September 22, 2011

ნაპოლეონ ქარქაშაძე: აფხაზეთი ისეთი არ არის, როგორიც თბილისიდან ჩანს

saqinformi
www.saqinform.ge


ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდა ცნობილი აფხაზი მეცნიერი, აკადემიკოსი ზურაბ ანჩაბაძე, რომელიც პედაგოგიური ინსტიტუტის, შემდეგ უნივერსიტეტის რექტორი იყო. იგი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ გენეტიკურად არც ერთი ერი აფხაზებთან ისე ახლოს არ დგას, როგორც ქართველები. მის ამ მოსაზრებას არ იზიარებდნენ სხვა აფხაზი მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აფხაზები ამ კუთხის აბორიგენები არიან და ენათესავებიან ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს.

ნაპოლეონ ქარქაშაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ვიქტორ ჰიუგო ვანდალიზმის წინააღმდეგ+ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო:

პაპა ვიქტორ ჰიუგო
გაუმარჯოს საფრანგეთის და ევროპის სილამაზის მცველ და გუშაგ ვიქტორ ჰიუგოს !!!

«ვიცნობ ვოლტერს, ვაღმერთებ დიუმას და ვერ ვიტან ჰიუგოს », უთხრა რუსულ გაზეთ « ნეზავიზიმაია გაზეტას » ერთმა წარმოშობით ქართველმა საბჭოთა წარჩინებულმა. და მაინც ან იქნებ სწორედ ამიტომაც კიდევ ერთხელ გაუმარჯოს ვიქტორ ჰიუგოს !


 ვიქტორ ჰიუგო ვანდალიზმის წინააღმდეგ :
   ფრანგული რევოლუცია, უფრო ზუსტად რევოლუციური ვანდალიზმი არის მნგრეველის და მარბიელის ნიმუში რომელიც განსაკუთრებით გამოკვეთა ვიქტორ ჰიუგოს კალამმა.

September 20, 2011

მიხეილ მჭედლიშვილი: 1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში


ვისაც ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან რაიმე შეხება ჰქონიაარ შეიძლება მეხსიერებაში სამუდამოდ არ აღბეჭდოდა მიხეილ მჭედლიშვილის შთამბეჭდავი პორტრეტიდინჯი, აუღელვებელი, კაცთმოყვარე, ალალმართალი, სამართლიანი, პრინციპული, შეუპოვარი, სამშობლოსადმი უზომოდ შეყვარებული, თავისი ქვეყნის ისტორიის არამარტო ზედმიწევნით კარგად მცოდნე, არამედ მოამაგე და ღირსეული დამფასებელი
მიხეილ მჭედლიშვილი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა უპირველეს

მიხეილ მჭედლიშვილი: 1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში

მეორე ნაწილი
ბატონი ალექსანდრე განაგრძობს: „სტალინმა ამ შემთხვევაში მხოლოდ კავკასიელებს და ყირიმელ თათრებს მოუწყო გენოციდი გერმანელებთან მიმხრობის მოტივითთვარა იგივე საქმის ჩამდენ რუსებს როდი აკადრა ეს სასჯელიარადაიგივე არ გააკეთა ათასობით რუსმაგანა ვლასოვი და სხვა გენერლები თავიანთი არმიებით არ გადავიდნენ გერმანელთა მხარეზე და იქიდან არ ხელმძღვანელობდნენ „რუსეთის განმათავისუფლებელ არმიას?“ და განა მთელ რუსეთს აგებინეს ამისათვის პასუხი?“ (იქვეგვ. 258).

September 18, 2011

არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა : პიკასოს მეგობარი ალექსანდრე შერვაშიძე :

ალექსანდრე შერვაშიძის
პორტრეტი. მხატვარი
ვლადიმირ როსინსკი,
დათრგუნული საქართველოს ღირსეული შვილი, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე (1867-1968) :
 მამამისი კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე იყო ქართველი თავადაზნაურობის 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. 
 საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მსურველთა ამ შეთქმულების მოსპობის შემდეგ რუსეთის გააფთრებულმა იმპერატორმა ბრძანა რომ კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძეს ეკრძალება კავკასიაში ცხოვრება და შეუძლია ცხოვრება რუსეთის იმპერიის ნებისმიერ ადგილას კავკასიის გარდა.
 კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე აღმოჩნდა ყირიმში სადაც მას გაუჩნდა უფროსი შვილი ალექსანდრე. ბიჭს ელოდა სამხედრო კარიერა. მანაც ისწავლა ნიჟეგოროდის კადეტთა კორპუსში რომელიც ატარებდა გრაფი არაკჩეევის სახელს.


  მაგრამ მისი სამშობლოსა და მთელი კავკასიის დამთრგუნველი რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახური ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძეს რბილად რომ ვთქვათ დიდად არ იზიდავდა. და მან აირჩია მხატვრის გზა. 

September 15, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-17 : თავისუფლება და პასუხისმგებლობა :

თავისუფლების ქანდაკება.
ეიფელის კოშკი, მდინარე სენა.
«დამიანი პასუხს აგებს თავის საქციელზე იმიტომ რომ ეს ქცევა არის მისი არჩევანის შედეგი და მან ეს იცის ძალიან კარგად.მან იცის რომ მან პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების თუ საზოგადოებრივი აზრის,თავისი სვინდისის თუ ღმერთის წინაშე»
  ადამიანი თავისუფალი რომ არ იყოს ის არც პასუხისმგებელი იქნებოდა. მაგრამ ადამიანს სხვა ქმნილებებზე უფრო მაღლა აყენებს და ადამიანურ ღირსებას შეადგენს სწორედ მორალური თავისუფლება რომელიც აქვთ მხოლოდ ადამიანებს.
  სწორედ ესაა ადამიანის ნამდვილი კეთილშობილება. უსულო

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-16 : ადამიანის პიროვნების ღირსება :

სოკრატე და მისი მოწაფეები
უნდა იამაყოთ ვინაიდან თქვენ ხართ ქმნილებათა უმაღლეს საფეხურზე. მაგრამ გაფრთხილდით: დიდ პრივილეგიებს თან ახლავს დიდი მოვალეობები. არ შებღალოთ ეს ღირსება უღირსი საქციელით,უსაქციელობით. კეთილშობილს აკისრია მოვალეობები. ყველაზე თეთრი და სუფთა სამოსი აქვს იმას ვისაც ჭუჭყის ეშინია.
     ადამიანი,ჩემო მეგობრებო,ფიზიკურად,სხეულის წყობით, უახლოვდება ცხოველებს,მაგრამ დიდად შორდება მათ თავისი გონიერებით და მორალური თვისებებით რომლებიც გადააქცევენ მას ადამიანად.