April 2, 2011

ქედუხრელი საქართველო: აფხაზი დ.ზ. ჩქოტუა და მისი ნარკვევები "ვეფხისტყაოსანზე" ( დასასრული)


3.

მეფე ფარსადანი წუხს რომ არა ჰყავს მემკვიდრე. ამიტომ ის თავისი მზეთუნახავი ქალიშვილი ნესტანისთვის ეძებს საქმროს რათა ქალიშვილის ხელთან ერთად გადასცეს მას ტახტი და ამით უზრუნველყოს თავისი ხალხის უსაფრთხო არსებობა. იგივეზე სწუხს მეფე როსტევანი, მაგრამ მისი წუხილი სხვაგვარია. მან კარგად იცის რომ მისი ქალიშვილი თინათინი თავისი მაღალგონიერებით და ამაღლებული ხასიათით შესძლებს ბრძნულ მეფობას,მაგრამ როგორც ქალს მას არ შეიძლება ჰქონდეს მეომრის ყველა სიქველე; როსტევანი წუხს იმაზე რომ მთელ მის ვრცელ სამეფოში არაა მისი სამხედრო სიქველის მემკვიდრე ადამიანი.


ტახტის ქალიშვილისათვის გადაცემის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე იგი ეუბნება მის წინაშე მუხლმოყრილ ბრძენ ვაზირ სოკრატს : ის კი არ მაწუხებს, ვაზირო, რომ გაიარა ჩემმა ახალგაზრდობამ, რომ მოვიდა სიბერე, არამედ ის რომ მთელ სამეფოში არაა ადამიანი ვისაც ჩემი მხედრული ღირსება ექნება.


ეგე არ მიმძიმს, ვაზირო ესეა რომე მწყენია :
სიბერე მახლავს, დავლივენ სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია. (28)


აქედან ჩანს, რომ მეფე როსტევანი დარდობს სამეფოში მისი იდეალის შესატყვისი მეომრის არარსებობის გამო. ამიტომ დიდია მისი სიხარული როდესაც იგი ამ იდეალს პოულობს თავის აღზრდილ ავთანდილში. გახარებული იგი სიცილით აცხადებს რომ ამიერიდან მას დარდი მოშორდა:


სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა (45)


ამიერიდან ავთანდილი მისთვის საყვარელ აღზრდილზე მეტია. ავთანდილი მის სულიერ შვილად იქცევა როგორც ჩანს როსტევანის ცნობილი გლოვიდან ტარიელის საშველად ავთანდილის მალული წასვლის გამო, იგი აღზრდილს უყურებდა როგორც უკანასკნელი ნების აღმსრულებელს : მაგრა თუ მოვკვდე, აღზრდილო, ვისგანღა დავიტირები? (708)


მეტიც, იგი ავთანდილს უყურებს როგორც თავის მემკვიდრეს. გლოვის დროს, დამწუხრებულს, მას ასეთი ფრაზა წამოსსცდება : აწ უშენოდ რა გლახ უყო საჯდომსა და სრასა სრულსა. (707)


« რად მინდა უშენოდ ტახტი და დიდებულება !» და ამასთან ერთად მისი საყვარელი ქალიშვილის და ავთანდილის შეუღლების აზრს ელოლიავება. როდესაც ეს მისი იდუმალი ოცნება ხორციელდება ტარიელის შემწეობით, როსტევანი ღმერთს მიმართავს და ლოცვით შემდეგს ამოიძახებს : დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა. (1361)


როსტევანი დიდ სიამოვნებას განიცდის ავთანდილისა და თინათინის საქორწილო შეთანხმების გამო და ამასთან ამბობს რომ ავთანდილზე უკეთეს ქმარს თინათინი ვერ იპოვიდა მაშინაც, ციდან ვარსკვლავები რომ მოეკრიფა : სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცადამდისცა აცაფრინდეს. (1359)


მთელი თავისი გარეგნული ბრწყინვალებით და მაღალი სულიერი ღირსებებით თინათინი,
როგორც მეომრის თვისებებს მოკლებული ქალი, არ შეესაბამება მეფის იდეალს. ცხადია რომ მას არ აკმაყოფილებს ტარიელიც, რომელიც მთელი მისი ფიზიკური სრულყოფილების, გარეგნული სილამაზის, ფიზიკური ძალისა და გამბედაობის მიუხედავად მოკლებულია შესაბამის სულიერ ძალებს, ბავშვივით უმწეოა იმ ტრაღიკულ მდგომარეობაში რომლიდანაც მას ავთანდილი იხსნის. ამ შედარებიდან ცხადია რომ მეფე როსტევანის იდეალია მამაკაცი მეომარი, მფლობელი უმაღლესად ჰარმონიულად განვითარებული ფიზიკური და სულიერი ძალებისა. ასეთად იგი თვლის ავთანდილს. ავთანდილი სინამდვილეში ასეთი არის კიდევაც.


( გამოტოვებულია )




4.


სიცოცხლისათვის ბრძოლის პრინციპის განმაცხადებელი გმირების დროშაზე ამაყი დევიზია წარწერილი : სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი ! ( 684)


სამარცხვინო სოცოცხლეზე უმჯობესია სახელოვანი სიკვდილი. მაგრამ ჩვენს გმირთა ალამზე წარწერილი ეს სიტყვები არაა კეთილშობილურ გრძნობათა წუთიერი აფეთქება ან ცარიელი პატივმოყვარეობის დასაფარავი ლამაზი აბრა. ეს სიტყვები გამომდინარეობს მათი მსოფლმხედველობიდან, რომლითაც ხელმძღვანელობენ და რომელსაც ყოველ ნაბიჯზე უსვამენ ხაზს. ავთანდილი ამტკიცებს რომ ადამიანები არ არიან თანასწორები,ვინაიდან დიდი მანძილი აშორებს მათ ერთმანეთისაგან : კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძევს კაცით კაცამდის. (830)


მეფე ფარსადანის სამეფოში ტარიელისა და ნესტანის სახით სჭარბობს ზეადამიანურობამდე მიყვანილი გარეგნული სილამაზის, ფიზიკური ძალის და გამბედაობის კულტი, არაბი მეფე როსტევანის სამყაროში ავთანდილისა და თინათინის სახით მას ემატება სულიერ ძალათა კულტი. ამდენად როსტევანის სამყაროში ადამიანის ბუნების ორივე მხარე, ფიზიკური და სულიერი, თანასწორი მნიშვნელობისაა და სასიცოცხლო ბრძოლაში თანაბრად აუცილებლადაა გამოცხადებული. ცხადდება ადამიანის ინდივიდუალური ღირსების ახალი საზომი.


ავთანდილმა იცის რომ ადამიანები არ არიან თანასწორნი, მაგრამ მან კარგად იცის ისიც რომ თავის გზაზე წინააღმდეგობათა მომშლელი მოზეიმე სიკვდილი აერთიანებს ყველას, ღირსეულთ და უღირსთ, ძლიერთ და სუსტთ, ახალგაზრდებსა და მოხუცებს, შლის მათ შორის არსებულ ყოველგვარ უთანასწორობას :


ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი,
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი ! (684)


მაგრამ, ავთანდილის აზრით, ადამიანში არის რაღაც რასაც ვერ სპობს და ვერ ამდაბლებს სიკვდილი. ესაა ადამიანის მიერ ცხოვრებისეულ გზაზე მოპოვებული სახელი. ამიტომ ამტკიცებს იგი რომ სახელის მოპოვება ყველა ცხოვრებისეულ მონაპოვარზე მეტია : სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა! ( 683)


დადგა რა ამ გმირულ პოზიციაზე ავთანდილს არ შეეძლო უბადრუკ არსებობაზე ჩაჭიდებული ადამიანისთვის ზიზღით არ ეცქირა. იგი ასეც იქცევა :


რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მღმეტელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა !
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა ! ( 683)


ეს მოწოდება გმირული ცხოვრებისაკენ რომ არ ყოფილა ჰაერში უკვალოდ გამქრალი ლამაზი სიტყვა, არამედ ქართველთა გულებში ღრმად და სამუდამოდ აღბეჭდილი მოთხოვნილება გახლდათ, ამას მოწმობს ის რომ მთელი შვიდასი წლის შემდეგ მან კვლავ გაიჟღერა ბრძოლის ველზე მიმართვაში, XIX საუკუნის ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი პოეტი გრიგოლ ორბელიანის ლექსში « სადღეგრძელო»:


ვითარცა ცეცხლი მარტოდა სჩანს ველსა ზედა შთომილი,
რომლისა კვალი ჰაერში ქარის შებერვით არის მქრალი,
ეგრედ იქნების აღხოცილ ამ სოფლით მისი სახელი,
გზა ცხოვრებისა ვინც განვლო და არ აღბეჭდა ნავალი. ( გრ. ორბელიანის ლექსები,ტფ.1928,გვ.82)


უქმად ცხოვრების გამტარებელი ადამიანის სახელი გაქრება ისე, როგორც ქარი ფანტავს კვამლს. რა თქმა უნდა, მოწოდება გმირული ცხოვრებისაკენ ქართველი ხალხის არსებობის პოლიტიკური პირობების შესაბამისად,ხან ძლიერ ჟღერდა მის გულში, ხან ზოგჯერ სუსტდებოდა და ჩუმდებოდა, მაგრამ არასოდეს გამქრალა. იგი იყო დაულეველი წყარო რომლიდანაც ხალხი იღებდა შემოქმედებით იმპულსს, ზნეობრივ ძალასა და გმირულ განწყობას.


( გამოტოვებულია)


« ვეფხისტყაოსნის» ავტორი ძალიან ცოტა რამეს გვეუბნება პოემის მესამე გმირი ფრიდონის შესახებ. ცნობილია რომ იგი დამოუკიდებელი ფეოდალია, მსგავსი მნიშვნელოვანი მთავრისა, რომლის ზღვის პირას მდებარე სამფლობელო, თუმცა პატარაა, მაგრამ მისივე მტკიცებით შეუდარებელია. ცოტა მაქვს, მაგრამ ყოველგან სიკეთე მიუწვდომელი. (507)


იგი უშიშარი, უზრუნველი, ტარიელისაგან და ავთანდილისაგან განსხვავებით ღრმა განცდებისაგან აუღელვებელი რაინდია. იგი ცხოვრობს მშვიდად, იცავს სულიერ წონასწორობას, სარგებლობს გარე და შიდა მშვიდობით და დროს ნადირობასა და სიამოვნებაში ატარებს. ასე რომ მას თამამად შეიძლება მივუყენოთ სარიდანზე, ტარიელის მამაზე ნათქვამი სიტყვები : ნადირობდეს და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი. ( 237)


თუ კი დრო და დრო მის ცხოვრებაში გამოჩნდება მუქი ღრუბელი, ეს ფეოდალურ ხანაში ქართველი ხალხისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, სისხლიანი შეტაკებები ახლობელთა შორის სასაზღვრო მიწების თაობაზე. აი ეს სიბარიტი, ვინც არ განიცდის არანაირ შფოთსა და მღელვარებას, არ იცის თუ რაა ეჭვი და იმედგაცრუება, უარს ამბობს ქვეყნის ამ სიკეთეზე, სტოვებს თავის სახელმწიფოს ბედის ანაბარა და ხიფათში აგდებს რა თვით სიცოცხლეს, მიდის ძალიან საშიშ წამოწყებაზე; იგი მიემართება ტარიელის საშველად და მის საშიშ მოწინააღმდეგებეებთან ქაჯებთან საბრძოლველად.


ზუსტად ასევე იქცევა ავთანდილიც, ეს ბრწყინვალე ახალგაზრდა გმირი, ვინც ეხლახანს ესოდენ წარმატებით შეასრულა თინათინის მიერ მიცემული დავალება ტარიელის პოვნისა და ეხლა იმყოფება დიდებისა და ბედნიერების მწვერვალზე. იგი უარს ამბობს პირად ბედნიერებაზე და მის სათაყვანო თინათინის გვერდით ყოფნაზე, არღვევს წმინდა მოვალეობას მასში როგორც შვილში უსაზღვროდ შეყვარებული მეფე როსტევანის წინაშე, უგულვებელყოფს მის მრისხანებას, სტოვებს სამსახურს მის მაღმერთებელ ჯარში, რომლის სარდლადაც იგი გვევლინება, ბედის ანაბარა სტოვებს როსტევანის სამეფოსა და თავის სამფლობელოს, იტანს ეული მგზავრობის ყოველგვარ გაჭირვებას და სიცოცხლის ხიფათში ჩაგდების საფასურად მიისწრაფის შეუდარებელი გმირი ტარიელის საშველად.


