაობა. რაღაც მსგავსს ყვებოდნენ იაპონიაშიც. და,ბოლოს, ე.წ. ტიბეტური სახარება ლაპარაკობს იმაზე რომ ქრისტე ნამყოფია ტიბეტში და ინდოეთში. « ტიბეტური სახარება» სრულებით არაა სანდო. ის სავსეა ანაქრონიზმებით. ის გვიანდელი ნაწარმოებია და, რა თქმა უნდა, აპოკრიფი. შეიძლება ქრისტე იყო კიდევაც იქ მაგრამ ამას არა აქვს არავითარი მნიშვნელობა თუნდაც იმიტომ რომ თავისი სპეციფიური, განსაკუთრებული იდეების მქონე დიდი აღმოსავლური კულტურები არანაირად არ ასახულან ქრისტეს ქადაგებაში. ქრისტეს ქადაგებაში არ ასახულა არც ერთი აღმოსავლური იდეა. მე შემიძლია მოვიყვანო თუნდაც ორი აღმოსავლური იდეა : ახიმსა, რაც ნიშნავს მკვლელობის უარყოფას ( ვეგეტარიანელობა). ქრისტე ამას არ მოითხოვს. და მეორე, გარდასახვა, სპეციფიური ინდური კონცეფცია, სახარებაში ეს არაა.  ამას გარდა სახარების ფორმა, ფრაზეოლოგია, სტილი დაკავშირებულია მხოლოდ ძველ აღთქმასთან და არა ბერძნულ ინდურ ტრადიციებთან. ასეთია ისტორიის ფაქტები. ეს ცხადია ყოველი მიუკერძოებელი ადამიანისთვის.


         მაგრამ ქრისტეს საიდუმლო სულაც არაა იმაში რომ ის თავისი ხალხის, თავისი დროის და თავისი საუკუნის შვილია. ქრისტეს საიდუმლო იმაშია რომ ის მიმართავს ყოველ ადამიანს. აქ ჩვენ ვხედავთ არსებობის ორი განზომილების შეხებას. მოძღვარია თუ არა ის? რა თქმა უნდა, მოძღვარია, მასწავლებელი. მაგრამ ისაა სრულებით განსაკუთრებული მასწავლებელი იმიტომ რომ ის მოვიდა მაშინ როდესაც ძველი აღთქმა, ეს წმინდა წიგნი, უფლის სიტყვად ითვლებოდა. თვითონ ის მას წმინდა წიგნს უწოდებდა. და რა გააკეთა მან?

          ის ამბობდა ასე : « ძველებმა თქვეს არ მოკლა. მე კი გეუბნებით რომ მრისხანებაც ცოდვაა». ესე იგი თავის სიტყვას  წერილის გვერდით და მასზე უფრო მაღლა აყენებდა.

           ძველ აღთქმაში თემის წარმართთა გავლენებისაგან დასაცავად შექმნილი იყო საკვების აკრძალვათა რთული სისტემა. ქრისტე ამბობს; « ადამიანს ბილწავს არა ის რაც პირში შედის, არამედ რაც პირიდან გამოდის შებილწავს ადამიანს... ნუთუ კიდევ არ გესმით, რომ  ყოველი რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გამოდის გარეთ? მაგრამ პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და ეს ბილწავს ადამიანს. ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმეობანი, გმობანი. ეს  ბილწავს ადამიანს, ხოლო დაუბანელი ხელით ჭამა არ ბილწავს ადამიანს» ( მათე 15).   მაშინ არსებულ რიტუალურ აკრძალვებს ქრისტე გუშინდელ დღედ მიიჩნევს, ესე იგი ის ღმერთის სიტყვას ის ეპყრობა როგორც ბატონი რომელსაც აქვს ამ სიტყვის შეცვლის უფლება ( « მე კი გეუბნებით თქვენ»).

        დიახ, მას აქვს ადამიანის სახე და ხასიათი, მაგრამ მას აქვს თუმცა სავსებით მიწიერი მაგრამ განმასხვავებელი თვისებებიც. მას ჰყავს მეგობრები. მას განსაკუთრებით უყვარს თავისი მოწაფე იოანე. მას ძალიან უყვარს ლაზარეს ოჯახი და მისი დები. ის არ ეპყრობა ყველას ერთნაირად, თითქოს განურჩევლად. მას აქვს საკვირველი მზერა. ის მიდის მომავალ მოციქულებთან როდესაც ისინი იჭერდნენ თევზს და ეუბნება: « დატოვეთ ყველაფერი და გამომყევით». და მებადურებმა მაშინათვე, მაშინათვე მიატოვეს ყველაფერი და გაყვნენ. მახარებელი მარკოზი რამოდენიმეჯერ ხაზს უსვამს მისი მზერის ძალას.  ზოგჯერ ის მძიმედ ოხრავს, როდესაც იგრძნობა რომ ის სძლევს ადამიანურ ინერტულობას. მისთვის არაა უცხო სიტყვის პარადოქსები. ვინა თქვა რომ აქლემისთვის უფრო იოლია ნემსის ყუნწში გაძრომა ვიდრე მდიდრისთვის ღმერთის სასუფეველში შესვლა? ვინა თქვა ფარისევლებზე რომ ისინი აგდებენ კოღოს და ნთქავენ აქლემს? ვინა თქვა რომ ყველაზე პატარა მარცვალი იზრდება დიდ ხედ? ეს მისი სიტყვებია, მისი ქადაგების ინდივიდუალური სტილი. თუ კი ყურადღებით წაიკითხავთ სახარების ტექსტს  თქვენ იგრძნობთ  იოლათ საცნობ ნათელ, ლაკონურ, ხატოვან და მეტაფორებით სავსე მეტყველებას :
« ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ». ეს მისი სიტყვაა. მისი სიტყვა მუდამ გარკვეულია, მერყეობის გარეშე. ის სულ არ ჰგავს ბულგაკოვის იესოს, იეშუა გა-ნოცრის, საერთოა მხოლოდ სახელი და ჯვარცმით სიკვდილი. ის სასიამოვნო მეოცნებეა, მოხეტიალე ფილოსოფოსი, ქრისტე ყოველთვის ლაპარაკობდა როგორც ძალაუფლების მქონე. ის არავის სთხოვდა რჩევას.