ყოველივე ეს, როგორც ირკვევა, ავთანდილს მოსდის არა გონებრივი უმწიფარობის შედეგად, არა ტარიელის მომხიბლავი ბუნებით გატაცების გამო, არამედ გაღებული მსხვერპლისა და წამოწყების მნიშვნელობის სრული შეგნებით. ეს ცხადი ხდება ასმათთან მისი საუბრიდან ტარიელის გამოქვაბულში მეორედ დაბრუნების შემდეგ.


ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ჰბურვენ,
მას მოვშორდი, ვერ ვიახლე, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,
გამოპარვით წამოსვლითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ. ( 738)


ასე აფასებს ავთანდილი უზარმაზარ მსხვერპლს, რომელსაც უყოყმანოდ სწირავს ტარიელის გამო. ეხლა ვიკითხოთ, რა აიძულებს ავთანდილსა და ფრიდონს, ბედის ამ ნებივრებს, მსხვერპლად გაიღონ ყველაფერი რაც მათთვის ძვირფასია და უდიდეს ხიფათში ჩააგდონ თავისი სიცოცხლე? ვცადოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.


ტარიელის სიტყვით ზღვის სანაპიროზე ღამით მგზავრობისას გამოჩნდა რაღაც მშვენიერი ბაღის, ქალაქის მსგავსი. მიახლოებისას მან მხოლოდ კლდეები იპოვა. აქ იგი შეჩერდა და სანამ მისი მხლებლები საუზმობდნენ, ხის ძირას წამოწვა დასასვენებლად. მან მალე ძლიერ შეწუხებულმა გაიღვიძა და გაიარა, რათა გაეფანტა შემოწოლილი დარდი. ამ დროს მას ყვირილი შემოესმა. შებრუნებულმა, მან დაინახა გასისხლიანებული, შავ რაშზე ამხედრებული რაინდი რომელიც მტრების წყევლა-კრულვით მათკენ მიექანებოდა. ტარიელმა რაინდი გააგზავნა კაცის გასაჩერებლად და ამბის გასაგებად. მხედარს არავითარი ყურადღება არ მიუქცევია წარგზავნილისათვის. მაშინ თვითონ ტარიელმა, ამხედრებულმა, გადაუჭრა გზა და დაასწრო რა აღმართზე, მიმართა : გაჩერდი,მომისმინე, ვინაიდან შენი საქმით დაინტერესებული ვარ. ის, განაგრძობს ტარიელი, შეჩერდა, ვინაიდან დამინახა და მოვეწონე: შემომხედა, მოვეწონე, სიარული დაითმინა. (502)


ტარიელი, როგორც თვით ამბობს, გაკვირვებული იყო მისი სინაზითა და დახვეწილობით. ფრიდონი სრულებით გააოგნა ტარიელის ვაჟკაცურმა სილამაზემ და მან დაივიწყა თავისი განრისხება და ჭრილობები. განრისხებული, სისხლისა და შურისძიების წყურვილით აღსავსე ადამიანი ტარიელის შეხედვისთანავე წყნარდება და მოდის გონს. ასეთი იყო ტარიელის შეუდარებელი სილამაზისაგან მიღებული შთაბეჭდილება. მისმა მშვენებამ უცებ, როგორც მუსიკის მაგიურმა ქმედებამ, დაამშვიდა ფრიდონის აღშფოთებული და მრისხანე გული. ასეთივე შთაბეჭდილება მოახდინა ტარიელმა ავთანდილზე გამოქვაბულთან მათი პირველი შეხვედრის დროს. ეს შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, მათი გარეგნული სილამაზის ურთიერთმიზიდულობის ძალა იმდენად მნიშვნელოვანი იყო რომ ისინი, ერთმანეთისთვის უცნობნი, გახარებულნი და აღელვებულნი, მოეხვივნენ ერთმანეთს და ატირდნენ: მათ აკოცეს ერთმან-ერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს, ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრი გამოსჭვირდეს, ყელი ყელსა გადააჭდეს, ერთმან-ერთსა აუტირდეს! ქარვად შექმნეს იაგუნდნი მათნი თუცა ლალად ღირდეს. ავთანდილისა და ფრიდონის სილამაზე მომხიბლავად მოქმედებს ნადირობაზე მათი შეხვედრისასაც. როდესაც სერზე მდგომ და ნადირობის მსვლელობაზე მეთვალყურე ფრიდონს მოახსენეს რომ მონადირენი აირივნენ ჩამოსული უცხოელის სილამაზის ზემოქმედებით იგი სასწრაფოდ ჩავიდა ქვევით და, წარემართა რა უცხოელისკენ, რომელიც მისივე სიტყვით ტარიელის ძმობილი უნდა ყოფილიყო და დაინახა იგი, წამოსცდა: ვინ არის იგი თუ არა მზე! ერთმანეთთან მიახლოებისთანავე ისინი ჩამოხდნენ ცხენებისა და, მიუხედავად უცხოობისა, გადაეხვივნენ ერთმანეთს.


ასე ღრმად განიცდიან სილამაზეს და ეთაყვანებიან მას პოემის გმირები. შეიძლებოდა ფიქრი იმისა რომ სილამაზის ასეთი მთრთოლავი განცდა, მისი თაყვანისცემა, ახასიათებთ მათ უმაღლესად განვითარებულ პიროვნებას, მათ, როგორც თავისი ხალხის კულტურული ფენის უმაღლეს წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ასე არაა. სილამაზის ეს ძლიერი განცდა ახასიათებს მთელ ხალხს რომლიდანაც გამოსულები არიან ეს გმირები. საკმარისია გახსენება იმისა თუ რა მღელვარებას იწვევს მათი ხალხში გამოჩენა, მათი მომაჯადოებელი ზემოქმედებისა ცალკეულ პირებთან ურთიერთობისას. ეს უკანასკნელნი როგორც მოჯადოებულნი მზად არიან დაემონონ მათ, ოღონდ იყვნენ მათ გვერდით და ჭვრეტდნენ მათ სილამაზეს. ასეთი მღელვარება გამოიწვია ნესტანმა როდესაც იგი ზღვისპირა მეფის ბრძანებით ფატმანისაგან სასახლეში იქნა გადაყვანილი, როდესაც იგი გამოჩნდა თავდახრილი, ჩუმად მაგრამ მტკიცედ მომავალი გაისმა გაკვირვებისა და აღტაცების შეძახილები; ნესტანის მშვენებით გამოწვეული მღელვარება იმდენად დიდი იყო რომ მცველები ძლივს აკავებდნენ მისი ხილვის მსურველ ხალხს : ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდეს ზათქი და ზარები, ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები. (1040)
ასევე უძლეველი იყო ნესტანის მომხიბლავი ზეგავლენა ფატმანზე და მის მეუღლე უსენზე. სავაჭრო საქმეთაგან თავისუფალი დროის პოვნისთანავე ისინი შედიოდნენ ნესტანის ოთახში, სხდებოდნენ და ჩუმად ჭვრეტდნენ მის მშვენებას, განიცდიდნენ სულ უფრო და უფრო მაღალ ესთეტურ ტკბობას, ისე როგორც ეს ემართებათ თანამედროვე კულტურულ ადამიანებს რაფაელის მადონის ჭვრეტისას : მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმა-ახით, შეყრა გვიჩნდა სიხარულად, გაყრა დიდი ვივაგლახით, ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით,იგი ვნახით, გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით. (1023)


ავთანდილის სილამაზით აღგრთოვანებული არიან ფრიდონის მონადირე ყმები. როდესაც ავთანდილმა, მზიური მშვენებით ბრწყინვალე კავალერმა მათ შორის გამოჩენისას ძლიერი ხელით სტყორცნა ისარი და ჩამოაგდო სანადირო ველის თავზე მფრინავი არწივი, ისინი აირივნენ, მაგრამ ვერ გაბედეს ეკითხათ თუ ვინ იყო იგი, უკეთ სახილველად გაოცებულნი დადიოდნენ მის ირგვლივ: იგი ნახეს რა მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს: « ვინ ხარო?» ვერცა რას ეუბნებოდეს. (851) აღტაცების ეს განწყობა გრძელდება ნადირობის ადგილიდან ფრიდონის სასახლემდე მგზავრობის მთელ მანძილზე: დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა, ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა, თქვეს: « ასეთი, ხორციელი, შეუქმნია რაგვარ რასა!» (859)


შევიდნენ ქალაქში, სადაც მეფური დიდებულებით გაწყობილ ფრიდონის სასახლეში დახვდნენ კოხტად ჩაცმული, მოწესრიგებული და დისციპლინირებული მონები, ისინი აღტაცებით შესცქეროდნენ ავთანდილს, ტკბებოდნენ მის თვალთა ბრწყინვალებით: ქალაქს მივიდნენ, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა სასაგებლითა სრულითა, მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა ! შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა. ( 879)


აი გმირთა სილამაზის ცალკეულ პიროვნებებზე ზემოქმედების კიდევ ერთი შთამბეჭდავი მაგალითი : მოიარა რა ხმელეთი ნესტანის ძებნაში და დარწმუნდა რა ძალისხმევის ამაოებაში, ტარიელმა გადაწყვიტა მარტო დარჩენა და ტანჯვის გასაქარვებლად უდაბნოში მხეცთა შორის ხეტიალი. მან თავის მხლებლებს მიმართა წინადადებით დაეტოვებინათ იგი მარტო და გაბრუნებულიყვნენ სახლში რათა არ ეცქირათ მისი ცრემლთა ღვრისათვის : აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთა მონადენთა. (557) ამ მკაცრი სიტყვებით შეძრულმა ადამიანებმა უპასუხეს ტარიელს : ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა ! უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა, ნუ თუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა, ჩვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა მშვენიერსა, სატურფალსა ! (557-558)


შემოვიფარგლებით მხოლოდ აქ მოყვანილი ფაქტებით, რომლებიც, ჩვენი აზრით, ადასტურებენ ჩვენს ლიერ გამოთქმულ აზრს რომ მაშინ, როგორც ეხლა, ქართველ ხალხს ჰქონდა მშვენიერების მძაფრი განცდა და რომ ეს თვისება სხვა არაფერია თუ არა ხალხის მიერ მშვენიერების იდეალის თაყვანისცემა.


( გამოტოვებულია)


სამწუხაროდ ჩვენ აქ გვიხდება ერთ-ერთ წინა თავში გამოთქმული აზრის გამეორება: რომ არა მისი ისტორიული ბედ-უკუღმართობა, ქართველ ხალხს უნდა წარმოეშვა დიდოდსტატნი ვინც მატერიალურად, ფერწერაში და პლასტიკაში ასახავდნენ მშვენიერების ეროვნულ იდეალს ისე როგორც იყო იგი განხორციელებული პოეზიაში დიდი ხალხური გენია რუსთაველის მიერ.


დღეს კი, ქართველი ხალხის ახლად გამოჩენილ მხატვრებისა და მოქანდაკეების წინაშე დგას რუსთაველის მიერ პოეტური ენით დახატულ გმირთა შეუდარებელი მშვენიერების ფერწერასა და ქანდაკებაში გადმოცემის ამოცანა რათა კულტურულმა სამყარომ შესძლოს სილამაზის იმ იდეალის დანახვა რომელსაც ამდენი საუკუნის მანძილზე ატარებს თავის სულში ქართველი ხალხი».

დაგვრჩა გამეორება იმისა რომ ს.ნ.ჯანაშიას და დ.ზ. ჩქოტუას ნარკვევები ამოღებულია «ვეგხისტყაოსნის» 750 წლისთავისადმმი მიძღვნილი რუსულენოვანი კრებულიდან « რუსთაველის კრებული», ტფილისი, 1938. რუსულიდან თარგმნა გ. მარჯანიშვილმა

****************************************************************************
ურადღებას იმსახურებს თუნდაც ის ფაქტი რომ რუსთაველმა « ვეფხისტყაოსნის» ზეპირად მცოდნე დ.ზ ჩქოტუას გააძლებინა ხანგრძლივ გადასახლებაში იქ სადაც ძალიან იოლი იყო ადამიანის სახის დაკარგვა.


< ეს იცოდნენ მესხმა და არა მარტო მესხმა ქართველმა მწყემსებმაც, რომლებმაც თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი ვახტანგ კოტეტიშვილის თქმით წერა კითხვა არ იცოდნენ მაგრამ ზეპირად იცოდნენ «ვეფხისტყაოსანი». შოთას სილამაზის, მოყვასისთვის თავდადების, სიყვარულის იდეალები აცოცხლებდა ქართველ ერს და ამას დაფასება და ანგარიშის გაწევა უნდა ჩვენს არეულ დროშიც...

April 1, 2011

სანიმუშოდ გაწვრთნილი საბჭოთა ინტელიგენციის სამწუხარო ისტორიიდან.

ილია ერენბურგი :
       «1967 წელს მე ვიყავი ილია ერენბურგის დაკრძალვაზე ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მას კრძალავდნენ იქ სადაც დაკრძალული არიან დიდი მწერლები ( გოგოლი,ჩეხოვი, მაიაკოვსკი,ბულგაკოვი...). უფრო ზუსტად კუბოს მოსვენებისას მე ვიყავი სასაფლაოს შესასვლელში.იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ თავი აერიდებინა ნებისმიერი მანიფესტაციისთვის. მწერლის ცხედარი მოიპარეს მწერალთა
ილია ერენბურგი 
ბრუნდება რუსეთში, მას უჭირს
სახლიდან სადაც უნდა გამომშვიდობებოდნენ ილია ერენბურგს. თვალყურს ადევნებდა იქაურობას და მიახლოებას ხელს უშლიდა შეიარაღებული პოლიცია. წითელი კუბო
ჩამოასვენეს გვირგვინებით და ყვავილებით სავსე საბარგო მანქანიდან. ის ხელით მაღლა ატაცებული ატარეს იმიტომ რომ მისულთა უზარმაზარ ბრბოს შორიდან დაენახა მიცვალებული. მეფობდა უსიტყვო,მდუმარე ფრონდას ატმოსფერო.ინტელიგანცია და ახალგაზრდები, იქ იყო პოეტი ევტუშენკო, ისევე როგორც ხელისუფლება, არ ცდებოდნენ. ერენბურგი არ ყოფილა «დისიდენტი»,მაგრამ იყო ავტორი რომანისა «გალღობა» (რომლის სახელიც დაერქვა ხრუშჩოვის მთელ ეპოქას) და უადგილო მოგონებებისა,განა არ უჭერდა ის მხარს სოლჟენიცინს, განა არ მოაწერა მან ხელი იული დანიელის და ანდრეი სინიავსკის დასჯის წინააღმდეგ?...

«მე გავიზარდე ორმაგ შუქში და მე იქ ვიცხოვრე მთელი ცხოვრება,სიბერემდე...» ხშირად უთქვამთ რომ ილია ერენბურგი ორმაგი ადამიანი იყო.

სამმაგი, ფეთქდება ეფიმ ეტკინდი: «ებრაელი რუსეთში, რუსი საფრანგეთში, ფრანგი რუსეთში».

ილია გრიგორიევიჩ ერენბურგი დაიბადა 1891 წლის 27 იანვარს კიევში და გარდაიცვალა 1967 წლის 31 აგვისტოს მოსკოვში. 5 წლისა ის გახდა მოსკოველი მამამისის წყალობით. მამამისმა მისი ებრაელობის მიუხედავად მიიღო მოსკოვში ცხოვრების ნებართვა რათა იქ ეხელმძღვანელა ლუდის სახდელისათვის სულ ახლოს ლევ ტოლსტოის სახლთან. ტოლსტოი მიდის ხოლმე მეზობლის სანახავად.

სულ ახალგაზრდა ერენბურგი თავის მეგობარ ბუხარინთან ერთად იღებს მონაწილეობას 1905 წლის მოვლენებში.1908 წელს ერენბურგი დაიჭირეს ძირგამომთხრელ-მავნებელი საქმიანობის გამო. განთავისუფლებული, ის წავიდა პარიზში სადაც ხვდება რუს რევოლუციონერებს, ემიგრანტებს, მათ შორის ლენინს, მხატვრებს, მწერლებს (მოდილიანის, პიკასოს,აპოლინერს,,ფრანსის ჟამს. ქორწინდება, 1911 წელს ირინა ეყრება. ის ცხოვრობს ბოჰემური ცხოვრებით,იწყებს ლექსების წერას,ხდება ჟურნალისტი და ბრუნდება რუსეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ....დიდი ყოყმანის შემდეგ მიემხრო ახალ ხელისუფლებას ისე რომ არასოდეს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი. 1921 წელს დაბრუნდა პარიზში როგორც საბჭოთა პრესის ჟურნალისტი, ამავე დროს რუსეთში დაბრუნდნენ ალექსეი ტოლსტოი და ბორის პასტერნაკი.

ავანგარდის მწერალმა,მან ამ პერიოდში გამოაქვეყნა მისი ყველაზე სახელგანთქმული რომანი « ხულიო ხურენიტოს არაჩვეულებრივი თავგადასავლები». მისმა მეგობარმა ვიქტორ შკლოვსკიმ ის აქცია ნაწარმოები « ზოო, წერილები რომლებიც არ ლაპარაკობენ სიყვარულზეს» პერსონაჟად. ილია ერენბურგი დადის ბერლინის ქუჩებში ისევე როგორც დადიოდა პარიზის, ან ემიგრანტების თავშესაფარი სხვა ქალაქების ქუჩებში: ორად მოკეცილი, თითქოს ის მიწაზე ეძებდეს რაღაცა დაკარგულს. სხვათა შორის ეს შედარება არაა ზუსტი: ის არ მოკაკულა,მხოლოდ თავდახრილია და ზურგია მომრგვალებული...მას აქვს სამი პროფესია: 1.ჩიბუხის მოწევა; 2. სკეპტიკოსობა,კაფეში დარჩენა და ელ ლისიცკისთან ერთად «ობიექტის» გამოცემა და 3. «ხულიო ხურენიტოს» წერა.


ევროპული კულტურული ცხოვრების მოწმე, ის პრაქტიკულად ცხოვრობს საზღვარგარეთ,უფრო უყვარს საფრანგეთი,ასრულებს საბჭოთა კულტურის ელჩის როლს და არის ყველა ფრონტზე : 1934 წელს ის მონაწილეობს საბჭოთა მწერლების ყრილობაზე სადაც ოფიციალიზებულია სოციალისტური რეალიზმი,თან ახლავს მალროს საბჭოთა კავშირში 1935 წელს პარიზში გამართული კულტურის დაცვისათვის მწერალთა საერთაშორისო ყრილობის ერთ-ერთი მომწყობია. ის მიდის ესპანეთში, სადაც ხვდება ჰემინგუეის და საბჭოთა გაზეთი «იზვესტიასთვის» წერს წერილებს ესპანეთის ომის შესახებ.

ილია ერენბურგი 
ნიურნბერგის პროცესის წინკარში
ის ძალიან მალე შეაშფოთა ფაშიზმის გაძლიერებამ ევროპაში და საბჭოთა კავშირში დაბრუნდა 1940 წელს საფრანგეთზე თავდასხმისა და პარიზის დაცემის შემდეგ. სტალინის პირველი პრემია ერენბურგმა 1942 წელს მიიღო სწორედ რომანი «პარიზის დაცემის» დაწერის შემდეგ. 1941 წლიდან ისაა გაზეთი «წითელი ვარსკვლავის» ომის კორესპონდენტი, ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის აქტიური წევრი. ერენბურგი ვასილი გროსმანთან ერთად იქნება ფრანტავიკების,საბჭოთა მებრძოლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჟურნალისტი. მისი წერილები გამოირჩეოდა გერმანელთა სიძულვილით და აკრძალული იყო მისი წერილებიანი გაზეთებისგან პაპიროსების გაკეთება.

       პოლიტიკური ხაზი შეიცვალა, მისი ანტიგერმანიზმი საჭირო აღარ იყო და ის არ შეუშვეს ბერლინში გამარჯვებულებთან ერთად.ცივი ომის დროს ერენბურგი აქტიურად მონაწილეობს მშვიდობის მოძრაობაში. ნაწილობრივ სწორედ ეს საქმიანობა მას აძლევს თავისი სურვილისამებრ მოგზაურობის საშუალებას, არნახული და გაუგონარი პრივილეგია იმხანად. 1947 წელს სტალინის მეორე პრემია მან მიიღო «ქარიშხალისთვის». ის გადაურჩა ანტისემიტურ კამპანიას და რეპრესიებს. რომლის კულმინაციაც იყო « თეთრ ბლუზათა შეთქმულება». ამას წინ უძღოდა ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის მთავარ ხელმძღვანელთა მკვლელობა. არადა ერენბურგი ამ კომიტეტის წევრი იყო. მისი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდში აკრიტიკებდნენ მას ყველაზე მძაფრად. ის მუდამ ახერხებდა წადილის ეშმაკურად ასრულებას,მაგრამ ეხლა ნამეტანად ჩაითვალა...1952 წელს დახვრეტილი იდიშზე მწერალი პოეტი პერეც მარკიშის ქვრივი ესთერ მარკიში მას ბრალად სდებდა იმას რომ მან არაფერი სცადა მარკიშის გადასარჩენად: « ერენბურგმა ნებით თუ უნებურად ნახევარი სიტყვით თითქმის აღიარა რომ ასრულებდა თეჯირის როლს, აღიარა თავისი ლაჩრობა... 1949 წელს მას არაფერი ესმოდა იმისა რასაც ამბობდა. სტალინმა შენიღბა ბევრი რამე. არადა რა იყო იქ გაუგებარი ამდენი რამის მნახველი და ამდენად გამოცდილი ერენბურგისთვის როდესაც უკვე იდგა სისხლის სუნი,როდესაც რეპრესიების მასშტაბით ქვეყანა უკვე გადასცდა 1936-1938 წლების ზღურბლს»  («ხანგრძლივი დაბრუნება», რობერ ლაფონი,1974, გვ.285,ფრანგულად, მაგრამ ესთერ მარკიში უფრო ქვევით იხსენებს 1960 წელს მისი მეუღლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს როდესაც წაიკითხეს ერენბურგის შესანიშნავი წერილი). სულ ეხლახანს სააგენტო «ნოვოსტი» იხსენებდა ერენბურგის წერილს (საბჭოთა გაზეთი «პრავდა», 1948 წლის 21 სექტემბრის ნომერი) რომელშიც ილია ერენბურგი «აცხადებდა რომ ებრაელები არ შეადგენენ ერს, რომებდნენ მუშაობას ისინი სრულებით ასიმილირებული უნდა იყვნენ იქ სადაც ცხოვრობენ, პირველ რიგში საბჭოთა კავშირში.» სააგენტოს მიერ ციტირებული ჟურნალისტი ისევ არწმუნებდა დასავლეთს იმაში რომ სინამდვილეში დახვრეტილი ებრაელი მწერლები ცოცხლები იყვნენ და აგრძელeბდნენ მუშაობas. მიუხედავად ამისა გაკვრით ისიც ითქვა რომ სტალინის პრემიის ორგზის მფლობელმა ილია ერენბურგმა არ მოაწერა ხელი სახელგანთქმულ წერილს «პრავდას» რედაქციისადმი რომელიც იწონებდა რეპრესიებს მკვლელი ებრაელი ექიმების წინააღმდეგ და რომელსაც ხელი მოაწერეს საბჭოთა კულტურის « ვარსკვლავებმა»,მევიოლინე დავიდ ოისტრახმა , პოეტმა სამუელ მარშაკმა, კინემატოგრაფისტმა მიხაილ რომმა, პიანისტმა ემილ გილელსმა... «მე არ შემშინებია ფრონტებზე არც ესპანეთში არც დაბომბვების დროს,მაგრამ მეშინოდა მშვიდობის დროს როდესაც რეკავდა ზარი....», აღიარა ილია ერენბურგმა.


           1953 წელს სტალინის სიკვდილმა ერენბურგისთვის , რომანი «გალღობის (1954 წ.) შემდეგ  გახსნა « შესაძლებლობათა ფარგლებში  თამამად ლაპარაკის პერიოდი, რომლის კულმინაციური წერტილი მიღწეული იქნა 1960 წლის შემდეგ....ესაა ნაწყვეტი მიშელ პარფენოვის წერილისა რომელიც წინასიტყვაობად დაერთო  ერენბურგის წიგნი «ადამიანები,წლები, ცხოვრება» ლიონში 2008 წელს გამოცემულ ფრანგულ თარგმანს.თარგმანი ფრანგულიდან).