        მაგრამ მან უარყო მიწიერი ძალა და დიდება. მეტიც, ოთხივე მახარებლის მიერ შემჩნეული სახელგანთქმული მომენტი, როდესაც იესო მიდის ზღვაზე. რა იყო ეს? ეს იყო გვირგვინისაგან გაქცევა. გაქცევა მიწიერი დიდებისაგან.  ის ჩაკეტა ბრბომ რომელსაც უნდოდა მისი ძალით გამეფება.  ღამდება და მას არა აქვს ამ ბრბოსგან თავის დაღწევის საშუალება. ის წინ უშვებს მოწაფეებს, შემდეგ ადის მთაზე, შეუმჩნელად ჩადის ზვისკენ და მოწაფეებს ეწევა ზღვაზე სიარულით.

          როდესაც ის დგას უსამართლო მსაჯულების, სინედრიონისა და პილატეს წინაშე ის თითქმის არ ლაპარაკობს მათთან. ის თითქმის არ იმართლებს თავს იმიტომ რომ იცის რომ მათთვის არ არსებობს ჭეშმარიტება, რომ მათ ჭეშმარიტება არ აინტერესებს...

          ერთხელ იოანეს სახარებაში ნათქვამია რომ ქრისტე დაიღალა, რომ დაღლილი დაჯდა ჭასთან. დღე ცხელი და გზა გრძელი იყო. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ ძლიერ ქრისტეს. ის მუდამ გადის მრავალ კილომეტრს, ზოგჯჯერ სძინავს ღია ცის ქვეშ იმიტომ რომ არ აქვს სახლი.მძიმე ბრძოლის და სიცოცხლის გადატანა შეუძლია მხოლოდ ძლიერ ადამიანს.

       და აი მისი სახე უფრო მკაფიოა. უსაზღვრო სიკეთე, უსაზღვრო გახსნილობა ადამიანებისადმი. მაგრამ არავითარი სენტიმენტალურობა, არავითარი კომპრომისი ბოროტებასთან.

       Bულგაკოვთან იეშუა გ-ნოცრი ამბობს : « ყველა კეთილი ადამიანია», « კეთილო ადამიანო» და ა.შ. ქრისტე კი ძალაუფლების მქონეთ მიმართავს ასე : « ვაი შენ ქორაზან, და ვაი შენ ბეთსაიდა! ვინაიდან კვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხანია ძაძებსა და ნაცარში მოინანიებდნენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსისა  და სიდონისთვის უფრო ადვილი იქნება სამსჯავროს დღეს,ვიდრე თქვენთვის.  შენ კი, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი რომლებიც შენში მოხდა, იგი ამ   დღემდე დარჩებოდა. ხოლო გეუბნებით თქვენ რომ სოდომის მიწისთვის უფრო ადვილი იქნება ვიდრე შენთვის.» ( მათე 11, 21-24).

         «... ფარისეველნო და თვალთმაქცნო, ბრმა წინამძღოლნო, უგუნურებო და ბრმებო, ფარისეველნო და თვალთმაქცნო, გავხართ შეთეთრებულ სამარხებს, რომლებიც გარედან ლამაზები მოჩანან, შიგნით კი კი თვალთმაქცობით და უსჯულოებით არიან აღვსილნი...» (მათე 23), გველებო, გველის წიწილებო...

              მაგრამ რას აძლევს იესო ქრისტე ადამიანს?
           « ვინც ამბობს რომ სინათლეშია, ხოლო თავისი ძმა სძულს, იგი კვლავ ბნელში იმყოფება. ვისაც თავისი ძმა უყვარს იგი სინათლეში რჩება და საცდური არ არის მასში. ის კი, ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელში იმყოფება, და ბნელში დადის და არ იცის, საით მიდის, ვინაიდან სიბნელემ დაუბრმავა თვალები.... ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას, ნურც იმას რაც ქვეყნიერებაზეა: ვისაც ქვეყნიერება უყვარს მასში არ არის მამის სიყვარული.ვინაიდან ყოველივე რაც ქვეყნიერებაზეა-ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა-მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგან არის. და ქვეყნიერებაც გადადის და მისი გულისთქმაც, ღმერთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე...

          ძმათა სიყვარული :
        რამეთუ არის ცნობა რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენი, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. და რისთვის მოკლა იგი? იმისთვის რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმის-მართალი. ნუ გაგიკვირდებათ, ძმანო, რომ სძულხართ ქვეყნიერებას. ჩვენ ვიცით რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, იმიტომ რომ გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.  ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს მასში მყოფი საუკუნო სიცოცხლე.

       იმაში შეიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის, და ჩვენც უნდა დავდოთ სულები ძმებისთვის.

        ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული? შვილნო! გვიყვარდეს არა სიტყვებით და არა ენით, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით ( მოციქულ იოანეს პირველი წერილი 4).

           « ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ; რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთსშორის.» ( იოანე 14,34-35).

      // ამ საუბრის დასასრული და შემდეგი გაგრძელება იქნება//.

No comments:

Post a Comment