    მეფე,ფილოსოფოსი და პოეტი როსტევანი სამყაროს ადარებს მშვენიერ ბაღს, სადაც უმაღლესი სილამაზის, სიცოცხლის მატარებელი ინდივიდები ჩნდებიან ქვეყანაზე, ვარდის მსგავსად, განასრულებენ განვითარების თავის ციკლს და იწყება დაქვეითება, ხმობა. ისინი ადგილს სხვას უთმობენ. ასე ხორციელდება ბუნებაში თაობათა ცვლა და სიცოცხლის სიკვდილით განახლება. ასეთია მეფე როსტევანის შეხედულება სიცოცხლის არსზე. მისი ლოღიკური შედეგია რწმენა არა მხოლოდ სიკვდილის გარდაუვალობაში, არამედ მის აუცილებლობაში სიცოცხლისათვის. ეს გარემოება ბრძენთ აძლევს სიკვდილის უშიშრად დახვედრის საშუალებას.


           დ.ზ. ჩქოტუა: « ვეფხისტყაოსნის» გმირთა მსოფლმხედველობა :


        ვა,სოფელო,რას შიგან ხარ,რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?
ყოვლი შენზე მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა,
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა !
( რუსთაველი /830/)




             პოემის გმირთა თვალთახედვით სამყაროში ერთმანეთს ებრძვის დამოუკიდებელი წარმომავლობის ორი საწყისი-საწყისები სიკეთისა და ბოროტებისა. ისინი სხვადასხვა წარმომავლობისა არიან ვინაიდან ღმერთს,
სიკეთის შემოქმედს, არ შეეძლო თვით მისი უარმყოფელი ბოროტების შექმნა:


           ბოროტი-მცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა ! (73)


           ამდენად ამ ორ უკიდურეს ანტაგონისტს შორის მიმდინარეობს მარადიული ბრძოლა. გამარჯვების სასწორი ამ ბრძოლაში ხან ერთ,ხან მეორე მხარეს იხრება. აგრამ რადგანაც ადამიანი ამ ბრძოლის ცენტრში იმყოფება,მისი ბედი თუმც ტრაღიკულია,უიმედო არაა. თინათინის სიტყვით ბედნიერება იცვლება უბედურებით ისე როგორც მზიანი ამინდი უამინდობით.


           საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხდების,
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების! ( 600)


        ამდენად ადამიანის ცხოვრება ტრაღიკულია: ყველა არსი სამყაროში ცრემლისა და ტანჯვისთვისაა გაჩენილი:


        ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყველა დასვა ცრემლთა დენად! (595)


         მაგრამ იგი უიმედო არაა,ვინაიდან ყველასათვის კეთილი ღმერთი არ დასტოვებს ადამიანს მის ტრაღიკულ არსებობაში და არ მიატოვებს წუთისოფლისგან განწირულს :


          მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა (830)


           ამიტომ გმირებს სწამთ სიკეთის გამარჯვებისა,მის მიერ ბოროტის დამარცხებისა :


        ყველა ჭირი არ ეგების თუცა ლხინმან არ დასძლია ! ( 544)


             გმირებს სწამთ საუკუნოვანი ბრძოლის სასიკეთო დასასრულის,სიკეთის ბოროტებაზე ზეიმის. ეს რწმენა მოუწოდებს მათ დაუღალავ და მტკიცე ბრძოლისკენ სიცოცხლისათვის და ბედნიერებისათვის:


          რადგან შვება აქვს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების! ( 600)


        ამ რწმენის, ამ მოწოდების გამართლებაა გმირთა გამარჯვება. მათ მძიმე განსაცდელთა და უზომო ძალისხმევის შემდეგ ნესტანი გამოიხსნეს ქაჯთა ტყვეობიდან. ეს მოვლენა, როგორც მარიამმა ებრაელთა გადასვლა წითელ ზღვაზე,შეაქო ფატმანმა საზეიმო, უფლისადმი მიმართულ საგალობელში :


            იტყვის: « ღმერთო,გემსახურო,განმინათდა რადგან ბნელი,
ვცან სიმოკლე ბოროტისა,კეთილია შენი გრძელი!» (1278)


          არაბული სამყაროდან გამოსული პოემის გმირების დუალისტური შეხედულება სიცოცხლეზე. ისინი დარწმუნებული არიან რომ ბრძოლის გარეშე არაა ბედნიერება :


          მარგალიტი არ ვის მოჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად (1113)


          ამიტომ ისინი სიცოცხლის მთავარ პრინციპად მისთვის,ბედნიერებისთვის ბრძოლას აცხადებენ :


           სჯობს სიცოცხლისა გაძლება,მისთვის თავისა დადება (615)


          ტარიელის სიტყვებში ისმის სხვა, ძლიერ პესიმისტური, შესაძლოა შოპანჰაუერის სულისკვეთების ნოტაც :


         საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია,
ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია ( 798)


         ტარიელის რწმენით სიცოცხლე არა მხოლოდ ტრაღიკული არამედ ვერაგიცაა,
იტყუებს მისადმი მინდობილ ადამიანს მატერიალური ხასიათის მომხიბლავი სატყუარით. იგი ამზადებს მოღალატურ დარტყმას და დიდ სატანჯველს :




          მიმნდობნი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ,მაგრა უმუხთლად ბოლოდ  ვერ მოურჩებიან (267)


           ამით ტარიელი ქედს იხრის იმ ბრძენთა წინაშე რომლებიც უარყოფენ ქვეყანას,წინააღმდეგობას უწევენ სიცოცხლეს :


         ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან ! (267)


           და ბოლოს ისიც რწმუნდება თავისი ტრაღიკული მდგომარეობის უიმედობაში და უარს ამბობს ქვეყანაზე, ადამიანებზე და ადამიანურ არსებობაზე. ავთანდილის სიტყვით იგი მტირალი ცხოვრობს და დაძრწის ნადირებს შორის:


           საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩნსო ვით ნადირსა,
ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა. (593)


         სხვა ბანაკის გმირები, რომელთაც სასიცოცხლო პრინციპად სიცოცხლისათვის ბრძოლა განაცხადეს,ეკამათებიან ტარიელს: მართალია სიცოცხლე ტრაღიკული,
მკაცრი,სასტიკი და შურისმაძიებელია,მაგრამ უიმედო არაა,ვინაიდან იმედის ღმერთი დიადი და გულუხვია :


         ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია ( 801. პირველი სიტყვის ადგილას ავტორი ხმარობს სიტყვას « იმედის»,რაც როგორც ჩანს გამოწვეულია «ნუ გეშის» ერთ სიტყვად,თანამედროვე სიტყვად გააზრებით. ს.ჯ.)


           ამიტომ,ამბობენ ისინი,უარი კი არ უნდა ვთქვათ სიცოცხლეზე,
ქვეყანაზე, არამედ საჭიროა სულიერი წონასწორობისა და მოთმინების შენარჩუნება ბრძოლაში და ამ ბრძოლაში ქედუხრელად და მტკიცედ დგომა:


   ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვითკირსა ! (757)


        ვინაიდან მამაკაცს ჭირში და უბედურებაში სიმტკიცე და მოთმინება ახასიათებს.


        წესი არის მამაცთაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა ( 680)


       ის რომ სიცოცხლე ტრაღიკულია, სასტიკია და ვერაგულად იძიებს შურს მატყუარა ბედნიერებისა და სიხარულის გამო ძველია,როგორც სამყარო,ცნობილია ქვეყნის დასაბამიდან :


        ესე წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია ( 798. ავტორთან: « ესე წესია სოფლისა, არ ახალია, ძველია», ს.ჯ.)


          ასეთია ქვეყნის წესრიგი, სიცოცხლის არსი. ამდენად ამაში არაფერია უმაგალითო,არნახული. არაა საჭირო ჩივილი სიცოცხლეზე, ბედზე :


             ნუ ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო ( 760)


           თუ ეს ასეა, მაშ თქვი, ეუბნება ავთანდილი ტარიელს,რითი უნდა ვუშველოთ უბედურებასა და ჭირ-ვარამს თუ არა სიმტკიცითა და მოუდუნებელი მოთმინებით?
ლულებ
             არ დავთმოთ,რა ვქმნათ,სევდასა,მითხარ რით მოუგვაროთა (615)


            მოთმინება უნდა გამოდიოდეს არა პასიურობიდან,არამედ სიბრძნის წყაროდან,სიცოცხლის აზრისა და ფაქტთა ძალის გაგებიდან :


            დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროსა ( 615)


         ამიტომ ჭირმა ადამიანი არ უნდა დაასუსტოს. კაცი თამამად უნდა სძლევდეს ცხოვრებისეულ გასაჭირს, შეუდრეკლად იბრძოლოს ისე როგორც ეს ეკადრება მამაცს :


        ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად ( 105)
წესი არის მამაცთაგან მოჭირვება,ჭირთა თმენა (680)


          და რა არის მამაცობა თუ არა სიმტკიცე გაჭირვებაში? როგორ შეიძლება ეჭვის შეტანა ამაში ან კამათი მასზე?


                ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია.
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია ! ( 810)


         და ბოლოს, თუ ჩვენ გვინდა უფლისაგან ბედნიერებისა და სიხარულის მიღება ზევიდან გამოგზავნილ უბედურებაში სიმტკიცის გამოვლენაა საჭირო:


 თუ ლხინი გვინდა ღვთისაგან ჭირნიცა შევიწყნაროთა ( 615)


     ამდენად ამაოა ცრემლი და სინანული. « მიკვირს,ამბობს ავთანდილი,ცრემლი ბრძენისა» :


        კვლა იტყვის: « მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა,
რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?»
          
          უსარგებლოა ცოდნა თუ არ მისდევ ბრძენთა შეგონებებს. უსარგებლოა განძი თუ იგი უქმად დევს,არ სარგებლობ იმით :


      არას გარგებს სწავლულება თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა,
არ იხმარებ,რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა? ( 782)


          თუ ბრძენი ხარ,ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა,
ხამს მამაცი მამაცური,სჯობს რაზომცა ნელად ტირსა,
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა,
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. ( 757)


           ისინი ამბობენ: უკეთესია როდესაც მამაკაცი თავის უბედურებებზე ლაპარაკობს წყნარად და მშვიდად. ტირილისას ავლენს კლდის სიმტკიცეს,ვინაიდან თავისი ცოდნისგან ვარდება უბედურებაში ადამიანი. შემდეგ ისინი ეუბნებიან ტარიელს : განა არ იცი რომ ბედნიერება არ მოიპოვება შრომისა და ძალისხმევის გარეშე?


          მარგალიტი არვის მოხვდეს უსასყიდლოდ,უვაჭრელად ( 113)
არ იცი რომ ვარდი უეკლოდ არ არსებობს?


           ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან ( 758)


                 ვარდს ჰკითხეს : ვინ შეგქმნა ასეთი მშვენიერი სახითა და სხეულით,
მაგრამ რათა ხარ შეიარაღებული ეკლებით და რადაა ასე ძნელი შენი პოვნა?


       ვარდსა ჰკითხეს : « ეგზომ ტურფა რამა შეგქმნა ტანად,პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად? ( 759)


               ტკბილს სიმწარით მოიპოვებ,პასუხობს იგი,ვინაიდან რამდენადაც ძვირია იგი,უკეთესია :


        მან თქვა:ტკბილსა მწარით ჰპოვებ,სჯობს იქნების რაცა ძვირად


               « ვინაიდან,როდესაც მშვენიერება იაფდება,ხდება ჩვეულებრივი და საყოველთაო საკუთრება,იგი კარგავს თავის ფასს, თავის ღირსებას !»


                ოდეს ტურფა გაიეფდეს,აღარა ღირს არცა ჩირად


          რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო,
მაშა ლხინსა ვინ მოიმკის,პირველ ჭირთა უმუშაკო? (760)


                             2.


          თუმც სიცოცხლისა და ბედნიერებისთვის ბრძოლის პრინციპის განმაცხადე-
ბელმა არაბული სამყაროს გმირებმა სიცოცხლის ტრაღიზმისაგან თავი უფლის რწმენით,ბოროტ საწყისზე სიკეთის გამარჯვების რწმენით დაიცვეს და ამით განსაზღვრეს ადამიანის დამოკიდებულება უფლისადმი და უფლისა ადამიანისადმი, ისინი არ დაკმაყოფილდნენ ამით და უფრო შორს წავიდნენ. ეს მათი მხრივ სავსებით ლოღიკური იყო. მართლაც, წმინდა წერილის თქმით,თმის ერთი ბეწვი არ დავარდება ადამიანის თავიდან უფლის ნების გარეშე,განა ადამიანის მთელი ცხოვრება,მისი ბედი,ზღვარი მის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის,მეტი არაა თმის ერთ ბეწვზე? აქედან მხოლოდ ერთი  ნაბიჯი იყო დარჩენილი ფატალიზმამდე და მათ ეს ნაბიჯიც გადადგეს. ასეთი დასკვნის გამოტანის შემდეგ მოსალოდნელი იყო რომ ისინი,ეგვიპტური ტყვეობიდან გამომავალ ებრაელთა მსგავსად პასიურ მოლოდინში დარჩებოდნენ,მაგრამ ეს არ მომხდარა: ამის მაგივრად მათ ცხოვრების მთავარ პრინციპად ბრძოლა გამოაცხადეს და,უფლის რწმენით, საკუთარ ძალებზე დაყრდნობითა და გამარჯვების იმედით დაიძრნენ ბედის უკუღმართობათა შესახვედრად.
             ამასთან: სიცოცხლისათვის ბრძოლის პრინციპმა, რომელიც ითხოვდა მთელი სულიერი და ფიზიკური ძალების დაძაბვას,გააჩინა ადამიანის სულისა და სხეულის ყოველმხრივ ჰარმონიული განვითარების აუცილებლობის შეგნება,ხოლო წინასწარ განზრახულობის რწმენამ აღაფრთოვანა ისინი ყველაზე ქედუხრელ გმირობებზე. ეს ჩანს ავთანდილის შემდეგი სიტყვებიდან :


              უგანგებოდ ვერას მიზმენ,შეცამებნეს ხმელთა სპანი,
განგებაა,არ დავრჩები,ლახვარნია ჩემთვის მზანი,
ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი.
ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი. (906)


    ამდენად ორივე დებულებაზე: სიცოცხლისათვის ბრძოლის პრინციპი და ადამიანის უფლისადმი და უფლის ადამიანისადმი სრულებით გარკვეული დამოკიდებულებები პოემის გმირებისათვის იქცა ბრძოლისა და სასიცოცხლო ბრძოლაში გამარჯვების მძლავრ იარაღად. ასეთია «ვეფხისტყაოსნის» გმირთა მსოფლმხედველობა,
მაგრამ იგი არ იქნება სრული თუ არ დავამატებთ შეხედულებას თვით სიცოცხლის არსებაზე, რომელიც შესანიშნავი სიმბოური ფორმით გადმოსცა არაბული სამყაროს უპირველესმა წარმომადგენელმა, მეფემ, ფილოსოფოსმა და პოეტმა როსტევანმა. მეფე როსტევანი ფიქრობს, რომ სიცოცხლის გამოვლინება ცალკეულ ინდივიდუუმებში მსგავსია გაშლილ ვარდში უმაღლესი მშვენიერების გამოვლენისა და ეს მშვენიერება-სიცოცხლე თაობათა ცვლისა და სიკვდილის მეშვეობით მუდმივი განახლებისას რჩება მუდამ ახალგაზრდა. სიცოცხლის ეს მუდმივი,უცვლელი კანონი როსტევანმა გამოხატა სიმბოლურობით შესანიშნავ ლექსში:


            რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.


         როსტევანი სამყაროს ადარებს მშვენიერ ბაღს, სადაც უმაღლესი სილამაზის, სიცოცხლის მატარებელი ინდივიდები ჩნდებიან ქვეყანაზე, ვარდის მსგავსად, განასრულებენ განვითარების თავის ციკლს და იწყება დაქვეითება, ხმობა. ისინი ადგილს სხვას უთმობენ. ასე ხორციელდება ბუნებაში თაობათა ცვლა და სიცოცხლის სიკვდილით განახლება. ასეთია მეფე როსტევანის შეხედულება სიცოცხლის არსზე. მისი ლოღიკური შედეგია რწმენა არა მხოლოდ სიკვდილის გარდაუვალობაში, არამედ მის აუცილებლობაში სიცოცხლისათვის. ეს გარემოება ბრძენთ აძლევს სიკვდილის უშიშრად დახვედრის საშუალებას. ასე იქცევა თვით როსტევანი, რომელმაც სახელმწიფო საბჭოზე თავის მინისრებს განუცხადა ტახტის ქალიშვილისთვის გადაცემის სურვილი...(დასარული იქნება).


                



March 31, 2011

«კარგის მქნელი კაცი ბოლოს არ წახდების.»


 
  
დ.ზ. ჩქოტუა, რუსთაველის პოემის გმირები და მათი მსოფლმხედველობა:
      
1.  «ვეფხისტყაოსნის» გმირები :


        იმ დღეებში, როდესაც ჩვენს თვალწინ ხდება უდიდესი ისტორიული მოვლენები,როდესაც იცვლება საზღვარი ძველსა და ახალ ცხოვრებას შორის და ყოველი ერის წინაშე იხსნება ფართო ჰორიზონტი თვითგამორკვევისთვის,
ჩვენ,ქართველებმა, უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსენოთ მწერალი რუსთაველი, რომელმაც მრავალი საუკუნის წინ თავისი ხალხის სულში ააგიზგიზა წმინდა ცეცხლი,აზიარა ერი კაცობრიობის უმაღლეს ინტერესებს და გადაარჩინა იგი სულიერ და ეროვნულ გადაგვარებას. გავიხსენოთ ის დიადი როლიც რაც შეასრულა ქართველი ერის სულიერ განვითარებაში მისმა უკვდავმა ქმნილებამ.


               მე, როგორც ძველი ინტელიგენტური თაობის ერთ წარმომადგენელს მსურს გაგიზიაროთ ამ დიად ნაწარმოებთან მრავალწლიანი ურთიერთობისას შემუშავებული აზრები,აღძრული გრძნობები და განცდები.


           (გამოტოვებულია)


         მცირე ასაკიდან მაქვს ურთიერთობა ამ დიად ნაწარმოებთან: თავიდან მე ვისმენ მას ჩემს მშობელთა სახლში;მოგვიანებით მე თვითონ ვიწყებ კითხვას. ვუბრუნდები მას მრავალჯერ და ვსწავლობ ზეპირად; კვლავ ვკითხულობ, გადავიკითხავ და ა.შ. დღევანდელ დღემდე თითქმის სამოცი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა შთაბეჭდილებათა ძალა ამ მუდმივი კითხვის გამო არა თუ არ კლებულობს, არამედ თითქოს უფრო იზრდება. ვამბობ რა ამას ვიმედოვნებ რომ გამოვხატავ ყოველი წიგნიერი ქართველის ( რა თქმა უნდა ჩემი თაობის ადამიანების) და ვფიქრობ რომ მთელი ქართველი ხალხის განცდებს, ხალხისა რომელიც უკვე მთელი შვიდასი წლის მანძილზე განიცდის იგივეს.


             მხოლოდ ეს გარემოება სრულებით საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ «ვეფხისტყაოსნის» ავტორს მიენიჭოს ყველაზე საპატიო ადგილი დიდ მხატვართა შორის, მაგრამ თუ ეს აქამდე არ მომხდარა, არ მომხდარა იმიტომ რომ მისი არ ესმით არა მხოლოდ მის სამშობლოს გარეთ, არამედ თვითონ სამშბლოშიც. ეს გასაგებიცაა. პოემაში ასასახული სამყაროს განცდა, სამყაროსი რომელიც ჩვენი სახელგანთქმული ვარძიის ტაძრის მსგავსად საუკუნეთა შრეების ქვეშ არის მოქცეული, მისი გაცოცხლება, იმდროინდელ საზოგადოებაში გაბატონებული აზრებისა და იდეების ამეტყველება ჩვენთვის, XX საუკუნის ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე,როგორც მის შიგნით ისე მის გარეთ არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ურთიერთობათა ნათელყოფა იმ ეპოქაზე ჩვენი მწირი ცოდნის პირობებში თითქმის განუხორციელებელია. მეტიც, ჩვენ დღემდე არა გვაქვს უეჭველი ისტორიული მონაცემები ჩვენი დიდი მწერლის პიროვნებისა და ნაწარმოების შექმნის დროის შესახებ. ამიტომ « ვეფხისტყაოსნის» შესწავლის ერთად-ერთ წყაროდ დღემდე მხოლოდ მასში მოპოვებული ფაქტები გვხვდება.


           ცნობილია რომ «ვეფხისტყაოსნის» ქარგას წარმოადგენს ორი არაჩვეულებრივი პიროვნების მგზნებარე სიყვარული და მათი უდიდესი ტანჯვა ამ სიყვარულის განხორციელების გზაზე. ადამიანის ცხოვრების ამ მუდმივი თანამგზავრების (სიყვარულისა და ტანჯვის) შეუდარებელი მხატვრული ასახვა ამ ნაწარმოებს აქცევს უმაღლესი ესთეტიკური ტკბობის უკვდავ და უშრეტ წყაროდ. მაგრამ ჩვენი აზრით არა მხოლოდ ეს მხარე აქცევს «ვეფხისტყაოსანს» დიად და უკვდავ ნაწარმოებად, არამედ მის საფუძველში ჩადებული იდეა . ფაბულა ავტორისათვის თითქოს ამ იდეის გამოხატვის საშუალებაა, იარაღია. პოემის ეს ორივე მხარე, ესთეტიკური და იდეური, აკავშირებს «ვეფხისტყაოსანს როგორც წინამორბედ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ისე ხალხურ ეპოსთან რომლის მსოფლმხედველობამაც პოემაში ნახა შემდგომი ფილოსოფიური დასაბუთება.


                პოემის მთავარი გმირი ტარიელი  ადამიანის ჯიშის უმაღლესი ტიპია უეჭველად. ის ისევე გამოირჩევა უბრალო ადამიანთა მასისგან როგორც ლომი და ვეფხვი, რომლებთანაც უყვარს მას საკუთარი თავისა და სატრფოს შედარება,
გამოირჩევიან თავის ზოოლოგიურ ჯგუფში. თავისი ფიზიკური სრულყოფილებით-
-სილამაზითა და  ძალით-ტარიელი მკითხველზე ახდენს ზეადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ იგი ხალხური ეპოსის გმირი არაა. იგი არ გამოხატავს სტიქიურ ძალას, რასაც გამოახატავდა ქართულ ლიტერატურაში XII საუკუნის მწერლის მოსე ხონელის გმირი ამირან დარეჯანის ძე. გმირები ეკუთვნიან სხვადასხვა, ერთმანეთისგან შორს მდგარ კულტურულ ეპოქებს და მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ფიზიკურად ისე აქტიურობის ფსიქოლოგიური მოტივებით. მაშინ როდესაც ამირან დარეჯანის ძისათვის აქტიურობის მთავარ მოტივს წარმოადგენს დიდების, გმირობათა წყურვილი და სხვების თავისი ნებისადმი დამორჩილების სურვილი ტარიელისთვის აქტიურობის იმპულსს წარმოადგენს მგზნებარე, მთელი მისი არსების მომცველი სიყვარული ნესტან-დარეჯანისადმი და ამ სიყვარულის განხორციელება იქცევა მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად. ამირან დარეჯანის ძისათვის ეს მოტივი სრულებით არ არსებობს. იგი მიწვეულია რა მეფის კარზე სამსახურისთვის ერკინება სხვადასხვა რაინდებს, იდენს გმირობებს რათა საცოლეები მოუპოვოს თავის უფლისწულებს. უჩვეულო გმირობათა ჩადენის, მათ შორის დევთა დამარცხებისა და ჯადოსნური ხასიათის წინააღმდეგობათა დაძლევის შემდეგ იგი თვითონაც ქორწინდება, მაგრამ ქორწინდება არა იმიტომ რომ უყვარს თავისი საბედო არამედ გამარჯვებულის უფლების ძალით. ამასთან ირკვევა რომ მის მიერ დაძლეული ყველა წინააღმდეგობა მეფის ასულთა მიერ ხელის მაძიებლებისადმი წარდგენილი გამოცდა იყო. ამდენად მეფის მშვენიერ ასულთა მიერ გმირობის მოთხოვნას უეჭველად ჰქონდა სქესობრივი შერჩევის ხასიათი. ეს როგორც ჩანს იმ შორეული ეპოქის წესი იყო რომელსაც ეკუთვნოდა თქმულება ამირან დარეჯანის ძის შესახებ. ნესტან-დარეჯანისა და თინათინის მიერ მოთხოვნა გმირობისა მათი თაყვანისმცემლებისთვის წარმოადგენს ამ წესის გამოძახილს.


      აქ უნდა შევჩერდეთ და ყურადღება მივაქციოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხისთვის მნიშვნელოვან ფაქტს. ამირან დარეჯანის ძე (ჩვეულებრივი)  ქართული გენეალოგიის საპირისპიროდ ცნობილია როგორც დედის და არა მამის შვილი. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე რომ მოსე ხონელის მიერ ლიტერატურულ ფორმაში გამოკვეთილი თქმულება განეკუთვნება ხალხური ცხოვრების ეგრეთ წოდებულ მატრიარქატის პერიოდს როდესაც ოჯახისა და გვარის უფროსი იყო ქალი და არა მამაკაცი რომელიც მხოლოდ სტუმარი იყო მისი შვილების დედასთან. სიტყვა დარეჯანი როგორც ქალის სახელი უხსოვარი დროიდან იხმარებოდა ქართველი ხალხის მიერ და დღესაც განაგრძობს არსებობას. მას იყენებენ როგორც ისტორიული პირები ისე უბრალო მოკვდავნი როგორც საქართველოში ისე მონათესავე ხალხებში. ასეთია მაგალითად სამეგრელოში გავრცელებული სახელი დარჯა. ამიტომ «ვეფხისტყაოსნის» მთავარი ქალი გმირის სახელი არაა ნასესხები ავტორის მიერ სპარსულიდან. ის აღებულია ხალხური მეტყველებიდან სადაც ის უხსოვარი დროიდან იხმარებოდა. რაც შეეხება თვითონ სიტყვა ნესტან-დარეჯანს,იგი გრამატიკული თვალსაზრისით რთულია. ნესტანი აქ როგორც ჩანს სხვაა თუ სიტყვა დარეჯანის ეპითეტი და, მაგრამ მისი მნიშვნელობა თანამედროვე ენაში დაკაგულია. ასეთი უკანდახევის შემდეგ ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს გმირთა შედარებას.


          თუ ტარიელის ფიზიკურ ძალას ჩვენ შევხედავთ როგორც ამირან დარეჯანის ძის სტიქიური ძალის შერბილებულ ნაირსახეობას, მისი სახით ჩვენ მივიღებთ უზარმაზარ ნაბიჯს ქართული ლიტერატურის ევოლუციაში ვინაიდან ტარიელს მთელ მის ფიზიკურ სრულყოფილებასთან ერთად ახასიათებს სილამაზის თაყვანისცემაც. იგი რომანის ნამდვილი გმირია, «ვეფხისტყაოსანი» კი ნამდვილი რომანია. ეს გარემოება, პოემის რომანტიული ხასიათი, აახლოებს ტარიელს რამისთან, სპარსულიდან ნათარგმნი « ვისრამიანის» გმირთან როგორც გრძნობათა ძალით ისე მათ გამოვლენათა ხასიათით. ცნობილია რომ ნესტან-დარეჯანის დანახვისას ტარიელმა დაკარგა გონება როგორც ელექტრონის ძლიერი დარტყმის შედეგად. ამით მან შეაშინა მეფე ფარსადანი, დედოფალი და თვითონ სამი დღე იმყოფებოდა სიკვდილ-სისცოცხლეს შორის. ზუსტად იგივე ემართება « ვისრამიანის» გმირ რამის რომელიც განსაკუთრებულ გარემოებებში ვისის სახის დანახვისას ჩამოვარდა ცხენიდან და დიდი ხანი ეგდო უგონოდ ისე რომ დამსწრეთაგან ვერავინ მიხვდა ამის მიზეზს. ტარიელი და ნესტან-დარეჯანი ბავშვობაში იზრდებოდნენ ერთად. ერთად გატარებულ დროს განვითარებული გრძნობებიდან,სიმპატიიდან და ერთმანეთისადმი ბავშვური სწრაფვიდან იბადება მათი მგზნებარე სიყვარული. ვისი და რამიც ბავშვობაში ერთად იზრდებიან და დაშორებულნი კრიტიკული ასაკის დადგომისას, ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის მსგავსად,ხვდებიან ერთმანეთს განსაკუთრებულ ვითარებაში. ამასთან, მათი სიყვარულის კატასტროფული გამოვლენისას, შუამავლად ვისსა და რამს შორის გვევლინება ვისის ძიძა, ხოლო ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს შორის ამ უკანასკნელის მსახური, სახელგანთქმული ასმათი.


                 ჩვენი აზრით ყოველივე ეს არაა ორივე რომანის ფაბულათა შემთხვევითი მსგავსება. ის მიუთითებს იმაზე რომ რუსთაველის დიდი ნაწარმოები «ვეფხისტყაოსანი» ქართული კულტურის განვითარებაში არ დგას ცალკე. იგი თვით პოემის ბოლოსიტყვაობაში ჩამოთვლილ ნაწარმოებებთან მემკვიდრეობით კავშირში იმყოფება. ცნობილია რომ პოემაში ნახსენები ყოველი ავტორი აქებს და ადიდებს საკუთარ და თავისი ეპოქის იდეალს: მოსე ხონელი-ეპიური გმირი ამირან დარეჯანის ძის სტიქიურ ძალასა და მის მიერ დევების დამარცხებას, « ვისრამიანის» ავტორი-რამის მგზნებარე სიყვარულს ვისისადმი და მათ ტანჯვას, შავთელი- მეფე დავითის შეუდარებელ სიმამაცესა და გონებას, თამარ მეფის სახელმწიფოებრივ სიბრძნესა და ფიზიკურ და სულიერ სრულყოფილებას. -უკვდავი « ვეფხისტყაოსნის» ავტორმა კი  თავისი გმირების სახის შექმნით სინთეზურად, მაღალი მხატვრული ფორმით გამოხატა ყველა ეს იდეალი. ამავე დროს იგი ცხოვრებისა და ცხოვრების აზრის ახალი ფილოსოფიური გაგების მოციქულია. ყოველივე ეს მას აკავშირებს ხალხურ ეპოსთან. ყოველივე ამის ცხადსაყოფად ჩვენ მოკლედ დავახასიათებთ ჩვენს ხალხურ ეპოსს.


     ქართულ ხალხურ ეპოსს მთელ სიგრძეზე გასდევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა  ადამიანებსა და დევების სახელით ცნობილ ბოროტი საწყისის წარმომადგენელ კანიბალებს შორის. გამანადგურებელი ომი მათ შორის მიმდინარეობს როგორც მზისქვეშეთში ისე მიწისქვეშა სამყაროში. ეს მითიური არსებები, რომლებიც ადგილს ინაცვლებენ ელვის, ქუხილისა და ღრუბლების მეშვეობით, თავს ესხმიან ადამიანთა დასახლებებს და ანადგურებენ მთელ ოლქებს, იტაცებენ მეფეთა მშვენიერ ასულებს, რომელთაც მალავენ ორი მოძრავი მთის უკან, ორ ზღვას შორის მდებარე კუნძულებზე და მიწისქვეშეთში არსებულ მათ მიუდგომელ საცხოვრებლებში. მათ თავის რაშებზე (მითიურ ცხენებზე) სდევნიან სახალხო გმირები, აუცილებლად უფლისწულები. მრავალი საშინელი საფრთხის და გამოცდის დაძლევის შემდეგ ისინი მიაღწევენ დევების სამკვიდრომდე და მათი დამარცხების შემდეგ ათავისუფლებენ დატყვევებულ ულამაზეს ასულებს რომლებზეც დაბრუნების შემდეგ ქორწინდებიან კიდეც.


     ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ადამიანი თანდათანობით სძლევს დევებს. ისინი  თანდათანობით იხევენ უკან და ამირან დარეჯანის ძის გამოჩენასთან ერთად ისინი საბოლოოდ მარცხდებიან. დევები არა მხოლოდ აღარ ესხმიან თავს ადამიანის საცხოვრებლებს არამედ ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ მათგან, ხოლო მათი უკანასკნელი ნაშთი, რომელიც იმალებოდა დაუსახლებელი მხარის ველური მთების გამოქვაბულში, მოსპო ტარიელმა. ტარიელი ასმათთან ერთად სახლდება დევებისთვის წართმეულ გამოქვაბულში. დევები გაქრნენ, მაგრამ მათ მიერ კაცობრიობის ცხოვრებაში შეტანილი ავადმყოფობა დამკვიდრდა ადამიანთა სულებში. ადამიანმა, ამ მხრივ ქალები პიონერები იყვნენ, დაიწყო დევების ჯადოსნურ ხელოვნებათა ათვისება და ბოლოს იქცა ბოროტების იარაღად. ხალხს გამოეყო ადამიანთა, ჯადოსნობის (მზაკვრობა ან მეგრული მაზაკვალობა) მცოდნეთა მთელი კლასი, რომლის მეთაურია როკაპი ან როპაპი, ჯაჭვით მიბმული კავკასიონის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე აღმართულ სვეტზე, უეჭველად დევური ბუნებისა როგორც არაადამიანურად შემზარავი გარეგნობით ისე კანიბალური მიდრეკილებებით. მას, იგი ქალია, თაყვანისმცემლები უძღვნიან ადამიანის გულს. წელიწადში ერთხელ, კერძოდ 14-15 აგვისტოს ღამეს, მისი თაყვანისმცემლები მიემართებიან «ტაბაკონაში» ( როკაპის საბინადროში), თან მიაქვთ ძღვენი ყოველივე საუკეთესოსგან, რაც ადამიანებს აქვთ, მცირეწლოვანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის ჩათვლით. აქ როკაპის თაყვანისმცემლები აღსარებას ეუბნებიან და იღებენ რა მოწონებას ბოროტ საქმეებში მათი გულმოდგინეობის ან გაკილვას უმოქმედობის გამო, ისინი მონაწილეობას იღებენ ღამის საშინელ ვაკხანალიაში. გათენებისას კი ისინი ქრებიან. ხალხური წარმოდგენა კონკრეტულად ასე წარმოიდგენს დევების მემკვიდრეებს. «ვეფხისტყაოსანში» კი ასეთად უნდა უნდა ჩაითვალოს ქაჯთა მთელი სამეფო. მათ იმდენად სრულყოფილად აითვისეს დევთა ჯადოსნობა რომ შეუძლიათ სურვილისამებრ ძლიერი ქარებისა და საზღვაო მღელვარების გამოწვევა, მზის შუქის დაბნელება და მტრის დაბრმავება.  აი ამ ქაჯებთან მოხვდა იდუმალი გზით ტყვედ მშვენიერი ნესტანი და ეწამება მათ მიუდგომელ ციხე-სიმაგრეში. აქედან ანთავისუფლებენ მას ტარიელი და მისი მეგობრები; ავთანდილი და ფრიდონი.


            ამ ელემენტთა გარდა სხვა ნიშნებიც მიუთითებენ «ვეფხისტყაოსნის» კავშირზე ამ ეპოსთან. ზემოთქმულიდან იოლი შესამჩნევია რომ ხალხური ეპოსის დევებთან მებრძოლი ყველა გმირი, განსაკუთრებით პირველი პერიოდისა, ამირან დარეჯანის ძის გამოჩენამდე აუცილებლად მეფისწულია. იგი თავის რაშზე ამხედრებული სდევნის დევებს და ტყვეობიდან ათავისუფლებს მეფის მზეთუნახავ ასულს. ტარიელიც მეფისწულია, თავის ელვისებრ შავ ტაიჭზე ის დაეძებს არა მეფის შემთხვევით გატაცებულ ასულს არამედ დევების მემკვიდრე ქაჯებთან ტყვედ მოხვედრილ თავის სატრფო ნესტან-დარეჯანს.
ტარიელის ავთანდილთან, პოემაში აღწერილი გამარჯვების უშუალო შემოქმედთან, დაახლოებაც ატარებს ხალხური ეპოსის ხერხების უეჭველ კვალს.


              ხალხური ეპოსის გმირი ნადირობისას ზოგჯერ ხვდება უცნაურ ცხოველს, ჩვეულებრივ ოქროს რქებიან შველს. მას სურს შველის ცოცხლად შეპყრობა და მისდევს ნადირს; შველი სულ უფრო და უფრო შორს მიდის. მეფისწული მიჰყვება მას. ბოლოს და ბოლოს შველი გაიტყუებს მონადირეს ძალიან შორს და ქრება. გმირი აღმოჩნდება დევის სასახლის წინ. იქ ტყვეობაში იტანჯება მეფის მზეთუნახავი ასული. მეფისწული მოჰკლავს დევს, ათავისუფლებს ქალწულს და დაბრუნებისას ქორწინდება მასზე.


            სრულებით ანალოგიური ხასიათისაა მეფე როსტევანის შეხვედრა ნადირობისას იდუმალ, ვეფხვის ტყავ მოსხმულ ახალგაზრდასთან, რომელიც ღრმა მელანქოლიით მოცული იჯდა წყალთან და ღვრიდა ცრემლის მდინარეებს. როდესაც ეს იდუმალი ჭაბუკი გამოყვანილი იქნა მდგომარეობიდან მეფის მსახურთა მიერ, რომელთაც სურდათ მისი ბატონთან მიყვანა, იგი წამოდგა, გაისწორა საჭურველი და ცხენზე შემჯდარი მეორე მხარეს გაემართა,. დაასახიჩრა რა მისი შეპყრობის მსურველი მეფის მსახურები, იგი როგორც დემონი, უეცრად ყველას თვალწინ გაჰქრა. როგორც ცნობილია ეს იდუმალი შეხვედრა იქცა მეფე როსტევანის დიდი   მწუხარების საბაბად. როსტევანს მისტიკური განწყობა დაეუფლა, რაც იქცა ტარიელისა და ავთანდილის დაახლოების და ნესტან-დარეჯანის ქაჯთა ტყვეობიდან დახსნის საბაბად. მეფე როსტევანისა და იდუმალი ჭაბუკის შეხვედრის მთელი ეს სცენა ჩვენის აზრით «ვეფხისტყაოსნის» ავტორმა ამირან დარეჯანიანიდან აიღო...


            როგორც დავინახეთ ქართული ხალხური ეპოსის მოკლე დახასიათებიდან,
ადამიანი ებრძვის ბოროტი საწყისის წარმომადგენლებს-დევებს, მაგრამ ამ ბრძოლაში ადამიანი როგორც ღვთაებრივი სიმართლის მატარებელი არა უბრალოდ მოკვდავი, არა ბრბოდან გამოსული კაცი არამედ ღვთაებრივი ნიშნით აღბეჭდილი ცის რჩეულია, ერთი სიტყვით «გმირია» ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით.


    როგორც ამას შემდგომში დავინახავთ ზუსტად ასეთი ხასიათისა არიან «ვეფხისტყაოსნის» გმირები: ყველა ისინი ადამიანური რასის უმაღლესი, ზეადამიანთან მიახლოებული წარმომადგენლები არიან. მათ მიაღწიეს ფიზიკურ და სულიერ სრულყოფილებას და, როგორც ასეთნი, ხალხური ეპოსის გმირთა განვითარების შემდგომ საფეხურს წარმოადგენენ. ამ თვალსაზრისით ტარიელი, რომელმაც შეინარჩუნა ეპიკურ გმირთა მითიურობის ზოგიერთი თვისება,
გარდამავალი საფეხურია, შემაკავშირებელი რგოლია ეპიკური და სრულებით რეალური ადამიანური გმირებისა რომელთაც აქვთ ადამიანური ბუნების უმაღლესად განვითარებული ფიზიკური და სულიერი ძალები. ასეთად პოემაში ავთანდილი და, ნაწილობრივ, თინათინი წარმოგვიდგებიან.


            ამდენად პოემაში ეპიკური გმირების ადგილს რეალური გმირები იკავებენ . მაგრამ ხალხი რჩება თავისი თავის ერთგული და მიჩვეული კონკრეტულად წარმოდგენილ თავისი აზრებისა და იდეებისათვის მითიური თვისებების მინიჭებას. მან თავისი საყვარელი ეპიკური გმირების, დევების დამამარცხებელთა და ურჩხულებთან მებრძოლთა იდეა და ატრიბუტები გადაიტანა ახალი კულტურული ეპოქის გმირზე, ასევე ურჩხულებთან მებრძოლ წმინდა გიორგიზე რომელსაც ირჩევს ბოროტ ძალთაგან თავის მფარველად და რომლის კულტმაც ქართველ და მის მონათესავე ხალხებში დაჩრდილა არა მარტო სხვა ქრისტიან წმინდანთა არამედ, შეიძლება ითქვას, რომ თვით ქრისტეს კულტი.


          ქართული ხალხური ეპოსის მიერ ირანული სამყაროდან ნასესხები და « ვეფხისტყაოსანში» ფილოსოფიურად განზოგადებული დუალისტური შეხედულება სამყაროზე არც იმდენად უცხოა თანამედროვე კულტურული კაცობრიობისთვის,
როგორც ეს ერთის შეხედვით სჩანს. შეხედულება მსოფლიოში ორი საწყისის ბრძოლის თაობაზე, როგორც ცნობილია, საფუძვლად უდევს ქრისტიანულ სწავლებას და მასში ყველაზე გამოჩენილი ადგილი უკავია. მაგრამ ქართულ ხალხურ ეპოსში და შემდეგ «ვეფხისტყაოსანში» ამ შეხედულებამ უფრო წმინდა სახით შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი ირანული ხასიათი ვიდრე ქრისტიანობაში  სადაც ორივე საწყისის (სიკეთისა და ბოროტების) შემოქმედად გვევლინება უზენაესი არსი, ღმერთი. ირანული თვალსაზრისითა და «ვეფხისტყაოსნის» გმირთა აზრით კი ისინი წარმოდგებიან დაპირისპირებული, ერთმანეთის გამომრიცხველი საწყისებიდან, რადგანაც,როგორც ამტკიცებს თინათინი, ღმერთი, სიკეთის შემოქმედი, ვერ შეჰქმნიდა ბოროტებას :


   « ბოროტი-მცა რად შეექმნა სიკეთისა შემოქმედსა?» (73)


                     ამდენად სიკეთე და ბოროტება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წარმოშობისა არიან და როგორც უკიდურესი ანტაგონისტები ებრძვიან ერთმანეთს. თანამედროვე ფილოსოფიური მოძღვრებებიც სიცოცხლის აზრის თაობაზე, პესიმისტთა შეხედულებები შოპენჰაუერის მეთაურობით, ევოლუციური თეორიიდან გამომდინარე რეალისტური შეხედულება და დიდი ტოლსტოის «ბოროტისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობის» ქადაგება ამოდიან ფარული დუალისტური შეხედულებიდან. ყველა ეს  შეხედულება სიცოცხლეზე, « ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობის» გარდა, ე.ი. პესიმისტური და რეალისტური, დაედო საფუძვლად « ვეფხისტყაოსნის» ფილოსოფიურ ნაწილს.  ამაზე საუბარი შემდგომ თავში გვექნება ( შემდეგი თავი, «ვეფხისტყაოსნის» გმირთა მსოფლმხედველობა, იქნება).


            
          










            

March 30, 2011

კაკი


მგლის სიმღერა (კელტური ვერსია)


Wolf song,celtic version


კაი ყმა, რუსთველოლოგი დავით ზურაბის ძე ჩქოტუა

ილორის წმინდა გიორგის სასწაულების ხატი


კაი ყმა, რომანოვების მიერ გატანჯული ქართველ-აფხაზი მოაზროვნე და მოღვაწე დავით ზურაბის ძე ჩქოტუა, რუსთველოლოგი, ის გადასახლებაშიც რუსთაველზე და მის პოემაზე ფიქრობდა.


  სიმონ ჯანაშია
 «დავით ჩქოტუა და მისი ნარკვევები რუსთაველის პოემის შესახებ"
(გამოქვეყნდა რუსულ ენაზე  «ვეფხისტყაოსანის 750 წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულში «რუსთაველის კრებული»,ტფილისი,1938 წ.თარგმნა გ.მარჯანიშვილმა).


            დავით ზურაბის ძე ჩქოტუა, წინამდებარე დოკუმენტის ავტორი, აფხაზი, დაიბადა 1849 წელს სამურზაყანოში, სოფ. საბერიოში. მიიღო რა შინაური დაწყებითი განათლება,მან დაასრულა საშუალო
სასწავლებელი და ერთ-ერთი პირველთაგანი აფხაზთა შორის შევიდა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1875 წელს დ.ჩქოტუას უნდა დაემთავრებინა ყოფ. პეტერბურგის უნივერსიტეტის მითითებული ფაკულტეტი,მაგრამ რადგანაც უკანასკნელი გამოცდა წარუმატებლად დასრულდა,გადასდო ეს უკანასკნელი შემდგომი წლისათვის და დასთანხმდა ცნობილი გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძის წინადადებას თავის თავზე აეღო შარვაშიძეთა  აღმოსავლეთ საქართველოში არსებული მამულის მოვლა-პატრონობა. ამ მიზნით იგი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.  1876 წელს მას დააბრალეს გიორგი შარვაშიძის ცოლის დის ნინო ანდრეევსკაიას მკვლელობა (სინამდვილეში იგი მტკვარში ბანაობისას დაიხრჩო) და დააპატიმრეს. 1878 წლის 5 მარტს, მიუხედავად იმისა რომ სასამართლოს არ გააჩნდა არავითარი ფაქტობრივი მასალა ჩქოტუას წინააღმდეგ,უმაღლესი ხელისუფლების ინსპირაციით მას მიუსაჯეს უფლებათა აყრა, ოცწლიანი კატორღა და სამუდამო გადასახლება. პროცესის ანგარიშის გაცნობა დამაჯერებლად აჩვენებს ობიექტურ მკითხველს თუ რამდენად უდანაშაულონი იყვნენ ბრალდებულნი და რამდენად ამაზრზენად ტენდენციურად იყო შეთითხნილი მთელი ეს საქმე მეფის სატრაპთა მიერ. თვით სასამართლოზე ითქვა და ჩვენც გვაქვს უფლება ვამტკიცოთ რომ განაჩენი არსებითად გიორგი შარვაშიძის წინააღმდეგ იყო მიმართული. საქმის მთავარ სულისჩამდგმელს, კავკასიის მეფისნაცვალს, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ამისათვის საკუთარი საფუძველი ჰქონდა. სწორედ მან გადააყენა აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე,გიორგის მამა, და გადაასახლა იგი რუსეთში ( 1864 წ.),სადაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი შარვაშიძე გარდაიცვალა კიდეც. მანვე დიდი სისასტიკით ჩაახშო 1866 წელს აფხაზეთში დაწყებული დიდი სახალხო აჯანყება,რომელიც იყო პასუხი ახლად შემოღებული რუსული მმართველობის მეთოდებზე და რომლის დროსაც ,მცირე ხნით,აფხაზეთის მთავრად გიორგი შარვაშიძე იქნა არჩეული. იმავე მეფისნაცვლის ინიციატივით აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ოჯახს ჩამოართვეს მთელი ქონება.
ცხადია რომ მიხეილ ნიკოლოზის ძე გიორგი შარვაშიძეში ხედავდა ბუნებით მტერს. ამას ერთვოდა პირადი ხასიათის ანტიპატია გიორგი  შარვაშიძის მიმართ და ამავე ხასიათის ანტიპატია ანდრეევსკაიასადმი ( მისი მამა მეფისნაცვალი ვორონცოვის ექიმი იყო). რადგანაც ანდრეევსკაია დაიღუპა შარვაშიძის სახლში,სადაც მმართველი იმ დროს გიორგი შარვაშიძის ძუძუმტე და ახლობელი დავით ჩქოტუა იყო ამიტომ «დანაშაულის» ობიექტური პირობები,დახატული ცრუ მოწმეებისა და პოლიციის მიერ, სახეზე» აღმოჩნდა
ახალგაზრდა,ნიჭიერი დავით ჩქოტუას მთელი ცხოვრება გულგრილად იქნა განწირული.შემდგომში სასამართლო გადატანილი იქნა თბილისის სასამართლო პალატაში,სადაც «დამნაშავეს» იცავდა სახელგანთქმული იურისტი,პროფ. ვ.დ. შპასოვიჩი,ხოლო ექსპერტი იყო სასამართლო მედიცინის პროფესორი ი.მ. სოროკინი. ამ უკანასკნელმა ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე დაასკვნა რომ რომ ნ. ანდრეეევსკაია დაიხრჩო ძალადობრივი სიკვდილის ყოველგვარი კვალის გარეშე.
სპასოვიჩმა თავის ბრწყინვალე სიტყვაში ქვა ქვაზე არ დასტოვა ბრალდებისაგან და ყველა ბრალდებული სრულიად უდანაშაულოდ აღიარა. მიუხედავად ამისა პალატამ ბრალდებულნი დამნაშავეებად მიიჩნია ვინაიდან «ასეთი იყო ზემოდან მოსული მითითება» (ჩქოტუას პირველი დამცველი ორბელიანის ცნობა). თავისი წიგნის წინასიტყვაობაში,ჯერ კიდევ 1893 წ.,ჩქოტუას საქმის თაობაზე სპასოვიჩი წერდა შემდეგს: « ტფილისის საქმის თაობაზე აქამდე ვერ ვიშორებ მტკიცე რწმენას იმისა რომ იგი სამწუხარო შეცდომით დასრულდა,რომ დაზრალდნენ უდანაშაულო ადამიანები,რომლებზედაც მიუთითა შეცდომაში შეყვანილი ხალხის მითქმა-მოთქმამ».
მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ,შესაძლოა 1906 წელს, მოახერხა ღრმად მოხუცებულმა ჩქოტუამ სამშობლოში დაბრუნება.
როგორც წარმოშობით, ისე აღზრდითა და მიმართულებით დავით ჩქოტუა ეკუთვნის ქართულ ფეოდალურ ინტელიგენციას,მის ლიბერალურ ფრთას. ამ მხრივ საინტერესოა მისი კავშირი გიორგი შარვაშიძესთან,რომელიც თვითონ იყო ამ წრის წარმომადგენელი,ნიჭიერი პოეტი და საზოგადოდ საინტერესო პიროვნება. შარვაშიძე და ჩქოტუა არა მხოლოდ ერთი ქვეყნიდან იყვნენ წარმოშობით,ისინი არა მხოლოდ დაკავშირებულნი იყვნენ ერთმანეთთან იმ წესით რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია მთიელთათვის,არამედ მთელი აღზრდითა და მსოფლმხედველობით ისინი ეკუთვნოდნენ ერთ საზოგადოებრივ-კულტურულ წრეს და შარვაშიძე, როგორც «საეჭვო პიროვნება», დიდი ხნის მანძილზე იდევნებოდა იმპერიის ხელისუფალთა მიერ. მას წართმეული ჰქონდა აფხაზეთში ცხოვრების უფლება. ორივე აღზრდილი იყო მათთვის ძალიან კარგად ნაცნობი ძველი ქართული კულტურის ნიადაგზე. ორივე თანამშრომლობდა გაზეთ «დროებაში»,რომელიც იმხანად (70-ანი წლების დასაწყისი) ყველაზე პროგრესული ორგანო იყო საქართველოში. ჩვენ გვაქვს ლიტერატურული საბუთები რომელთა მიხედვით შეგვიძლია ვამტკიცოთ რომ წინამდებარე ნარკვევში გამოხატული ჩქოტუას შეხედულებები «ვეფხისტყაოსანზე» მეტ-ნაკლებად საერთო იყო მთელი ამ წრისთვის,გ.შარვაშიძემაც სრულყოფილად იცოდა რუსთაველის პოემა და ზეპირად ახდენდა მთელი თავების ციტირებას.
ჩქოტუას შეხედულებები პოემაზე ნაწილობრივ ნაყოფია ევროპის კულტურის თვალსაზრისით მისი ახალი განხილვისა,ნაწილობრივ კი წარმოადგენს ქართული ფეოდალური ინტელიგენციის მოწინავე წრეების თაობათა მიერ შემუშავებული შეხედულებების განმეორებას. ამდენად ჩქოტუას ნარკვევებს უპირველეს ყოვლისა კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვთ. ისინი საინტერესო მასალას გვაწვდიან იმის შესახებ თუ როგორ ირეკლებოდა ეს უდიდესი ლიტერატურული ძეგლი აღნიშნული სოციალური ფენის შეგნებაში.
«ნარკვევები» დღეისათვის კულტურულ მემკვიდრეობას მიეკუთვნება და ამდენად კრიტიკული ათვისების საგნად უნდა იყოს ქცეული. იმ მოსაზრებათა გარდა,რომელთაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ ვერც მეთოდოლოგიურად და ვერც ფაქტიურად ( განსაკუთრებით თავი 1 და თავი 2-ს ცალკეული ადგილები),ავტორი გამოსთქვამს ისეთ შეხედულებებს,რომელთაც თანამედროვე რუსთველოლოგიამ სერიოზული ანგარიში უნდა გაუწიოს. ასეთია;მაგალითად, მეორე თავის პირველი ორი პარაგრაფი. აქ ავტორი დაკვირვებისა და განზოგადების მაღალ საფეხურს აღწევს.ამიტომ დიდადაა სამწუხარო ის რომ ჯერაც ვერ მოხერხდა თბილისში გამოსაქვეყნებლად გაგზავნილი რუსთველის პოემის ვრცელი გამოკვლევის მიგნება ( შ.ნ.დადიანმა და სხვა ავტორიტეტულმა პირებმა დაადასტურეს რომ დ.ჩქოტუას ჰქონდა ვრცელი გამოკვლევა «ვეფხისტყაოსანზე»,გადასახლებაში შესრულებული მრავალწლიანი შრომის ნაყოფი,რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ზემოაღნიშნულ პირებზე. ის 1920 წელს ავტორმა გააგზავნა თბილისში,სცენის ქართველ მუშაკთა კავშირში). აქ წარმოდგენილი ნარკვევები, როგორც ჩანს,დაკარგული ნაშრომის მხოლოდ მცირე ნაწილია. ისიც შემთხვევით გადაურჩა განადგურებას. ჩვენ მას მივაგენით გ.რ.ჩქოტუას ოჯახში,როდესაც ვეძებდით მასალებს ზემოდ მოხსენებული სოციალური წრის ისტორიისათვის. ხელნაწერი წარმოადგენდა ნესტისაგან დაზიანებულ ფურცელთა კრებულს. ის დაბეჭდილია მანქანაზე და იყოფა ორ თავად,რომელთაგან პირველის სათაურია «პოემა ვეფხისტყაოსანი და მისი გმირები». მეორეს ეწოდება «ვეფხისტყაოსანის» გმირთა მსოფლმხედველობა».  პირველი სათაურის ქვეშ ფრჩხილებში აღნიშნულია « ზუგდიდში სოფლის მასწავლებელთა ყრილობაზე წაკითხული ლექცია». ცხადი არაა, ეს შენიშვნა ეხება ორივე თავს თუ მხოლოდ პირველს.ყოველ შემთხვევაში ნათელია რომ ხელნაწერი არ წარმოადგენს ლექციის სტენოგრაფიულ ჩანაწერს. ის ლექციის კონსპექტია; პოემის ციტატები ხელითაა ჩაწერილი,შესაძლოა თვითონ ავტორის მიერ. საფიქრებელია,და ამას ამტკიცებენ ხელნაწერის მფლობელებიც, რომ ლექცია წაკითხული იქნა თებერვლის რევოლუციის შემდგომ პერიოდში.
ტექსტში ჩვენ მცირე ცვლილებები შევიტანეთ: ამოვიღეთ ზოგიერთი ადგილი რომელთაც თანამედროვე მკითხველისთვის უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა,ზოგან შევასწორეთ ორთოგრაფიული და სტილისტური შეცდომები (მემანქანემ დაამახინჯა ტექსტი, ხოლო ავტორმა ვერ შენიშნა დაშვებული შეცდომები). ვინაიდან მთელმა სტატიამ მიიღო ზოგადი სათაური, შეიცვალა სათაურთა რედაქციაც. სტატიის სტრუქტურა ხელუხლებელი დარჩა. ამოღებული ადგილები აღნიშნულია სიტყვით «გამოტოვებულია ,ხოლო ჩართული სიტყვები კვადრატულ ფრჩხილებშია მოქცეული. ამას გარდა,ვინაიდან ავტორს არ აღუნიშნავს
«ვეფხისტყაოსნი» ტაეპთა ნუმერაცია, ჩვენ მოვიძიეთ ყველა მის მიერ გამოყენებული ადგილიპოემაში (ტაეპთა ნუმერაცია მითითებულია ი.აბულაძის 1926 წ. გამოცემის შესაბამისად). აქ გაირკვა საინტერესო გარემოება:თითქმის არც ერთი ციტატა არ ემთხვეოდა დაბეჭდილ ტექსტს. უეჭველია რომ ავტორს ციტატები ზეპირად მოჰყავდა....


არსებობს ჩქოტუას სხვა ნაშრომებიც, კერძოდ ბუნებისმეტყველების სფეროდან. იგი ათიოდე წლის წინ გარდაიცვალა საქართველოში, სოფ.ყულისკარში, სადაც ჩვენის ცნობით მას დარჩა პირადი არქივი.
                                                                                                                
მინაწერი: ვ.გ. მაჭავარიანმა ჩვენი ყურადღება მიაქცია ძველი ქართველი ხალხოსანი ეგნატე იოსელიანის ცნობას, მოთავსებულს მის მოგონებებში. იქ იოსელიანი ამბობს რომ «აფხაზი თავადი ჩქოტუა ეხმარებოდა იოსელიანის წრეს ბიბლიოთეკის დაარსებაში" (1866 წ.). უეჭველია რომ აქ საუბარი დავით ჩქოტუაზეა.
                                                                                                     
შენიშვნები :
1.«ქალიშვილ ნ.ე.ანდრეევსკაიას მკვლელობა»,სასამართლო პროცესის ანგარიში,ტფილისი,1878, რუსულ ენაზე;
2.ვ.დ.სპასოვიჩის თხზულებები,სანკტ-პეტერბურგი,1894,რუსულ ენაზე;
3.ს.ჯანაშია,ერთი გვერდი ქართული კულტურის ისტორიიდან, «მიმომხილველი»,ტ.11.
4.დ.ჩქოტუას ერთი წერილი,- « ორი ჩვეულება აფხაზეთში»,დაიბეჭდა «დროებაში» უკვე 1872 წ.,ნომერ 30-ში. ამავე გაზეთში დაიბეჭდა მისი სხვა მასალებიც.
5.ს.ჯანაშია, « ვეხისტყაოსნის» პირველი რუსული თარგმანის გამო», «ლიტერატურული გაზეთი», 1935,30 იანვრის ნომერი.



მთარგმნელის შენიშვნა :
შარვაშიძე-ჩქოტუას წრე თითქმის მთლიანად  განადგურეს ბოლშევიკებმა 1924 წლის აჯანყების შემდეგ. დავით ჩქოტუა გადაურჩა ამ სასაკლაოს,მაგრამ ისეთი ტერორი მეფობდა და ქართველობა იმდენად დაშინებული იყო რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ახლობლებმა ვერ გაბედეს მისი ღიად დაკრძალვა საბერიოში,მის მშობლიურ სოფელში, სადაც ბოლშევიკებმა დაანგრიეს ჩქოტურების ერთ-ერთი ეკლესია. მისი ცხედარი ენგურზე გადაასვენეს ღამით და დაკრძალეს ისე რომ საფლავის ქვის დადებას მოერიდნენ. ეს საფლავი დიდხანს დაკარგული იყო და ის 1970-ან წლებში მონახა სოხუმის უნივერსიტეტის პრორექტორმა,ბატონმა ოთარ ჭურღულიამ. საფლავის დღევანდელი მდგომარეობა ჩვენთვის უცნობია.  სოფელში დღეს კრემლის სამხედროები ბატონობენ.

 გაგრძელება, დავით ჩქოტუას ტექსტები იქნება...


გაკოტრებული სახელმწიფოები, საქართველოს როგორც სახელმწიფოს გაკოტრების საშიშროებაც.

მალე დავინახავთ რომ სუსტ სახელმწიფოებში მართლმსაჯულების აღსრულებას და წესრიგის დამყარებას შეუდგებიან კერძო ევროპული თუ ამერიკული საზოგადოებები...

სუსტი, «გაკოტრებული», დანგრეული სახელმწიფოები:
ამ ცნებებით საერთაშორისო ინსტიტუტები აღნიშნავენ ქვეყნებს რომლებიც მოითხოვენ დონატორების განსაკუთრებულ ჩარევას.

მაგრამ ამ ცნებების უკან იგულისხმება რეგიონალური არეულობის რისკი.
ყველაზე ტრაღიკული შემთხვევა რა თქმა უნდა სომალია.

20 წლის უკან სომალის სახელმწიფოს ნგრევამ გზა გაუხსნა მუდმივ ქაოსს, სისხლიან კლანურ ომებს, ფუნდამენტალისტური ისლამისტური მოძრაობების ჩარევას და, რა თქმა უნდა, პირატერიას რომელიც ლახავს დასავლელთა ინტერესებს და ზოგჯერ მასხრად იგდებს დასავლელთა სამხედრო უპირატესობას.